• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ჰიპერურიკემია – შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სწრაფად მზარდი რისკის ფაქტორი

November 3, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ჰიპერურიკემია ნიშნავს სისხლში შარდმჟავას მომატებას, რასაც იწვევს ბალანსის დარღვევა შარდმჟავას წარმოქმნასა და გამოყოფას შორის. შარდმჟავა (uric acid) ორგანიზმში მიიღება ცილების დაშლის პროდუქტების, კერძოდ, პურინების გარდაქმნის შედეგად. ორგანიზმში ცილების გაძლიერებული დაშლა ხდება გარკვეული დაავადებების დროს (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, სტაბილური ჰიპერგლიკემია და სხვ.); ონკოლოგიური დაავადებებისას, ქიმიოთერაპიის დროს უჯრედების დაშლის გამო; საკვებით –  ცილოვანი საკვების მიღებისას, ორგანიზმს უხდება ასევე მათი დაშლით მიღებული პურინების გადამუშავება. ჭარბი შარდმჟავას გამოყოფა ხდება 1/3 ნაწლავების, ხოლო 2/3 – თირკმელების საშუალებით. ურატების ჰომეოსტაზი რეგულირდება მრავალი ჰორმონით, უპირატესად კი ინსულინით, ანგიოტენზინით, ადრენალინით და პარათირეოიდული ჰორმონით. ნორმის მდგომარეობაში შარდმჟავას წარმოქმნა და გამოყოფა ბალანსირებულია და სისხლში შარდმჟავას დონე ნარჩუნდება ნორმალურ დონეზე; ბალანსის დარღვევის შედეგად, სისხლში იმატებს შარდმჟავას რაოდენობა და ვითარდება ჰიპერურიკემია – შარდმჟავა მამაკაცებში >7მგ/დლ-ის, ხოლო ქალებში − 6 მგ/დლ-ის რაოდენობით; ამ მაჩვენებლებზე იწყება ურატების (შარდმჟავას) დაკავშირება კალციუმთან  და მარილოვანი კრისტალების წარმოქმნა. მარილის კრისტალები ნაწილობრივ შარდითაც გამოიყოფა და შარდის ანალიზში ვლინდება შარდმჟავა კრისტალები, ნაწილობრივ კი ხდება თირკმელებში, სახსრებსა და სისხლძარღვების კედლებზე დეპონირება.

მარილის კრისტალების დაგროვება იწვევს სხვადასხვა დაავადებას, კერძოდ:

  1. სახსრებში შარდმჟავა კრისტალების დაგროვება იწვევს პოდაგრას და პოდაგრულ ართრიტს;
  2. ჰიპერურიკემია არის თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი და შეადგენს დაავადების შემთხვევების 10%-ს;
  3. კვლევების მიხედვით, შრატის შარდმჟავას მომატება უკავშირდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების გაზრდილ რისკს;
  4. შარდმჟავას მაღალი დონე ასოცირებულია კარდიო-ვასკულარული დაავადებების, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული და პერიფერიული არტერიების დაავადების, გულის უკმარისობის განვითარებასთან, ასევე ინსულინრეზისტენტობასთან და მეტაბოლურ სინდრომთან, რასაც საფუძვლად უდევს მარილის კრისტალებით გამოწვეული მიკრო და მაკროვასკულარული დარღვევები. ჰიპერურიკემია ალკოჰოლის მომხმარებელ პაციენტებში ჰიპერტენზიის პრედიქტორია, ასევე, უახლესი კვლევებით, არსებობს ასოციაცია შარდმჟავას მაღალ დონესა და კარდიო-ვასკულარულ სიკვდილობას შორის. ჰიპერურიკემია საერთო სიკვდილობის რისკის ფაქტორია მაღალი კარდიო-მეტაბოლური რისკის მქონე პაციენტებში და შარდმჟავას 1 მგ/დლ-ით მატება იწვევს სიკვდილობის ზრდას 39%-ით. ჰიპერურიკემია ასოცირებულია ინსულტის რისკთანაც.

მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ ჰიპერურიკემია აღენიშნება კარდიო-ვასკულარულით რისკის მქონე ყოველი 5 პაციენტიდან ერთს და ამ ციფრს აქვს წლების მიხედვით მკვეთრი ზრდის ტენდენცია.

2020 წელს ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების გზამკვლევში ცალკე გამოიყო თავი ისეთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორის მართვის ტაქტიკის შესახებ, როგორიცაა ჰიპერურიკემია.  სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის შეფასება ისეთივე რუტინული ტესტია, როგორიცაა ლიპიდებისა და გლუკოზის დონის განსაზღვრა.რისკის წინაშე მყოფი პაციენტების დროული გამოვლენა, ასევე, ასოცირებული დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება და შესაბამისი მართვა.

რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი ჰიპერურიკემიის არსებობაზე?

ჰიპერურიკემია უფრო მეტად საეჭვოა და უნდა განისაზღვროს >30 წლის ასაკში როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში (განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ),  ჭარბი წონის ან სიმსუქნის, ასევე, სახსრების ტკივილის ან დისკომფორტის, შებოჭილობის, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვის დროს, პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტით ან მეტაბოლური სინდრომით, გულის კორონარული დაავადებით, გულის უკმარისობით, წინაგულთა ფიბრილაციით ან თირკმელების კენჭოვანი დაავადებით; ასევე, მოსალოდნელია მისი აღმოჩენა ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში.

ჰიპერურიკემიის გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია შარდმჟავას დონის შენარჩუნება  6 მგ/დლ-მდე, მაღალი კარდიომეტაბოლური რისკის  შემთხვევაში 5/მგ დლ-მდე, რომელიც მიიღწევა ცხოვრების ჯანსაღი წესით – დიეტითა და ფიზიკური აქტივობით, წონის ნორმალიზებით (მკურნალობის მიზანია, თვეში 1.5-2.5 კგ-ის კლება; დიეტის ოპტიმალური შემადგენლობა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია); საუკუნეზე მეტია ჰიპერურიკემიის ერთადერთ სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა პურინების სრულად ამოღება რაციონიდან, დღეისათვის კი, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს შარდმჟავას რაოდენობას სისხლში, რაც იძლევა კვების რაციონში პურინების მცირე რაოდენობით გამოყენების საშუალებას და სწორედ  ჰიპერურიკემიის შესამცირებელი ფარმაკოლოგიური საშუალებების ხელმისაწვდომობის წყალობით, პურინების ამოღება რაციონიდან რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, ან ვერ იტანენ ფარმაკოლოგიურ პრეპარატს.

ჰიპერურიკემიის პროფილაქტიკისა და ეფექტიანი მართვისთვის საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

  1. ჰიპერურიკემია ასოცირებულია სითხის მოცულობის შემცირებასთან, სწორედ ამიტომ იმატებს შარდმდენების გამოყენებით შარდმჟავას რაოდენობა; ჰიპერურიკემიის შემცირების მიზნით, საჭიროა საკმარისი რაოდენობით (არა ჭარბი) წყლის მიღება;
  2. ცილების წყარო უნდა იყოს უცხიმო რძის პროდუქტები და/ან მცენარეული ცილოვანი პროდუქტები, და არა ხორცი, ხორცის ნაწარმი; განსაკუთრებით უნდა შემცირდეს წითელი ფერის ხორცისა და ზღვის პროდუქტების მოხმარება;
  3. მარტივი შაქრები (ჩვეულებრივი შაქარი და შაქრით დამზადებული პროდუქტები), ფრუქტოზა, საქაროზა უნდა ჩანაცვლდეს რთული ნახშირწყლებით;
  4. უნდა შემცირდეს ნაჯერი ცხიმების გამოყენება; ცხიმოვანი პროდუქტების არასათანადო მიღება იწვევს პოდაგრის გამწვავებას;
  5. რაც შეეხება სასმელებს, არ შეიძლება შაქრიანი ტკბილი წვენების და/ან ფრუქტოზის მაღალი შემცველობის მქონე, სიმინდის სიროფის შემცველი სასმელების გამოყენება. ფრუქტოზის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ურატების გამომუშავება და შეამციროს თირკმელებით ურატების გამოყოფა. მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი ან საერთოდ არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით ლუდი; კვლევებით დადგინდა, რომ დაახლოებით 120 მლ (1/2 ჭ) ღვინის მიღება არ ზრდის პოდაგრის ახალი შემთხვევების რისკს.

 

ნებისმიერი ტიპის ალკოჰოლის მიღება ასოცირდება  პოდაგრის  გამწვავების რისკთან.

  1. დამატებითი სარგებლიანობა აქვს პროდუქტებს: ალუბალს –10-12 ც დღეში ერთი-ორჯერ; ვიტ. C – არაუმეტეს 500 მგ/დღ; ყავა – 4-5 ჭ/დღე; თევზისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების პროდუქტები; დიეტური ბოჭკო და ფოლიუმის მჟავა;
  2. ეფექტიანი დიეტაა ე.წ. DASH-დიეტური მიდგომები ჰიპერტენზიის შესაჩერებლად – დიეტა, რომელიც მოიცავს ხილს, ბოსტნეულსა და უცხიმო რძის პროდუქტებს, მთლიანი მარცვლეულის, ფრინველის ხორცის, თევზისა და თხილის გამოყენებას, ხოლო წითელი ხორცის, ტკბილეულის, შაქრიანი წვენების, ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების მოხმარების შემცირებას.

კვების იგივე რეკომენდაციები უნდა დაიცვან იმ პირებმა, რომლებსაც არ აქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ამ შემთხვევაში, სწორი კვების მიზანი ასევე მიმართული უნდა იყოს წონის სტაბილიზაციისკენ.

ჰიპერურიკემიისა და ამ დარღვევით გამოწვეული დაავადებების პრევენცია შესაძლებელია სწორი კვებით, წონის ნორმალიზაციით, ფიზიკური აქტივობით, ადეკვატური ჰიდრატაციით, რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტების სკრინინგით, ჰიპერურიკემიის ადრეული დიაგნოსტიკით და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობით, რაც  თავიდან აგვაცილებს არა მარტო თირკმელკენჭოვანი დაავადებისა და პოდაგრის განვითარებას, არამედ კარდიო-მეტაბოლური დარღვევების მთელი სპექტრის ჩამოყალიბებას.

 

 

ლალი ნიკოლეიშვილი – ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

კლინიკა „დიაკორი“ – დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის თანადამფუძნებელი, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოგიის მიმართულებების ხელმძღვანელი

EGIS Pharmaceuticals PLC

პროექტის პარტნიორია დ.ს.ს „ეგის ფარმაცეუტიკალას“

წარმომადგენლობა საქართველოში

აღმაშენებლის გამზ.154, ტელ: 255 99 06

ასევე გაეცანი

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები
Health & Beauty

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში
Health & Beauty

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზი Beyond „ბეკოსგან“

#OK! თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზი Beyond „ბეკოსგან“

November 30, 2022
#OK! შავი სახე და თოჯინას კაბა – 5 ტრენდი, რომელიც იაპონიის ქუჩებში გაჩნდა

#OK! შავი სახე და თოჯინას კაბა – 5 ტრენდი, რომელიც იაპონიის ქუჩებში გაჩნდა

September 19, 2025
#OK! DIVES MED – სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! DIVES MED – სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი

October 10, 2023
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 4, 2025

კვირის ჰიტები

მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება!  სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება! სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

December 23, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები