• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! მინდა ყველა ქალმა უთხრას საკუთარ თავს – მე ეს შემიძლია!

March 7, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK!-ის მკითხველი კარგად იცნობს ტურისტულ კომპანიას, Top Travel-ს, რომელიც უკვე მეთერთმეტე წელია მომხმარებლებს ტურებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. კომპანია მეთერთმეტე წელია მოწინავე ადგილს იკავებს ბაზარზე. ეს წარმატება კი მომსახურების მაღალმა ხარისხმა, ხელმისაწვდომმა ფასებმა და, რა თქმა უნდა, კომპანიის დამფუძნებლის მიზანდასახულობამ განაპირობა. ანნა გრიგოლიშვილმა შეძლო და ტურისტული კომპანია დამოუკიდებლად და ნულიდან შექმნა.

 

ანნა, რამდენად დატვირთული რეჟიმი გაქვთ?

შეიძლება ითქვას, რომ ჩემს საქმიანობას ჩემი ცხოვრების 80% უჭირავს, რადგან თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ „ტოპ თრეველის“ ყოველდღიურ საქმიანობაში. ზოგადად, ტურიზმი ისეთი სფეროა, ერთი წამითაც ვერ მოდუნდები, მითუმეტეს, როცა უამრავ ადამიანზე გაქვს პასუხისმგებლობა აღებული. კვირა დღე მაქვს მხოლოდ დასვენებისთვის, როდესაც საკუთარ თავს უფრო დიდ დროს ვუთმობ და სახლში დასვენებას ვახერხებ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ დროს ჩემი სამსახური უკვე მენატრება.

 

როგორ გაჩნდა Top Travel-ის შექმნის იდეა?

„ტოპ თრეველის“ შექმნის იდეა როცა დამებადა, საბაზისოდ არაფერი არ გამაჩნდა. უბრალოდ, მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამ სფეროში ყველაფერი შემესწავლა. თავდაპირველად დავიწყე ბაზრის მოკვლევა, ღამეებს ვათენებდი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მოვიძიე და დავუკავშირდი უცხოურ მომწოდებლებს, რომლებთანაც კონტრაქტები გავაფორმე და ყველაფერი დავიწყე ნულიდან.

თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომ უკვე მეთერთმეტე წელია, რაც „ტოპ თრეველი“ ოპერირებს ტურისტულ ბაზარზე და საკმაოდ წარმატებულად. ჩვენი კომპანია ყოველ წელს არის ლიდერი და ტურების გაყიდვების რაოდენობითაც უკვე წლებია ვინარჩუნებთ პირველ ადგილს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვენდობიან ჩვენი მომხმარებლები და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 

 

საკმაოდ დიდი კონკურენციაა ბაზარზე, როგორ ინარჩუნებთ პოზიციებს?

გეთანხმებით, გარე დამკვირვებლის თვალით თუ შევხედავთ, ბაზარზე ძალიან ბევრი ტურისტული კომპანიაა, თუმცა მათ 85%-ს კონკურენტებად არ მივიჩნევთ. არავის ვაკნინებ, მაგრამ არსებულ ტურისტულ კომპანიებს არ გააჩნიათ ფინანსური დაზღვევა და შეიძლება ითქვას, რომ გამართლებაზე მუშაობენ. ვგულისხმობ იმას, რომ მათ მომხმარებელს რამე რომ გაუჭირდეს, არანაირი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. როცა ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული მომხმარებლის მიმართ, კომპანიას აუცილებლად უნდა გააჩნდეს თავისი ფინანსური რესურსი ყველა პრობლემის გადასაჭრელად, რათა მომხმარებელი არ დაზარალდეს. აღნიშნულ საკითხში სანდოობის გამო ჩვენ გვყავს ათიათასობით მომხმარებელი, რომელსაც აქვს ჩვენი კომპანიის იმედი კრიზისულ სიტუაციებში და ასეთი ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მათ მხოლოდ უნდა გადაწყვიტონ მოგზაურობა და მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე „ტოპ თრეველი“ იღებს პასუხისმგებლობას.

 

რას მოაქვს წარმატება?

ჩემთვის ეს სიტყვა სხვადასხვა ასოციაციას იწვევს. უპირველესად, ვფიქრობ, რომ წარმატება შინაგანი სიმშვიდეა. თუ სულიერი სიმშვიდე არ აქვს ადამიანს, ვერაფერს ვერ შეძლებს და ვერც განვითარდება. ასევე, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, არასოდეს არ უნდა დასჯერდე მიღწეულს და, რა თქმა უნდა, საქმის სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვა.

მე „ტოპ თრეველს“ ჩემს მესამე შვილსაც ვუწოდებ. როგორც უკვე ვახსენე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა ადამიანი შენს კომპანიას ენდობა და ირჩევს მომსახურე კომპანიად, მას არათუ იმედი არ უნდა გაუცრუო, უფრო მეტიც, ბონუსად ისეთი მომსახურება, კეთილგანწყობა და პასუხისმგებლობა უნდა აგრძნობინო, რომელსაც არ ელოდება. ამ ყველაფრის ერთიანობას მოაქვს წარმატებაც.

 

ანნა, გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

ვარ დაოჯახებული და მყავს ორი არაჩვეულებრივი გოგონა. ყველაზე ძალიან რითიც ცხოვრებაში ვამაყობ, სწორედ ჩემი შვილები არიან. ისინი არიან ყველაზე დიდი მოტივატორები და ყველაზე ახლო მეგობრები ჩემთვის. ორივეს თავისი პროფესია და საქმე აქვს, მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.

 

 

რა რჩევას მისცემდით იმ ქალებს, რომლებსაც სურთ საკუთარი საქმის წამოწყება?

უპირველესად, ვეტყვი, რომ ყველა ქალს აქვს უშრეტი რესურსი, ენერგია, შემართება და შესაძლებლობების ფართო სპექტრი. ჩემი დიდი სურვილია, ყველა ქალი იყოს დამოუკიდებელი, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში. დაისახეთ მიზნები და იშრომეთ მათ მისაღწევად. გახსოვდეთ: ცოდნით, მონდომებითა და დისციპლინით ყველა ბარიერის გადალახვა შესაძლებელია. მინდა ყველა ქალმა უთხრას საკუთარ თავს – მე ეს შემიძლია! მე ეს შევძელი!

 

სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმებზე წინასწარ არ მიყვარს საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ „ტოპ თრეველი“ დიდ სიურპრიზს უმზადებს თავის მომხმარებლებს: როგორც ქართველ დამსვენებლებს, ისე უცხოელ ტურისტებს. აღნიშნულის დაანონსების დრო როცა მოვა, გპირდებით, პირველად თქვენი ჟურნალიდან გაიგებს საზოგადოება.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

OK! ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა – ჰოლივუდის გამორჩეულად სოლიდური და იდუმალი წყვილი

OK! ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა – ჰოლივუდის გამორჩეულად სოლიდური და იდუმალი წყვილი

October 31, 2022
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ამერიკელი მსახიობი და სექს-სიმბოლო რაქელ უელჩი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! ამერიკელი მსახიობი და სექს-სიმბოლო რაქელ უელჩი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

February 16, 2023
#OK! პირველი ფოტოსესია Elle-ისთვის ორსულობის შემდეგ: გრეის ელიზაბეტი ჟურნალის თებერვლის ნომრისთვის

#OK! პირველი ფოტოსესია Elle-ისთვის ორსულობის შემდეგ: გრეის ელიზაბეტი ჟურნალის თებერვლის ნომრისთვის

January 19, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები