• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! იოანნა შერვაშიძის მრავალფეროვანი გზა და შესაძლებლობები

October 18, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

„OK! ბათუმის“ სტუმარი მრავალმხრივ ნიჭიერი იოანნა შერვაშიძეა, რომელმაც 16 წლისამ არაერთი მიმართულებით მიაღწია წარმატებას და ცდილობს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს საქართველო. ამბობს, რომ უცხოეთში, სადაც შესაძლებლობა ეძლევა, ყველგან ქართულ დროშას აფრიალებს და თავის სამშობლოზე, როგორც განსაკუთრებულზე, ჰყვება ამბებს. წინ არაერთი გეგმა და მიზანი აქვს, თუმცა, ყველაზე დიდი ოცნება დედასთან ერთად ცხოვრებაა. დედასთან, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება და ყველა რესურს დებს შვილის სწავლა-განვითარებაში. რომელ ვარსკვლავებთან შეხვედრამ აღაფრთოვანა კანის ფესტივალზე, რა პროფესიის დაუფლება სურს მომავალში და ვის მიიჩნევს მოტივაციის მთავარ წყაროდ – პასუხებს გაეცანით „OK! ბათუმის“ ინტერვიუში.

მრავალმხრივ ნიჭიერი ხარ. ცდილობ სხვადასხვა სფეროში დაიმკვიდრო შენი ნიშა და გამოგდის კიდევაც. პატარაობიდანვე ვინ გაძლევდა სტიმულს, რომ არ შეგეწყვიტა საკუთარი შესაძლებლობების ძიების პროცესი?

პირველ რიგში, მადლობა კომპლიმენტისთვის. მოხარული ვარ, რომ ჟურნალ „OK! ბათუმის“ რესპონდენტი გავხდი და ამ ასაკში მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, ამავდროულად, მოტივაცია მივცე ჩემს თანატოლებს. რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ არის ჩემი მოტივატორი, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ დედა, რომელიც თავის ყველა რესურსს ჩემს სწავლა-განვითარებაში დებს. ძალიან პატარა ასაკიდან იწყება ჩემი წარმატებული ნაბიჯები, რაღა თქმა უნდა, დედა ყოველთვის მხარდამხარ მომყვებოდა, ყველაფერში გვერდში მედგა. მოკლედ, დედას დამსახურებაა ყველაფერი საუკეთესო, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა და ხდება.

იყო სპორტული ტანვარჯიში და საინტერესო მიღწევები. რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება შენთვის და რას ურჩევ ამ კუთხით თანატოლებს?

ვფიქრობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის და მით უფრო ჩემთვის, როცა სამოდელო სფეროს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, ვფიქრობ, არ არის საჭირო, იყო აუცილებლად სპორტსმენი ან მოდელი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრო. რაც შეეხება აერობიკას და ჩემს საინტერესო მიღწევებს, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი აჭარის სპორტული აკრობატიკის მთავარ გუნდში და ქალბატონი მარინა სარიშვილის მწვრთნელობით, აჭარას არაერთი საერთაშორისო მედალი მოვუტანეთ.

ხარ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი. აღნიშნულ სფეროში 16 წლისამ მიაღწიე არაერთ წარმატებას. რას ნიშნავს სამოდელო სფერო შენთვის და როგორ წარმოგიდგენია სამოდელო კარიერა მომავალში?

როგორც უკვე გითხარით, სამოდელო კარიერას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. აღნიშნულ სფეროში უამრავი წარმატება მომიტანა სამოდელო სააგენტო „კატრინმა“. მილანის, პარიზის, დუბაის მოდის კვირეულები, მონაკო, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცა ჩემს ცხოვრებაში. უამრავი გრან პრი ავიღე, რომლითაც არაერთხელ ვასახელე საქართველო. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკატერინე მგალობლიშვილს ჩემი ოცნებების ასრულებისთვის.

გამოცდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდება…

მონაკო და რატომ?! ჩემი საყვარელი ვარსკვლავები ვნახე. ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი, თითქოს ერთად იყო თავმოყრილი. საოცარი სიამაყით ვივსებოდი ქართული დროშით ხელში, როცა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელებთან, ქალბატონ ეკა მგალობლიშვილსა და ძალიან ნიჭიერ მომღერალთან, ნინი შერმადინთან ერთად წითელ ხალიჩაზე გავიარეთ. ეს დღე ერთ დიდ დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა ჩემს ცხოვრებაში.

უფრო დეტალურად მოგვიყევი კანის ფესტივალზე და იქ განცდილ ემოციებზე, როგორც ვიცი თქვენ ასევე მიწვეული იყავით ,,fashion tv”-ის მიერ გამართულ საღამოზე, რომელი  ვარსკვლავის ხილვამ გაგახარა ყველაზე მეტად?

ჩემში განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბელა ჰადიდისა და სელენა გომესის ნახვამ, რადგან წლებია მათი მიმდევარი ვარ. ეს იყო ემოციები, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

ასევე, ხარ აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ხორუმის“ მოცეკვავე. ამბობ, რომ ცეკვა შენთვის დიდი ბედნიერებაა. მაინც, რომელი ქართული ცეკვა გგვრის ყველაზე დიდ სიამოვნებას?

ქართული ცეკვა და ქართული გენი განსაკუთრებულია ჩემთვის. მინდა მთელი მსოფლიო იცნობდეს საქართველოს, როგორც განსაკუთრებულ ქვეყანას თავისი კულტურით, ცეკვით. პირადად ჩემთვის „აჭარული“ ცეკვა ძალიან დახვეწილია, მისი თითოეული მოძრაობა სულში ჩამწვდომია. ამიტომ, ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ „აჭარული“ ცეკვა მანიჭებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ანსამბლ „ხორუმში“ ცეკვა.

დიდ დროს უთმობ სწავლა-განათლებას. ხარ ჩართული სხვადასხვა პროგრამაში, პროექტებში. იმყოფებოდი ოქსფორდის კოლეჯში. მოგვიყევი შენი ინტერესის სფეროზე. მომავალში რა პროფესია გსურს აირჩიო?

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ოქსფორდის კოლეჯში გაცვლითი პროგრამით მოვხვდი. სწავლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ვსწავლობ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში. ზოგადად, ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში. ხშირად ვმონაწილეობ სხავადასხვა კონკურსში და რამდენიმე წარმატებაც მოვუტანეთ სკოლას. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე გადავუხადო მადლობა ჩემს მასწავლებლებსა და დირექტორს, რომელთა გვერდში დგომას მუდმივად ვგრძნობ.

ოთხფეხა მეგობარი და მასთან გატარებული დრო…

წლის განმავლობაში ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი, რომ მინდოდა ოთხფეხა მეგობარი მყოლოდა და ხუთი წლის თავზე დედამ ემიგრაციიდან გამიკეთა საჩუქარი. დღეს მილა ჩვენი ოჯახის ოფიციალური წევრია.

მთაში დასვენებას ანიჭებ უპირატესობას თუ ზღვაზე?

ზღვას ვანიჭებ უპირატესობას. ზუსტად ახლა ვიმყოფები ესპანეთში, ერთ-ერთ მოდის კვირეულზე, კოსტა ბრავაზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

დედაზე გვესაუბრე, რომელიც ემიგრანტია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წარმატებული იყო.

დედა ყველა ადამიანის ცხოვრებაში მთავარ როლს ირგებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა ემიგრანტი დედა გმირია. არაფერია იმაზე რთული, როგორც წლების განმავლობაში დედასთან განშორება. ამის მიუხედავად, მე და დედა საუკეთესო მეგობრები ვართ და ერთად ვცდილობთ დასახული მიზნების მიღწევას.

იოანნა, როგორ გესახება შენი მომავალი რამდენიმე წლის შემდეგ?

იმის მიუხედავად, რომ ბევრ სფეროსთან ბავშვობიდანვე მქონია  შეხება (ცურვა, ცეკვა, ტანვარჯიში, ფიგურული სრიალი, მუსიკა, სამოდელო სფერო) ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ხშირად მიფიქრია ჩემს სამომავლო გეგმებზე. ჩემს სამომავლო პროფესიად ბუღალტერიას, აუდიტს ავირჩევ და დარწმუნებული ვარ, ამ სფეროშიც მივაღწევ წარმატებას.

რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურს…

ძალიან ბევრი სურვილი და მიზანი მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული სურვილი დედასთან ერთად ცხოვრებაა. მოგეხსენებათ, დედა წლებია ემიგრაციაშია და სულ მენატრება მასთან სიახლოვე.

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯიჯი ჰადიდის ფერადი იმიჯი: მოდელი ქალიშვილთან ერთად ადგილობრივ პარკში სეირნობს

#OK! ჯიჯი ჰადიდის ფერადი იმიჯი: მოდელი ქალიშვილთან ერთად ადგილობრივ პარკში სეირნობს

April 2, 2021
#OK! ქართული ბრენდი „ლუკა პოლარე“ საერთაშორისო ბრენდი გახდა

#OK! ქართული ბრენდი „ლუკა პოლარე“ საერთაშორისო ბრენდი გახდა

November 7, 2023
#OK! ნანა – ვარსკვლავი ბათუმიდან

#OK! ნანა – ვარსკვლავი ბათუმიდან

November 28, 2023
#OK! მე ვწუხვარ ბაღზე – საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

#OK! მე ვწუხვარ ბაღზე – საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

June 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე

November 7, 2025
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
როცა ემპათია ხდება სტრატეგია – ბიზნესის ტრანსფორმაციის ახალი ხედვა

როცა ემპათია ხდება სტრატეგია – ბიზნესის ტრანსფორმაციის ახალი ხედვა

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები