• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Glarros OldTown თქვენი კომფორტული დასვენებისთვის

February 3, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ სასტუმრო Glarros OldTown-ს, რომლის კონცეფციაც შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც თავის მხრივ, გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. გამორჩეული ლოკაცია, საინტერესო ინტერიერი, ხარისხიანი მომსახურება და განსაკუთრებული მენიუ, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რითაც „გლაროსი“ ბაზარზე გამოირჩევა. უფრო ვრცლად კი სასტუმროს უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე მენეჯმენტი კომპანიის, HSC Group-ის დირექტორს, გიორგი დოლიძეს, ვესაუბრეთ.

 

როგორია სასტუმრო „გლაროსის“ შექმნის ისტორია?

„გლაროს ოლდთაუნის“ ისტორია 2018 წელს დაიწყო, როდესაც ინვესტორები ჯერ კიდევ კონცეფციაზე ყალიბდებოდნენ. რა თქმა უნდა, იყო სხვადასხვა აზრი, ბევრი იდეა და ხედვა, თუმცა ყველაფერი ერთი ამოსავალი წერტილისკენ მიდიოდა: ლოკაცია, დიზაინი, ტკბილი ძილი, განსაკუთრებული გარემო, სამზარეულო და საერთაშორისო სტანდარტები.

თავდაპირველად გადაწყვიტეს ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანაც, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა საერთაშორისო ბრენდი ადგილობრივი, მაგრამ სწორედ საერთაშორისო სტანდარტებზე აწყობილი სასტუმროს იდეით ჩანაცვლდა. მოგეხსენებათ, თბილისში ბევრია საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც გადაწყვეტილია უშუალოდ ბრენდის სტანდარტებითა და დიზაინით, რაც გარკვეულწილად ზღუდავს იდეებს და არ გაძლევს საშუალებას, კრეატიულად მიუდგე არქიტექტორულ გადაწყვეტილებებს. გამომდინარე სასტუმროს ლოკაციიდან, საერთაშორისო ბრენდი იმდენ პლუსს ვეღარ შემატებდა სასტუმროს, რასაც სხვა ლოკაციაზე გაყიდვებისა და ბრენდინგის კუთხით. ამიტომაც გადაწყდა სრულიად ახალი, ლოკალური ბრენდის შექმნა ექსკლუზიურად მისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული კონცეფციით. საოპერაციო ნაწილში კი, მენეჯმენტი კომპანიის, HSC Group-ის მიერ საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.

საბოლოოდ Glarros OldTown 2023 წლის დასაწყისში გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრომ თავიდანვე ძალიან კარგი შედეგები აჩვენა – 75%-იანი საშუალო დატვირთულობა გახსნის წელსვე, Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ არასრული ფასეულობების ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown-ში დახვდებათ.

 

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

Glarros OldTown-ში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების ვიზუალები, როგორიცაა ARTE Le Corbusier Dots და ა.შ. თითოეულ სართულზე სტუმრის ოთახებს ინდივიდუალური ხასიათი აქვს, რასაც პროექტის დიზაინერების მიერ ფერების ოსტატურად შერწყმა განაპირობებს.

განსაკუთრებული ლოკაცია, ტრენინგგავლილი სტაფი, შესაბამისი სტანდარტები, კონცეფცია, კომფორტი, დიზანი – ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმ ფასეულობათა ჯაჭვს, რაც სტუმარს სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სტუმარმასპინძლობის სფეროში გვსურს Glarros-მა დაიმკვიდროს საერთაშორისო დონის 5-ვარსკვლავიანი სერვისის სახელი და ამასთანავე, სტუმრებს შესთავაზოს ლოკალური გამოცდილება, ავთენტურობა და არაფრით ჩამოუვარდებოდეს სხვა ბრენდულ სასტუმროებს.

Glarros OldTown-ში განთავსებულია ქართული და ევროპული კულინარიული ტრადიციებით შთაგონებული რესტორანი „გასტრომანია“, რომელიც სცილდება ტრადიციული გასტრონომიული გამოცდილების საზღვრებს და სტუმრებს დაუვიწყარ გემოებს სთავაზობს. თითოეული კერძი საკუთარი კულინარიული გუნდის ოსტატობის შესახებ გვიყვება. აქ მოსულ სტუმრებს, დაუვიწყარ არომატებსა და გამორჩეულ სერვისთან ერთად, კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვეობის სინთეზით შექმნილი ინტერიერი ხვდებათ. რესტორნის ცენტრალურ ადგილს მინის ატრიუმი იკავებს, რომელიც სივრცეს სინათლით ავსებს და გარემოს მომხიბვლელ ატმოსფეროდ გარდაქმნის. ჩვენს რესტორანსა და შეფის მენიუში სტეიკს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ Glarros OldTown არის პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც სტუმრებს სთავაზობს პრემიუმ ხაზის იტალიური Elektra Belle Epoque-ის ყავის აპარატით დამზადებულ უნიკალურ ყავას.

გარდა ამისა, „გასტრომანიის“ მიღმა, Glarros OldTown-ის ვიზიტორებს დახვდებათ ღია კაფე, რომელიც თანაბრად მიმზიდველია როგორც ბიზნესშეხვედრებისთვის, ისე მეგობრული შეკრებებისთვის. აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ მენიუ, რომელიც სპეციალურად ამ სივრცისთვის შეიქმნა მრავალფეროვან კოქტეილებთან ერთად.

 

 

რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

Glarros OldTown, პირველ რიგში, გამორჩეულია უნიკალური ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალებით, როგორიცაა – ლატუნის სპირალური კიბე და უწყვეტი მოზაიკა, რომლის თითოეული ელემენტი გამორჩეულია და ასახავს ძველი თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობას. აღნიშნული დეტალების ერთობლიობა გამოხატავს იმ მთავარ ღირებულებებს, რომლებზეც სასტუმრო Glarros OldTown-ის კონცეფცია დგას.

განსაკუთრებული ლოკაცია, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ტრენინგგავლილი სტაფი, კონცეფცია, კომფორტი, დიზანი – ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმ ფასეულობათა ჯაჭვს, რაც სტუმარს სასიამოვნო გარემოს უქმნის.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო არ ატარებს რომელიმე საერთაშორისო ბრენდის სახელს, ჩვენი მიზანია, ლოკალურად შევქმნათ ის ყველა ფასეულობა და სტანდარტი, რაც სტუმარს თავს სწორედ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში აგრძნობინებს. სამომავლოდ კი Glarros-ის ბრენდის განვითარება წარმოგვიდგენია ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ლოკაციაზე, ასევე, არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და უცხო ქვეყნებში სასტუმროების გახსნას.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები