• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! KENE-ს ვერცხლის აქსესუარები სპეციალურად შექმნილი დიზაინით

April 22, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ქართული ბრენდი „კენე“ ნინი გოგსაძისა და ეკა სუდაძის მიერ შეიქმნა. ისინი თავად ამზადებენ და არჩევენ აქსესუარების დიზაინს. ბრენდმა ბაზარზე გამოჩენიდან ძალიან მოკლე დროში მოახერხა დაემკვიდრებინა საკუთარი ნიშა და საზოგადოების წინაშე ხარისხიანი, ძალიან დახვეწილი დიზაინის აქსესუარებით წარმდგარიყო. ჟურნალი OK! დამფუძნებლებს თავად ესაუბრა და მკითხველს მათ უფრო ვრცლად უამბეს ბრენდის ოპერირებისა და კონცეფციის შესახებ.

რას სთავაზობს ქართული ბრენდი „კენე“ მომხმარებელს?

ქართული ბრენდი „კენე“ მომხმარებელს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ვერცხლის აქსესუარებს. თითოეული ნამუშევარი იქმნება სპეციალური დიზაინით და მზადდება საქართველოში უმაღლესი ხარისხის ვერცხლით.

 

 

როდის გამოჩნდა ბრენდი ბაზარზე?

ბრენდი შეიქმნა 2019 წელს, იდეის გაჩენიდან 2 თვეში. შექმნის დღიდან დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება და მალევე დაიმკვიდრა თავი ბაზარზე.

რა მიგაჩნიათ „კენეს“ მთავარ უპირატესობად?

„კენე“ მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან და ამავდროულად, ხელმისაწვდომ პროდუქტს. აქსესუარები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის look-ს ელეგანტურსა და სრულყოფილს გახდის. მიგვაჩნია, რომ შევქმენით ჩვენი სტილი, წარმოვაჩენთ პროდუქციას ისე, რომ მომხმარებელმა სწორად აღიქვას და მართლაც ვიღებთ შესაბამის უკუკავშირს მათგან. ამ ყველაფერთან ერთად, „კენეს“ მთავარ უპირატესობად მივიჩნევთ მომხმარებელთან მეგობრულ ურთიერთობას, მათი ინტერესების გათვალისწინებას და კეთილგანწყობაზე ზრუნვას.

 

 

ნიშა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ…

„კენეს“ მთავარი მახასიათებელი არის მისი ვიზუალური მხარე და ესთეტიკურობა, რომელიც დასამახსოვრებელია მომხმარებლისთვის და არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ჩვენი აქსესუარების ფოტოს ნახვისას, მაშინვე უჩნდებათ ასოციაცია ჩვენს ბრენდთან. აღსანიშნავია შეფუთვაც, რომელიც ასევე გამოირჩევა ესთეტიკური ვიზუალით: თითოეული აქსესუარი თავსდება აბრეშუმის ნაჭრის ქისაში და მუყაოს ბრენდირებულ ჩანთაში.

 

 

როგორია პროდუქციაზე მუშაობის პროცესი და ვინ ქმნის აქსესუარების დიზაინს?

ამჟამად გვყავს რამდენიმე მჭედელი და ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ საწარმოსთან, რომელიც გვიმზადებს აქსესუარებს ჩვენი სურვილის გათვალისწინებით. ბრენდი მუდმივად ზრუნავს პროდუქციის მრავალფეროვნებასა და განვითარების უწყვეტ პროცესზე და აქტიურად სთავაზობს მომხმარებელს ახალ ტენდენციებს. ახალი კოლექციების დამზადების შემდეგ, ხდება შესაბამისი გარემოს შერჩევა გადაღებისთვის, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს აქსესუარებს.

სამომავლო გეგმები…

გარდა იმისა, რომ „კენე“ გეგმავს ახალი კოლექციების შექმნას, ამავდროულად, მუშაობს ახალ პროექტზე, იგეგმება ბრენდის გაფართოება და ახალი ხაზის დამატება განსხვავებული მიმართულებით, რომელსაც მომხმარებელს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ.

 

FB: კენე • KENE

Insta: kene.accessories

TEL: 598 43 53 68

შოურუმი: მიცკევიჩის ქ. N6, მაღაზია „პარაისო“

ასევე გაეცანი

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
Fashion

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

October 19, 2025
#OK! მოდა ინტერიერში
Fashion

#OK! მოდა ინტერიერში

August 24, 2025
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025
#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი
Fashion

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

August 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 11 გამორჩეული ჩაცმულობა Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! 11 გამორჩეული ჩაცმულობა Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

December 23, 2021
#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

July 4, 2022
#OK! ‘1 ნაბიჯი ფინალამდე’ – ნინი ბრეგვაძეს ხალხის დახმარება სჭირდება!

#OK! ‘1 ნაბიჯი ფინალამდე’ – ნინი ბრეგვაძეს ხალხის დახმარება სჭირდება!

December 12, 2023
#OK! თამო ვაშალომიძე ქალიშვილთან ერთად კაჭრეთის “ამბასადორში” ისვენებდა!

#OK! თამო ვაშალომიძე ქალიშვილთან ერთად კაჭრეთის “ამბასადორში” ისვენებდა!

September 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ილონ მასკი შეიძლება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

#OK! ილონ მასკი შეიძლება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

November 11, 2025
#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

November 11, 2025
#OK! წარმატებას ერთადერთი ფორმულა აქვს – ეს არის შრომა – ნათია კახიანი

#OK! წარმატებას ერთადერთი ფორმულა აქვს – ეს არის შრომა – ნათია კახიანი

November 10, 2025
#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

November 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები