• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ თამარ თევზაძესთან

January 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დღეს, როდესაც მსოფლიოში ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილს იკავებს ავადობის მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ადრეული სკრინინგი და ამ პრობლემის დროული მოგვარება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით OK! გაესაუბრა მეან-გინეკოლოგ თამარ თევზაძეს, რომელმაც ისაუბრა მის მიერ განვლილი გზის, საქმიანობის, მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით გავრცელებული პრობლემებისა და რეკომენდაციების შესახებ.

 

გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილი გზის შესახებ.

ყოველთვის მსურდა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესია მქონოდა, რომლითაც ადამიანების დახმარებასა და მათთვის სასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებდი. მიყვარს ადამიანების დახმარება და ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს მცდელობას მოაქვს სასიკეთო შედეგი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ექიმის პროფესია და გამოცდები ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თავიდან სხვადასხვა პროფილისკენ მიმიწევდა გული − მომწონდა კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, სანამ არ აღმოვჩნდი სამშობიარო ბლოკში და დავესწარი სასწაულს, რომელსაც ბავშვის დაბადება ჰქვია. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე გავმხდარიყავი მეან-გინეკოლოგი და მიუხედავად ჩემი პროფესიის სირთულეებისა, არასდროს მინანია საკუთარი არჩევანი.

ექიმს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, განსაკუთრებით, როდესაც ერთდროულად ორ სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი − დედისა და ბავშვის. ხშირად ძალიან სწრაფად გვიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ბედნიერი მშობლების სიხარულის გაზიარება და გამოჯანმრთელებული პაციენტის მადლიერება არის ის, რის გამოც მიყვარს ჩემი პროფესია.

გაგვაცანით თქვენი საქმიანობა.

რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე კლინიკა „ჰერა 2011“-ის სამეანო ბრიგადის პასუხისმგებელ ექიმად, ასევე კლინიკა „ავერსის“ მარნეულის სამშობიარო სახლის ბრიგადის უფროსად. რაიონში მუშაობის წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა. ჩემი დამოუკიდებელი საქმიანობის 12 წლის განმავლობაში უამრავი ახალშობილის ამქვეყნად მოვლენაში მივიღე მონაწილეობა. ჩემი პროფესია − მეან-გინეკოლოგია მოიცავს ბევრ სფეროს: გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მომავალი მშობლების ჩასახვისწინა მომზადება, ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მშობიარობის მართვა, მშობიარობის შემდგომი მეთვალყურეობა, ოპერაციული გინეკოლოგია. თანამედროვე ოპერაციულ გინეკოლოგიაში პრიორიტეტულია მცირედინვაზიური და ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები, რათა მივიღოთ მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობა და პაციენტი სწრაფად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. სწორედ ამ მიზნით გავიარე ლაპარასკოპიის სასწავლო კურსი საფრანგეთში, ქალაქ კლერმონში და ყოველწლიურად ვესწრები ოპერაციულ გინეკოლოგიაში საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც შესაძლებელია ჩავატარო მცირედ ინვაზიური ოპერაციები, მათ შორის ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია.

 

პრაქტიკაში გქონიათ ისეთი შემთხვევები, როდესაც დაგვიანებულია პაციენტის მხრიდან მომართვიანობა? თქვენი აზრით, რით არის ყოველივე ეს განპირობებული?

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემები იჩენს თავს. ძირითადი მომართვიანობის მიზეზებია მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ყელის დაავადებები, უნაყოფობა, საიმედო კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევა, გადაუდებელი მწვავე გინეკოლოგიური დაავადებები, რომლებიც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას. განსაკუთრებით საყურადღებოა საშვილოსნოს ყელის კიბოს ნაადრევი გამოვლენა, რადგან საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საშვილოსნოს ყელის კიბო იკავებს ქალებში მეორე ადგილს ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ძუძუს კიბოს შემდეგ. ამასთანავე, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი იზრდება. საბედნიეროდ, ეს დაავადება ექვემდებარება პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ამიტომ აუცილებელია პერიოდულად ჯანმრთელობის შემოწმება, რათა არ გამოგვრჩეს სერიოზული დაავადების დასაწყისი, მიუხედავად იმისა, გვაქვს ჩივილები თუ არა. გამოკვლევების პასუხების მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს შემდგომი მკურნალობისა და მეთვალყურეობის ტაქტიკას.

რას ურჩევდით თქვენს პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?

თანამედროვე ქალის ცხოვრების დატვირთული რეჟიმი ხშირად არ იძლევა საშუალებას გამონახოს დრო საკუთარი ჯანმრთელობისთვის. ჩემი რჩევით, სულ მცირე, რაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააკეთოთ იმისთვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ მხნეობა და ჯანმრთელობა, შემდეგია: მივყვეთ ჯანსაღი კვების პრინციპებს, რაც მრავალფეროვანი საკვების მიღებას, ნაკლები მარილის, შაქრისა და ტრანსცხიმების მოხმარებას გულისხმობს; მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი; ვეცადოთ სტრესების მინიმიზაციას; მოვუმატოთ ფიზიკურ აქტივობას; მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ ნორმალური წონა; ჩავიტაროთ ყოველწლიურად რუტინული გასინჯვები.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის განათლება რიგ საკითხებში, რათა საჭიროების შემთხვევაში გააზრებულად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ჩემი მიზანია თანამედროვე მტკიცებითი მედიცინის მიღწევებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება ქალბატონებისთვის − დროულად ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევები, რათა არ იყოს დაგვიანებული მკურნალობა და იცოდნენ როგორ აიცილონ თავიდან მთელი რიგი დაავადებები. სწორედ ამიტომ ინტერნეტ-პლატფორმაზე − ინსტაგრამზე შევქმენი ბლოგი, სადაც ვცდილობ მაქსიმალურად გასაგები ენით მივაწოდო მკითხველს საჭირო ინფორმაცია.

სამომავლო გეგმები…

ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება მუდმივად საკუთარი, როგორც მეან-გინეკოლოგის, კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: doctor_tamuna

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! კანის საშემოდგომო სიღრმისეული მოვლა
Health & Beauty

#OK! კანის საშემოდგომო სიღრმისეული მოვლა

September 11, 2025
#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი
Health & Beauty

#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი

September 12, 2025
#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი
Health & Beauty

#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი

September 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

September 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დღეს ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს

#OK! დღეს ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს

July 23, 2025
#OK! ემბერ ჰერდის თქმით, ჯონი დეპმა თავის თინეიჯერ ქალიშვილს მარიხუანა გაასინჯა

#OK! ემბერ ჰერდის თქმით, ჯონი დეპმა თავის თინეიჯერ ქალიშვილს მარიხუანა გაასინჯა

May 9, 2022
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

December 26, 2022
როგორ აისახება სტრესი კანზე –  ინტერვიუ ვერიკო აბრალავასთან

როგორ აისახება სტრესი კანზე – ინტერვიუ ვერიკო აბრალავასთან

April 1, 2025

კვირის ჰიტები

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები