• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

6 წლის წინ ინტერიერის დიზაინერმა ანა ჯიქიამ საკუთარი კომპანიის დაარსებით ახალი ეტაპი დაიწყო. გზა, რომელიც სავსეა გამოწვევებით, განსხვავებული იდეებით, ექსპერიმენტებითა და შთამბეჭდავი შედეგებით. Andesign Studio-ს უკვე 240-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული და 400-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი ჰყავს.

,,საკუთარი კომპანიის (Anstudio Design) დაარსება მაშინ გადავწყვიტე, როდესაც დავინახე, რომ ჩემს ხედვას და მუშაობის სტილს სჭირდებოდა სივრცე, სადაც შემეძლებოდა მთლიანად კონტროლი შემენარჩუნებინა როგორც ესთეტიკაზე, ისე შესრულების ხარისხზე’’

მისი აზრით, ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა სარემონტო პროცესისას აუცილებელია, რადგან ის მხოლოდ ფერებისა და ავეჯის არჩევა არ არის – „ეს არის ტექნიკური და სტრატეგიული პროცესი, სადაც ყოველი დეტალი, განათებიდან საინჟინრო კომუნიკაციებამდე, ზუსტად უნდა იყოს გათვლილი.’’

 

ყველა პროფესიის ადამიანი საიდანღაც იწყებს კარიერულ ზრდას, გამონაკლისი არც ანაა: ,,ინტერიერის დიზაინი ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა გარკვეული დრო დამჭირდა, სანამ ეს ინტერესი პროფესიად გარდაიქმნებოდა. წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ მოქმედებს სივრცე ადამიანზე და როგორ შეუძლია სწორად მოწყობილ ინტერიერს ყოველდღიურობა გაამარტივოს. სწავლა მიზანმიმართულად დავიწყე და პრაქტიკულ პროექტებშიც სწრაფად ჩავერთე. სწორედ ამ პროცესში მივხვდი, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის. ესაა ფუნქციური აზროვნება, ტექნიკური სიზუსტე და ადამიანზე მორგებული სივრცის შექმნა. სწორედ ამ შეხედულებამ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა’’.

 

როგორ ახერხებთ კლიენტის ინტერესებისა და თქვენი ხედვების ერთმანეთთან შერწყმას?

ჩემი მიდგომა ასეთია: დიზაინი არ იწყება რენდერით, ის იწყება მოსმენით. ამიტომ პირველ რიგში ვცდილობ კარგად გავიგო, რა სტილი არის კლიენტისთვის ბუნებრივი, როგორ ცხოვრობს, რა კომფორტი სჭირდება რეალურად და არა მხოლოდ ვიზუალურად. ამ ინფორმაციის საფუძველზე ვქმნი კონცეფციას, სადაც ჩემი პროფესიული ხედვა ერწყმის მათ ცხოვრების წესს.

ხანდახან კლიენტები მოდიან კონკრეტული Pinterest-ის ფოტოებით, მაგრამ ჩემი როლი არ არის მხოლოდ ამის გამეორება. მე ვთავაზობ მათ ალტერნატივებს, ვუხსნი, რატომ იმუშავებს უკეთ ეს ან ის გადაწყვეტა და ამ გზით მივდივართ საერთო, გაცილებით უფრო საინტერესო შედეგამდე.

 

გამოწვევები ყველა პროფესიაში არსებობს, შესაბამისად ინტერიერის დიზაინშიც არის სირთულეები, მაგრამ ანასთვის რთული პროექტი არ ნიშნავს ,,უარყოფითს’’, მისთვის ეს გამოწვევაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს უკეთ გაიზარდოს და განვითარდეს, როგორც პროფესიონალი.

,,მქონდა შემთხვევა, როდესაც სივრცე ტექნიკურად ძალიან შეზღუდული იყო: არასწორად განთავსებული კომუნიკაციები, მცირე კვადრატულობა და კლიენტის სურვილი, რომ მიეღო მაქსიმალური სივრცისგან, როგორც ეს ყოველთვის ხდება, დასაწყისში ეს თითქმის შეუძლებლად ჩანდა.

მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში მუშაობს ნამდვილი დიზაინერული აზროვნება, როცა გიწევს არა სტანდარტული გადაწყვეტების გამეორება, არამედ ახალი გზის გამოგონება. ბევრი გადახედილი გეგმის, კონსტრუქტორებთან და ხელოსნებთან მჭიდრო მუშაობის შემდეგ, მივიღეთ შედეგი, რომლის ნახვის შემდეგ,  თავად კლიენტმაც აღნიშნა: „ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი სივრცე გამოვიდოდა.

ამ გამოცდილებამ გამიმყარა რწმენა, რომ კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე, რადგან მარტივ პირობებში ყველას შეუძლია ლამაზი პროექტის წარმოდგენა, მაგრამ რეალური პროფესიონალიზმი სწორედ პრობლემების გადალახვაში გამოჩნდება’’.

 

ანას თქმით, ის ინტერიერის დიზაინის ერთ კონკრეტულ სტილს არ ეკუთვნის, მისი აზრით, ამ პროფესიის ადამიანები უნდა მოერგონ კლიენტის ცხოვრების სტილს, კონტექსტსა და სივრცეს.

,,პირადად მე ის დიზაინი მომწონს, სადაც სიმშვიდე და ჰარმონია იგრძნობა: ნათელი ხაზები, ბუნებრივი მასალები, სწორად დაგეგმილი განათება და დეტალები, რომლებიც არ ხმაურობენ, მაგრამ სივრცეს სრულყოფილს ხდიან’’.

 

თქვენს სახლში რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ დიზაინს და გაქვთ თუ არა ოთახი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ? 

საკუთარ სახლში ყველაზე დიდ ყურადღებას სამუშაო ზონას ვუთმობ – ეს სივრცე ჩემთვის უბრალოდ სამუშაო ადგილი არ არის. აქ იბადება ახალი იდეები, აქ ვაწყობ კონცეფციებს და ხშირად სწორედ აქედან იწყება ყოველი პროექტი. ვცდილობ, ეს კუთხე იყოს ნათელი, ჰაეროვანი და მაქსიმალურად კომფორტული, რადგან შემოქმედებითი პროცესისთვის გარემო სწორი ენერგიით უნდა გავსებული იყოს.

მჯერა, რომ როდესაც სამუშაო სივრცე მოწესრიგებულია და სასიამოვნო ატმოსფერო აქვს, აზროვნება უფრო ნათელი ხდება. ამიტომ ჩემს სახლში ყველაზე საყვარელი ადგილი ეს ზონაა ფანჯარასთან, ბუნებრივ სინათლესთან და სიმშვიდესთან ერთად. იქედან მოდის იდეების ის ნაწილი, რომელიც შემდეგ უკვე რეალურ ინტერიერებად იქცევა.

 

 

რომელი ცნობილი ადამიანის სახლის ინტერიერის დიზაინზე იმუშავებდით შესაძლებლობა რომ გქონოდათ?

,,არჩევანის შესაძლებლობა რომ მომეცეს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრებას ხედავს როგორც შემოქმედებით პროცესს – იქნება ეს არტისტი, რეჟისორი, მუსიკოსი თუ ინოვატორი, ვისაც არ ეშინია საკუთარი სივრცის ინდივიდუალურად აღქმის. ასეთი ადამიანები არ ეძებენ მხოლოდ „სწორ“ დიზაინს.  მათთვის საინტერესოა ექსპერიმენტი, ატმოსფეროს შექმნა, სივრცის იმგვარი განწყობით დატენვა, რომელიც მათ შთაგონებას კვებავს.

როგორც გავიგეთ, ანასთვის და მისი სტუდიისთვის ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალი და სილამაზე, მასში იმალება ელეგანტურობა, ფუნქციონირება და კომფორტი. განხორციელებული პროექტებისა და კლიენტთა რაოდენობა კი დიზაინერისა და კომპანიის წარმატებულობის ნიშანია.

 

ასევე გაეცანი

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Doctors – DR Kekelia

#OK! Doctors – DR Kekelia

October 7, 2024
#OK! “არასდროს გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია, მხოლოდ ბოტოქსი” – კიმ კარდაშიანი

#OK! “არასდროს გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია, მხოლოდ ბოტოქსი” – კიმ კარდაშიანი

July 12, 2022
#OK! ქეით მიდლტონი და ჯილ ბაიდენი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

#OK! ქეით მიდლტონი და ჯილ ბაიდენი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

June 12, 2021
#OK! ემილი რატაკოვსკი Tribeca Festival-ზე! მოდელი Nensi Dojaka-ს კაბით!

#OK! ემილი რატაკოვსკი Tribeca Festival-ზე! მოდელი Nensi Dojaka-ს კაბით!

June 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 9, 2026
#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

January 6, 2026
#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები