• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! Hit Hub ხედვა, რომელიც ცვლის ბიზნესს

November 11, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

როცა ტექნოლოგია ადამიანური ხედვის გაგრძელებად იქცევა და ინოვაცია ემსახურება კულტურას, იქ იბადება ახალი აზროვნების მოდელი HIT Hub. კომპანია შეიქმნა იდეით, რომ ბიზნესის ზრდა და განვითარება იწყება ტექნოლოგიურ და საოპერაციო კულტურათა ერთიანობით, მართებული გადაწყვეტილებებით. ის აერთიანებს მენეჯმენტს, კონსალტინგს, ტრენინგებსა და პროგრამულ გადაწყვეტილებებს ერთ ეკოსისტემაში. დღეს HIT Hub – Hospitality & IT Hub არა მხოლოდ კომპანიაა, არამედ აზროვნების სისტემაა – ხედვა, სადაც ტექნოლოგია არ ჩაანაცვლებს ადამიანს, არამედ აძლიერებს მას. ეს არის ქართული პლატფორმა, რომელმაც შექმნა ხიდი ტრადიციასა და ტექნოლოგიებს შორის და აჩვენა, რომ სტუმარმასპინძლობა და მეღვინეობა მომავალშიც შეიძლება დარჩეს ემოციით სავსე, მაგრამ სტრუქტურულად გამართული სფეროები.

დღეს მოგიყვებით ჰით ჰაბის შექმნის ისტორიას და გაგაცნობთ გუნდს, რომელიც ამ კომპანიას ქმნის. სამი ადამიანი, სამი განსხვავებული ენერგია: ლადო – კრეატიული ხედვა და სტრუქტურა, დათო – გამოცდილება და საქმიანი კომუნიკაციები, თეონა – ორიგინალური ფორმა და შთამბეჭდავი ემოცია.

 

 

 

რა იყო ჰით ჰაბის შექმნის მიზანი?

ვლადიმერ (ლადო) კაპერსკი, HIT Hub დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, მართვისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის არქიტექტორი: მე და დავითს დიდი გამოცდილება გვაკავშირებს ამ ორ ინდუსტრიასთან, რომლებიც ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულებებია – სტუმარმასპინძლობა და მეღვინეობა. გვჯერა, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია.

დავით თამარაშვილი, HIT Hub მმართველი პარტნიორი და საინჟინრო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ექსპერტი ღვინის ინდუსტრიაში. Vine & Wine Group-ის დამფუძნებელი: იდეა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაჩნდა, როცა მე გამიჩნდა პრაქტიკული საჭიროება მეღვინეობის პროცესების ავტომატიზაციის. მაშინ ერთად დავიწყეთ ფიქრი ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით გააერთიანებდა და ასახავდა მთელ პროცესს – მევენახეობიდან საბოლოო პროდუქტის რეალიზაციამდე.

ლადო: მე კი, როგორც სტუმარმასპინძლობაში მრავალი წლის გამოცდილების მქონე მენეჯერს და კონსულტანტს, მქონდა შესაძლებლობა, სასტუმროებს დავხმარებოდი მათი ტექნოლოგიური და საოპერაციო ეკოსისტემების გაუმჯობესებასა თუ განვითარებაში. ამ გამოცდილებებმა საბოლოოდ გვიბიძგა, რომ ეს ცოდნა გაგვეზიარებინა უფრო ფართო აუდიტორიისთვის და დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც გამოცდილებას მიიტანდა სხვა ბიზნესებთან.

დავითი: ჩვენ პროგრამით ან სერვისით არ დაგვიწყია, გააზრებით დავიწყეთ, როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ და ადამიანურმა გამოცდილებამ ერთად შექმნას ახალი სტანდარტი.

ლადო: დღეს HIT Hub აერთიანებს სამ მთავარ ინდუსტრიას – სტუმარმასპინძლობას, მეღვინეობას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ჩვენ ვქმნით მათ შორის ახალ სივრცეს, სადაც გამოცდილება, ოპერაციები და ტექნოლოგია ერთმანეთს ერწყმის.

 

როგორია ჰით ჰაბის კონცეფცია?

ლადო: HIT Hub დაიბადა მაშინ, როცა მივხვდით, რომ სტუმარმასპინძლობისა და მეღვინეობის სფეროებში ტექნოლოგია აღიქმებოდა როგორც უცხო სხეული. ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი ცუდი გამოცდილების შედეგი. ჩვენი მიზანი იყო ამ მოცემულობის შეცვლა, ტექნოლოგია უნდა ქცეულიყო პროცესის ბუნებრივ ნაწილად. HIT Hub ორიენტირებულია ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, სადაც მთავარი მიზანია, თითოეულ სტუმარმასპინძლობისა თუ ღვინის კომპანიას დავეხმაროთ საკუთარი პროცესების გამარტივებასა და შედეგების გაუმჯობესებაში – ინდუსტრიის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიების დანერგვითა და ინტეგრაციით. ტექნოლოგია არის ხიდი, რომელიც აკავშირებს მენეჯმენტს, ოპერაციებსა და სტრატეგიას ერთ მთლიან ხედვასთან. სწორედ ამ ინტეგრაციის ფილოსოფიას ვუწოდეთ HIT Thinking-ს – მიდგომას, სადაც ინოვაცია ემსახურება ეფექტიანობას და ადამიანი რჩება პროცესის ცენტრში, ეს არის ჩვენი კონცეფცია.

თეონა ყურაშვილი – HIT Hub-ის თანადამფუძნებელი და HIT.Design-ის დირექტორი: გვჯერა, რომ ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია, წარმატებას კი ქმნის სწორი სტრუქტურა, ორგანიზაციული ხედვა და გამოცდილება.

დავითი: მე HIT Hub წარმოვიდგინე როგორც ხიდი ტრადიციულ მეღვინეობასა და თანამედროვე ბიზნესპრაქტიკებს შორის. ღვინის ინდუსტრიაში ყველაფერს აქვს ემოცია, მაგრამ ხშირად აკლია სტრუქტურა. ჩვენ კი შევქმენით პლატფორმა, რომელიც ამ ემოციას აძლევს ოპერაციულ ფორმას, სადაც ტექნოლოგია არა ცივი ინსტრუმენტია, არამედ სისტემა, რომელიც აწესრიგებს წარმოებას და შედეგებს. HIT Hub-ის მიზანია, საქართველოს ღვინისა და ტურიზმის სექტორს მისცეს ის ორგანიზაციული დონე, რასაც თანამედროვე ბაზარი მოითხოვს.

ლადო: HIT Hub დღეს აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული სერვისებია და ქმნის ერთიან სისტემას: მართვის, საკონსულტაციო, სასწავლო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

HIT Hub წარმოადგენს ჰოლისტურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს: HIT.HMS – სასტუმროს მართვის გადაწყვეტილებას; HIT.POS – გაყიდვების და გადახდების გადაწყვეტილებას; HIT.CMS – არხების მართვის გადაწყვეტილებას; HIT.OBE – საკუთარი დაჯავშნის სისტემას; HIT.RMS – შემოსავლის მართვის სისტემას; HIT.TRAIN – ტრენინგებისა და გუნდის გადამზადებას; HIT.WOM – ღვინის საწარმოს ოპერაციული მართვის სისტემას.

 

 

თეონა: ჩვენი ქოლგის ქვეშ ასევე გაერთიანებულია კომპანია Fix IT, რომლის არსებობა დღევანდელ ბიზნესრეალობაში დღითიდღე კიდევ უფრო მეტად აუცილებელი ხდება, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს როგორც მათი IT გარემოს მართვას, ასევე პროფესიონალურ სერვისებს. ამით HIT Hub გადაიქცა არა მხოლოდ სტუმარმასპინძლობისა და მეღვინეობის გადაწყვეტილებების მიმწოდებლად, არამედ ჰოლისტურ პლატფორმად. სივრცედ, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, ოპერაციულ ცოდნასა და ადამიანურ რესურსს.

ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ პარტნიორს ჰქონდეს ხელმისაწვდომი „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ დაფუძნებული მომსახურება. HIT Hub-ში არ ვყიდით მარტო სერვისებს ან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს – ჩვენ ვყიდით გამოცდილებას.

დავითი: ჩვენი სერვისების მთავარი იდეა პრაქტიკიდან მოდის. ღვინის ინდუსტრიაში, სადაც ყველაფერი ემოციით იწყება, ჩვენ ციფრულ ტექნოლოგიას ვაქცევთ მდგრად ოპერაციულ საყრდენად. პირველად საქართველოში, დღეს HIT Hub სთავაზობს ღვინის კომპანიებს სრულ ციკლს WOM – წარმოების კონტროლიდან – გაყიდვამდე. ჩვენ ვქმნით იმ სტანდარტებს, რაც აძლევს ბიზნესს მდგრადობას, სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის სისტემას, რასაც ეფუძნება შემდგომ სწორი პროფესიული გადაწყვეტილებები.

ჩვენ და ჩვენი კანადელი პარტნიორები ციფრული ტრანსფორმაციით რადიკალურად ვცვლით ხედვას, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ღვინის ქართული ინდუსტრია ამ საუკუნეში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი განათლებისა და განვითარების მიმართულება – HIT.Train, რომელიც გუნდების გაძლიერებასა და ცოდნის გაზიარებაზეა ორიენტირებული. ეს ინიციატივა გახდა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე, რადგან აერთიანებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც ქმნიან ჩვენი სერვისების მუდმივ ღირებულებას.

 

 

როგორ შეაფასებდით ერთ წელს ქართულ ბაზარზე?

ლადო: ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით 10-ზე მეტი პროექტის განხორციელება სტუმარმასპინძლობისა და მეღვინეობის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო პარტნიორობების დამყარება. დღეს ვართ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლები რეგიონში, როგორებიცაა Yanolja, NewHotel, Kelsius, 360winery, Accountdynamics და სხვა. ამ თანამშრომლობებმა მოგვცა შესაძლებლობა, ადგილობრივ ბაზარზე სტუმარმასპინძლობისა და მეღვინეობის სფეროსთვის შეგვეთავაზებინა თანამედროვე გამოცდილება და უახლესი გადაწყვეტილებები მისაღებ ფასად, რაც აქამდე მიუწვდომელი იყო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

დავითი: ჩვენი ძალისხმევა, რომ საქართველოში შემოგვეყვანა ღვინის ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ტექნოლოგიური კომპანია, საკამოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბაზრის მცირე მასშტაბის გამო არაერთმა კომპანიამ თავი შეიკავა შემოსვლაზე. მიუხედავად ამისა, კომპანია 360 Winery გახდა ჩვენი უნიკალური პარტნიორი და ჩვენი ძალისხმევის დიდი მხარდამჭერი, რათა სრულიად ახალი ინოვაციები შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენს გუნდთან ერთად. საპილოტე პროექტების განხორციელებისთვის მან ფასდაუდებელი წვლილიშეიტანა, რასაც უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ღვინის კომპანიებსა და აკადემიურ წრეებთან უნივერსიტეტებში.

 

 

სამომავლოდ რა სერვისების დამატება იგეგმება?

ლადო: ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე, წლის ბოლოს გავუშვებთ სამ ახალ აუთსორს მიმართულებას, რომლებიც უკვე დასრულების ფაზაშია და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვენი მოქმედი, ისე ახალი მომხმარებლებისთვის: HIT.Analytic – მონაცემთა ანალიზის და ანგარიშგების სერვისი, რომელიც დაეხმარება ბიზნესებს რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, HIT.Cost – ხარჯთაღრიცხვისა და შემოსავლის კონტროლის სერვისი, სპეციალურად მორგებული სასტუმროებისა და ღვინის საწარმოებისთვის, HIT.Law – სპეციალიზებული იურიდიული მხარდაჭერა ინდუსტრიებისთვის, სადაც რეგულაციებსა და კონტრაქტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე ვამზადებთ ციფრულ ტრენინგ პლატფორმას HIT.Train+, ასევე ახალ პლატფორმას დიზაინის მიმართულებით.

დავითი: ღვინის ინდუსტრიაში ჩვენი გეგმაა შევქმნათ ახალი დონის ქსელი, სადაც მცირე და საშუალო მწარმოებლები ერთიანდებიან ერთ სისტემაში, იზიარებენ რესურსებს და ბაზარზე ერთიანი სტანდარტით გამოდიან. ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე ქარხანას ერთ საწყობში და დისტრიბუციის სისტემაში – ეს იქნება ღვინის სექტორის კოლაბორაციული ინტეგრაციის პირველი ნაბიჯი საქართველოში.

 

 

თეონა: ინტერიერისა და გრაფიკული დიზაინი ჩვენი კომპანიის ბუნებრივი გაგრძელებაა, რათა ერთი სივრციდან შევთავაზოთ მომხმარებელს სერვისების სრულყოფილი კომბინაცია. გვინდა, რომ ყველა მიმართულებაში იგრძნობოდეს ერთიანი სტილი და აზროვნება.

 

დიზაინის მიმართულება – HIT.Design – მომავალი წლიდან ჩვენს პორტფელს დაემატება, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ.

ეს მიმართულება გააერთიანებს: ბრენდინგის განვითარებას,ინტერიერის დიზაინს და ვიზუალური კომუნიკაციის გადაწყვეტილებებს.

ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ სისტემებს – ჩვენ საფუძველს ვუდებთ ურთიერთობებს, სადაც ყოველ უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან დეტალს ერთმანეთის ესმის.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ანა დვალიშვილი

ლოკაცია: Margot Hotels Tbilisi

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მიზანი ამართლებს საშუალებებს

#OK! მიზანი ამართლებს საშუალებებს

September 2, 2023
#OK! სელენა გომესის ახალი იმიჯი: მომღერლის პერსონალური Makeup არტისტი უახლეს ფოტოს აქვეყნებს

#OK! სელენა გომესის ახალი იმიჯი: მომღერლის პერსონალური Makeup არტისტი უახლეს ფოტოს აქვეყნებს

April 28, 2021
#OK! პერიზ ჰილტონი Lanvin-ისთვის! ვარსკვლავი ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას არეკლამებს!

#OK! პერიზ ჰილტონი Lanvin-ისთვის! ვარსკვლავი ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას არეკლამებს!

March 17, 2021
#OK! Doctors – მარიამ მგალობლიშვილი

#OK! Doctors – მარიამ მგალობლიშვილი

October 7, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ნათია შათირიშვილი ბრიტანეთის ბიზნეს და პროფესიონალი ქალების ორგანიზაციის BPW-ს წევრი გახდა

#OK! ნათია შათირიშვილი ბრიტანეთის ბიზნეს და პროფესიონალი ქალების ორგანიზაციის BPW-ს წევრი გახდა

November 8, 2025
#OK! პრინცმა უილიამმა 34 წლის შემდეგ, დედის საკულტო ფოტოები გაიმეორა

#OK! პრინცმა უილიამმა 34 წლის შემდეგ, დედის საკულტო ფოტოები გაიმეორა

November 7, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 11, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები