• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! HAPPY CANDY CLUB – საბავშვო გასართობი სივრცე 17-წლიანი ისტორიით, გამორჩეული მომსახურების სერვისით და საინტერესო სამომავლო გეგმებით

June 14, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

HAPPY CANDY CLUB ერთ-ერთი პირველი დაარსდა ქუთაისში. საბავშვო გასართობი სივრცე იმ დროისთვის სიახლეს წარმოადგენდა, ამის მიუხედავად, პოპულარული მალევე გახდა და მოზარდებისთვის დაბადების დღისა და დღესასწაულების აღნიშვნის საყვარელ ადგილად იქცა. როგორ დაიწყო, რა გზები გაიარა და როგორ შეინარჩუნა კმაყოფილი მომხმარებლები, დეტალურად HAPPY CANDY CLUB-ის დამფუძნებელი მეგი ნიჟარაძე გვიამბობს.

პირველი დაბადების დღე 2006 წლის 30 აპრილს გადავიხადეთ. ცოტა სირთულეებიც იყო, თუმცა მალევე დავმკვიდრდით და განსაკუთრებით მახარებს, წლების შემდეგ აქტუალურები და მოთხოვნადი რომ ვართ.

როგორი შეგრძნება იყო, როცა იწყებდით და რა საფეხურზე დგახართ დღეს?

პირველ რიგში, გულით ვაკეთებ იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ვემსახურები. სულ აქ, ამ დაწესებულებაში ვარ, ყველა პროცესს ვხელმძღვანელობ და იდეალურთან მინდა იყოს მიახლოებული. დაბადების დღის დასრულების შემდეგ კმაყოფილები რომ მეუბნებიან, წლების წინ თქვენთან ვიყავით და ისევ აგირჩიეთ იმიტომ, რომ პირველები ხართო, ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მადლობა თითოეულ მათგანს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანები, ვინც ჩემ გვერდით არიან. საოცრად მეგობრული გუნდი ვართ. უკლებლივ ყველა მათგანის იმედი მაქვს და საოცრად ვენდობი. თითოეული ჩვენგანისთვის მხიარული და ბედნიერი ბავშვების სახეები ყველაზე მთავარია.

მოგვიყევით ბავშვების ემოციების შესახებ.

ბავშვები გამოირჩევიან გულწრფელობით. ამიტომ აუცილებლად ხარისხიანი უნდა შევთავაზოთ. ამას გარდა, გვაქვს გამორჩეული პროგრამები, როგორიცაა: ბოიარდის, მეკობრეების, ჰარი პოტერის. ჩვენთვისაც დასამახსოვრებელია აქ გატარებული მხიარული დღეები და ბავშვებისთვისაც. ორსაათიან გართობას ემატება ნახევარი საათი ბატუტზე ხტუნვა.

 

ბავშვების გარდა, სივრცე მოზარდებისთვისაც გაქვთ…

სივრცე სხვადასხვა პროგრამით, ვიზუალით გამოირჩევა. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ის ადამიანები მოდიან, ვინც 15 წლის წინ იყვნენ ჩვენთან და კიდევ უფრო კმაყოფილი მეუბნებიან, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადავაჭარბეთ. წლების მანძილზე რომ გვენდობიან, ვუყვარხართ და ისევ ირჩევენ ჩვენს სივრცეს, ე. ი. გამოგვივიდა.

აქ ნახავთ ბევრ დაუვიწყარ ემოციას, ღიმილს და ბავშვებისთვის საყვარელ გმირებს შეხვდებით. მუშაობენ მსახიობები, ენერგიით და დადებითი ემოციებით აღსავსეა თითოეული მათგანი. ახალი წლისთვის თურქეთიდან ჩამოდის ანრი ჭოხონელიძე, რომელიც კრეატიულობით გამოირჩევა.

ერთ საინტერესო შემთხვევასაც გიამბობთ. ემიგრანტმა დედამ, რომელიც წლების მანძილზე საზღვარგარეთ იმყოფებოდა, გაგვიმხილა, რომ იუბილარი შვილისთვის სიურპრიზის გაკეთება სურდა. დაგვირეკა, გვესაუბრა. ყველა დეტალზე ვთანხმდებოდით. არავინ იცოდა, საქართველოში რომ ბრუნდებოდა. დაბადების დღის ცერემონია დაიწყო, ცოტა ხანში კი ტორტით ხელში დედა გამოჩნდა, რომელმაც წლების უნახავი შვილი გულში ჩაიკრა და ძალიან ლამაზი სიურპრიზი მოუწყო. ირგვლივ სიხარულის ცრემლები ბრწყინავდა, ვერავინ იჯერებდა. დედა-შვილის შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო.

გასართობ პროგრამებთან ერთად მნიშვნელოვანია საბავშვო კერძებიც.

მენიუ, პირველ რიგში ხარისხიანი და სანდო გვაქვს. ყოველდღიურად ახალი პროდუქცია მოგვაქვს. როგორც გვეუბნებიან, განსაკუთრებულ გემრიელობებს მხოლოდ ჩვენთან აგემოვნებენ. მათ შორისაა ლობიანი, რომელიც გამორჩეულად უყვართ და ხშირად გვეკითხებიან, როგორ ვამზადებთ.

კონკურენციასთან დაკავშირებით რას იტყვით?

კონკურენცია ქუთაისში საკმაოდ დიდია. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ყველასთან ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს.

სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ…

ტერასის მოწყობას ვგეგმავთ. გვსურს ყველა ასაკის მსურველს ღია სივრცე შევთავაზოთ და მათ ლამაზი, დასამახსოვრებელი საღამოები მოვუწყოთ. ასევე, საბავშვო სივრცეში პრინცესების ოთახს ვამატებთ, სადაც იქნება დიდი, განსხვავებული სარკე. მოკლედ, ყველაფერი, რაც პრინცესას ესაჭიროება.

დღის განმავლობაში რამდენიმე დაბადების დღეს ვმასპინძლობთ. ვცდილობთ სასიამოვნო სიახლეებით მუდმივად გავაოცოთ სტუმრები. ვფიქრობ, გამოგვდის.

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არასწორ ინფორმაციას, შეაჩეროს პროგრესი” – მოირა გილქრისტი

#OK! “ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არასწორ ინფორმაციას, შეაჩეროს პროგრესი” – მოირა გილქრისტი

May 27, 2021
#OK! კამილა მორონე ლოს-ანჯელესში დედასთან ერთად დააფიქსირეს

#OK! კამილა მორონე ლოს-ანჯელესში დედასთან ერთად დააფიქსირეს

April 19, 2021
#OK! It’s Okay Not to Be Okay ანუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი

#OK! It’s Okay Not to Be Okay ანუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი

March 6, 2022
#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც კირჩხიბის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც კირჩხიბის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

July 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 5, 2025
#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

July 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები