• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია კესო მუმლაძის ამბავი

March 13, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ საკუთარ თავზე მოსაყოლი ბევრი ამბავი აქვს. არ აშინებს ახალი გამოწვევები. დასახული მიზნების მიღწევა და პროფესიული წარმატება მისი მთავარი ამოცანაა. ახლა ოკეანის გაღმაა და სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება თავის საოცნებო მისიას სამყაროში – იყოს პროფესიონალი და გამოადგეს სამშობლოს.

 

 

კესო მუმლაძე: საზღვარგარეთ სწავლის სურვილი ბავშვობიდან მქონდა. უკეთ რომ შეიცნო საკუთარი თავი, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. მსგავსი ფიქრები და მშობლებისგან მოცემული დიდი სტიმული, რომ სიახლე საშიში არასდროს არის, გადამწყვეტი გახდა, მესწავლა ქვეყნის გარეთ. ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცა შანსი, მე და ჩემს ძმას ამერიკაში მივიღოთ განათლება. ცხოვრების მრავალფეროვნებისა და მეტი გამოწვევებისთვის სწავლა High School-დან დავიწყეთ.

სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე, უმაღლესი GPA-ით, ძალიან ბევრი ჯილდოთი და სერტიფიკატით. მიმიღო ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, ვაშინგტონის უნივერსიტეტებმა, რომელსაც Acceptance Rate-ი ძალიან დაბალი აქვთ – კონკურენცია ძალიან დიდია. ორმა პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა 100%-ით დამაფინანსა – ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. ავირჩიე Montclair State University , ფაკულტეტი – პოლიტიკური მეცნიერებები, რომელიც ძალიან ძლიერი პროგრამით გამოირჩევა. ჩემი მაღალი მიღწევების გამო მივიღე Presidential Scholarship-ი – საპრეზიდენტო სტიპენდია უნივერსიტეტიდან, რაც დიდი პატივია ჩემთვის.

გამოწვევებით სავსეა გზა, რომელსაც დავადექი. განსაკუთრებით მიზიდავს დიპლომატია, სადაც ვხედავ ჩემს მომავალს. ვფიქრობ, დიპლომატიისთვის საჭირო უნარები მაქვს. მე არა მხოლოდ მაინტერესებს პოლიტიკური ლანდშაფტი, არამედ ის, თუ როგორ შეუძლია დიპლომატიას შექმნას პოზიტიური ცვლილებები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებაში.

დიახ, ვარ Montlciar State University-ს Model United Nations კლუბის პრეზიდენტი. ჩემი მოგზაურობა საერთაშორისო დიპლომატიაში ჩემს პრეზიდენტობამდე დაიწყო. მქონდა პრივილეგია, ორჯერ წარმომედგინა Montlciar State University გაეროში, სადაც ვმონაწილეობდი როგორც უნივერსიტეტის მოხალისე. 2025 წელს ამირჩიეს გაეროს მოდელის პრეზიდენტად უნივერსიტეტში, რაც რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევაა. როგორც MUN-ის პრეზიდენტი, ჩემი მიზანია გავაძლიერო Montclair State University-ს გავლენა და დავიცვა მისი ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე. ვხელმძღვანელობ საკმაოდ ძლიერ გუნდს და ვემზადებით პრესტიჟული MUN კონფერენციებისთვის. გარდა ამისა, ვარ ოქსფორდის დიპლომატიური საზოგადოების წევრი, სადაც ვესწრები ყოველთვიურ ონლაინშეხვედრებს და ვმონაწილეობ დისკუსიებსა და დებატებში.

პოეზიის სიყვარული ბავშვობიდან გამაჩნდა, თუმცა ლექსის წერა არასდროს მიცდია. პირველი სერიოზული მცდელობა იყო, როდესაც ინგლისურ ენაზე პოეზიის კონკურსში მივიღე მონაწილეობა და 45 შერჩეული საკონკურსო ნამუშევრიდან მესამე ადგილი დაიმსახურა ჩემმა ლექსმა სათაურით – Peace. შემდეგ წიგნშიც – The red Wheelbarrow დაიბეჭდა.

რაღაც პერიოდი აქტიურად ვიყავი ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში, სტატიებს ვწერდი და ასევე, პირველი ადგილი მოვიპოვე Garden State Scholastic Press Association-ში, როგორც საუკეთესო Column Writer-ი.

სწავლის გარდა, ვმუშაობ ჩემს უნივერსიტეტში მდგრადობის ოფისში – Montclair State University Office of Sustainability, სადაც ჩართული ვარ სხვადასხვა ინიციატივაში, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ხელშეწყობისკენ. ასევე, ვმუშაობ იურიდიულ ოფისში, როგორც იურიდიული კოორდინატორი. ჩემი აკადემიური და პროფესიული პასუხისმგებლობების დაბალანსებამ მასწავლა დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა.

 

 

მაქვს ჰობი, რომელიც ბიზნესად ვაქციე. პირველი სამაჯური წლების წინ, საკუთარი თავისთვის ავაწყვე. უამრავი ლამაზი ფერადი ქვა მომეპოვებოდა სახლში და ასე დაუგეგმავად გაჩნდა ჯერ პირველი სამკაული და შემდეგ ბრენდი „ატარეკესა“ – Atarekesa. საქართველოში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოირგო ჩემი სამკაული. ამერიკაში, სკოლაში სწავლის პერიოდში, ერთ-ერთ პედაგოგთან საუბრისას, შემთხვევით ვახსენე ბრენდის შესახებ და როცა ჩემი ნამუშევრების ინსტაგრამგვერდი ნახეს, ძალიან მოეწონათ. სპეციალურად გამოყვეს სკოლაში დამატებითი საათი, სადაც წარვადგინე ჩემი ბრენდი და ვისაუბრე მისი შექმნის ისტორიაზე. სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სკოლაში არსებულ მაღაზიაში შეეტანათ ჩემი ნამუშევრები. სკოლის გაზეთშიც დაიბეჭდა ჩემზე ინტერვიუ. ყველაზე შთამბეჭდავი და მოულოდნელი მაინც ის იყო, როდესაც სკოლის დირექტორი ჩემი სამაჯურით შევნიშნე.

რთულად მახსენდება ამერიკაში ყოფნის პირველი წელი. ბევრი სირთულე ახლდა. ყველაზე დიდი დოზით იყო მარტოობის განცდა. ვიყავი სამშობლოსა და მეგობრების გარეშე. ეს საშინელ სიცარიელეს ტოვებდა ჩემში. თუმცა მივხვდი, რომ მალე უნდა გავმკლავებოდი ამ განცდებს, რეალობის აღქმა რომ არ გამჭირვებოდა. ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რის შედეგად შევძელი ყველა ემოციის თავმოყრა ერთად და მთავარ მიზანზე კონცენტრირება.

უცხო ქვეყანაში განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის ძალა და იმედი. ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი და მეგობრები მეხმარებოდნენ. მათი გამხნევება და ჩემდამი რწმენა შეუფასებელია. მეც ვცდილობ, მათი დიდი გულშემატკივარი ვიყო. ჩემთვის ცხოვრება არის ბალანსი მიღებასა და მხარდაჭერაში. როცა სხვებს ვეხმარები, მეც ვსწავლობ და ვიზრდები. ვფიქრობ, ურთიერთდახმარების ეს ციკლი ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ნამდვილად მსურს წვლილი შევიტანო მის წინსვლასა და განვითარებაში. თუმცა, როდესაც საქმე მომავალს ეხება, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ სად მიმიყვანს ჩემი კარიერული გზა. ერთი რამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვეცდები გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და ცოდნა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ჩემს თანატოლებს, რომლებიც ოცნებობენ შეერთებულ შტატებში სწავლაზე, ვუსურვებდი, ბოლომდე სჯეროდეთ საკუთარი ოცნებების. საზღვრებს გარეთ სწავლა არ არის მხოლოდ განათლება, ეს არის პიროვნული ზრდა, ახალი გამოცდილება და თქვენი ჰორიზონტის გაფართოება.

 

 

ტექსტი:  ქეთი ლომსაძე

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები