• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! გრანდ ნოელ ბაკურიანი – ადგილი, სადაც დასვენება ყველა სეზონზე საუკეთესოა

August 3, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში დატრიალებულმა მოულოდნელმა, თითქმის დაუჯერებელმა და რა თქმა უნდა, მძიმე მოვლენებმა, სრულიად შეცვალა ადამიანების ცხოვრების სტილი, რეჟიმი, ჩვევები და სურვილებიც კი. შეიცვალა მუშაობისა და დასვენების ადგილი, დრო და სტილი… აგვეკრძალა საზღვარგარეთ ვიზიტი და უფრო მეტად დავიწყეთ საკუთარი ქვეყნის მთა-ბარის მონახულება და საინტერესო ადგილების მოძებნა − რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგების მიერ შემოღებული რეგულაციების დაცვით.

საქართველოს კურორტებს შორის კი ერთ-ერთი გამორჩეულია ბაკურიანი. დაბა ბაკურიანს არც მანამდე აკლდა დამსვენებლები, მაგრამ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ხალხის რაოდენობამ და დასვენების დღეების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ბაკურიანში არსებულ სასტუმროებს 2020 წელს შეემატა ახალი, 55-ნომრიანი სასტუმრო „გრანდ ნოელ ბაკურიანი“, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო, მან ვერც კი მოასწრო სტუმრების მიღება გასულ წელს. და აი, დადგა 2021 წელი, სასტუმროს ახალი სული შთაებერა და 1 ივლისიდან დაიწყო ფუნქციონირება (სატესტო რეჟიმში).

ძალიან საინტერესო კი ის ფაქტია, რომ გახსნის დღიდან, სასტუმრო სრულად დატვირთულია. სასიამოვნოდ ხაზგასასმელი ფაქტია ის, რომ სასტუმრო მასპინძლობს სხვადასხვა გემოვნების, მიზნისა თუ საქმიანობის ადამიანს. ჩვენი სტუმრები არიან წყვილები, ოჯახები (ბავშვებით), კორპორაციული ჯგუფები და დისტანციურად მომუშავე ადამიანები, რომლებისთვისაც ჩვენი სასტუმრო „სახლად“ იქცა.

„გრანდ ნოელ ბაკურიანისთვის“ დამახასიათებელია განსაკუთრებული ოჯახური გარემო, სადაც შეგიძლიათ პლედშემოფარებულები (საღამოს გრილა) დასხდეთ ვერანდაზე და გემრიელად მიირთვათ ჩაი.

ყურადღებიანი თანამშრომლები იმაზეც ზრუნავენ, რომ დღის განმავლობაში მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნან თქვენი დისტანციური მუშაობისთვის, რის საშუალებასაც კარგად გვაძლევს სასტუმროს საერთო სივრცეები − ყველა ტიპის ავეჯი (საოფისეც და რბილიც), მაღალი სიჩქარის ინტერნეტი (ასევე სხვა საჭირო საოფისე ინვენტარი) და სიმყუდროვე.

 

სასტუმროში მუშაობა ჯგუფებშიც შეგიძლიათ და ამისთვის საკონფერენციო სივრცე დაგეხმარებათ, სადაც შეგიძლიათ განთავსდეთ იმ ფორმატში, რომელიც სჭირდება თქვენს აქტივობას, გამოიყენოთ სხვადასხვა სახის სკამი (საწერი დაფით თუ მის გარეშე) და ისარგებლოთ ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

„გრანდ ნოელ ბაკურიანში“ თავს კარგად გრძნობს როგორც ზრდასრული, ისე ბავშვი, რომელიც ერთობა მწვანესაფარიან ეზოში, მისთვის საინტერესო სათამაშოებით.

ბაკურიანი განსაკუთრებით მიმზიდველია მისი ნაძვნარის გამო, რაც სასტუმროს უხვად აკრავს გარს, და თან, ძალიან ახლოს, სულ რაღაც 50 ნაბიჯში, ღობეების, ჯებირებისა და წინააღმდეგობების გარეშე, თქვენ შეგიძლიათ აღმოჩნდეთ შუაგულ ტყეში, სადაც მოაწყობთ პიკნიკს, ან უბრალოდ, წამოწვებით და ნაძვებით დატკბებით.

სიმწვანე და სითბო კარგია, მაგრამ ბაკურიანის ძირითადი და ყველაზე მიმზიდველი კომპონენტია თოვლიანი მთები… სასრიალო სპორტის მოყვარულებისთვის, უბრალოდ თოვლის მოყვარულებისთვის და მოციგურავე ბავშვებისთვის, ბაკურიანი იდეალური ადგილია, სადაც საუკეთესო ადგილას დაგხვდებათ „გრანდ ნოელ ბაკურიანის“ სასტუმრო − კოხტას ძირას, საბაგიროსთან რამდენიმე ნაბიჯი… და თქვენ შეგიძლიათ დაეშვათ მთიდან!

რა თქმა უნდა, ნებისმიერი სტუმრისთვის, ზრდასრული იქნება ის თუ ბავშვი, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღად და გემრიელად კვება. აქ მოსულ თითოეულ სტუმარს ხვდება ჩვენი პროფესიონალი და გამოცდილი ბრენდშეფის მიერ შექმნილი და მომზადებული ქართული თუ ევროპული უგემრიელესი კერძების მრავალფეროვანი მენიუ. თითოეული კერძის გემო აცოცხლებს და ახალისებს სტუმრების გემოს რეცეპტორებს. მენიუ გათვლილია როგორც გურმანებზე, ასევე ბავშვებზე. თუმცა, თუ თქვენი შვილი განსაკუთრებით პრეტენზიულია (ან განსაკუთრებულ კვებაზეა), სასტუმროს მზარეულები მას აუცილებლად მოუმზადებენ იმ კონკრეტულ კერძს, რომელიც მას სურს − ბავშვები ყოველთვის განსაკუთრებული სტუმრები არიან.

გემრიელი კერძების მირთმევა შეგიძლიათ არა მხოლოდ დღის განმავლობაში − თუ გეგმავთ თქვენს კორპორაციულ საღამოს, დაბადების დღეს, ნიშნობას ან თუნდაც ქორწილს, „გრანდ ნოელ ბაკურიანი“ თქვენც გიმასპინძლებთ და სივრცეების არჩევანსაც შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ რესტორნის სივრცე, რომელიც გადის ვერანდაზე და ასევე, შეგიძლიათ თქვენი საღამო განსაკუთრებული გახადოთ ტერასაზე, რომელიც მდებარეობს სასტუმროს ბოლო სართულზე, არის 360-გრადუსიანი  ხედით და შემინულია. შესაბამისად, უამინდობაც არ შეგაწუხებთ, თუმცა სუფთა ჰაერით ტკბობა აქაც შეგიძლიათ, რადგან ტერასას სამი მხრიდან აკრავს დიდი, გახსნილი აივანი.

და როდესაც დავისვენეთ, ვითამაშეთ, ვიმუშავეთ, ვისეირნეთ, ვივახშმეთ და გავერთეთ, ვბრუნდებით ჩვენს ნომრებში, სადაც გვხვდება დიდი და მყუდრო ნომერი, კომფორტული საწოლი და აივანი, საიდანაც შეგვიძლია დავტკბეთ ცაზე ვარსკვლავებით და ვისაუბროთ დიდხანს ჩვენს საყვარელ ადამიან(ებ)თან ერთად.

ბაკურიანში განსაკუთრებით მცხუნვარე მზეა… ყველა სეზონზე.

ეწვიეთ „გრანდ ნოელ ბაკურიანს“ ნებისმიერ სეზონზე და გაიმდიდრეთ ემოციები.

 

ასევე გაეცანი

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი
Travel

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

January 21, 2026
#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 76 წლის მაიკლ დუგლასი და 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი შვილებთან ერთად ესპანეთში ისვენებენ

#OK! 76 წლის მაიკლ დუგლასი და 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი შვილებთან ერთად ესპანეთში ისვენებენ

May 25, 2021
#OK! სნუპ დოგი აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების საპატიო მწვრთნელად დანიშნეს

#OK! სნუპ დოგი აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების საპატიო მწვრთნელად დანიშნეს

December 12, 2025
#OK! ქლოი კარდაშიანის დებიუტი “მეტ გალაზე” – რეალითი შოუს ვარსკვლავის ჩაცმულობა საუკეთესოთა სიაში მოხვდა

#OK! ქლოი კარდაშიანის დებიუტი “მეტ გალაზე” – რეალითი შოუს ვარსკვლავის ჩაცმულობა საუკეთესოთა სიაში მოხვდა

May 3, 2022
#OK! კაცები ზრუნავენ

#OK! კაცები ზრუნავენ

June 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

January 21, 2026
#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

January 23, 2026
#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

January 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები