• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გულმავიწყობა – ყველასთვის ნაცნობი ჩივილი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გვქონია მსგავსი სიტუაცია – ოთახში შევდივართ და გვავიწყდება, რისთვის შევედით; ნაცნობი ადამიანის სახელი ენაზე გვადგას, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებთ; ვეძებთ სათვალეს მაშინ, როცა თავზე გვიკეთია. ეს გულმავიწყობაა, რომლის ხელშემწყობი ფაქტორები მრავლადაა ყოველდღიურ ცხოვრებაში: ძილის ნაკლებობა, გადაღლა, სტრესი, შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობა, ერთფეროვანი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ზოგიერთი მედიკამენტი… მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასაკიც; წლებთან ერთად ახალი ინფორმაციის გახსენებას შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, თუმცა პროგრესირებადი გულმავიწყობა და ავტონომიურობის დაკარგვა „ნორმალურ დაბერებად“ არ უნდა ჩაითვალოს. გულმავიწყობა სიგნალია და არა დიაგნოზი. ზოგჯერ ის, უბრალოდ, დასვენებას და ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგებას მოითხოვს, ზოგჯერ კი მიზეზების პროფესიულ შეფასებას. ამ თემებზე სასაუბროდ ვეწვიეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის გენერალურ მდივანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს.

 

ბატონო კახაბერ, როდის არის გულმავიწყობა ჩვეულებრივი მოვლენა და როდის – საყურადღებო სიმპტომი?

ეპიზოდური გულმავიწყობა ხშირად ისეთ ყოფით სტრესორებს უკავშირდება, როგორებიცაა, მაგალითად, ინფორმაციული ექსპანსია, დროის დეფიციტი, გადაღლა, არასრულფასოვანი ძილი/რეკრეაცია ან მონოტონური დიეტა. ბუნებრივია, ასეთი ტრივიალური ეპიზოდები არ არის განგაშის საფუძველი და არ მოითხოვს სპეციალისტის დაუყოვნებელ კონსულტაციას; მაგრამ თუ გულმავიწყობა სწრაფი ტემპით იმატებს, შესამჩნევი ხდება ოჯახის წევრებისთვის/თანამშრომლებისთვის და მნიშვნელოვნად აქვეითებს ყოველდღიური ყოფის თუ პროფესიული საქმიანობის ხარისხს, აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა ზუსტი დიაგნოზის დადგენისა და კვალიფიციური დახმარების მიღების მიზნით.

 

რატომ არ უნდა შეგვაშინოს ეგრეთ წოდებულმა ტრივიალურმა გულმავიწყობამ?

იმიტომ, რომ დავიწყება ტვინის ნორმალური მუშაობის ნაწილიცაა. ჩვენ ყოველდღიურად იმდენ ინფორმაციას ვიღებთ, რომ ყველაფრის შენახვა არც გვჭირდება. ზოგჯერ პრობლემა მეხსიერებაში კი არა, ჩვენს ყურადღებაშია: საუბარს ნახევრად ვუსმენთ, ნივთს ავტომატურად ვდებთ და შემდეგ ადგილს ვერ ვიხსენებთ. თუ ადეკვატური დასვენების, ძილის, კვების მოწესრიგების ან სტრესის შემცირების შემდეგ გულმავიწყობა იკლებს და შეუფერხებლად ახორციელებთ ყოველდღიურ საქმიანობას, ეს დამამშვიდებელი ნიშანია. მთავარია საკუთარ მდგომარეობაზე დაკვირვება – არც გადამეტებული შიშია საჭირო და არც მუდმივად მზარდი ცვლილების უგულებელყოფა.

 

 

გულმავიწყობასთან მიმართებაში თქვენ რამდენიმეჯერ ახსენეთ არასრულფასოვანი კვების პრობლემა. მოგეხსენებათ, თანამედროვე ყოფით პირობებში რამდენად ძნელია ამ საკითხის მოგვარება – კვების ჯანსაღი ჰაბიტუსის მიღწევა. შეიძლება თუ არა ამ დანაკლისის შევსება საკვები დანამატების მეშვეობით?

ამ კითხვაზე შევეცდები შედარებით დეტალურად გიპასუხოთ. მოგეხსენებათ, დღეს რამდენად მაღალია ინტერესი საკვები დანამატების მიმართ. როდესაც საქმე ეხება გულმავიწყობას, ყურადღების გაფანტვას ან გონებრივ გადაღლას, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ საკვები დანამატების როლი და ხელი შევუწყოთ მათ მიმართ სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას – საკვები დანამატი ვერ იქნება „მეხსიერების წამალი“ და ვერ შეცვლის ძილს, სრულფასოვან კვებას, ფიზიკურ აქტივობას, სტრესის მართვას და ექიმის კვალიფიციურ დახმარებას. მისი მთავარი როლი ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების – ნუტრიენტების დამატებითი მიწოდებაა.

ესა თუ ის საკვები დანამატი ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება იყოს სასარგებლო, როდესაც აღინიშნება კონკრეტული ნივთიერების დეფიციტი, არასრულფასოვანი კვება, საკვების შეწოვის პრობლემა ან მომატებული კვებითი საჭიროება. ასეთ შემთხვევაში დეფიციტის შევსებამ ან გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებამ შეიძლება შეამციროს ასოცირებული სისუსტე, დაბნეულობა, ყურადღების დაქვეითება და სხვა სიმპტომები.

ამ კონტექსტში უპრიანი იქნება მოვიყვანოთ ქოლინის მაგალითი. ის აუცილებელი ნუტრიენტია, რომელიც მონაწილეობს აცეტილქოლინის წარმოქმნაში – ნივთიერებისა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყურადღების, დასწავლის და მეხსიერების პროცესებში. ქოლინი ასევე საჭიროა ნერვული და სხვა უჯრედების გარსების შესაქმნელად. ქოლინის ნაწილს ჩვენი ორგანიზმი თავად წარმოქმნის, მაგრამ დანარჩენი საკვებიდან უნდა მივიღოთ. თუმცა ქოლინის ბიოლოგიური მნიშვნელობა არ შეიძლება მექანიკურად იქნას აღქმული. ის, რომ ქოლინი ესენციური ნუტრიენტია, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ ქოლინს მივიღებთ, მით უკეთესი მეხსიერება გვექნება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის საკვები დანამატების როლი არის არა დაავადების მკურნალობა, არამედ კვებითი დეფიციტის შევსება და ტვინის ჯანმრთელობის კომპლექსური მხარდაჭერა. საუკეთესო შედეგი მოსალოდნელია მაშინ, როცა სწორად შერჩეული დანამატი შერწყმულია მრავალფეროვან კვებასთან, ხარისხიან ძილთან, ფიზიკურ აქტივობასთან, სისხლძარღვოვანი რისკების კონტროლსა და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციების/მკურნალობის შესრულებასთან.

 

რადგან ქოლინის მაგალითი მოიყვანეთ, მინდა გკითხოთ ამ ნივთიერების შემცველი საკვები დანამატის, დემაციტ ქოლინის თაობაზე, რომლის შესახებაც აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში?

დავიწყებ იმით, რომ დემაციტ ქოლინი® კომბინირებული საკვები დანამატია, რომლის ერთ კაფსულაში თავმოყრილია ქოლინის ბიტარტრატი, გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი და შავი პილპილის ექსტრაქტიდან მიღებული პიპერინი. ფორმულის იდეა მარტივია: ერთი კომპონენტი – ქოლინის ბიტარტრატი უზრუნველყოფს აუცილებელი, ესენციური ნუტრიენტის ადეკვატური დოზით მიწოდებას; მეორე – მცენარეული წარმოშობის გინკო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი, გამოირჩევა ბიოაქტიური ეფექტით, ხოლო მესამე – შავი პილპილის ექსტრაქტი კი ფორმულაში დამხმარე როლს ასრულებს.

 

შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ გინკო ბილობას და პიპერინის როლზე?

გინკგო ბილობას ექსტრაქტი გამოიყენება კოგნიტური ფუნქციებისა და თავის ტვინის მიკროცირკულაციის მხარდაჭერის კონტექსტში. დემაციტ ქოლინში მისი ძლიერი მხარეა სტანდარტიზაცია, რაც საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვიცოდეთ, რა ჯგუფის აქტიურ ნივთიერებებს და რა რაოდენობით შეიცავს ექსტრაქტი. დემაციტ ქოლინის® 60 მგ გინკოს ექსტრაქტი შეიცავს 24% ფლავონის გლიკოზიდებს და 6% ტერპენულ ლაქტონებს. ფლავონოიდებს უკავშირდება ანტიოქსიდანტური მოქმედება, ტერპენულ ლაქტონებს კი – ნერვულ-სისხლძარღვოვანი და სხვა ბიოლოგიური ეფექტები.

პიპერინი შავი პილპილის მთავარი ალკალოიდია და ცნობილია, როგორც ნივთიერება, რომელსაც გარკვეული ნუტრიენტებისა და ფიტოქიმიკატების ბიოშეღწევადობის გაზრდა შეუძლია. დემაციტ ქოლინში იგი დამატებულია სწორედ „ბიოენჰანსერის“ ანუ „ბიოგამაძლიერებლის“ ლოგიკით – მცირე დოზით, როგორც მესამე კომპონენტი და ხელს უწყობს ქოლინისა და გინკოს შეწოვას.

 

როგორია დემაციტ ქოლინის® მიღების წესი და ხანგრძლივობა?

ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ დემაციტ ქოლინი® განკუთვნილია ზრდასრული ინდივიდებისთვის. მიღების წესი შემდეგია: ერთი კაფსულა დღეში ერთხელ – დილით, საუზმის შემდეგ, დაახლოებით 150 მლ წყალთან ერთად. მიღების ხანგრძლივობა (რეკომენდებული მინიმუმი – 3 თვე) და განმეორებითი მიღების საჭიროება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.

 

ბატონო კახაბერ, ჩვენი ინტერვიუს ბოლოს მინდა გთხოვოთ, მოკლედ შევაჯამოთ დემაციტ ქოლინის® ადგილი, მნიშვნელობა და ღირსებები.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მეხსიერებაზე ზრუნვა ერთი კაფსულით არ და ვერ შემოიფარგლება. სრულფასოვანი ძილი, მოძრაობა, მრავალფეროვანი კვება, სტრესის მართვა, არტერიული წნევის, გლიკემიისა და დისლიპიდემიის კონტროლი აღნიშნული პრობლემის გადაჭრის კომპლექსური გეგმის აუცილებელი შემადგენლებია. დემაციტ ქოლინი® შეიძლება განვიხილოთ ამ გეგმის ნუტრიციულ ნაწილში – არა როგორც „მეხსიერების სასწაული“, არამედ როგორც გააზრებული, სინერგიზმის ლოგიკაზე დაფუძნებული და მოსახერხებელი დოზირების სამკომპონენტიანი ფორმულა.

 

ფოტო: პირადი არქივი

 

ასევე გაეცანი

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს
ინტერვიუ

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

September 11, 2026
#OK! სად მიდის შენი ენერგია
ინტერვიუ

#OK! სად მიდის შენი ენერგია

September 11, 2026
#OK! მეგობრობიდან სიყვარულამდე: დათუნა მგელაძისა და ნინო ფუტკარაძის LOVE STORY
Slider Area

#OK! მეგობრობიდან სიყვარულამდე: დათუნა მგელაძისა და ნინო ფუტკარაძის LOVE STORY

September 11, 2026
#OK! მარი ბეკურიშვილი: დააკვირდი რა ხდება, როცა ხმაური ჩერდება
ინტერვიუ

#OK! მარი ბეკურიშვილი: დააკვირდი რა ხდება, როცა ხმაური ჩერდება

September 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნიკოლ შერზინგერი ფორთოხლისფერი ორეულით! მომღერალი მეგობარ მამაკაცთან ერთად!

#OK! ნიკოლ შერზინგერი ფორთოხლისფერი ორეულით! მომღერალი მეგობარ მამაკაცთან ერთად!

April 28, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

January 5, 2026
#OK! დღეს სოფი ლორენი 89 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სილამაზის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს სოფი ლორენი 89 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სილამაზის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

September 20, 2023
#OK! მზის ჩასვლის “სილუეტური ილუზიები” – ინდოელი ფოტოგრაფის ორიგინალური კადრები

#OK! მზის ჩასვლის “სილუეტური ილუზიები” – ინდოელი ფოტოგრაფის ორიგინალური კადრები

October 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 11, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის

#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის

September 11, 2026
#OK! სად მიდის შენი ენერგია

#OK! სად მიდის შენი ენერგია

September 11, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები