კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო“ შეიქმნა მათთვის, ვინც ყველაზე მეტად აფასებს ხარისხიან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან მომსახურებას.აღსანიშნავია, რომ იგი მუდმივად მუშაობს პოტენციურ კლიენტებთან სადაზღვევო საქმიანობის პოპულარიზაციაზე და მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებაზე, შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „გრინ დაზღვევა საქართველოს“ წარმომადგენელს აჭარის რეგიონში, ნანა სარიშვილს.
გვიამბეთ „გრინ დაზღვევა საქართველოს“ მიერ განვლილი გზის შესახებ.
სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო“ 2013 წელს დაარსდა და ბაზარზე ოპერირებდა „კამარას“ სახელით. სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ“ და შპს-მ „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ 2020 წლის დასაწყისში შეიძინა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი − გახდა „გრინ დაზღვევა საქართველო“ და სადაზღვევო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარდგა.
გვესაუბრეთ თქვენი კომპანიის სერვისთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის მომსახურებით, მოქნილი პროცედურებისა და თითოეული დაზღვეულის მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს. ასევე, კომპანიაში დაწყებულია სადაზღვევო პროცედურების გაციფრულება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ხელს შეუწყობს სადაზღვევო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.
რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „გრინ დაზღვევა საქართველო“?
ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ის, რაც ამ დრომდე არ ყოფილა. ეძებს და პოულობს იმ ნიშას, რომლითაც ინტერესი და სურვილი საქმეში გადაიზრდება. ერთ-ერთი მთავარი მისია მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტის შემუშავება და შეთავაზებაა. ასეთ ინოვაციურ პროექტთა შორისაა მოტოციკლის დაზღვევა, რომელსაც დიდი გამოხმაურება და კმაყოფილება მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას გამჭვირვალედ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, რაც ჩვენს პრიორიტეტულობას წარმოაჩენს.
გვესაუბრეთ შეთავაზებებთან დაკავშირებით.
„გრინ დაზღვევა საქართველო“ სთავაზობს მომხმარებელს ყველა საცალო და კორპორაციულ სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა, რომლის დასანერგად კომპანია აქტიურად მუშაობს.
სამომავლო გეგმები.
კომპანიის სამომავლო გეგმას წარმოადგენს მისი განვითარება, სადაზღვევო დაფარვის მოცულობის გაზრდა, ასევე, საზოგადოებრივად აქტუალური თემების მხარდაჭერა და კომპანიის ცნობადობის გაზრდა. კომპანიის სამომავლო გეგმაში ერთ-ერთი პრიორიტეტული აჭარის რეგიონია. დაგეგმილია რეგიონში ჩვენი კომპანიის პოპულარიზაცია, მომხმარებლისათვის სხვადასხვა აქციისა და წამახალისებელი აქტივობის შეთავაზებითა და გაყიდვების გუნდის გაფართოების გზით, რაც მიზნად ისახავს კომპანიის სადაზღვევო პორტფელში აჭარის რეგიონის წილის საგრძნობ ზრდას.
რა გზა გაიარეთ „გრინ დაზღვევა საქართველომდე“?
საშუალო სკოლა წარჩინებით დავამთავრე და ჩემსავე გადაწყვეტილებით, სწავლა ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში განვაგრძე, რის შემდეგაც დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ჰუმანიტარული პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი), შემდეგ კი მეცნიერებათა ბიზნესის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტური წლები გავატარე იმ ეპოქაში, როცა კომუნისტური ყოფა მძვინვარებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდშიც რეგალიებით ვიყავი განებივრებული. ზედმიწევნით დასაქმებული გახლით კომკავშირულ თუ პარტიულ სამსახურებში, კერძოდ, ვიყავი კომკავშირის მდივანი, პარალელურად, ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. გახლდით სკოლების მეთოდისტი. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, გადაზიდვების სამსახურში დირექტორის პოზიციაზე, კომპანია „ტრანს ავტოს“ დირექტორის თანამდებობაზე, აგრეთვე გახლდით კომპანია „იალქანის“ დირექტორის პირველი მოადგილე, ტურისტული კომპანია „ვოიაჟის“ დირექტორი. ამჟამად ვარ კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ „გრინ დაზღვევა საქართველოს“ წარმომადგენელი აჭარის რეგიონში.
გაგვაცანით თქვენი მიღწევები.
მე ჩემი ცხოვრების შუქ-ჩრდილოვან გზაზე მიზანდასახულობა, სიყვარული და კეთილ საქმეთა კეთება ვარჩიე, რაშიც დიდად მეხმარება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ გადმოცემული პატივგების სიგელი. გარდა ამისა, მაქვს სხვა დამსახურებებიც:
- ვარ საპატრიარქოს ჩოხოსანი;
- დაჯილდოებული ვარ ოსკარ შინდლერის აკადემიიდან, როგორც ლიდერი ქალბატონი;
- ვარ დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი, დაჯილდოებული ოქროს მედლით ტაო-კლარჯეთის აკადემიიდან;
- ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის სიგელის მფლობელი;
- 2021 წლის პერსონის ტიტულის მფლობელი. დაჯილდოებული ვარ ასოციაციისგან „საქართველოს ქალბატონები“, დიპლომით „საქართველოს ქალბატონი“;
- მიღებული მაქვს საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისაგან ოფიციალური მადლიერების წერილი ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით.
გვიამბეთ თქვენი საქველმოქმედო ფონდის შექმნის ისტორია.
ქველმოქმედება ჩემი ცხოვრების კრედოა. 8 წლის წინ მეგობრებთან ერთად დავაფუძნე საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფელი“ და შევეჭიდეთ საუკუნის მშენებლობას, რომელიც „სიკეთის სახლის“ სახელითაა ცნობილი. საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავართ. ვაშენებთ 5-სართულიან კორპუსს ქ. ბათუმში, სხალთის ქ. N5-ში.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კეთილ ადამიანს, ვინც საუკუნის პროექტის მშენებლობაში თავისი აგური დადო. საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ქართულ ჯარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს; ასოციაციას „ერთმანეთისთვის“, სოფია ბაკურიძეს; აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ჩვენს დიდ მეგობარს და დიდ აღმშენებელს − ბატონ ზურაბ პატარაძეს; კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ და თურქ ბიზნესმენს, „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, ბატონ გალიფ ოზთურქს; ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბატონ რაულ კახაძეს. ამ ადამიანების ლომის წილია 4 სართულის აშენება. კორპუსის დასრულებით კი დიდი ქველმოქმედი, ჩვენი მეგობარი გალიფ ოზთურქი გაგვახარებს. მე ვარ ამაყი, რომ გახლავართ ამ კომპანიის გუნდის წევრი. კომპანიის, რომელიც ჩემს ოჯახთან ასოცირდება. სიკეთე უდავოდ გადამდებია… „კეთილსოფელის“ საჭიროებაზე მორგებულ ქველმოქმედებას არა მარტო 20-მდე ოჯახი და შშმ პირი, არამედ სრულიად საქართველო ელოდება.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: გიორგი კალანდაძე