• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ია ფარულავას გზა ფრაგმენტებიდან პიროვნულ გამთლიანებამდე

May 6, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დიდი წარდგენა არ სჭირდებათ. ეს კი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აიხსნას. იყო პერიოდი, როდესაც მის სილამაზეზე ბევრს საუბრობდნენ, მოგვიანებით – მის შესრულებულ როლზე, შემდეგ მის პირად ცხოვრებაზე, დღეს კი მის პირდაპირობასა და გამბედაობას უკვე ახალი თაობა განიხილავს. იმის მიუხედავად, რომ მასთან არაერთი ინტერვიუ ჩაუწერიათ, ის აქტუალურობას არასოდეს კარგავს, რაც, შეიძლება ითქვას, მისი გულწრფელობით, ეპატაჟურობითა და საინტერესო ცხოვრებით აიხსნება. არ დაგიმალავთ და, ინტერვიუს ჩაწერის წინ ძალიან ვღელავდი, რადგან ვფიქრობდი, ახალი ან რა უნდა ვკითხო, ან რა უნდა მითხრას-მეთქი, თუმცა ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, ვეცადე მკითხველისთვის მისი სხვა, აქამდე უცნობი მხარე მეჩვენებინა.

 

 

ია, როგორი ბავშვობა გქონდათ? როგორ გზრდიდნენ, როგორც განსაკუთრებულ ბავშვს?

ია ფარულავა: არანაირი განსაკუთრებული მიდგომა არ ჰქონიათ, მეტიც, არასასურველი ბავშვი ვიყავი. დედა ორჯერ მივიდა აბორტზე და ორჯერვე გამოიქცა, რადგან ნახა სიზმარი, სადაც პატარა გოგონა ეუბნებოდა – გამაჩინე, ხელს არ შეგიშლიო… ასეც მოხდა, ძალიან დამოუკიდებლად ვიზრდებოდი. თავდაპირველად იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით, სადაც ცხელი წყალი არ გვქონდა და დასაბანად დეიდაჩემთან დავდიოდით, ის მდიდარი ქალბატონი იყო, მიყვარდა მასთან მისვლა და ამის მერე ფუფუნება და ფრანგული სუნამოს სურნელი ჩემთვის სიხარულის მომტანი დარჩა. შემდეგ კი მამამ, როგორც მოქანდაკემ, მიიღო კოოპერატიული ბინა მხატვრების კორპუსში, სადაც კომფორტულად მოვეწყვეთ. ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, რუსულად და ქართულად წერა-კითხვა ჩემით ვისწავლე.

 

ბავშვობაში ოცნებობდით მსახიობობაზე?

ჩემს თაობაში იშვიათად ნახავდით გოგონას, ვინც მსახიობობაზე არ ოცნებობდა. გოგონებში მაშინ ორი პროფესია იყო პოპულარული – მსახიობობა და ბალერინობა. მახსოვს, ერთი ქალბატონი დადიოდა, ცოტა ფუფალას ჰგავდა, და ბავშვებს ეძებდა მასობრივი სცენისთვის, იღებდნენ ფილმს, „აურზაური სალხინეთში“ და მე არ ამირჩია. ძლიერ დამწყდა გული, მეწყინა. ძალიან მინდოდა მსახიობობა, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა მსურდა, მოგეხსენებათ, ეს განსაკუთრებით ბავშვობადაჩაგრული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.

გარდა ამისა, კონსერვატორიაში ვსწავლობდი ფორტეპიანოს განხრით და ფიქრობდნენ, პიანისტი გავხდებოდი, თუმცა მე მიმაჩნდა, რომ დიდი მონაცემები არ მქონდა, მაგრამ, როდესაც ერთ-ერთ გამოცდაზე ბახის პრელუდია და ფუგა დავუკარი, ეს იყო სასწაული. სულ ახლახან ჩემს თავს დავპირდი, რომ მას აუცილებლად მივუბრუნდები, მაგრამ სახლში ინსტრუმენტი არ მაქვს და ციცოსთან (შურღაია) ვაპირებ მეცადინეობას.

 

სილამაზე თქვენთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ყოფილა?

ლამაზი ქალი ყოველთვის დაჩაგრულია, თუ მას გვერდით არ ჰყავს ე.წ. ძლიერი პატრონი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ცხოვრება ჰგავს უღრან ტყეს. როცა ამ ტყეში ასეთი ლამაზი, ახალგაზრდა და გულუბრყვილო დახეტიალობ, ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, გამოგიყენოს. ქალობა ძალიან რთულია, ძალიან ძნელია შეინარჩუნო სრულყოფილება, არ დაკარგო შენი თავი და არ გაბოროტდე. პირადად მე, ამ უღრან ტყეში უამრავი ჭრილობა მიმიღია, რომელიც დღეს, პრინციპში, უკვე ჩემი სიძლიერეა.

 

რას მიიჩნევთ თქვენს სისუსტედ?

ძალიან გულუბრყვილო ვარ, ადვილად მანიპულირებადი. შეიძლება მარტივად დავექვემდებარო სხვას, გავერთო და გარკვეული დროის შემდეგ მოვიდე აზრზე. ხვდებით ალბათ, ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ბავშვობის ტრამვებმა განაპირობა – ეს ბავშვობაში სწორ აღზრდას მოკლებული ადამიანის თვისებებია. დღეს უკვე ძალიან ვერიდები დაბალ ვიბრაციაზე მყოფ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მე მაღალ ვიბრაციაზე ვარ.

 

როდის გაიცანით თქვენი თავი?

ახლა მაქვს ეს პერიოდი, ახლა ვგრძნობ პიროვნულ გამთლიანებას. ჩვენ ხომ სულ ფრაგმენტებში ვართ და ახლა ვხვდები, რომ გავმთლიანდი, აღარ ვარ ნამსხვრევები, აღარ ვარ ცალკეული მეე-ბი. ჩემი ერთი სასიყვარულო ისტორიის დასრულების შემდეგ ფსიქოლოგიურად დავიშალე, ამის აწყობას – პიროვნულ გამთლიანებას დიდი დრო დასჭირდა. ეს მალევე არ მიიღწევა, ეს გამოცდილებას მოაქვს.

 

 

 

მარტოობის გეშინიათ? ფიქრი გიყვართ?

ძალიან მიყვარს მარტოობა, მაგრამ ფიქრი არა. მე ახლა ჩემს თეორიას გეტყვი. ჩვენ შევედით მეხუთე განზომილებაში, სადაც ადამიანის ცნობიერება იცვლება და აქვე დაგვეწია AI. ჩეხოვის მეთოდის მიხედვით, რომელიც ჩემი ცხოვრების ღერძია, ხელოვანმა ნაკლებად უნდა იფიქროს, მას კალკულატორული გონება გამორთული უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ უფრო მგრძნობიარე და ინტუიციური გახდეს, და, რაც მთავარია, წარმოსახვა ბოლომდე განავითაროს. კალკულატორული გონების გამორთვაში კი AI დაგვეხმარება, ის გააკეთებს ანალიზს. ეს ყველაფერი კი მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ ზეადამიანები გავხდებით.

 

მიმდინარე მოვლენებზეც უნდა გკითხოთ, რა როლს ასრულებენ ქალები? დღევანდელ პროტეტს აქვს თუ არა ქალის სახე და ხმა?

ამ პროტესტის დროს ჩვენმა ქალებმა შესაშური გამბედაობისა და გმირობის მაგალითები აჩვენეს. მე ქედს ვიხრი ამ ქალების წინაშე. მამაკაცებმა არ მიწყინონ, მაგრამ ქალები უფრო მედგრად დგანან და იბრძვიან.

 

სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული ხართ, რამ განაპირობა ეს?

მე რომ ვიყო ჩვეულებრივი ქალი, ასე არ იქნებოდა. თან ეს ქალი იგინება, უწმაწურ სიტყვებს იყენებს… ამას სხვებს მე თვითონ არ ვპატიობ, თუმცა მე მპატიობენ, რადგან მე ვარ ია ფარულავა.

 

ჯენზი თაობაში თქვენი პოპულარულობის ზრდა „პირველი არხის“ შენობის წინ მომხდარმა ფაქტმა ხომ არ განაპირობა?

არ მიმაჩნია, რომ რაიმე განსაკუთრებული ქმედება ჩავიდინე. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად მიყვარს საქმე ლაპარაკის ნაცვლად. როდესაც იქ ვიდექი და ვხედავდი, რომ ხალხი შესვლას ითხოვდა, ავდექი და შევედი. ძალიან კარგი ვქენი, რადგან სწორედ ამ შესვლის შემდეგ დაგვითმეს ეთერი.

 

ჯენზი თაობაზე რას იტყოდით? რით განსხვავდება ეს თაობა ძველი თაობისგან?

უპირველესად, უშიშარი თაობაა. იციან თავიანთი უფლებები, რადგან დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობაა. მე მჯერა, რომ ეს თაობა თავისუფალ და ძლიერ საქართველოში იცხოვრებს. მომავალი მათ ხელშია, ეს AI-ს თაობაა, ნაკლებად სენტიმენტალური, ნაკლებად რომანტიკულები არიან. სულ სხვანაირად აზროვნებენ და ამ აზრებს სწორად გამოხატავენ. ჯენზი თობა სულ სხვანაირ საქართველოს ააშენებს. ერთადერთი, რაც არ მომწონს, არის მათი სწრაფი საუბარი და ნახევრად ინგლისური ტერმინები.

 

 

მოზარდ იას რას ეტყოდით?

ნურაფრის ნუ გეშინია, მე შენ გვერდით ვარ. არაფერს არ შევცვლიდი. ერთადერთი, სულ ვამბობდი, რომ ჩემს ძმას ინდოეთში არ გავუშვებდი (მე დავაფინანსე მისი ბოლო მოგზაურობა). თუმცა დღეს უკვე, როდესაც გამთლიანებული პიროვნება ვარ, ვფიქრობ, რომ გავუშვებდი, იმიტომ, რომ ძალიან ბედნიერი იყო და ასეთი ბედნიერი წავიდა.

 

რა იყო და არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

მე მქონდა ორი მოტო. პირველი მამამ დამიწერა წინსაფარზე – Veni, vidi, vici – „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“. მეორე – „ეძიებდე და ჰპოვებდე, უკან არ დაიხიო“. და ბოლო, ამჟამინდელი მოტო, რომელიც ჩეხოვის მეთოდის შესწავლის შემდეგ გავითავისე, არის ლათინური გამოთქმა -AD Lucem – „სინათლისკენ“. შესაბამისად, ვერავინ მანგრევს, ვერავინ მიყენებს ბოროტად, თუ მიყენებს, აუცილებლად ბუმერანგივით უბრუნდება უკან, თან საშინლად მტკივნეულად.

 

დაბოლოს, ჩემს ადგილას რომ იყოთ, რა კითხვას დაუსვამდით ია ფარულავას?

რამდენიმეს. პირველი – ცოტა დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ თავზე (ვერ მიბედავენ ამ კითხვის დასმას)? მეორე – სიბერის გეშინია? და მესამე – ვინ მოგაწვდის ჭიქა წყალს სიბერეში?

ჭიქა წყლის მომტანს რა გამოლევს ამ ცხოვრებაში, არა?!

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს
ინტერვიუ

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია
ინტერვიუ

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი
ინტერვიუ

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „ბოშის“ ინოვაციური სასხლავი ელექტრომაკრატელი ფერმერებისთვის

#OK! „ბოშის“ ინოვაციური სასხლავი ელექტრომაკრატელი ფერმერებისთვის

November 5, 2021
#OK! Marina Rinaldi – ბრენდი სტერეოტიპებს მიღმა

#OK! Marina Rinaldi – ბრენდი სტერეოტიპებს მიღმა

March 10, 2025
#OK! ფანი, რომელიც ცდილობს 10,000 დოლარად გაყიდოს ლინზები, რომელთა საშუალებითაც ტეილორ სვიფტი ნახა

#OK! ფანი, რომელიც ცდილობს 10,000 დოლარად გაყიდოს ლინზები, რომელთა საშუალებითაც ტეილორ სვიფტი ნახა

May 15, 2023
#OK! 19 მაისს Vilhelm Parfumerie-ს ბრენდის წარდგენის გალა ღონისძიება გაიმართა

#OK! 19 მაისს Vilhelm Parfumerie-ს ბრენდის წარდგენის გალა ღონისძიება გაიმართა

May 24, 2023

კვირის ჰიტები

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025
#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები