• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ყველა ქალს შეუძლია იყოს წარმატებული და დამოუკიდებელი… – ინტერვიუ სპაცენტრ „პაუზას“ მენეჯერთან

December 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალ OK!-ის დღევანდელი გმირი წარმატებული ქალია. სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ფიტნეს და სპაცენტრ „პაუზას“ მენეჯერ ია გელაშვილს მიაჩნია, რომ წარმატება მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი დიდი სიყვარულის შედეგია. მუდმივი განვითარების სურვილი იმდენად დიდია, რომ ამ დროს შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. ია მალე დედა გახდება, ის ორსულობის ბოლო კვირაშიც ისევ ისე აქტიურად მუშაობს და ჩვენს მკითხველს უზიარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპაცენტრის არსებობა ტურიზმის სექტორში და რა გამოარჩევს „პაუზას“ ბაზარზე.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საწინდარი?

„მარიოტის“ ქსელში ამ პოზიციაზე ორი წელია რაც ვმუშაობ, აღნიშნულ სფეროში კი 14-წლიანი გამოცდილება მაქვს. ეს არის საქმე, რომელიც თავდავიწყებით მიყვარს, ეს არ არის ვალდებულება, ეს სიამოვნებაა. გამუდმებით სიახლისა და გამოწვევების ძიებაში ვარ.

საკუთარი ძალის რწმენა, შრომისმოყვარეობა და მუდმივი განვითარების სურვილი − ეს ის თვისებებია, რამაც წარმატება მომიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ბოლო კვირაში ვარ, ძალიან მიჭირს აქაურობის დატოვება, ალბათ, სწორედ ეს არის პასუხისმგებლობის შეგრძნება და საქმისადმი დიდი სიყვარული. ვფიქრობ, ყველა ქალს შეუძლია იყოს წარმატებული და დამოუკიდებელი, იმიტომ, რომ ქალი ძალიან ძლიერია, ის მუშაობს, ზრდის შვილებს, უვლის ოჯახს და ჟურნალ OK!-ის წასაკითხადაც კი რჩება დრო. ეს მხოლოდ ქალებს შეუძლიათ!

 

გვესაუბრეთ დეტალურად, რა სახის სპაპროცედურებს სთავაზობს „პაუზა“ საზოგადოებას?

„პაუზა“ სპაადგილია, სადაც მომხმარებელს შეუძლია მძიმე სამუშაო დღის შემდეგ განიტვირთოს, ისიამოვნოს და, რა თქმა უნდა, გაჯანსაღდეს − როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. აქ შეგიძლიათ უბრალოდ დააპაუზოთ დრო.

სპაში გვაქვს ღია და დახურული აუზები, ორთქლისა და ფინური საუნები, ჰამამის ოთახი, ჯაკუზი, დიდი ფიტნესდარბაზი, რომელიც აღჭურვილია ტექნოჯიმის უახლესი ინვენტარით. ასევე, მოთხოვნიდან გამომდინარე, გავხსენით კრივის სივრცე.

აღსანიშნავია სერვისები, რომლებსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ: ტანისა და სახის პროცედურები, ტანის სკრაბები და გადახვევები, სპეციალურად წყვილებისთვის შექმნილი პროგრამები, ჰამამის პროცედურები და ასევე, ულამაზესი და მრავალფეროვანი მანიკიურ-პედიკიურის განყოფილება. როგორც ხედავთ, ყველა პირობაა შექმნილი უსასრულო განტვირთვისა და დასვენებისთვის.

ასევე, მინდა აღვნიშნო გუნდი − პროფესიონალი თანამშრომლები, რომელთა დამსახურებითაც გვყავს ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი. სწორედ ისინი ქმნიან დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

მთავარი, რაც გამოგარჩევთ ბაზარზე…

უპირველესად სერვისის ხარისხი, მუდმივი სიახლეები და ყოველთვიური აქციები, რომლებითაც ვანებივრებთ საზოგადოებას. მაგალითად, ნებისმიერი სპაპროცედურის დაჯავშნის შემთხვევაში, მომხმარებელს ვჩუქნით მთელ დღეს სპაში.

გარდა ამისა, გამოგვარჩევს ყველაზე დიდი ფიტნესდარბაზი, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ინვენტარით. მუდმივი ზრდა და განვითარებაზე ორიენტირება, ამავდროულად − ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები.

აღსანიშნავია, მთლიან სასტუმროს, შესაბამისად „პაუზა სპა“-საც 4 წელია რაც ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. შესაბამისად, სპა აღჭურვილია თანამედროვე და მაღალი კლასის ინვენტარით, რაც საქართველოს ბაზარზე იშვიათია.

 

 

როგორც უკვე აღნიშნეთ, მალე დედა გახდებით. რომელი სპაპროცედურების ჩატარებაა ორსულობისას რეკომენდებული?

მასაჟი მშვენიერი საშუალებაა ორსულობის პერიოდში თავის მოსავლელად. ამ დროს სხეული მუდმივად იცვლება. იპოვეთ დრო, გაიკეთოთ როგორც ტანის მასაჟი, ასევე სახის მოვლის პროცედურები, რათა თქვენი სხეული მზად იყოს ცვლილებებისთვის. „პაუზა სპაში“ ორსულებისთვის ყველა პროცედურა ტარდება სპეციალური, ჰიპოალერგიული პროდუქტებით. აღნიშნული პროცედურების ჩატარება შესაძლებელია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, პირადი ექიმის ნებართვით.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი მიმართულება ტურიზმის სექტორში?

ვფიქრობ ტურიზმისა და სასტუმროს სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სპაცენტრები. ნებისმიერი მიზნით ჩამოსული ტურისტისთვის განტვირთვა და დასვენება ყოველთვის საჭიროა, ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში გვქონდეს მაღალი დონის სპაცენტრები, სადაც სტუმრებს შესაფერის სერვისს შევთავაზებთ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება, ტურისტების რაოდენობაც შესაბამისად იზრდება. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ვცდილობთ ჩვენც განვვითარდეთ და სიახლეები შევთავაზოთ მომხმარებლებს, რადგან ქვეყანა ამ მიმართულებითაც გავხადოთ ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი.

რომელი პროცედურებია ყველაზე მოთხოვნადი ამ სეზონზე?

რა თქმა უნდა, ნებისმიერ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადია სახის მოვლის პროცედურები, რომლებიც განსაკუთრებული პროდუქციით, ჩვენი თერაპევტების ჯადოსნური ხელების კომბინაციაში, საოცარ შედეგს იძლევა. ამ სეზონზე კი აქტუალურია ღვინის დეტოქს-თერაპია, რომელიც იდეალური პროცედურაა კანისთვის. მასში შედის: ღვინის აბაზანა, ყურძნის წიპწის სკრაბი, ფელამუშის გადახვევა და სარელაქსაციო მასაჟი, ხოლო დასასრულ, უგემრიელესი ჭიქა ღვინო ჩვენგან საჩუქრად.

სამომავლო გეგმები…

ჩემი დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ ორი ძირითადი მიმართულებით ვგეგმავთ განვითარებას, კერძოდ: უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ თავის მოვლის პროდუქტების არჩევანი ჩვენს სპაში, რაც გულისხმობს პრემიუმკლასის თავის მოვლის საშუალებების დიდ არჩევანს, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ „პაუზა სპაში“. ვინაიდან კომპანია მუდამ ორიენტირებულია მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, ვგეგმავთ შიდა აუზის გაფართოებას, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენთან სტუმრობას.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

გაიგე მეტი: pauza''სპა-ცენტრი

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნუკი კოშკელიშვილს მეუღლემ ქორწინების მეექვსე წლისთავი მიულოცა!

#OK! ნუკი კოშკელიშვილს მეუღლემ ქორწინების მეექვსე წლისთავი მიულოცა!

September 20, 2021
#OK! ნახეთ, როგორ შეხვდნენ შობას ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი!

#OK! ნახეთ, როგორ შეხვდნენ შობას ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი!

February 9, 2024
#OK! Clinique-ის ისტორია

#OK! Clinique-ის ისტორია

March 17, 2024
#OK! აჭარაბეთ არენაზე რევაზ ჩელებაძის ვარკვლავი გაიხსნება

#OK! აჭარაბეთ არენაზე რევაზ ჩელებაძის ვარკვლავი გაიხსნება

July 12, 2022

კვირის ჰიტები

#OK! 6 „ულამაზო გოგონა“, რომელიც სუპერმოდელი გახდა

#OK! 6 „ულამაზო გოგონა“, რომელიც სუპერმოდელი გახდა

November 13, 2025
#OK! ჩვენ გვჯერა თითოეული მოსწავლის – „განათლების აკადემია TSG“-ის წარმატების ამბავი

#OK! ჩვენ გვჯერა თითოეული მოსწავლის – „განათლების აკადემია TSG“-ის წარმატების ამბავი

November 11, 2025
#OK! ეკა ჯალაღონია: სოხუმში რომ დავბრუნდები, რესტორანი სად უნდა მქონდეს, ეგეც ვიცი

#OK! ეკა ჯალაღონია: სოხუმში რომ დავბრუნდები, რესტორანი სად უნდა მქონდეს, ეგეც ვიცი

November 13, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები