• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! კატალეა – დახვეწილი დიზაინის ხელნაკეთი სამკაულები

May 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ნატალია ჯაიანისთვის ახალ სფეროში ძალების მოსინჯვა ერთგვარი გამოწვევა და ბავშვობის სურვილის ასრულება იყო. მან ბავშვობის ჰობი – აქსესუარების შექმნა საყვარელ საქმედ აქცია და ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი – „კატალეა“ დააფუძნა. ბრენდი მომხმარებელს ბუნებრივი მასალისგან დამზადებული აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

როგორია „კატალეას“ შექმნის ისტორია?

ხელნაკეთი ნივთების მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მომყვება. ბებია დიზაინერი იყო და ულამაზეს კოსტიუმებს, ყვავილებს, საქორწილო დიადემებსა და სხვა აქსესუარებს ქმნიდა. მისი ნამუშევრები იმდროინდელ ქართულ ჟურნალებში ხშირად იბეჭდებოდა. მე, მაშინ ძალიან პატარა გოგო, მის სახელოსნოში დიდ დროს ვატარებდი და ინტერესით ვადევნებდი თვალს. ვცდილობდი მეც რამე დამემზადებინა, თუმცა მერე ჩემი ცხოვრება მუსიკას დაუკავშირდა. ანსამბლ „მზიურის“ წევრი გავხდი, მთელი დრო რეპეტიციებს, კონცერტებსა და გასტროლებს მიჰქონდა. თითქოს მივივიწყე ჩემი ადრინდელი გატაცება, თუმცა შემდეგ კვლავ დავუბრუნდი და სულ ვახერხებდი რაღაცის შექმნას ჩემი შვილისთვის, ჩემთვის, მეგობრებისთვის. ძალიან მსიამოვნებდა, როცა ისინი ჩემს შექმნილ აქსესუარებს ატარებდნენ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე კი ძალიან მომინდა ჩემი ჰობი უფრო მნიშვნელოვან საქმედ მექცია. ასე შეიქმნა „კატალეა“, რომელიც უკვე 1 წლის გახდა, ჯერ ძალიან პატარები ვართ.

რატომ „კატალეა“?

მინდოდა ჩემი ბრენდის სახელი ბუნებასთან, ყვავილთან ყოფილიყო დაკავშირებული. „კატალეა“ ორქიდეას ერთ-ერთი სახეობაა და ჟღერადობითაც ძალიან მომეწონა ეს სახელი. სწორედ ამიტომ ბრენდის ლოგოზეც ორქიდეას კონტური გვაქვს.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვთავაზობთ ქალის ხელნაკეთ აქსესუარებს, თუმცა უნისექსი მოდელებიც მაქვს. სამკაულები არის განსხვავებული და მზადდება ნატურალური, მინერალური ქვების გამოყენებით. პროდუქციის დიზაინი ჩემია, თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა მრავალფეროვნება, მიყვარს დიდი არჩევანი, ფერთა გამა, სხვადასხვა სტილში შექმნილი პროდუქტი. კოლექციაზე მუშაობისას ვცდილობ შევქმნა სხვადასხვა დიზაინის პროდუქტი, მათ შორის კლასიკურიც, რათა ნებისმიერი ასაკის და გემოვნების ქალბატონმა ჩემთან თავისთვის მოსაწონი სამკაული იპოვოს.

სად არის შესაძლებელი თქვენი ბრენდის მოდელების შეძენა?

ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ – ჩვენს ინსტაგრამ- და ფეისბუქგვერდებზე.

გვესაუბრეთ კოლექციაზე…

გაზაფხულის კოლექცია, რა თქმა უნდა, გამოირჩევა ნათელი ფერებით, ორიგინალური დიზაინით და „კატალეასთვის“ დამახასიათებელი სტილით. ასევე, თითქმის დასრულებულია საზაფხულო კოლექციაც. ჩვენი მომხმარებელი იხილავს მეტ ახალ აქსესუარს, მეტ მრავალფეროვნებას და საზღვაო სეზონის მოდელებს.

სამომავლო გეგმები…

როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ პატარები ვართ, თუმცა წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენს მომხმარებელს ვპირდებით ბევრ სასიამოვნო სიახლეს და ახალ-ახალ კოლექციებს. ამჟამად ვეძებ სივრცეს, სადაც ჩემი ნამუშევრების გამოფენის საშუალება მომეცემა.

 

საკონტაქტო ინფ:

FB: Cataleya•კატალეა

INSTA: cataleya_gemstones

ასევე გაეცანი

#OK! Vilhelm Parfumerie უკვე საქართველოში
Fashion

#OK! Vilhelm Parfumerie უკვე საქართველოში

May 17, 2023
#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია
Fashion

#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

May 10, 2023
#OK! Met Gala 2023 -ის გამორჩეული ჩაცმულობა!
Fashion

#OK! Met Gala 2023 -ის გამორჩეული ჩაცმულობა!

May 2, 2023
#OK! Met Gala 2023-ის წყვილები წითელი ხალიჩიდან!
Fashion

#OK! Met Gala 2023-ის წყვილები წითელი ხალიჩიდან!

May 2, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი Adventure 2022 გაიმართება

#OK! ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი Adventure 2022 გაიმართება

September 30, 2022
#OK! ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის “იდეალური ოჯახის საიდუმლო”

#OK! ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის “იდეალური ოჯახის საიდუმლო”

February 25, 2023
#OK! ირინა შეიკის სპორტული სტილი: მოდელი დროს ქალიშვილთან ერთად ატარებს!

#OK! ირინა შეიკის სპორტული სტილი: მოდელი დროს ქალიშვილთან ერთად ატარებს!

May 9, 2021
#OK! ვარსკვლავები და მათი შვილები: ბავშვები, რომლებიც საკუთარ ცნობილ მშობლებს ძალიან გვანან

#OK! ვარსკვლავები და მათი შვილები: ბავშვები, რომლებიც საკუთარ ცნობილ მშობლებს ძალიან გვანან

October 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი ადამიანები რომლებიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული!

#OK! ცნობილი ადამიანები რომლებიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული!

May 22, 2023
#OK! სალომე ბენიძის სარედაქტორო სვეტი

#OK! სალომე ბენიძის სარედაქტორო სვეტი

May 25, 2023
#OK! ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად შვედეთში მოგზაურობს!

#OK! ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად შვედეთში მოგზაურობს!

May 27, 2023
#OK! ქუთაისი ინსპირაციის მთავარი წყარო

#OK! ქუთაისი ინსპირაციის მთავარი წყარო

May 27, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×