• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ჩემპიონის მყუდრო ნავსაყუდელი – სანდრო ბაზაძე

September 9, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ქართული OK!-ს სექტემბრის ნომრის მთავარი გმირი ჩემპიონია. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ფარიკაობაში ევროპის ორგზის და მსოფლიო ჩემპიონს – სანდრო ბაზაძეს, მის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად.

სანდროსა და მის მეუღლესთან, სალომე გლოველთან ინტერვიუში წაიკითხავთ წყვილის სიყვარულის ისტორიას, შეიტყობთ მათი ჰარმონიული ოჯახის საიდუმლოს და გაიგებთ, როგორი გზა გაიარა ჩემპიონმა უდიდეს წარმატებამდე.

 

 

 

სანდრო, სალომე, მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია.

სანდრო: დასასვენებლად ვიყავი წასული ზღვაზე და იქ გავიცანი სალომე. თუმცა მანამდე ვიცოდი მის შესახებ და შორიდან ძალიან მომწონდა. ჩემი მეგობრის კლასელი იყო. ვითომ შემთხვევით, მაგრამ სინამდვილეში დაგეგმილად ჩავედი ბათუმში და იქ გავიცანი, ძალიან მომეწონა და იმ დღიდან მიყვარს. ერთი ნახვით სიყვარული იყო. თუ მართლა არსებობს ბედისწერა, ეს ჩვენ შორის ნამდვილად არის. 13 წელია ვიცნობ, გარვეული პერიოდი, 2-3 წელი მაწვალა. მაგრამ ამ ყველაფერსაც თავისი ხიბლი ჰქონდა, ეს პროცესიც ყველანაირად კარგი იყო. უკვე 9 წელია ჩემი მეუღლეა და ორი დიდი სიყვარული გვყავს.

 

ბავშვებზე მოგვიყევით. სალომე, როგორი მამაა სანდრო?

სალომე: ორი შვილი გვყავს: 6 წლის დაჩი და 1 წლის დათი. გარკვეული პერიოდი სანდრო საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, თავადაც არ ვიცი როგორ ახერხებს, რომ არის იდეალური მამა. ისე გავიდა ეს წლები, რომ დაჩის არც უგრძნია მამის არყოფნა. ძალიან ყურადღებიანი მამაა. განებივრებული ჰყავს ბავშვები, დაჩის განსაკუთრებულად უყვარს მამა. დიდი სიახლოვე აქვს მამა-შვილს, თავიანთი საიდულოებები აქვთ. მეგობრული, ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა სანდრო.

 

 

 

როგორ ფიქრობთ, ოჯახში ჰარმონია რაზე დგას?

სანდრო: ალბათ, პირველ რიგში, სიყვარულია მთავარი ფორმულა. სიყვარულის გარეშე ვერანაირი ჰარმონია ვერ იქნება. ოჯახში არსებობს, რა თქმა უნდა, უთანხმოებები, მაგრამ ესეც ამ ჰარმონიის ნაწილია. ყველაფერში ვერ გაუგებს წყვილი ერთმანეთს, ამიტომ დათმობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება აუცილებელია, ეს ამყარებს ოჯახს.

სალომე: მე დავამატებ, რომ წყვილს შორის მეგობრობის გარეშე არაფერი გამოვა. მე და სანდრო ვართ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები. ყველაფერს, რაც კი ხდება, პირველ რიგში, სანდროს ვუზიარებ და მის აზრს, შეხედულებებს ვისმენ.

 

 

კამათის შემდეგ რომელი დგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ?

სანდრო: სხვათა შორის, კამათს სულ სალომე იწყებს და არ უყვარს დათმობა, მაგრამ ძალიან მალე ვივიწყებთ, რადგან წვრილმან კამათებს არ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას. ძირითადად მე ვდგამ ხოლმე შესარიგებლად ნაბიჯს.

სალომე: ვეთანხმები. კარგი ის არის, რომ ორივე ყოველთვის ვლაპარაკობთ, განვიხილავთ და ერთად ვპოულობთ სიტუაციის განმუხტვის გზებს.

 

 

 

მოდი, ორივემ სამ-სამი სტყვით დაახასიათეთ ერთმანეთი.

სანდრო: სალომე არის სანდო, მოსიყვარულე და მიზანდასახული.

სალომე: დამასწრო მიზანდასახულობაზე. ცოტა ვრცლად ვიტყვი: სანდრო არის საოცრად მიზანდასახული ადამიანი. არ არსებობს, რამე გადაწყვიტოს, დაისახოს მიზნად და მას ვერ მიაღწიოს. ყველაფერს გააკეთებს თავისი მიზნის მისაღწევად. ასე ვიტყვი: ის არის მიზანდასახული, მოსიყვარულე და კეთილი.

 

სალომე, თქვენს საქმიანობაზე მოგვიყევით.

სალომე: ჩემი საქმიანი ცხოვრებაც უკავშირდება ფარიკაობას. მთლიანად ჩართული ვარ ფარიკაობის ფედერაციის მარკეტინგში, სანდროს სპონსორებთან მოლაპარაკებებში, სანდროს მენეჯერობაც შეთავსებული მაქვს. ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს ფარიკაობის ფედერაცია, სადაც წელიწადში სულ მცირე 2 საერთაშორისო შეჯიბრი ტარდება და მათ დაგეგმვასა და განხორციელებაში ვეხმარები ორგანიზაციას. ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.

 

 

 

რომელს უფრო გიყვართ სამზარეულში ფუსფუსი?

სანდრო: ორივეს. კარგი საჭმელები გამომდის, ქართული სუფრის მომზადება რთულია, ევროპულ კერძებს ვამზადებ უფრო მეტად. მაგალითად, პასტა მიყვარს.

სალომე: სანდროს პასტა ცნობილია, ძალიან გემრიელად ამზადებს. სანდრო რომ საქართველოდან იყო წასული, ძალიან ენატრებოდა ქართული კერძები, განსაკუთრებით, ელარჯი. ამიტომ აქედან წავიღე ინგრედიენტები და გემრიელი ელარჯი და ხარჩო მოვუმზადე.

 

როგორია თქვენი საუკეთესო განტვირთვა?

სალომე: ერთად დასვენება და ბავშვებთან ერთად ყოფნა.

სანდრო: როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი სითბოთი და სიყვარულით დამავიწყონ ყველანაირი ნეგატივი, ეს არის ყველაზე დიდი განტვირთვა – ოჯახთან ერთად ყოფნა. აქ აღვიდგენ ძალებს.

 

 

 

ყველაზე ხშირად სად გიყვართ ერთად წასვლა?

სანდრო: ჭამა გვიყვარს ერთად, ამიტომ რესტორნებს ხშირად ვსტუმრობთ.

სალომე: მთელი ოჯახი გურმანები ვართ, დაჩიც… და დათისაც უკვე ეტყობა, რომ გურმანი იქნება. ყოველთვის ვცდილობთ, ისეთ ადგილზე წავიდეთ, სადაც ლამაზი ბუნება და გემრიელი სამზარეულო დაგვხვდება.

 

რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

სანდრო: ქართული პირველ ადგილზე დგას, ქართული სამზარეულო საუკეთესოა.

სალომე: კი, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო და შემდეგ მიყვარს იტალიური და იაპონური სამზარეულოები.

 

 

 

სალომე, როგორი განცდაა ჩემპიონის მეუღლეობა?

სალომე: პირველ რიგში, ჩემთვის ეს უდიდესი სიამაყეა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. გარედან თითქოს ყველაფერი მარტივად და ლამაზად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში თითოეული წარმატების უკან უამრავი სირთულე და მძიმე დღე დგას, რომელიც ერთად გადავლახეთ. საბედნიეროდ, ეს გზა დაფასდა და დღეს ვამბობ, რომ ყველაფერი ნამდვილად ღირდა ამ წარმატებად.

 

ცხადია, ჩემპიონობა მარტივად არ მოდის. სანდრო, როგორია გზა წარმატებისკენ?

წარმოიდგინეთ, რამდენი წელი უნდა იშრომო, რამდენ იმედგაცრუებას წააწყდე და ბოლოს, წლების მერე მიიღო ის ერთი დიდი წარმატება, რაც მერე უდიდეს ბედნიერებას მოგიტანს. სპორტსმენი სულ მზად უნდა იყოს ამისთვის. სპორტს როცა იწყებს ბავშვი, აუცილებლად უნდა ასწავლონ, რომ ამ საქმეს სჭირდება ბევრი შრომა, თავდადება, გამოწვევებისთვის მზადყოფნა. შრომის გარეშე არაფერი გამოვა. შრომისმოყვარეობა ყველაზე დიდი ნიჭია. ნიჭი ის კი არაა, როცა რაღაც კარგად გამოგდის, შრომისმოყვარეობაა ნიჭი.

 

სანდრო, როგორია თქვენი განწყობა ახლა, როცა ძალიან დიდი ტიტულები გაქვთ. ყველას გვახსოვს, რომ თქვენს კარიერაში იყო დაჩაგვრის ეტაპებიც და მერე დიდი წარმატებაც მოვიდა.

კი, იყო უსამართლობის მომენტები, მაგრამ წლები რომ გადის, გამოცდილება გასწავლის, რომ არაფრისგან ხარ დაზღვეული. კარგია, თუ არ მოხდება, მაგრამ ცხოვრებაა და ხდება, ასეა მოწყობილი. გვცდის ბედი, ღმერთი და ეს სწორად გადასალახია. უბრალოდ, არ უნდა გაჩერდე. თუ გაჩერდი, ვერ მიხვალ იმ დიდ წარმატებამდე. ამიტომ უნდა იბრძოლო, უნდა იშრომო და არასდროს გაჩერდე. ეს ჩემს თავზე გამოვცადე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გავაგრძელებ კვლავ ამ სპორტში მუშაობას. ასაკი ციფრებია და თუ საყვარელ საქმეს აკეთებ და შრომისმოყვარე ხარ, არაფერია ასაკი, ყველაფერი წინაა. ვიბრძვი და ვიბრძოლებ მომავალშიც, კიდევ მინდა შევიმატო ტიტულები და გავაგრძელებ შეჯიბრების მოგებას. მინდა ამ სპორტს და ქვეყანას ჩემი სახელი ოქროს ასოებით დავუტოვო და ბავშვებს, მომავალ თაობას მივცე იმის ხელშესახები მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

 

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ფოტო: ნანო თენოშვილი

ვიზაჟი: შორენა ფირალიშვილი

ტექსტი: თაკო გვაზავა

ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რიანა Dazed Magazine-ის საიუბილეო გამოცემის ვარსკვლავია

#OK! რიანა Dazed Magazine-ის საიუბილეო გამოცემის ვარსკვლავია

September 14, 2021
#OK! სხვა კითხვები – გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა (ვიდეო)

#OK! სხვა კითხვები – გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა (ვიდეო)

April 22, 2025
#OK! დედების ფონდი

#OK! დედების ფონდი

September 3, 2023
#OK! როგორია ჰადიდების ცხოვრება სამოდელო კარიერის მიღმა

#OK! როგორია ჰადიდების ცხოვრება სამოდელო კარიერის მიღმა

April 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია

#OK! მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია

September 9, 2025
#OK! ჩემპიონის მყუდრო ნავსაყუდელი – სანდრო ბაზაძე

#OK! ჩემპიონის მყუდრო ნავსაყუდელი – სანდრო ბაზაძე

September 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები