• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! INTER-TRAVEL – დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

December 2, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

მიაჩნია, რომ მოგზაურობისგან მიღებული ემოციები ყველაზე დიდი და შეუფასებელი ქონებაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თავად შეექმნა ტურისტული კომპანია და სხვებისთვისაც მიეცა საშუალება, საინტერესო და მრავალფეროვანი ემოციების ლაბირინთებში გაჰყოლოდნენ. „OK! ბათუმის“ სტუმარი კომპანია Inter-Travel-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლარისა ფხაკაძეა, რომელიც როგორც კომპანიის სერვისებსა და პრიორიტეტებზე, ასევე, საკუთარ ემოციებსა და ინტერესებზე ისაუბრებს.

როგორ გაჩნდა იდეა, დაგეარსებინათ კომპანია Inter-Travel, როგორი იყო კომპანიის განვითარების ეტაპები?

ბავშვობიდან მაინტერესებდა საინტერესო ადგილების, ქალაქებისა და მსოფლიოს ღირშესანიშნაობების მონახულება, მაგრამ იმდროინდელ საქართველოში ეს სიამოვნება ძალიან რთულად შესასრულებელი იყო. იყო მრავალი დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე (ბრძოლისუნარიანობას ვგულისხმობ) გადავწყვიტე, ტურიზმის სფეროსთან დამეკავშირებინა ჩემი საქმიანობა და შემექნა კომპანია, რომელიც ადამიანებს ამ საკითხის უკეთ დაგეგმვასა და შესრულებაში დაეხმარებოდა. ჩემი იდეა გავუზიარე ჩემს საუკეთესო მეგობარს და ერთად დავაარსეთ კომპანია. ტურისტული კომპანია Inter travel მეათე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. როდესაც მაღალი დონის სერვისებს სთავაზობ მომხმარებელს და ბოლომდე ამართლებ მათ იმედებს, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის შეძლებ ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავებას. ამ ხნის მანძილზე არაერთი კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებელი შევიძინეთ.

რას ნიშნავს თქვენთვის იმ კომპანიის დირექტორობა, რომელიც ადამიანების სასიამოვნო დასვენებასა და კომფორტზე ზრუნავს?

ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ადამიანებზე ზრუნვას, როგორც თანამშრომლებზე, ასევე თითოეულ მოგზაურზე, ვინც ჩვენთან ტური შეიძინა.

რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

მოგზაურობის მოყვარულებს მაქსიმალურ კომფორტსა და მომსახურების სრულ პაკეტს კონკურენტუნარიან ფასად ვთავაზობთ. ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ტურებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნას, სავიზო სატრანსპორტო მომსახურებას, რჩევა-რეკომენდაციებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს. ჩვენი მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და კომფორტულად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა.

კონკურენტუნარიან ბაზარზე რა ხდის Inter-Travel-ს გამორჩეულს?

ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ბიუჯეტური ტურები, რათა ყველა კატეგორიის მომხმარებელმა შეძლოს და მოახერხოს კომფორტული დასვენება სასურველ ქვეყანაში.

როგორი ტენდენციაა დღეს, ძირითადად, რა ტიპის დასვენებას ირჩევენ ადამიანები?

ჩვენი მოხმარებელი ძირითად მაინც ზღვაზე დასვენებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, აქტუალურია თურქეთი, ეგვიპტე, მალდივები, კვიპროსი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.ასევე, ბოლო პერიოდში ეგზოტიკურ ქვეყნებში დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურები ინდონეზიაში, დომინიკანის რესპუბლიკაში, ზანზიბარში. თუმცა არის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მიმზიდველია და ბიუჯეტურიც. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება: ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი.

 

რომელ სამ ქვეყანას ან ქალაქს დაგვისახელებთ, რომელიც მიგაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა მოვინახულოთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავივსოთ?

ჩემთვის პირადად იტალიაა ყველაზე გამორჩეული ქვეყანა. მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურა, მხატვრული შედევრები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო, სტუმართმოყვარეობის შესანიშნავი კულტურა ტურისტებისთვის ყოველთვის რჩება სასიამოვნო მოგონებად.

საქართველოს, თავისი მახასიათებლებით, რომელ ქვეყანას შეადარებდით?

ისევ და ისევ იტალიას.

რას მოაქვს თქვენთვის ყველაზე დიდი ადრენალინი?

სამუშაოს არასტანდარტულ სიტუაციებში, სადაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ასეთ დროს საკმაოდ კარგად გამომდის მუშაობა. სამუშაოს გარეთ კი, ადრენალინი მოგზაურობასა და აქტიურ დასვენებას მოაქვს ჩემთვის.

დღე, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

ყველაზე ბედნიერი დღე და წამები, რომელიც არასდროს დამავიწყდება, არის ჩემი შვილის დაბადება. იმ დღემ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ჩემს თავს ბედნიერ ქალად მივიჩნევ. მყავს უსაყვარლესი შვილი და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის.

მეშინია…

მეშინია ახლობელი და ძვირფასი ადამიანების დაკარგვის და იმ სიცარიელის, რაც მათი დაკარგვის შემდეგ რჩება.

მოგზაურობა, როგორც…

მოგზაურობა ყველაზე დიდი ქონებაა. ეს ცხოვრების აზრია და ვერ წარმომიდგენია, ის საოცარი შეგრძნებები, რაც მოგზაურობას ახლავს, რამემ ჩაანაცვლოს.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კომპანიის მომავალი?

სამომავლოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. მაქსიმუმის მიღწევასა და ახალი საინტერესო ტურისტული ადგილების შეთავაზებას ვაპირებთ მომხმარებლისთვის.

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 15, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
Uncategorized

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 14, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
ინტერვიუ

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქალები სატვირთოების სამყაროდან

#OK! ქალები სატვირთოების სამყაროდან

March 2, 2022
#OK! მენეჯერი – თათია ხორბალაძე

#OK! მენეჯერი – თათია ხორბალაძე

April 1, 2025
#OK! ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფილმები სიყვარულზე

#OK! ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფილმები სიყვარულზე

February 12, 2024
#OK! რომანტიზმისა და გლამურის ნაზავი რალფ ლორენის უახლეს კოლექციაში/ Ralph Lauren SPRING 2021 READY-TO-WEAR

#OK! რომანტიზმისა და გლამურის ნაზავი რალფ ლორენის უახლეს კოლექციაში/ Ralph Lauren SPRING 2021 READY-TO-WEAR

March 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ  მერაბ დვალის „ახალი მზერა“

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ მერაბ დვალის „ახალი მზერა“

June 11, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 15, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 14, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები