• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგ და ინიექციონისტ მონიკა პაკელიანთან

October 8, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღითი დღე უფრო იზრდება გარეგნობაში ცვლილებების შეტანისა და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნის მოთხოვნა. ესთეტიკური მედიცინის განვითარება კი შესაძლებელს ხდის ეს ტრანსფორმაცია ძალიან მოკლე დროში, უმტკივნეულოდ მოხდეს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ექიმ-კოსმეტოლოგსა და ინიექციონისტ მონიკა პაკელიანს, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს ამ სფეროს შესახებ.

მონიკა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როდის დაინტერესდით კოსმეტოლოგიით?

უკვე სამი წელია, რაც კოსმეტოლოგიის სფეროში ვსაქმიანობ. პირველად 18 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ ესთეტიკურ ცენტრში ტუჩის კორექციის პროცედურას დავესწარი. ამ პროცესით იმდენად მოვიხიბლე, რომ მაშინვე წარმოვიდგინე საკუთარი თავი მომავალი ექიმის როლში. ძალიან დავინტერესდი ამ სფეროში მუშაობით, სურვილი გამიჩნდა მეც მქონოდა შესაძლებლობა და შესაბამისი ცოდნა, სხვებს დავხმარებოდი. მინდოდა სხვების ოცნებები განმეხორციელებინა. ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა და იხვეწებოდა კოსმეტოლოგიური სფერო. დღეს კი უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც ამ დარგის გარკვეული თანამონაწილე ვარ.

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს? რომელია თქვენი საყვარელი პროცედურა?

ძირითადად, ჩემს პაციენტებს ვთავაზობ ტუჩის კორექციას, ბოტოქსსა და ბიორევიტალიზაციას. პირადად ჩემთვის, ყველაზე საყვარელი პროცედურა ტუჩის კორექციაა. ყოველთვის ვცდილობ პაციენტებთან  ბუნებრიობის ეფექტი შევინარჩუნო. მიმაჩნია, რომ ამ პროცედურის ფარგლებში ზომიერად მოქმედებისას, ეს შედეგი სრულიად შესაძლებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვუსმენ და ვითვალისწინებ ჩემი პაციენტების მოთხოვნებსაც. როდესაც ადამიანი მთხოვს მაქსიმალურად ბუნებრივ შედეგს, ყოველთვის ვიყენებ გულდასმით არჩეულ, ჩემთვის გამორჩეულ ავსტრიულ პრეპარატს Croma saypha.

ამ სფეროში მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, იდეებისა და რჩევების გაცვლა. მათი ხედვა და სურვილები ჩემთვის უპირატესია. პაციენტისა და ექიმის აზრების თანხვედრა კმაყოფილებისა და ბედნიერების გარანტია.

ბოტოქსის ინიექცია მომხმარებლის 70 პროცენტს აშინებს. ხალხს ჰგონია, რომ ბოტოქსს რაც უფრო გვიან გაიკეთებენ, მით უკეთესია, რაც არასწორია. სრულიად მიზანშეწონილი და სასურველია 30 წლიდან ამ პროცედურების დაწყება. ამით მკვეთრი ნაოჭების გამოხატვის პრევენციას მოახდენთ. რაც შეეხება ბიორევიტალიზაციას, საოცარ შედეგს იძლევა. განსაკუთრებით მშრალი კანისთვის. პროცედურის შედეგად კანი ტენიანდება და ერთფეროვან, ერთგვაროვან სტრუქტურას იძენს. სერვისით სარგებლობა განსაკუთრებით რეკომენდებულია რუჯის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.

 

გვესაუბრეთ თქვენს მიდგომებზე.

პაციენტისადმი ჩემი მიდგომა ყოველთვის პოზიტიურია. ხშირად შემოდიან შეშინებული სახეებით, აქვთ მოლოდინი, რომ პროცედურა მტკივნეული იქნება. ვცდილობ მათ ავუხსნა და დავაჯერო, რომ პროცედურა სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და შედეგი მცირე, რამდენიმეწუთიანი დისკომფორტის შემდეგ, სიამოვნების მომტანი იქნება. ჩემს სფეროში ერთ-ერთი სამსახურებრივი მოვალეობა პაციენტის სიმშვიდის შენარჩუნებაა. მაგალითად, ხშირად მიწევს ახსნა, რომ ტუჩის კორექციის პროცედურა, რომელიც 40 წუთის განმავლობაში გრძელდება, მცირედ მტკივნეულია. ჩემს სამუშაო გვერდზე აუცილებლად შეხვდებით ვიდეოებს, სადაც კორექციის შემდეგ პაციენტი გაღიმებულია. ვცდილობ ხშირად აღვბეჭდო პროცედურის შემდეგი ფოტო/ვიდეომასალა, პაციენტების პოზიტიური, ბუნებრივი რეაქციები, რაც პოტენციურ პაციენტებს ძალიან ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და შიშის გრძნობას ავიწყებს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კოსმეტოლოგიურ სფეროში?

ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ექიმის ვალდებულებაა, მაქსიმალური სიფრთხილითა და დაკვირვებით იმუშაოს. ხოლო რაც შეეხება აპარატებს, ბუნებრივია, დიდ ყურადღებას ვუთმობთ შერჩევის პროცესს, ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან და ბაზარზე გამოცდილ პროდუქციას.

რა წარმოადგენს თქვენი პროფესიის ყველაზე სასიამოვნო ასპექტს?

პირადად ჩემთვის ამ პროფესიის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი, უკვე დამშვიდებული და კმაყოფილი პაციენტის სახის დანახვაა. სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ გამოხატული მადლიერება ჩემთვის ძალიან ძვირფასია და დიდ ბედნიერებას მანიჭებს. დიდი პასუხისმგებლობაა, გქონდეს შესაძლებლობა სრულიად უცნობ ადამიანს დაეხმარო და შეცვალო მისი ცხოვრება.

რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ინიექციური პროცედურების შემდეგ?

რეაბილიტაციის პერიოდში შეშუპება და სილურჯე ნუ შეგაშინებთ − ეს მცირედი დისკომფორტი ბუნებრივი და მოსალოდნელია. ორი კვირის შემდეგ პროცედურის კვალი სრულად გაქრება და შეძლებთ საბოლოო შედეგის ხილვას.

გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა. რადგან გზად ბევრ ბედნიერ ქალბატონს ვტოვებ, ჯერჯერობით, მსურს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის და იქ საქმიანობის გაგრძელება. სხვა მხრივ, სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს, რომლებსაც ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ.

 

 

მონიკა პაკელიანთან ჩასაწერად დარეკეთ: 555 92 22 05

Mail: m_pakeliani@mail.ru

Fb: Monica Pakeliani

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 7

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 26, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კანის მზისფერი სილამაზე

#OK! კანის მზისფერი სილამაზე

August 11, 2023
#OK! ბელა ჰადიდი, ტინა კუნაკი, ქენდის სვინპული და სხვები Off-White-ის ჩვენებაზე

#OK! ბელა ჰადიდი, ტინა კუნაკი, ქენდის სვინპული და სხვები Off-White-ის ჩვენებაზე

July 6, 2021
#OK! ტიმოთი შალალე, როგორც 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მამაკაცი

#OK! ტიმოთი შალალე, როგორც 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მამაკაცი

December 25, 2021
#OK! Travel Book-ის აგვისტოს ნომერი

#OK! Travel Book-ის აგვისტოს ნომერი

August 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

February 27, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები