• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! GOLDEN TULIP DESIGN TBILISI-ის ახალი რესტორნები ძველი თბილისის პანორამული ხედებით და დაუვიწყარი გემოებით

September 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ცოტა ხნის წინ ძველი თბილისის შუაგულში, ახალი საერთაშორისო ბრენდის დიზაინსასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნა. სასტუმრო განსხვავებული კონცეფციის სამ რესტორანს აერთიანებს. აქ ერთმანეთს საოცრად ერწყმის დახვეწილი ინტერიერი, მყუდრო ატმოსფერო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი რუდუნებით შექმნილი საერთაშორისო სამზარეულოს კერძები ქართული აქცენტებით.

 

 

„ტიტა რესტორანი“, „ტიტა ტერასა“ და Coffee & Co უცხოელ ტურისტებთან ერთად, ქართველ სტუმრებსაც უმასპინძლებს და დარწმუნებული ვართ, მალე გახდება ყველასთვის საყვარელი ადგილი.

Coffee & Co სასტუმროს ლობიშია განთავსებული და მისი მსუბუქი მენიუ საუკეთესო ხარისხის ყავას, ჩაის, დესერტებსა და მსუბუქ წასახემსებლებს აერთიანებს.

TITA Restaurant საერთაშორისო და ქართული გემოების მიქსს გვთავაზობს, რომელიც ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით იქმნება. ეს არის ადგილი, სადაც დილა საუზმით უნდა დაიწყოთ, შუადღეს საქმიანი ლანჩი გქონდეთ, საღამოს კი მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად განიტვირთოთ და გემრიელად ივახშმოთ.

 

 

TITA TERRACE-ზე დაგეგმილი წვეულებები თვალწარმტაცი მზის ჩასვლისა და ძველი თბილისის პანორამული ხედების ფონზე გართობისა და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობას მოგცემთ.

ტერასაზე თანამედროვე მიქსოლოგიის უახლესი მიღწევებით შთაგონებული საავტორო კოქტეილები და ქალაქში საუკეთესო გრილ-მენიუ დაგხვდებათ. აქ საფირმო სტეიკებისა და ბურგერების დაგემოვნებას შეძლებთ.

გადავწყვიტეთ, ახლოს გაგაცნოთ Golden Tulip Design Tbilisi-ის რესტორნების ახალგაზრდა შეფი კოტე ჩიქობავა და მის მიერ შექმნილი კერძები.

 

 

კოტე, მოგვიყევით როგორ შეიქმნა Golden Tulip Design Tbilisi-ის მენიუები. რა იყო თქვენი ინსპირაცია?

მენიუზე მუშაობისას სასტუმროს კონცეფცია ძალიან დამეხმარა. განსხვავებული დიზაინი, ინტერიერი, ძველი თბილისის ხედები… სასტუმროს სლოგანმა – Playtime, Anytime მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ბოლომდე წავყოლოდი ექსპერიმენტებს და შემექმნა ახალი კერძები განსხვავებული გემოთი, რაც დარწმუნებული ვარ გასტრონომიულ სიამოვნებას მიანიჭებს ჩვენს სტუმრებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არცერთი გემო არ ჰგავს აქამდე თქვენ მიერ გასინჯულს.

 

 

რომელი კერძები უნდა დააგემოვნონ აუცილებლად თქვენი რესტორნების სტუმრებმა?

ყველაფრის-მეთქი, რომ ვთქვა, ალბათ ძალიან ამბიციურად გამომივა, მაგრამ ამ მენიუში უზომოდ დიდი შრომაა ჩადებული. რა თქმა უნდა, მაქვს რამდენიმე გამორჩეული კერძი. მაგალითად, გავაკეთეთ ხარჩოს მოდერნიზაცია, მასში მოვათავსეთ პასტა და ზემოდან დავამატეთ გამომცხვარი ხორცი.

უნდა აღვნიშნო სტეიკი − თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქში საუკეთესოა. ასევე ქათმის კონფი, რომელიც 8 საათი მზადდება დაბალ ტემპერატურაზე, შედეგად კი ისეთი რბილი ხდება, რომ კოვზით შეგიძლიათ მიირთვათ.

მენიუში გვაქვს კეტო ჩიზქეიქი, ასე რომ, ჯანსაღი კვების მოყვარულებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას დაბალკალორიული დესერტით გაინებივრონ თავი.

 

როგორც ვიცი, რესტორნებში განსაკუთრებული ტექნოლოგიებით მომზადებული კოქტეილების დაგემოვნებაა შესაძლებელი…

ნამდვილად. ვიყენებთ საინტერესო და ახალ ტექნოლოგიებს როგორც კერძების, ისე სასმელების მოსამზადებლად. მაგალითისთვის, თითოეული კოქტეილი მომზადების მინიმუმ ხუთდღიან გზას გადის. ალკოჰოლურ სასმელებს ვავარგებთ ცოცხალ ხილთან ერთად. არ ვიყენებთ ხელოვნურ სიროფებს. მენიუში გვაქვს მჟაუნის კოქტეილი ბაზილიკითა და ჯინით, რომელიც ხორცის კერძთან იდეალური კომბინაციაა. ეს სასმელი შევუსაბამეთ სტეიკს. მსგავსი კოლაბორაცია ბევრი იქნება.

რა არის თქვენთვის მთავარი, როგორც შეფისთვის?

ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი ქართველი და უცხოელი სტუმრების ისე გამასპინძლებაა, რომ მათთვის ცნობილი საერთაშორისო კერძები ახალი და განსხვავებული ქართული აქცენტებით წარვუდგინო და მათთვის დასამახსოვრებელი გავხადო.

ასევე გაეცანი

#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი
Décor

#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი

June 4, 2023
#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ
Décor

#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

June 4, 2023
#OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად
Gastro

#OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად

June 5, 2023
#OK! KONFETERY – ხელნაკეთი შოკოლადების ჯადოსნური სამყარო
Gastro

#OK! KONFETERY – ხელნაკეთი შოკოლადების ჯადოსნური სამყარო

May 8, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ,,აგრიდა’’- თანამედროვე და ტრადიციული ღვინის სინთეზი

#OK! ,,აგრიდა’’- თანამედროვე და ტრადიციული ღვინის სინთეზი

December 27, 2021
#OK! თინა ვაშაკიძე

#OK! თინა ვაშაკიძე

March 6, 2022
#OK! სოფია რიჩი ბრენდ 8 Other Reasons-ის უახლეს კამპანიაში!

#OK! სოფია რიჩი ბრენდ 8 Other Reasons-ის უახლეს კამპანიაში!

July 16, 2021
#OK! “მადონა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია” – 64 წლის მომღერლის გამოჩენა “გრემის” რიგით 65-ე დაჯილდოებაზე

#OK! “მადონა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია” – 64 წლის მომღერლის გამოჩენა “გრემის” რიგით 65-ე დაჯილდოებაზე

February 6, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

June 7, 2023
#OK! ტიფლის ოპერა – გამორჩეული არქიტექტურის დიზაინ-სასტუმრო ქალაქის შუაგულში

#OK! ტიფლის ოპერა – გამორჩეული არქიტექტურის დიზაინ-სასტუმრო ქალაქის შუაგულში

June 6, 2023
#OK! Dinner Theatre მსოფლიოში და მისი ქართული ანალოგი

#OK! Dinner Theatre მსოფლიოში და მისი ქართული ანალოგი

June 7, 2023
#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის ზაფხულის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის ზაფხულის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

June 2, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×