• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

April 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ნებისმიერი ქალბატონისთვის მნიშვნელოვანია სახლის პირობებშიც ქალურად, დახვეწილად და კომფორტულად გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ქართული ბრენდი Lovemark, რომელიც საზოგადოებას აბრეშუმის ხალათებს, ღამის პერანგებს, საღამურების ორეულებს და სამეულებს სთავაზობს.  ბრენდი ცდილობს მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ადგილობრივ კრიტერიუმებს როგორც ფასის მხრივ, ასევე მოქნილი მარკეტინგითაც. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს დამფუძნებელ ლილი კიკნაძესთან, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს Lovemark-ის საქმიანობის შესახებ.

გვიამბეთ ბრენდის შესახებ. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა?

იდეა საღამურებისა და დახვეწილი სახლის სამოსისა, რომელშიც კომფორტულად და მომხიბვლელად იგრძნობდით თავს სახლში, დაიბადა პანდემიის დროს და პირველი კოლექცია 2022 წლის დასაწყისში მომზადდა. 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში „აწარმოე საქართველოში“-მ თბილისის სტარტაპებისთვისაც გამოყო საკონკურსო თანხა და გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო. შედგენილი ბიზნესგეგმისა და ინტერვიუს შედეგად ბოლო ტურში გავედით და როგორც გამარჯვებულებს, გრანტის სახით პატარა სამკერვალოს ამუშავებისთვის ყველა აუცილებელი დანადგარი და მარაგი გადმოგვეცა.

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ საზოგადოებას?

სახლში ჩვენ ყველას საკმაოდ დიდხანს მოგვიწია გამოკეტვამ. ლამაზ ჩაცმულობას მონატრებულებმა გადავწყვიტეთ სახლის ტანსაცმლისა და საღამურების კოლექციაზეც გვეფიქრა და 2022 წლის აპრილში მზად გვქონდა პირველი პროდუქცია: აბრეშუმის ხალათები, ღამის პერანგები, საღამურების ორეულები და სამეულებიც. თავიდანვე საკმაოდ ფართო ასორტიმენტს ვთავაზობდით მომხმარებლებს და როგორც საზაფხულო, ისე დათბილული მოდელებიც შეიქმნა.

რატომ Lovemark?

ზოგადად, ბაზარზე არ არის საკმარისად გავრცელებული ისეთი დანიშნულების პროდუქცია, რომელიც პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს, – გამოიყურებოდე სახლის პირობებშიც ქალურად, დახვეწილად და კომფორტულად. საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებში მსგავსი პროდუქცია ხშირად ან შეზღუდული რაოდენობისაა, ან არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაღალი ფასების გამო. Lovemark-ი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ ბრენდს, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ადგილობრივ კრიტერიუმებს როგორც ფასის მხრივ, ასევე მოქნილი მარკეტინგითაც, ანუ შერჩეული მოდელის შეკვეთისას 3-5 დღეში ვაწვდით პროდუქციას და მომხმარებლების სურვილებსაც ვითვალისწინებთ, როგორიცაა მოდელის ფერი, სიგრძე ან განსაკუთრებული ზომა.

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ხარისხის კონტროლი ჩვენთვის პრიორიტეტულია და ამ კუთხით ჯერჯერობით ერთი შენიშვნაც არ მიგვიღია. სამკერვალოში მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები და ამ მხრივ დაცულებიც ვართ და დარწმუნებულიც, რომ თუნდაც უმნიშვნელოდ წუნიანი პროდუქციაც კი ვერ მოხვდება გაყიდვისთვის განკუთვნილ საკიდარსა თუ თაროზე. სხვათა შორის, იმის დასამტკიცებლად, რომ უხარისხობის არ გვეშინია, ამ თვიდან ყოველ ოთხშაბათს ვგეგმავთ ჩვენს შოურუმში პოტენციური კლიენტურის მოწვევას, სადაც მათ საშუალება ექნებათ არა მხოლოდ პროდუქციის უფრო ფართო სპექტრის (ვიდრე ფოტოებია ინსტაზე) დათვალიერებისა, არამედ დაზოგონ მიწოდების საკურიერო ხარჯი და, პირიქით, მიიღონ დამატებით კიდევ 10%-15% ფასდაკლება. ჩვენს სამკერვალოში შექმნილია სალონური გარემო, სადაც Lovemark-ის პროდუქციის უფრო მრავალფეროვნად წარმოდგენილი ასორტიმენტიდან არა მხოლოდ არჩევანის ადგილზე გაკეთება, არამედ სამკერვალოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება შეეძლებათ. ექნებათ საშუალება, შეარჩიონ ქსოვილები და დააგემოვნონ ჩვენი ღვინო და ყავა…. რამდენიმე სიურპრიზიც გვაქვს მოფიქრებული და დაგეგმილი ჩვენი ლოიალური კლიენტებისთვის.

 

რა ნიშა აქვს თქვენს პროდუქციას ბაზარზე?

რა თქმა უნდა, უმეტესად ქალბატონები გვსტუმრობენ, მაგრამ მამაკაცებისგანაც შემოდის ზარები და აფორმებენ შეკვეთას. განსაკუთრებით ასეთი დაინტერესება მათი მხრიდან მარტის დასაწყისში ხდებოდა და გასაგებია რატომაც. მივესალმებით ასეთ განწყობას და გვიხარია, რომ არა მხოლოდ ქალბატონებს, არამედ მათ ახლობლებსა თუ პარტნიორებს სურთ ქალის ესთეტიკური ვიზუალის ხილვა სახლის პირობებშიც კი. გვინდა კიდევ უფრო მასშტაბურად დავამკვიდროთ ხარისხიანი,  ელეგანტური და გაპრანჭული სახლის სამოსის ქონის კულტურა და წავახალისოთ ხელმისაწვდომი ფასებითა და სხვა მარკეტინგული ტრიგერებით.

რა სახის ქსოვილებს იყენებთ?

ქსოვილები არის ნატურალური და უმეტესად აბრეშუმს ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ ბამბის ქსოვილის მოდელებსაც ვაწარმოებთ.

გაგვაცანით ბრენდის სამომავლო გეგმები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე დრო გავიდა ბრენდის ბაზარზე გამოჩენიდან, სამომავლო განვითარების საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია შევიმუშავეთ. კერძოდ, გვინდა გავაფართოოთ ჩვენი სამომხმარებლო არეალი და მამაკაცებისთვისაც შევქმნათ კოლექცია. ამას გარდა, და როგორც უკვე გამოჩნდა ჩვენს სოციალურ გვერდებზე, ვავითარებთ და კიდევ უფრო ინტენსიურად გვინდა შევქმნათ მოდელები, რომლებიც გამორჩეულად კომფორტული იქნება სამგზავრო, სააგარაკო თუ ზღვაზე დასვენების მიზნებისთვის.

 

ასევე გაეცანი

#OK! მოდა ინტერიერში
Fashion

#OK! მოდა ინტერიერში

August 24, 2025
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025
#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი
Fashion

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

August 19, 2025
#OK! ხელოვანისა და დიზაინერის 10 ყველაზე საკულტო თანამშრომლობა
Fashion

#OK! ხელოვანისა და დიზაინერის 10 ყველაზე საკულტო თანამშრომლობა

August 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ადელი ბრიტანული Vogue-ის ნოემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! ადელი ბრიტანული Vogue-ის ნოემბრის ნომრის ვარსკვლავია

October 7, 2021
#OK! ლინდსი ლოჰანი დედა პირველად გახდა: ბავშვის სქესი და სახელი ცნობილია

#OK! ლინდსი ლოჰანი დედა პირველად გახდა: ბავშვის სქესი და სახელი ცნობილია

July 18, 2023
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! ადრიანა ლიმა Vogue Arabia-ს 2022 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე

#OK! ადრიანა ლიმა Vogue Arabia-ს 2022 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე

December 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები