• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! გურანდა გოგიტიძე – ქალი საზოგადოების არა მარტო განუყოფელი, არამედ წამყვანი ჯაჭვია

October 14, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

თავის მთავარ მისიად ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების მხარდაჭერას მიიჩნევს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს ქალბატონებს, რათა მათ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. მიაჩნია, რომ ცხოვრება სავსეა საინტერესო აღმოჩენებით, ამიტომ არცერთი დღე არ უნდა გაატარო ძიების, განვითარებისკენ სწრაფვის, სიყვარულისა და სიკეთის გარეშე. „OK! ბათუმის“ სტუმარი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის ბიზნესის განვითარების უფროსი ოფიცერი, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) აღმასრულებელი მენეჯერი და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, გურანდა გოგიტიძეა, რომელმაც თავის საქმიანობაზე, ინტერესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

რას ნიშნავს იყოთ აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე?

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა სპექტრისა და სეგმენტის წარმატებულ მეწარმე ქალებს, რომლებსაც საინტერესო ისტორიები აქვთ. მათ გადალახეს არაერთი დაბრკოლება და გამოწვევა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. დღეს კი მუდმივად უწევთ კონკურენტულ გარემოში ყოფნა და ზრუნვა ბიზნესის მდგრადობასა და განვითარებაზე. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორს და მრავალფეროვანი საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა უნარი და მიდგომები ესაჭიროებათ. უხელმძღვანელო მათ ერთიანობას, ეს ნიშნავს იმას, რომ მუდმივად გქონდეს ქვეყნის საკანონმდებლო და ეკონომიკურ ცვლილებებზე წვდომა. მიაწოდო მათ ნებისმიერი სიახლე, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერისკენ, რაც მოიცავს როგორც ინფორმაციას, ასევე, ფინანსურ რესურსებსა და განათლებას, ეს კი მოითხოვს კომპეტენციას, პრიორიტეტების განსაზღვრასა და სწორ გადანაწილებას.

 

 

მოგვიყევით ასოციაციის საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე…

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ გაერთიანებას, რომელიც დაფუძნდა 2012 წლის 2 ოქტომბერს. ასოციაციის მთავარი მიზანია წევრების ინტერესთა მხარდაჭერა, ასევე, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობებისა და გარემოს შექმნა. ასოციაციას აქვს მუდმივი მზაობა, წევრ ქალ ბიზნესმენებს აღმოუჩინოს ფინანსური და იურიდიული დახმარება. ასევე, ასრულებს მედიატორის როლს საბანკო და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან. ყველამ ვიცით, რომ ბიზნესის წარმატება და მისი განვითარება დაფუძნებულია მდგრად ეკონომიკურ და პოლიტიკურ პლატფორმაზე, ჩვენ კი მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთ წევრების მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რაც განაპირობებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

ასოციაციის სამომავლო გეგმები კი უკავშირდება წევრების უნარების გაძლიერებას, ასოციაციის ფინანსური შესაძლებლობების განვითარებასა და მათთვის შესაბამისი სერვისების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტულ ბიზნესგარემოში მათ დამკვიდრებას.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად ისმის ქალი ბიზნესმენების ხმა რეგიონში. როგორია ქალის როლი ბიზნესში დღეს…

 თავისუფალმა აზროვნებამ მოგვცა მრავალმხრივი შესაძლებლობა, მათ შორის ბიზნესის თვალსაზრისით, სადაც დღეს ქალის როლი განსაკუთრებულია. სტატისტიკურად ქალ მეწარმეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც ბუნებრივია, მათი მეწარმეობაში ჩართულობის ზრდაზე მეტყველებს და მაქვს დიდი იმედი, ეს ზრდა არათუ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს დაიპყრობს. მეტ ინოვაციურ, ინკლუზიურ და ახალ სიტყვას იტყვის ქვეყნის განვითარებისთვის.

 

ქალების გასაძლიერებლად არაერთი პროექტი აქვს ასოციაციას, რომელ მათგანს გამოარჩევდით?

მოგეხსენებათ, ასოციაცია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. სავაჭრო სამრეწველო პალატა და ადგილობრივი სახელმწიფო რგოლი მუდმივად უჭერს მხარს ასოციაციის საქმიანობასა და პროექტებს. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მედიატორის ფუნქციით მივმართავთ ცენტრალურ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მუდმივად ჩართული ვართ ადვოკატირების პროცესში. ასოციაციის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად გამოვარჩევ ტრადიციად ქცეულ ქალ მეწარმეთა ფორუმს, რომლის დღის წესრიგიც საჭიროების შესაბამისად დგება და კონკრეტულ მიზნებსა და მიზნობრივ აუდიტორიაზე არის გათვლილი, რომლის მთავარი ფუნქციაა წარმატებული ბიზნესმოდელების წარდგენა, გამოცდილების გაზიარება და ყველა შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის.

 

რას მოაქვს ჰარმონიული განწყობა თქვენთვის. როგორია გურანდა გოგიტიძის თავისუფალი დრო…

ჰარმონიულ განწყობას აზრები ბადებს, რომელიც ემოციურ სინთეზში დადებით ხასიათს ქმნის და ბუნებრივია, თავისუფალ დროს განწყობა უპირობოდ მთავარი კომპონენტია. რაც შეეხება გურანდა გოგიტიძის თავისუფალ დროს, გამომდინარე გადატვირთული განრიგისა, ვცდილობ თავისუფალი დრო ოჯახსა და მეგობრებს დავუთმო. ხოლო აქტივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, გააჩნია დღის მონაკვეთს, წელიწადის დროსა თუ სეზონს. თუმცა ბუნებასთან კომუნიკაცია საყვარელ ადამიანებთან ერთად განსაკუთრებულ ენერგიას მაძლევს. ამავდროულად, მხატვრული ლიტერატურა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ყოველთვის ვცდილობ გარკვეული დრო ამ მიმართულებითაც გამოვყო.

 

ქალი, რომელიც მუდამ აღგაფრთოვანებდათ…

 ძნელია კონკრეტულად ერთი ქალის პროტოტიპად აღება, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ქალს მუდამ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნდა, იქნება ეს მითური, ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, დიპლომატიური თუ პოლიტიკური კუთხით, რაც დიდ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში, აგრეთვე ქალები მხატვრული ლიტერატურიდან, რომ არაფერი ვთქვა დედაზე, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ქალის ჩამოყალიბებაში.

განსაკუთრებით დიდ აღფრთოვანებას იწვევს კეტრინ სვითზერი, რომელიც ბოსტონის მარათონში ჩაერთო, სადაც ქალები არ დაიშვებოდნენ. მისმა ქცევამ განაპირობა ქალთა მარათონის დაშვება ხუთი წლის შემდეგ. სწორედ ასეთმა გაბედულმა ნაბიჯებმა შექმნა პლაცდარმი ერთიანი დიდი მარათონის, რაც ნათლად აისახება ბიზნესშიც. ძლიერი ქალების ასეთ თამამი ნაბიჯები ქმნიან ერთიან დიდ თანამედროვე მოდელს, სადაც ქალი საზოგადოების არა მარტო განუყოფელი, არამედ წამყვანი ჯაჭვია.

 

 

დღე, რომელიც არასოდეს წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან…

მადლიერი ვარ ყოველი დღის, წარმატებული თუ წარუმატებელი დასასრულით. ყოველი დღე ჩვენს ცხოვრებაში ახლის საწყისი და ცხოვრებისეული გაკვეთილია. ჩვენ მიერ გადადგმული წარუმატებელი ნაბიჯებიც კი ქმნის ახალ გამოცდილებასა და შესაძლებლობას, ერთგვარ ბიძგს გვაძლევს, მივიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილება. შესაძლოა მოცემულმა ნაბიჯმა მიგვიყვანოს სწორედ იმ მიზნამდე, რომლისკენაც წლების განმავლობაში ვისწრაფოდით. ბევრი საინტერესო, წარმატებული დღე შემიძლია გავიხსენო, თუმცა უფრო მეტად ამ წარმატებისკენ მიმავალი გზა არის ყოველთვის საინტერესო და ბევრის მომცემი ჩვენს ცხოვრებაში, მის მისაღწევად გვჭირდება მიზანდასახულობა, მოთმინება, შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა და თავდაჯერებულობა. სწორედ ეს პროცესი გვაყალიბებს პიროვნებად.

 

ნაბიჯი, გადაწყვეტილება, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ…

ორი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი კარიერული და პროფესიული საქმიანობა დაჰკავშირებოდა ახალგაზრდა თაობების აღზრდა-განათლებას. თაობისა, რომელიც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც ცვლილებებისა და განვითარების პროცესში არა უბრალოდ მონაწილის როლი შეიძლება ითამაშოს, არამედ თავად იქცეს გარდამტეხი პროცესების ინიციატორად. ამიტომ ყველა ჩემი მიზანი მიმართულია ახალგაზრდების, განსაკუთრებით გოგონების მხარდაჭერისკენ, რათა ერთად შევქმნათ ხელსაყრელი გარემო საზოგადოების განვითარებისათვის.

 

გაგვაცანით ოჯახის წევრები. გვესაუბრეთ მათგან მიღებულ ენერგიებზე…

დატვირთული დღის ბოლოს ოჯახური იდილია, მათთან საღამოს გატარება სიმშვიდის, თვითშეფასებისა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში გვეხმარება. ეს არის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად, თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობთ. ეს ჰარმონია ნაყოფია იმ 13-წლიანი სიყვარულისა, რომელსაც მეუღლესთან ერთად ვაშენებ და ამ ბედნიერ გზაზე 3 შვილი შემოგვემატა. განუსაზღვრელია ის მუხტი და დადებითი ენერგია, რასაც ოჯახის წევრებისგან ვიღებ და ერთმანეთს ვუზიარებთ.

 

ბედნიერებაა, როცა…

დილა გულწრფელი ღიმილით იწყება. ბედნიერებაა, როცა შეგიძლია ადამიანებს თანადგომა და სიყვარული გაუზიარო, ბედნიერებაა, როცა ირგვლივ ოჯახის წევრები, მეგობრები და ძვირფასი ადამიანები გავსებენ, რომელთაც ეყრდნობი და გეიმედება და ბოლოს, ბედნიერებაა, როცა ჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

 

 

ბათუმი და ბათუმელობა…

ეს არის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მუდამ მაბედნიერებს და ჩემში ულამაზესი სანაპიროთი და ზღვისფერი ცით იწყება. თითქოს ბათუმი ძირითადად ტურისტულ ხასიათს ატარებს, თუმცა დიდი ისტორიული მნიშვნელობის და დატვირთვის ქალაქია… სწორედ ამ დიდმა ისტორიამ ბათუმს მოუტანა მრავალეთნოსიანი მოსახლეობა, შერწყმული და გაზავებული კულტურით, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის მრავალფეროვნებაში. ჩემთვის საამაყოა ამ მრავალფეროვნების სრულფასოვანი წევრობა, რომელიც ორმაგ ბედნიერებას მანიჭებს მასპინძლის რანგში.

 

რა გაძლევთ ძალას და მოტივაციას, იყოთ წარმატებული პროფესიაში, გამოიყურებოდეთ არაჩვეულებრივად, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეგქონდეთ ქალების გაძლიერებაში?

მოზღვავებული პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა, რაც მაძლევს უდიდეს ძალასა და შინაგან მოტივაციას, რომელიც მიმართულია კეთილდღეობისა და პოზიტიური ცვლილებებისკენ. ყველამ ვიცით, რომ შინაგანი მოტივაცია გვაძლევს უპირველესად საკუთარი თავის რწმენას, რომელიც გვეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში. ასევე, კმაყოფილების გრძნობას, გაბედულობას, თავისუფლებასა და საინტერესო აღმოჩენებით სავსე ცხოვრებას. მართალია, ზოგჯერ ძალიან მომთხოვნი ვარ როგორც საკუთარი თავის, ასევე, გარშემო მყოფთა მიმართ, თუმცა არა კატეგორიული და მკაცრი. ჩემი არჩევანია გუნდურობა და ერთობლივად გამოწვევებისა თუ სირთულეების გადაჭრა/გამკლავება.

 

როგორია თქვენი, როგორც ლიდერი ქალის სამომავლო გეგმები, როგორც ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში, ასევე მის მიღმა?

ჩემი გეგმები ჩემს საქმიანობას უკავშირდება, რომელიც განვითარებისა და პოზიციური ცვლილებებისკენ არის მიმართული. შესაძლებლობები უსაზღვროა და მჯერა, ჩემი საქმიანობითა და დამოკიდებულებით კიდევ ბევრ ქალს მივცემ ამ „უსაზღვრო შესაძლებლობებზე“ წვდომის შანსს, რათა ირწმუნონ საკუთარი ძალების – შეუძლებელი არაფერია, მთავარია გქონდეთ მიზანი!

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Balenciaga-ს შემდეგ ქანიე უესტთან Vogue-იც წყვეტს თანამშრომლობას

#OK! Balenciaga-ს შემდეგ ქანიე უესტთან Vogue-იც წყვეტს თანამშრომლობას

October 31, 2022
#OK! რესტორანი ნამდვილი ახალი სიტყვაა ქართულ ბაზარზე

#OK! რესტორანი ნამდვილი ახალი სიტყვაა ქართულ ბაზარზე

June 16, 2024
#OK! გურამ შეროზიამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა: ქართველი ბლოგერი ტანზანიაში დასვენების დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

#OK! გურამ შეროზიამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა: ქართველი ბლოგერი ტანზანიაში დასვენების დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

November 28, 2021
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – დანია

December 26, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები