• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

August 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ინტერვიუ „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელთან

„პიელ ნატურალსი“ ნომერ პირველი ქართული ბრენდია, რომელიც 5 წელზე მეტია, რაც ნატურალური ინგრედიენტებისგან თავის მოვლის საოცარ საშუალებებს აწარმოებს. ბრენდის ხარისხიანმა პროდუქციამ პირველი პროდუქტის გამოშვებისთანავე მოიპოვა ადამიანების ნდობა და დღეს მას უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.

ერთი პროდუქტისგან დაწყებული საქმიანობა ახლა 10 ლოკაციაზე 350-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აერთიანებს. „პიელს“ საქართველოს დიდ ქალაქებში − თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შეხვდებით. გარდა ამისა, ონლაინ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მას უკვე უამრავი გამომწერი ჰყავს. EBRD-ის დაფინანსებით, „პიელმა“ საკუთარი საიტიც ააწყო, Piel.ge საიდანაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება პროდუქციის გამოწერა. გარდა ამისა, „პიელი“ უკვე წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით წამყვან სასტუმროებსა და სპა ცენტრებში, როგორც თავისი სპა და სამასაჟო ხაზით, ასევე გასარუჯი და თავის მოვლის სხვა საშუალებებით მათ აუზებზე თუ კოსმეტიკურ კაბინეტებში. ჟურნალი OK! ბრენდის დამფუძნებელს, თათუკა ლომაძეს ესაუბრა, რომლისგანაც „პიელის“ ცხელ-ცხელი სიახლეები შეიტყო და ზაფხულისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო ამბებისა თუ სამომავლო გეგმების შესახებ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ვიცით, რომ 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, თქვენი ბრენდი მუდმივად ვითარდება და უამრავ სიახლესა თუ სიურპრიზს სთავაზობს მომხმარებელს ყოველდღიურად… გავიგეთ, რომ თქვენ მოიპოვეთ ISO სტანდარტის სერტიფიკატი, რაც ვფიქრობ, უფრო მეტად ამყარებს თქვენს რეპუტაციას მომხმარებლის თვალში… რა ბენეფიტები მოიტანა მან თქვენთვის?

მოგესალმებით, უპირველესად მადლობას გიხდით ასეთი შეფასებისთვის. დიახ, ნამდვილად ასეა, რამდენიმე თვის წინ დიდი ბრიტანეთიდან მივიღეთ ჩვენ მიერ მოპოვებული სერტიფიკატი, რასაც დიდი ზეიმი მოჰყვა ჩვენს კომპანიაში. ნამდვილად არ იყო მარტივი ამ აუდიტის ჩატარებისთვის მზადება, მაგრამ ეჭვიც არ შემპარვია, რომ ჩვენი გუნდი ამას ერთობლივი ძალებით შეძლებდა.

პირადად მე, მაინც მწამს, რომ ყველაზე დიდი რეპუტაცია ჩვენთვის, უამრავი კმაყოფილი მომხმარებელია, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. თავად დილით საწარმოში მუშაობის შემდეგ ჩვენს სხვადასხვა ლოკაციაზე პირადად ვხვდები მომხმარებლებს და იმდენად დიდი მადლიერება მოდის, რომ ეს უდიდეს ძალასა და ენერგიას მმატებს, ეს ენერგია კი გუნდს გადაეცემა, რომელიც უდიდეს სითბოსა და სიყვარულში გამოიხატება ერთმანეთისა და მომხმარებლების მიმართ.

„პიელ ნატურალსის“ უპირატესობაა…

უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს ბაზარზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ სახეს, როგორ იყენებს ამ პროდუქტს, როგორი კმაყოფილებით ივსება ყოველი გამოყენებისას და ეს კმაყოფილება მთელი დღის განმავლობაში მიჰყვება ამაღლებული განწყობის სახით… ამ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ ლაბორატორიაში იწყება, შემდეგ საწარმოში გადმოდის, სიყვარულით შექმნილი ქილები საწყობიდან სტენდებზე, მომხმარებლებამდე უსაყვარლესი ადამიანების ჯაჭვს გადის და თითოეულის მიერ ჩაწვეთებული პოზიტივი ინაცვლებს მომხმარებელზე. მით უმეტეს, რომ უმაღლესი ხარისხის უთბილეს და მეგობრულ 100%-ით გულწრფელი კონსულტანტების პირადი გამოცდილებითა და მომხმარებლების საჭიროების შესაბამისი პროდუქტების გულით შერჩევის შედეგად, უდიდესი კმაყოფილება მოდის მომხმარებლებისგან, როგორც მომსახურებისთანავე, ასევე შემდგომ. ჩვენი მიზანი არ არის ახალი მომხმარებლების პოვნა − ისინი თვითონ მოდიან, რადგან ჩვენ საკუთარ არსებულ მომხმარებლებს ვუფრთხილდებით, მათ რეკომენდაციებს ვუსმენთ, კრიტიკას მყისიერად ვითვალისწინებთ და სწორედ ამით ვიხვეწებით. რომ არა მომხმარებლის ხმის მოსმენა, ჩვენ აქამდე ვერ გავიზრდებოდით და ვერ დავიხვეწებოდით.

ბევრ მომხმარებელს აინტერესებს რჩევები და რეკომენდაციები ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემის − რუჯის შესახებ. თქვენ სწორედ რომ რუჯის პროდუქტებით დაიწყეთ ბაზარზე შემოსვლა. მახსოვს, პირველი პროდუქტი 5 წლის წინ კაკაოს კარაქი იყო. იმ წელს პირველად მეც საოცრად ლამაზად გავირუჯე…

დიახ, პირველი პროდუქტი, ეს გახლდათ კაკაოს კარაქი − Buro di Cacao, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ საქორწინო მოგზაურობისას იტალიიდან ჩამოვიტანეთ. პროდუქტმა იმდენად დიდი გამოხმაურება პოვა, რომ ნამდვილად არ ველოდი, ვერც კი წარმომედგინა… საოცრად კმაყოფილი იყო ყველა მომხმარებელი.

მომხმარებლებს ვურჩევთ, დაიცვან მზეზე ყოფნისათვის რეკომენდებული საათები 10 საათამდე და 17:00-ის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენონ მაღალი დამცველობის მქონე დამცავი SPF 30-50, განსაკუთრებული სიხშირით არარეკომენდებულ საათებში მზეზე გასვლისას.

გარუჯვამდე აუცილებელია მსუბუქი სკრაბირება. მსუბუქი იმიტომ, რომ ქიმიური პილინგი ფოტოსენსიტიურს ხდის კანს, შესაბამისად აუცილებელია გამოვიყენოთ სკრაბები, რომლებიც ბუნებრივად მოგვაშორებენ მკვდარ უჯრედებს. ასე სხეული ორმაგად უკეთ ირუჯება და მიღებული რუჯი ნარჩუნდება ბევრად დიდხანს. ასევე მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ რუჯის აქტივატორი კარაქები/ზეთები, რომლებიც გვიცავენ მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან საშუალოდ 7%-ით. მათი მეშვეობით, კანს დეჰიდრირებისაგან იცავთ და ინარჩუნებთ ტენიანობას.

გარუჯვისას ფოლიკულებში ბუნებრივი ცხიმის − სებუმის გამოყოფა მცირდება, ამიტომ კანის გამოკვება მნიშვნელოვანია. გამომშრალი და გამოფიტული კანი ნაოჭდება და ბერდება უფრო მარტივად, დაცვის გარეშე იზრდება პიგმენტაცია და ა.შ. ამ ყველაფრისაგან თავს მომხმარებლები უკვე მე-5 წელია ჩვენი პროდუქციით იცავენ.

პროდუქტები, როგორიცაა „აფრიკული შოკ თენერი“, „თენ ენდ გლოუ“ და „ბესთენერ ბრონზერ ოილი“,  წლევანდელი სეზონის ბესტსელერი გახდა. ყველა ბენეფიტთან და ბუნებრივი ვიტამინებით გაჯერებასთან ერთად, ისინი პირდაპირ შოკოლადისფერ რუჯს გძენენ და მიღებული რუჯი მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.

 

 

როგორც ვახსენე, აუცილებელია რუჯის შემდეგ კანის მოვლა, რათა არ გამოვიფიტოთ, აუცილებლად მივირთვათ რაც შეიძლება მეტი წყალი. გარუჯვის პროცესშივე მუდმივად პარალელურად ვიპკუროთ ხოლმე, თუ ხელთ გვაქვს მატონიზირებელი მისტი. მომხმარებლები პიტნის მისტს იყენებენ უკვე 3 წელია, რომელიც B და C ვიტამინებითაა გაჯერებული და იდეალურად აგრილებს და ატენიანებს კანს. ასევე აუცილებელია კანის გამოკვება და დატენიანება. ამისათვის სახეზე შეუცვლელია ჰიალურონის შრატი და C ვიტამინის რუჯის შემდგომი საცხი, ჰიალურონის მჟავით გაჯერებული. გარდა ამისა ნუშის, რეტინოლის ხაზი მსუბუქი წყლის ბაზის ფორმულისა და რეტინოლის აღმდგენი თვისებებით.

ასევე, აუზებისა და ზღვის შემდგომი ჰიგიენისთვის გამოვიყენოთ გოგირდის საპონი. როგორც იცით, 3 წელია ჩვენი გოგირდის საპონი ბესტსელერია საპნებს შორის, ნახშირისა და ყავის სკრაბ-საპონთან ერთად. უშუალოდ გოგირდს ახასიათებს ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მოქმედება, რაც ძალიან გვჭირდება ყველას, როცა საქმე ეხება ზღვასა და აუზს.

მნიშვნელოვანია მზეზე გასვლისას თმის დაცვაც. როდესაც თმაზე არგანის, ქართული ყურძნის წიპწის ან ჟოჟობას უძვირფასესი, კანის ბუნებრივ სებუმთან მიმსგავსებული ცხიმი გვისვია, თმას, ისევე, როგორც კანს, ვიცავთ, რომ არ გამოშრეს, არ გამოიფიტოს, ასევე, არ დაზიანდეს ქლორიან თუ მარილიან წყალში. ვიცავთ ბოლოებს გაყოფისგან და თმის ღერს ცვენისგან.

 

სამომავლო გეგმები…

სიმართლე გითხრათ, მომავლის გეგმებს მომხმარებლები და მათი მოთხოვნები განაპირობებს. თუ მათ სურვილებს ბოლომდე დავაკმაყოფილებთ, მაშინ აუცილებლად ვიხილავთ „პიელის“ ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვანი ბრენდების გვერდით. If you can dream it, you can do it. თუ ოცნებობ, ახდენაც შეგიძლია… ვნახოთ რა იქნება…

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
#OK! “ბავშვს სექს სათამაშოები უჭირავს” – სკანდალი, რომლის გამოც Balenciaga-მ ბოდიში საჯაროდ მოიხადა

#OK! “ბავშვს სექს სათამაშოები უჭირავს” – სკანდალი, რომლის გამოც Balenciaga-მ ბოდიში საჯაროდ მოიხადა

November 25, 2022
#OK! დღეს რობერტ პატინსონი 37 წლის გახდა – ინგლისელი მსახიობის გზა წარმატებამდე

#OK! დღეს რობერტ პატინსონი 37 წლის გახდა – ინგლისელი მსახიობის გზა წარმატებამდე

May 13, 2023
#OK! დავით მესხიშვილის რჩევები საგზაო უსაფრთხოების შესახებ

#OK! დავით მესხიშვილის რჩევები საგზაო უსაფრთხოების შესახებ

July 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

July 7, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

July 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები