• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! იოიო – როცა დესერტი ემოციად იქცევა

April 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ტკბილეულის შექმნა ბევრისთვის უბრალოდ, კულინარიაა, თუმცა „იოიო“-ს დამფუძნებლებისთვის ეს გაცილებით მეტია – ეს არის ხელოვნება, ემოცია და ადამიანებისთვის სიხარულის გაზიარების გზა. მრავალწლიანი გამოცდილების, დაუღალავი შრომისა და მუდმივი განვითარების სურვილის შედეგად შექმნილი კაფე-საკონდიტრო, რომელიც  ქობულეთში მდებარეობს დღეს უკვე საკუთარი სტილითა და ხარისხით გამოირჩევა. მისთვის თითოეული დესერტი არა მხოლოდ გემოს, არამედ ისტორიას და განწყობას ატარებს, რაც მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის. ინტერვიუში საკონდიტრო „იოიო“-ს დამფუძნებელი, შორენა შაინიძე გვიამბობს, როგორ დაიწყო მისი პროფესიული გზა, რა გამოწვევებს შეხვდა წლების განმავლობაში და როგორ იქცა იდეა რეალურ, წარმატებულ ბიზნესად. ის ასევე გვიზიარებს, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ხარისხს, დეტალებზე ზრუნვასა და მომხმარებელთან ემოციურ კავშირს, როგორ იბადება ახალი დესერტები და რა როლი აქვს შთაგონებას მის ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

როდის და რატომ დაინტერესდით კონდიტერიით?

კონდიტერიით ჯერ კიდევ წლების წინ დავინტერესდი, მაშინ, როცა მივხვდი, რომ ტკბილეულის შექმნა უბრალოდ, კულინარია არ არის – ეს ცალკე ხელოვნებაა, რომელიც დიდ ემოციას ატარებს. სწორედ ამ შეგრძნებამ მიბიძგა, რომ ამ სფეროში სიღრმისეულად დამეწყო განვითარება.

 

 

როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული გზა წლების განმავლობაში?

გავიარე მრავალი კურსი, ტრენინგი და მასტერკლასი, მათ შორის პარიზშიც ვიყავი 10-დღიან მასტერკლასებზე, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი ცოდნა და გამოცდილება. ჩემი პროფესიული ზრდა ეტაპობრივად, დიდი შრომისა და დაუზოგავი დროის შედეგად განვითარდა – 13 წლის განმავლობაში მუდმივად ვსწავლობდი და ვაგროვებდი პრაქტიკულ გამოცდილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო Georgia Palace-ში 8-წლიანი მუშაობა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაზე.

 

რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი საკონდიტრო „იოიო“-ს გახსნა?

საკუთარი საკონდიტროს გახსნის იდეა ბუნებრივად ჩამოყალიბდა. როდესაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე და ჩემი სტილიც მკაფიოდ ჩამოვაყალიბე, მივხვდი, რომ დრო იყო, ჩემი ხედვები რეალობად მექცია. საბოლოოდ, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ერთად გაგვეხსნა საკონდიტრო. ყოველთვის მინდოდა ჩემს პატარა და ლამაზ ქალაქში მქონოდა კუსკუსა, მყუდრო და გემოვნებიანი კაფე-საკონდიტრო, სადაც თავად ვიმუშავებდი და უამრავ კმაყოფილ და ბედნიერ მომხმარებელს მივიღებდი.

 

 

რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას თქვენს საქმიანობაში?

ჩემი მთავარი მოტივაცია საქმისადმი სიყვარულია – სწორედ ეს მაბედნიერებს და ყოველდღიურად მაძლევს ძალას. განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს კმაყოფილი მომხმარებლის ემოცია, რადგან თითოეულ ნამუშევარს თავისი ისტორია და დადებითი განწყობა მოაქვს. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული და გამორჩეული გუნდი, რომელთან ერთადაც ვქმნი. საბოლოოდ, ყველაზე დიდ სიამოვნებას მაინც ის მაძლევს, რომ ჩემი საქმიანობით ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ.

 

რა არის ამ სფეროში ყველაზე დიდი გამოწვევები და როგორ ინარჩუნებთ ხარისხის სტაბილურობას?

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მომხმარებლისთვის მუდმივად სიახლეების შეთავაზება. თუმცა, ამ ყველაფრის ცენტრში მაინც კმაყოფილი მომხმარებელია, რადგან სწორედ მისი ემოცია და შეფასება განსაზღვრავს ჩვენი მუშაობის რეალურ შედეგს.

ამ მიზნის მისაღწევად ჩემს საქმიანობაში ვმუშაობ მაღალი სტანდარტებით – ვიყენებ მხოლოდ ხარისხიან ინგრედიენტებს და დიდ ყურადღებას ვუთმობ თითოეულ დეტალს. პროცესის ყველა ეტაპს მუდმივად ვაკონტროლებ, რათა საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი იყოს.

როგორ ქმნით ახალ დესერტებს – რა არის თქვენი შთაგონების მთავარი წყარო?

ინსპირაციას სხვადასხვა წყაროდან ვიღებ, თუმცა ყველაზე დიდი შთაგონება ჩემი ყოველდღიური ემოციებია, რომლებიც ჩემს ნამუშევრებშიც აისახება და თითოეულ დესერტს განსაკუთრებულ ხასიათსა და განწყობას სძენს.

 

 

რა უნარები მიგაჩნიათ აუცილებელად წარმატებული კონდიტერისთვის?

ვფიქრობ, კარგი შეფი აუცილებლად უნდა იყოს კარგი მენეჯერი. აუცილებელია მონდომება, საქმისადმი სიყვარული, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდთან სწორი ურთიერთობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება და მუდმივი განვითარების სურვილი.

 

როგორ ხედავთ თქვენი საკონდიტროს მომავალს?

ჩემს საკონდიტროს მომავალში ვხედავ როგორც განვითარებულ და გამორჩეულ ბრენდს, რომელიც თავისი ხარისხითა და უნიკალური სტილით მყარად დაიმკვიდრებს ადგილს ბაზარზე.

 

 

ტექსტი: მარიამ შულაია

ფოტო: ნანუკა სიმონია

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

February 2, 2024
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

June 30, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

September 28, 2026
#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები