• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს…” – კიანუ რივზი

September 2, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ცოტაოდენ ვარსკვლავს თუ ჰქონდა ისეთი ტრაგიკული ცხოვრება, როგორიც კიანუს. მან ბავშვობაში ფიზიკური ტრავმა მიიღო, რის გამოც საოცნებო სპორტს თავი გაანება, ადრეულ ასაკში მამამ მიატოვა, დისლექსიის გამო სკოლაში სიარული შეწყვიტა, საუკეთესო მეგობარი ნარკოტიკების გადაჭარბებული რაოდენობის მიღების გამო დაკარგა, ჯერ შვილი, მოგვიანებით კი საყვარელი ქალი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. კიანუ იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრებაში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, იმედი არ დაკარგეს და ცხოვრება დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით გააგრძელეს.

„ჰოლივუდის ჯენტლმენი“ და „ყველაზე კეთილშობილი ადამიანი“ − ეს სწორედ ის წოდებებია, რომლებითაც კანადელ მსახიობს ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ. მისი ვარსკვლავური პერფორმანსები, საკულტო როლები და სამსახიობო უნარები არ არის ერთადერთი მიზეზი ხალხის მისდამი უდიდესი სიყვარულისა. შესაძლოა ბევრი კინომოყვარულისთვის კიანუ ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა John Wick, Speed და Matrix, თუმცა ადამიანების უმეტესობა როლებზე უკეთ მის ტრაგიკულ ცხოვრებას იცნობს.

 

Keanu Reeves Remains Our Greatest Star, 30 Years On

 

მას არ აქვს ბევრი სახლი, არ ესწრება სელებრითულ წვეულებებს, არ იყენებს სოციალურ მედიას, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მატერიალურ ნივთებს არ ანიჭებს უპირატესობას:

 

„ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე უკვე ძალიან ბევრი გამოვიმუშავე, მაგრამ მინდა ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო და საბანკო ანგარიშებით თავს სტრესი არ მივაყენო. ბევრს გავცემ და მარტივად ვცხოვრობ, უმეტესწილად სასტუმროებში. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანმრთელობა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია“.

 

მსახიობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ფილმიდან მიღებული შემოსავლების მიუსაფარ ბავშვთა სახლისთვის გადარიცხვა; ქუჩაში, შემწეობის მთხოვ ადამიანებთან ერთად ჩაის მირთმევა; საკუთარი დაბადების დღის სახლიდან მოშორებით, სრულიად მარტოდ გატარება… მისთვის მეტროთი მგზავრობა უფრო კომფორტული და ადამიანურია, ვიდრე ტაქსითა და ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილება.

The Legend of Keanu Reeves | GQ

„ვიცი, რომ ჩემზე ბევრ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება აქვს, თითქოს მარტოსული ვარ, მე არ მყავს ბევრი ახლო მეგობარი. მაგრამ მიყვარს მშვიდად ცხოვრება. ასეთი ადამიანი ვარ“.

 

სამსახიობო კარიერა კიანუს ცხოვრებისეულ მომენტებში ეხმარება. ის ყოველთვის ცდილობს ოპტიმიზმით განიმსჭვალოს, პირადი პრობლემებისა და ცხოვრებაში არსებული სირთულეების მიუხედავად.

„ფილმებზე მუშაობა და გადაღებებზე სიარული ცხოვრებაში არსებული სირთულეების გადალახვაში დამეხმარა. გადასაღებ მოედანზე ყოფნა თავს ახალ ოჯახში მაგრძნობინებს. მაბედნიერებს იმის წარმოდგენა, რომ სამსახური კმაყოფილებას მანიჭებს. ყოველთვის ვცდილობ შინაგანი ძალა ვიპოვო, რათა მომავალს უფრო დიდი ოპტიმიზმით შევხედო“.

თავმდაბლობისა და გულუხვობის გარდა, რივზი ხშირად ხვდება უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში მისი კეთილშობილური საქმის გამო, რაც მეტროს ხალხმრავალ მატარებელში მოქალაქეებისთვის ადგილის დათმობიდან, ბავშვთა საავადმყოფოებში ფულის ფარულად გადარიცხვამდე ბევრ რამეს მოიცავს.

ადრეულ ასაკში კიანუ საკუთარ დას უვლიდა, როდესაც მას ეპილეფსია ჰქონდა, რის შემდეგაც მან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმ Matrix-იდან გამომუშავებული თანხის 70% ქველმოქმედებაში დახარჯა. მან დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

 

Is Keanu Reeves' Idea Of A Perfect Day Pandemic-Friendly? | HuffPost Canada Life

„მე უამრავი შიში მაქვს. ალბათ, სიკვდილის შიში ყველაზე დიდია, რომელიც დროდადრო ტრიალებს ხოლმე თავში. როდესაც ადამიანი ნახევარი საუკუნის ხდები, დროა ფიქრი დაიწყო იმაზე, რომ ყველაფრისთვის მზად ხარ… მინდა სინანულის გარეშე მივიდე ჩემთვის მშვიდობიან ადგილას“.

კიანუს მიაჩნია, რომ საზოგადოების მომავალი მათსავე ხელშია. ცხოვრებისეული გამოცდილება კი ყველანაირი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება:

„ზოგჯერ დესტრუქცია აღორძინებას ნიშნავს. ხანდახან მტრები ჩვენთვის საუკეთესო მასწავლებლები არიან, ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შეცდომებიდან ისწავლონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების თითოეულმა ბრძოლამ იმ პიროვნებად ჩამოგაყალიბათ, რომელიც დღეს ხართ. მადლიერი იყავით მძიმე პერიოდის, რადგან ძლიერ ადამიანად გარდაგქმნათ“.

 

The Man, the Myth: Inside Keanu Reeves' Inscrutable Private World - E! Online

 

რივზი ალექსანდრა გრანტზე ფარულად დაქორწინდა,  61 წლის მსახიობმა და 52 წლის მხატვარმა თავიანთი ურთიერთობა 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში, ევროპის ტურის დროს დააკანონეს.

 

 

გაიგე მეტი: კიანუ რივზი

ასევე გაეცანი

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს
OK! News

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს

November 12, 2026
#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა
OK! News

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია
OK! News

#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

November 12, 2026
#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”
OK! კულტურა

#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

March 28, 2026
#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

May 20, 2026
OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

May 12, 2024
#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

August 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

November 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები