• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფოტოგრაფიაში ასახული ბედნიერი ადამიანების სამყარო

December 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ფოტოგრაფი თორნიკე სააკაძე ცდილობს ადამიანების ყველაზე ბედნიერი წუთები კამერით დააფიქსიროს. როგორც თორნიკე აღნიშნავს, ის ემოციები, გულწრფელი ღიმილი და ციმციმა თვალები ყველაზე დიდი მოტივაციაა მისთვის. თუ რა არის ფოტოგრაფია მისთვის და რისგან იღებს შთაგონებას, ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად თორნიკე ჟურნალ OK!-ის ესაუბრა.

პირველად როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით?

10 წლის წინ ჩემი მეგობრის სტუდიაში ვმუშაობდი ვიდეოოპერატორად. ახლა უკვე Global cinema production-ის ფოტოგრაფი ვარ. იმ პერიოდში ბევრ ფოტოგრაფთან მქონდა შეხება და ვხედავდი მათი მუშაობის პროცესს, მივხვდი, რომ ფოტოგრაფია მაინტერესებდა. შევიძინე შესაბამისი ტექნიკა და დავიწყე ფოტოგრაფიის საფუძვლიანად შესწავლა.

უკვე 8 წელია რაც ამ სფეროში ვარ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ქორწილი თუ ღონისძიება მაქვს გადაღებული. ყველა მათგანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რადგან ამ საქმისთვის საკუთარი დრო და ენერგია მაქსიმალურად მაქვს დახარჯული. ასე გახდა ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების ნაწილი, რის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

ფოტოგრაფიის რომელ მიმართულებაში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

ფოტოგრაფიის ყველა სფერო საინტერესოა, თუმცა მე გადავწყვიტე საქორწილო მიმართულებით წავსულიყავი. აქ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, რადგან მომწონს წყვილებთან ურთიერთობა. საოცარი ემოციით ვიმუხტები, როდესაც ვხედავ ბედნიერ სახეებს. ამ ყველაფერთან ერთად კი ჩემი საქმე დაკავშირებულია უდიდეს პასუხისმგებლობასთან − ეს ადამიანები მე მენდობიან და მათთვის უმნიშვნელოვანესი დღის აღბეჭდვას მთხოვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობ არასოდეს გავუცრუო მათ იმედი.

რის შენახვა შეუძლია კადრს?

როცა კადრს ვიღებ, არ ვფიქრობ, ღირებული გამოვა თუ არა ის − უბრალოდ, ვიღებ სიამოვნებას გადაღების პროცესით. კადრს შეუძლია ზუსტად აღბეჭდოს წამიერი ემოცია, რომელსაც განიცდის ესა თუ ის ადამიანი. სწორედ კადრი ინახავს ბედნიერ წუთებს ჩვენი ცხოვრებიდან. წლების შემდეგ კი შეგიძლია დაათვალიერო ფოტოები, რომლებიც ალბათ ღიმილსაც მოგგვრით და გაგახსენებთ იმ შეგრძნებებსა და წუთებს.

რაში მდგომარეობს შთაგონებისა და ასევე, განვითარების საიდუმლო ფოტოგრაფიაში?

როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მიყვარს მუშაობის პროცესი და მისგან ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას. ასევე, როდესაც ვხედავ კმაყოფილ ადამიანებს, თუ რამხელა ბედნიერება მოაქვს თითოეულ კადრს მათთვის, ამისგან ვიღებ დიდ შთაგონებას და მოტივაციასაც, უფრო და უფრო ბევრი და საინტერესო ფოტო გადავიღო, სადაც იქნება გულწრფელი ემოცია ასახული.

სამომავლო გეგმები…

გეგმები ბევრია, თუმცა ერთ-ერთს აღვნიშნავ: მინდა ამ სფეროში უფრო და უფრო განვვითარდე და შევისწავლო ფოტოგრაფიის სხვადასხვა მიმართულება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სტუდია: Global Cinema Production

ფოტოს გვერდი: Saakadze photographer

ინსტაგრამის გვერდი: Saakadze_Photographer

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ზენდეია Interview magazine-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

#OK! ზენდეია Interview magazine-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

December 8, 2021
#OK! MEN – ანდრო ჭიჭინაძე

#OK! MEN – ანდრო ჭიჭინაძე

July 31, 2024
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულებული ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი არიან

#OK! ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულებული ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი არიან

January 15, 2023

კვირის ჰიტები

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 19, 2026
#OK! სიყვარულით შექმნილი – მარია სეოანეს შემოქმედება

#OK! სიყვარულით შექმნილი – მარია სეოანეს შემოქმედება

February 15, 2026
#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

February 13, 2026
#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

#OK! კლინიკა მიკროდერმა ახალი სტანდარტი დერმატოლოგიაში

February 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები