• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! გზა საქართველოს დამოუკიდებლობამდე

May 23, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რომელიც მეოცე საუკუნიდან აღინიშნება. ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის მოპოვება 2 ჯერ შეძლო, პირველად ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს მოიპოვა, რამაც 3 წელი გასტანა, ხოლო დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვებას 70 წელი დასჭირდა.

 

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

 

„სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით, ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი,“- ასე აფასებდა კონსტანტინე გამსახურდია იმ სამ მნიშვნელოვან დამოუკიდებლობის წელს, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

1918 წლის 26 მაისს საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო, თუმცა აქამდე მისასვლელად ქართველ ერს დიდი ბრძოლა დასჭირდა. მხოლოდ რუსეთის იმპერიის  სისუსტე არ იყო მიზეზი დამოუკიდებლობის მოპოვების, მას მრავალი ფაქტორი უძღოდა წინ.

1917 წელს ცარიზმი ბოლო დღეებს ითვლიდა, რაც თებერვლის რევოლუციით დაგვირგვინდა. რუსეთში მუშათა კლასმა რევოლუცია დაიწყო, რამაც რუსეთის იმპერიის დასუსტება გამოიწვია, ამას თან ახლდა არეულობა, რომელიც სოციალისტური რეჟიმის გამარჯვებით ვლადიმერ ლენინის მმართველობით  დასრულდა. ამ პირობებში, რუსეთს არ შესწევდა ძალა ქვეყანაში არსებული პრობლემების პარალელურად  ძალაუფლება საგარეო სექტორში შეენარჩუნებინა.

 

ოქტომბრის რევოლუცია - ვიკიპედია
1917 წელი. ოქტომბრის რევოლუცია რუსეთში

საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შექმნეს  ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც ხელისუფლების მართვის ორგანოს არ ემორჩილებოდა, თუმცა ოფიციალურად დამოუკიდებლობას არ აცხადებდა. კომისტარიატს  არ შეუერთდა თურქეთი, რომელსაც საბჭოთა რუსეთისგან ყარსი, ბათუმი და არდაგნი გადაეცა. რესპუბლიკის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს თურქეთთან, თუმცა უშედეგოდ. მან, საბოლოოდ, 22 მაისს ეროვნულ საბჭოსა და აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მიწერა, სადაც ამბობდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის გამბედაობა უნდა გამოეჩინათ.

 

„ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა“,- აკაკი ჩხენკელი

 

აკაკი ჩხენკელის წერილი ეროვნულ საბჭოსა და აღმასრულებელ კომიტეტს

24 მაისს ეროვნული საბჭო ნოე ჟორდანიას თაოსნობით შეიკრიბა და სასწრაფო წესით დამოუკიდებლობის გამოცხადება გადაწყვიტა. თუმცა დამოუკიდებლობის აქტის შექმნამ 2 დღეს გასტანა. 1918 წლის 26 მაისს კი ნოე ჟორდანიამ  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა და განაცხადა:

 

“მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის, იშვიათის და ამავე დროს ტრაგიკულ აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა, ამავ დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.”

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი 1918-1921 წლებში

ასე შეიქმნა 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც არ იყო მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვები, არამედ  იგი საქართველოს გამარჯვების დასტური გახლდათ. დამოუკიდებლობის აქტს 88 ადამიანმა მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ 3 წელი იარსება პირველმა რესპუბლიკამ, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. მათ შორის,  სასამართლო, ფულად-საფინანსო და განათლების სისტემის რეფორმები. სწორედ 1918 წელს დაარსდა პირველი უნივერსიტეტი და შეიქმნა პირველი კონსტიტუცია, რომელიც თანასწორობისა და დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნის შექმნას ითვალისწინებდა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და პირველი კონსტიტუცია 1918-1921 ფოტო: ეროვნული არქივი

პირველი კონსტიტუცია ძალაში არ შესულა, ვინაიდან 4 დღეში საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაეცა და წითელმა ფერმა მოიცვა.  ამის შემდეგ იწყება ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელმაც 70 წელი გასტანა. 1921 წელსვე დაიწყო ანტისაბჭოთა მოძრაობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, იყო ერთობლივი აჯანყების იდეაც, რომელიც საბჭოთა რუსეთმა სისხლში ჩაახშო.

 

1924 წლის აგვისტოს აჯანყება

ამის შემდეგ დაიწყო რეპრესიები. სტალინმა კარგად იცოდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა განათლებულ საზოგადოებას,  ამიტომ სასიკვდილოდ გასწირა მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. მათ შორის იყვნენ ტიციან ტაბიძე, ივანე ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი…

 

ფოტო: ეროვნული არქივი

საქართველოში გამეფდა ტოტალიტარული მმართველობა, რომელიც ადამიანის პიროვნებისა და ინდივიდის გაქრობისკენ იყო მიმართული. ადამიანებმა მოჩვენებითი და კოლექტიური აზროვნების საფუძველზე  დაკარგეს ფიქრის უნარი, რამაც სტალინის კულტის დამკვიდრება გამოიწვია. თუმცა ასეთ საზოგადოებაშიც კი აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა თავისუფლების წყურვილი ტოტალიტარიზმზე ძლიერი აღმოჩნდა. ამის დასტურია 1978 წლის 14 აპრილი, როცა ქართველებმა საკუთარი ენა რუსებს არ გააუქმებინეს. ეს იყო ერთგვარი გამოფხიზლება, რასაც 1983 წელს „თვითმფრინავის ბიჭების ამბავი“,  1988  და 1989 წლის აქციები მოჰყვა . 9 აპრილს ქართველი ხალხისთვის  ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მას  უკავშირდება 1991 წელს სისხლით მოპოვებული თავისუფლება.

 

1974, 1983, 1988, 1989 წლის მოვლენები
გაიგე მეტი: #საქართველოსდამოუკიდებლობასაქართველო

ასევე გაეცანი

#OK! თვითმარქვია კენიელმა ადვოკატმა სასამართლოში 26-დან 26 პროცესი მოიგო
OK! News

#OK! თვითმარქვია კენიელმა ადვოკატმა სასამართლოში 26-დან 26 პროცესი მოიგო

December 3, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს
OK! News

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეთ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 3, 2025
#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა
OK! News

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
5 დეკემბრის სავსემთვარეობა – რა უნდა ვიცოდეთ?
OK! News

5 დეკემბრის სავსემთვარეობა – რა უნდა ვიცოდეთ?

December 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დემი ლოვატოს თვალისმომჭრელი გამოჩენა UNICEF-ის გალაზე ნიუ-იორკში

#OK! დემი ლოვატოს თვალისმომჭრელი გამოჩენა UNICEF-ის გალაზე ნიუ-იორკში

November 30, 2022
#OK! ქენდის სვეინფული Madame Figaro-ს 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

#OK! ქენდის სვეინფული Madame Figaro-ს 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

April 7, 2021
#OK! “ბედნიერება წვრილმანებშია” – 81 წლის ალ პაჩინოს კადრები ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)

#OK! “ბედნიერება წვრილმანებშია” – 81 წლის ალ პაჩინოს კადრები ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)

February 17, 2022
#OK! ბექჰემები, ტინა კუნაკი, ემილი რატაკოვსკი, ლეტიცია კასტა, ევა ლონგორია და სხვები Jacquemus-ის ჩვენებაზე

#OK! ბექჰემები, ტინა კუნაკი, ემილი რატაკოვსკი, ლეტიცია კასტა, ევა ლონგორია და სხვები Jacquemus-ის ჩვენებაზე

June 27, 2023

კვირის ჰიტები

#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

December 1, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

December 1, 2025
#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

December 1, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები