• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფოტოზე ადამიანის ემოციების აღბეჭდვა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია

July 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მარიამ გარშაულიშვილი ფოტოგრაფიით ცდილობს გადმოსცეს ადამიანის ყველაზე გულწრფელი ემოციები. ის რამდენიმე სფეროში ერთდროულად საქმიანობს, თუმცა ფოტოგრაფია ყველა მათგანში ფიგურირებს − თითქოს დამაკავშირებელი ჯაჭვია ამ ყველაფრის. თუ რა არის ფოტოგრაფია მისთვის და როგორ აღწერს მას, ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად მარიამი ჟურნალ OK!-ის ესაუბრა.

მარიამ, პირველად როდის და რატომ დაინტერესდით ფოტოგრაფიით?

13 წლისას უკვე მქონდა პატარა კამერა, რითაც ვიღებდი სხვადასხვა ადგილსა და ადამიანებს. ეს იყო ერთ-ერთი გზა, გადმომეცა ჩემი ხედვა. მახსოვს, როცა ვინმეს ვხედავდი დიდი ობიექტივით ხელში, მეც ძალიან მინდოდა მქონოდა მსგავსი. 18 წლის ასაკში შევისრულე ეს სურვილი და შევიძინე პროფესიული კამერა, რითაც უკვე გადავდგი პროფესიული ნაბიჯები. ყველაფერი დაიწყო მცირე გადაღებებით, შემდეგ იყო სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობა, მათ შორის − უცხოურთან. დღეს უკვე 40-მდე საერთაშორისო კომპანიასთან ვთანამშრომლობ, რაც ჩემთვის უდიდესი პრაქტიკა და საინტერესო გამოწვევაა. ამ ყველაფერში კი ჩემი მეორე პროფესია − ციფრული მარკეტინგი დამეხმარა.

რა არის თქვენი ფოტოების ძირითადი თემა?

უფრო მეტად გამოვყოფდი ორ მიმართულებას. პირველი − მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი დღეები, როგორიცაა ქორწილი, შვილის დაბადება და სხვა დასამახსოვრებელი თარიღი. ამ დროს, ამ ადამიანების ემოციების აღბეჭდვა ფოტოზე ყველაზე სასიამოვნოა ჩემთვის. მეორე თემა კი კომერცია გახლავთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი მეორე პროფესია მეხმარება დავინახო, როგორი უნდა იყოს პროდუქტი ფოტოში.

რას ნიშნავს თქვენთვის ფოტოგრაფია?

ამ პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი ფსიქოლოგია. შემჩნევა, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს და როგორ სურთ სხვას დაანახონ თავი. კარგი ფოტოგრაფი ხომ ისაა, ვინც ამაში ეხმარება ადამიანს − გამოჩნდეს ის ფოტოზე ისეთი, როგორიც სურს სხვამ დაინახოს. ასევე, მინდა აღვნიშნო − ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ფოტოგრაფია მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერაა და მორჩა, არადა საკმაოდ დამღლელი და საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან შენ უნდა გადაიღო ისე, როგორც მათ სურთ და ასევე, ისე, როგორც შენ გგონია, რომ უკეთესი იქნება. ამ ორი სურვილის ერთდროულად გათვალისწინება კი ძალიან რთულია.

 

როგორ აღწერთ იმას, რაც აქამდე შეგიქმნიათ?

ბედნიერი დღეები… ყველაზე ხშირად მე ადამიანების ბედნიერ წუთებს ვიღებ, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. მყავს მომხმარებელი, რომლის ქორწილიც გადავიღე მაქვს, მისი შვილის დაბადებაც, პირველი ნაბიჯებიც… დღეს ეს ბავშვი 5 წლისაა და მის მიმართ მშობლიური დამოკიდებულება მაქვს.

 

სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აუცილებლად მსურს საკუთარი ფოტოსტუდია, სადაც ჩემი მთლიანი აპარატურა მოიყრის თავს. ბევრი საინტერესო იდეა მაქვს, რომელზეც წინასწარ საუბარი ჯერ არ შემიძლია.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში
ინტერვიუ

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

December 13, 2025
#OK! სილამაზე და სტილი – MARIAMMOR-ის გაერთიანებული კონცეფცია
ინტერვიუ

#OK! სილამაზე და სტილი – MARIAMMOR-ის გაერთიანებული კონცეფცია

December 13, 2025
#OK! პარკეტის გალერეა – ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია
ინტერვიუ

#OK! პარკეტის გალერეა – ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია

December 13, 2025
#OK! GOLDWELL – გერმანული ხარისხი და იაპონური ტექნოლოგიების სიმბიოზი, როგორც თმის სილამაზის ყველაზე მაღალი სტანდარტი
ინტერვიუ

#OK! GOLDWELL – გერმანული ხარისხი და იაპონური ტექნოლოგიების სიმბიოზი, როგორც თმის სილამაზის ყველაზე მაღალი სტანდარტი

December 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! შესძინეთ საკუთარ თავს მეტი თავდაჯერებულობა კლინიკა „ნეო-ნეოსთან“ ერთად

#OK! შესძინეთ საკუთარ თავს მეტი თავდაჯერებულობა კლინიკა „ნეო-ნეოსთან“ ერთად

April 5, 2021
#OK! LUR-„სრულყოფილების კვალდაკვალ“ –  ღამის სამოსის ბრენდი ყველასთვის

#OK! LUR-„სრულყოფილების კვალდაკვალ“ – ღამის სამოსის ბრენდი ყველასთვის

December 14, 2021
#OK! აქსესუარი, რომელიც ბელა ჰადიდის ზამთრის სტილის განუყოფელი ნაწილი გახდა

#OK! აქსესუარი, რომელიც ბელა ჰადიდის ზამთრის სტილის განუყოფელი ნაწილი გახდა

November 28, 2022
#OK! “იღბლიანი ვარ, რომ დედაშენი მქვია” – ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

#OK! “იღბლიანი ვარ, რომ დედაშენი მქვია” – ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

May 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

December 13, 2025
#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს

#OK! ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა Peaky Blinders-ის სტილის ჩაცმულობის გამო დააკავეს

December 13, 2025
#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

December 10, 2025
#OK! საახალწლო საჩუქრების იდეები ოჯახის წევრებისთვის

#OK! საახალწლო საჩუქრების იდეები ოჯახის წევრებისთვის

December 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები