• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ზე-ზეწარი – თქვენი მშვიდი და კომფორტული ძილის გარანტი

May 5, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

კომფორტული და ხარისხიანი თეთრეული მშვიდი და ჯანმრთელი ძილის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ ამიტომ ჟურნალი OK! „ზე-ზეწარის“ შესახებ გიამბობთ − ქართული ბრენდის, რომელიც ერთი წლის წინ გაჩნდა ბაზარზე და უკვე უამრავი ერთგული მომხმარებელი გაიჩინა. ბრენდი უმაღლესი ხარისხის თეთრეულის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, რის შესახებაც უფრო ვრცლად „ზე-ზეწარის“ დამფუძნებელი, მარიკელა ახვლედიანი გვიამბობს.

 

 

უპირველესად, მოგვიყევით თქვენ შესახებ.

მე ვარ მარიკელა ახვლედიანი, 28 წლის. მერვე კლასამდე თბილისში ვსწავლობდი, რის შემდეგაც ჩემი ოჯახი გადავიდა უკრაინაში და მეც მათთან ერთად მომიწია გადასვლა. ასე გავხდი კიევის 135-ე სკოლის მოსწავლე. თავიდან ეს რადიკალური ცვლილება ძალიან სტრესული იყო, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე გარემოებას, რომ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლო გახდა. ამის შემდეგ გამოცდები ჩავაბარე კიევის საერთაშორისო ინსტიტუტში, სადაც საუკეთესო სტუდენტობა მქონდა. საკუთარი პროფესიით ვმუშაობდი იქაც და თბილისში დაბრუნების შემდეგაც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი უკრაინას ამ მდგომარეობაში და ჩემს თავს სამკერვალო ბიზნესში. თურმე ყველაფერი ხდება − წარმოუდგენელიც კი.

 

გვიამბეთ Zezetsari-ს შესახებ. რამდენი ხანია რაც ბრენდი ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?

იდეა ერთი წლის წინ, სრულიად სპონტანურად დაიბადა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი საცხოვრებლად ახალ სახლში გადადიოდა და ვეძებდი საჩუქარს. გადავწყვიტე მეჩუქებინა ის, რისი არჩევაც თავად ვერ მოახერხა. იცით, ეს რა აღმოჩნდა? არც მეტი არც ნაკლები − თეთრეული. უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ვერსად იშოვა კარგი, კომფორტული, ხარისხიანი თეთრეული. ეს იყო ტრიგერი და თავისთავად დავიწყე ფიქრი, თუ რატომ აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე. ამის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ბაზრისა და მოთხოვნების შესწავლა და მივხვდით, რომ შემეძლო შემეთავაზებინა სწორედ ის, რასაც ეძებდა არა მარტო ჩემი მეგობარი, არამედ უამრავი ადამიანი.

იდეის დაბადებიდან ექვს თვეში დავიწყეთ პროდუქციის გაყიდვა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო თეთრეული ყოფილიყო ხარისხიანი, ლამაზი და კომფორტული, ანუ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის თეთრეულს, შესაბამისად, სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. ზე-წინსართი ზუსტად ამ აღმატებულობის მაჩვენებელია და აქედან დაიბადა „ზე-ზეწარი“.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი. „ზე-ზეწარი“ საზოგადოებას სთავაზობს სხვადასხვა ზომისა და ხარისხის თეთრეულის ნაკრებს, რომელიც მოიცავს რეზინიან ზეწარს, ორ ბალიშისპირს და საბნის ჩასადებს, რომელიც მოთავსებულია იმავე ნაჭრის ჩანთაში, რათა უკეთ მიხვდეთ ხარისხსა და დიზაინს.

რა მიგაჩნიათ ბრენდის უპირატესობად?

მისი განსხვავებულობა, განუმეორებლობა, უნიკალურობა! ვინც მასში დაიძინებს, არასდროს შეიძენს სხვა თეთრეულს. ამ მოკლე ხანში უკვე გვყავს მუდმივი მყიდველები, რომლებიც გახდნენ ჩვენი ერთგული მომხმარებლები.

გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტორიც, რომ თეთრეულს ვაწარმოებთ საქართველოში, რაც არა მარტო ჩვენ გვახარებს, არამედ ჩვენით კმაყოფილ მომხმარებელსაც, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ეროვნულ პროდუქტს.

 

ქსოვილები, რომლებსაც იყენებთ, რომელი ქვეყნიდან შემოგაქვთ?

დღეისათვის ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე სახის ქსოვილს. უმეტესწილად ეს არის სატინი, ჟაკარდი და ბამბა. ქსოვილებს, რომელსაც ვიყენებთ, აქვს ძაფების დიდი რაოდენობა კვ.სმ-ზე, რაც პროდუქტს სიმტკიცეს სძენს. შესაბამისად, ქსოვილი უძლებს მეტ გარეცხვას. რაც შეეხება მომწოდებლებს, პარტნიორები გვყავს თურქეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

როგორია მუშაობის პროცესი?

ეს სერიოზული გამოწვევა იყო, რადგან რთული ყოფილა აკეთო ის, რაც არასოდეს გიკეთებია. პირველად სამკერვალოში სწორედ „ზე-ზეწარმა“ მიმიყვანა. თავიდან დაბნეული ვეცნობოდი ამ პროცესს, შემდეგ სახლის ტექსტილის შემსწავლელი კურსი გავიარე, სადაც უამრავი რამ ვისწავლე თეთრეულზე და სახლის სხვა აქსესუარებზე. დღესდღეობით სამუშაო პროცესები ჩემთვის უფრო გამარტივდა, რადგან უკეთ გავეცანი სფეროს, შევკრიბე გუნდი, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და შევუდექით საქმეს.

 

გვესაუბრეთ შეფუთვაზე.

შეფუთვაზე ბევრი ვიფიქრეთ, რადგან გვსურდა მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო პროდუქციის ხარისხი. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შეფუთვა ყოფილიყო პრეზენტაბელური, რადგან ჩვენი ინსპირაციაც სწორედ ასარჩევი საჩუქარი გახლდათ ახალმოსახლისთვის. დღეს, ჩვენი წარმოებული თეთრეული მოთავსებულია თავისსავე ქსოვილის სტილიზებულ ჩანთაში, რომელიც ცალკე მოხმარებისთვისაც არის განკუთვნილი.

როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მივიღოთ მონაწილეობა გამოფენებში, გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი საზღვრებს გარეთაც, შევიძინოთ ახალი პარტნიორები. ჩემი საბოლოო მიზანია გავაფართოო ასორტიმენტი და შევთავაზო „ზე-ზეწრის“ საყვარელ და ერთგულ მომხმარებელს სახლის ტექსტილის მრავალფეროვანი არჩევანი.

 

FB: zezetsari

Insta: zezetsari

Mail: info@zezetsari.ge

Zezetsari.ge

Tel: 599 45 20 00

ასევე გაეცანი

#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ელდარ შენგელაიას ცხოვრებას და შემოქმედებას?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ელდარ შენგელაიას ცხოვრებას და შემოქმედებას?

January 27, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 27, 2023
#OK! შეუცვლელია ქუთაისის სიყვარული, სადაც დაბრუნება ყოველთვის მიგიხარია – ინტერვიუ გიორგი მეგრელაძესთან

#OK! შეუცვლელია ქუთაისის სიყვარული, სადაც დაბრუნება ყოველთვის მიგიხარია – ინტერვიუ გიორგი მეგრელაძესთან

June 12, 2025
#OK! 20 რჩევა და ცხოვრებისეული გაკვეთილები რიზ უიზერსპუნისგან

#OK! 20 რჩევა და ცხოვრებისეული გაკვეთილები რიზ უიზერსპუნისგან

March 22, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელიც ნოსტალგიას აღძრავს და მოდას იპყრობს

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელიც ნოსტალგიას აღძრავს და მოდას იპყრობს

June 17, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

June 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები