უძრავი ქონება და დეველოპმენტი ხშირად აღიქმება, როგორც მკაცრი, რთული და გამოწვევებით სავსე სფერო – ციფრები, მოლაპარაკებები, სტრატეგიები, რისკები და დიდი პასუხისმგებლობა. FK Development-ის გუნდში ქალები ამ პროცესს არა მხოლოდ მართავენ, არამედ მას მნიშვნელობას, სტრუქტურას და სიღრმეს სძენენ. დღეს დეველოპმენტი აღარ არის მხოლოდ მშენებლობა. ეს არის მომავლის დაგეგმვა, ცხოვრების სტილის შექმნა და ნდობის აშენება. ამ პროცესში კი ქალები დგანან როგორც გადაწყვეტილებების ავტორები, სტრატეგიის შემქმნელები, მოლაპარაკებების წამყვანები, ბრენდის დამცველები და პროცესების გამართული სისტემის არქიტექტორები.
ქალები დეველოპმენტში აერთიანებენ სიზუსტესა და ხედვას. ისინი ხედავენ არა მხოლოდ პროექტის ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ამ სივრცეებს შეიძენს. ქალები ამ სფეროში მოქმედებენ სიფრთხილით, მაგრამ თავდაჯერებით. ისინი უსმენენ, აანალიზებენ, იკვლევენ და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. მათი ტაქტიკა არის კომბინაცია ემოციური ინტელექტის, ემპათიის და ანალიტიკის.
აღსანიშნავია, რომ დეველოპმენტი მოითხოვს გამძლეობას. გრძელვადიან პროექტებს, მაღალი სტრესის დონეს, პასუხისმგებლობას ასობით ადამიანის წინაშე. ამ გარემოში ქალები ინარჩუნებენ ბალანსს, დისციპლინას, რიტმს და გუნდურობას. მათი ენერგია არის სტაბილური, თანმიმდევრული და შემოქმედებითი.
დღეს გაგაცნობთ FK Development-ის გუნდს – ქალებს, რომლებიც აშენებენ არა მხოლოდ შენობებს, არამედ სტანდარტს. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე დეველოპმენტი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მასში ქალის ხმა, ხედვა და მონაწილეობა არ არის ძლიერი.

მაკო ცეცხლაძე – FK Development კომერციული დირექტორი
დეველოპმენტი დიდი გადაწყვეტილებების, დიდი რისკების და დიდი პასუხისმგებლობის სფეროა. აქ სქესი გადამწყვეტი არ არის, კომპეტენციაა. თუმცა ქალი ლიდერი ხშირად პროექტს უფრო ფართოდ უყურებს, არა მხოლოდ როგორც სამშენებლო ობიექტს, არამედ როგორც სივრცეს, სადაც ადამიანები იცხოვრებენ, იმუშავებენ და ემოციებს შექმნიან. ეს ხედვა პროექტს სიღრმეს და ადამიანურობას მატებს და სწორედ ეს ქმნის განსხვავებულ ღირებულებას.
მოტივაციას მაძლევს მასშტაბი. რთული პროექტები გაძლევს საშუალებას დატოვო კვალი, არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქალაქისთვის და ქვეყნისთვის.
გრძელვადიან პროექტებში მთავარი მოთმინებაა. როცა ხედავ, როგორ იქცევა იდეა რეალობად ეს პროცესია, რომელიც ენერგიას არ გაკლებს, პირიქით, გაძლევს.
ქალებს ვეტყოდო – ნუ შეგეშინდებათ შეცდომების! სწორედ ისინი გვზრდიან პროფესიონალებად. ისწავლეთ ფინანსები, მოლაპარაკება, ანალიზი. ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კომპეტენცია გადამწყვეტი.
არ შეგეშინდეთ დიდი მაგიდის.. თუ მზად ხართ, ადგილი ყოველთვის მოიძებნება. და ყველაზე მთავარი, არასოდეს შეამციროთ საკუთარი მასშტაბი იმისთვის, რომ სხვებისთვის კომფორტული იყოთ.

ანა ქათამაძე – გაყიდვების გუნდის ლიდერი
ვფიქრობ, ქალის ხედვა ამ ინდუსტრიას უფრო ჰუმანურს ხდის. ის ამატებს ემპათიას, ინტუიციას და გრძელვადიან ხედვას. განსაკუთრებით luxury სეგმენტში, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხი, არამედ ცხოვრების სტილი, ატმოსფერო, ემოცია, ბრენდის სული. აქ ქალის ხედვა ხშირად ქმნის იმ დამატებით ღირებულებას, რაც პროექტს უბრალოდ უძრავი ქონებიდან გამოცდილებად გარდაქმნის. ქალის როლი ამ სფეროში ხშირად სწორედ ამ ემოციური და ადამიანური განზომილების გაძლიერებაა. ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ კედლებს, არამედ მომავალ ისტორიებს ამ კედლებს შორის.
ჩემი მთავარი მოტივაცია არის ამბიცია: ვიყო რაღაც დიდის ნაწილი და თავადაც შევქმნა რაღაც მნიშვნელოვანი. დეველოპმენტი არ არის სწრაფი შედეგების ინდუსტრია. ეს არის გამძლეობის თამაში. სწორედ ეს ხდის მას საინტერესოს. მოტივაციას მაძლევს ის პროცესი, როდესაც იდეა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ კონცეფცია იყო, ეტაპობრივად გარდაიქმნება რეალურ, ხელშესახებ ღირებულებად.
არ შეგეშინდეთ ამბიციურობის. ამბიცია არ არის ზედმეტი თავდაჯერებულობა ეს არის შინაგანი სტანდარტი, რომელსაც საკუთარ თავს უწესებთ.
წარმატება არის სტაბილური, თანმიმდევრული შრომა, დისციპლინა და საკუთარი სიტყვის ფასი. იყავით პროფესიონალურად მომზადებულები ისე, რომ თქვენს კომპეტენციას არ დასჭირდეს დამატებითი განმარტება და რაც მთავარია დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ არა მხოლოდ სისტემის ნაწილი იყოთ, არამედ სრულიად გარდაქმნათ ის. ინდუსტრია ვითარდება იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც თამამად აზროვნებენ, სტანდარტებს ამაღლებენ და პასუხისმგებლობას იღებენ. ქალს შეუძლია ააშენოს არა მხოლოდ შენობები არამედ ნდობა, სტანდარტი და ახალი კულტურა ბიზნესში. თქვენი კარიერა შეიძლება გახდეს არა მხოლოდ პროფესიული გზა, არამედ გავლენა ბაზარზე, გუნდებზე და მომავალ თაობებზე.

მეგი სურმანიძე – გაყიდვების მენეჯერი
უძრავი ქონების, დეველოპმენტის სფერო არაპროგნოზირებადი და დინამიურია, ის საზოგადოებისა და შესაბამისად ეკონომიკისთვის არის სტრატეგიული და კაპიტალური სექტორი, რომელსაც ძალუძს რეგიონის, ქალაქის განვითარების დაჩქარება.
ქალის როლი და შესაძლებლობები ყველა სფეროში საკმარისზე დიდია. აღნიშნულ სფეროში ჩვენ ვხედავთ დაბალ, შუალედურ და უმაღლეს რგოლში მომუშავე პოზიციებზე უმეტესად ქალებს, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს 80%-ს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მათ მიერ მძიმე თუ მსუბუქი საქმის შესრულების ნაწილი, ასევე ქალის უნარჩვევები- იურთიერთოს ადამიანებთან, მომხმარებლბეთან როგორც მულტიუნარების მქონე ადამინმა, როგორც მაღალ ემპათიურმა დედამ, მეგობარმა, კოლეგამ, მრჩეველმა და დეტალებზე ორიენტირებულმა უძრავი ქონების ექსპერტმა. ქალებს აქვს ინტუიუციური და ფინანსურ-ანალიტიკური უნარჩვევები, რაც აძლევს მათ შესაძლებლობებს უკეთ შეაფასონ და გაანალიზონ მომხმარებლის, სფეროს საჭიროებები და გამოწვევები.
ბაზარზე არსებული ზოგადი მდგომარეობა, მოთხოვნაზე მაღალი მიწოდება, მომსახურების ხარისხში არსებული პრობლემები მაძლევს მოტივაციას, რომ განსაკუთრებული პროექტით დაინტერესებულ მომხმარებლებს მოვემსახურო ოპერატიულად, ორგანიზებულად, დავეხმარო იმის გაცნობიერებაში, თუ რა არის წმინდა ინვესტიცია, რას ნიშნავს იყო შენი მომავლის მშენებელი, რომ შენს ფულად რესურსებს აბანდებ ხარისხიან და ექსკლუზიურ პროექტში. ჩემს მოტივაციას წარმოადგენს საინვესტიციო და ფინანსური შესაძლებლობები, ასევე ის, რომ ვიყო განსაკუთრებული და აქამდე არარსებული ,,ლაიფ სთაილ’’ ბრენდული პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
არ არსებობს საქმე ან პროფესია რომლის ათვისებაც ქალს არ შეუძლია, მაქვს მყარი რწმენა, რომ ქალის ხასიათი და დამოკიდებულება შეცვლის არამხოლოდ პროფესიების განვითარების დინამიკას, არამედ ზოგადად მუდმივად შეუწყობს ხელს პროგრესს, ნებისმიერს, ვისაც სურს დაეუფლოს უძრავი ქონების გაყიდვების პროფესიას . ასევე ვურჩევ ღრმად შეისწავლოს უძრავი ქონების ბაზარი, პროდუქტის და მომსახურების სპეციფიკა და გაყიდვების ტექნიკები.

სალომე ქათამაძე – გაყიდვების მენეჯერი
ქალებს გვაქვს უნარი, ერთდროულად დავინახოთ როგორც დეტალები, ასევე სრული სურათი – არა მხოლოდ პროექტის ტექნიკური ან ფინანსური მხარე, არამედ მისი ემოციური და ცხოვრებისეული ღირებულება. ჩვენ პროცესს ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც პროექტს, არამედ როგორც სივრცეს, რომელსაც მომავალში ადამიანები საკუთარ ცხოვრებას დაუკავშირებენ.
ეს არის სფერო, სადაც ძალა და მგრძნობელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. ქალებს შეგვიძლია ამ ბალანსის შექმნა, ვიყოთ ერთდროულად პრინციპულებიც, მიზანმიმართულებიც და ამავე დროს ორიენტირებულები იმაზე, რომ საბოლოო შედეგი იყოს ეფექტური, ხარისხიანი, ღირებული და ადამიანზე მორგებული. ეს არის ის ხედვა, რომელიც ამ ინდუსტრიას კიდევ უფრო ძლიერს და კონკურენტუნარიანს ხდის.
ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია არის პროგრესის დანახვა და იმის გაცნობიერება, რომ ვარ იმ პროცესის ნაწილი, რომელიც რეალურად ქმნის რაღაც მნიშვნელოვანს. ეს არ არის სწრაფი შედეგების სფერო, ეს არის მოთმინების, სტრატეგიული აზროვნების და პასუხისმგებლობის გზა. სწორედ ეს სირთულე ხდის მას ჩემთვის საინტერესოს და ღირებულს.
ქალებს ვურჩევდი, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავის და არ შეზღუდონ საკუთარი შესაძლებლობები წინასწარი შიშებით ან სტერეოტიპებით. ამ სფეროში ფასდება პროფესიონალიზმი, შრომა და პიროვნული სიმტკიცე. წარმატება შრომის, დისციპლინის და საკუთარი მიზნების ერთგულების შედეგია. არ შეგეშინდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების, თავდაჯერებულობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც კარიერულ გზაზე გეხმარება. და რაც მთავარია, არ დაელოდოთ „საუკეთესო მომენტს“. დაიწყეთ ახლა, იმუშავეთ საკუთარ თავზე, მიიღეთ გამოცდილება და გახსოვდეთ, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, რომელსაც საკუთარ თავს დაუსახავთ. რადგან რეალურად, ეს სფერო ეკუთვნის მათ, ვინც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა, იმუშაოს საკუთარ განვითარებაზე და ბოლომდე დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების.

ზიკა აკოპოვა – გაყიდვების მენეჯერი
ქალი პროექტს არ აღიქვამს მხოლოდ როგორც შენობას, ის მას ხედავს, როგორც მომავალ ცხოვრებას ამ სივრცეში. ჩვენ ვგრძნობთ, სად აქვს მომხმარებელს ეჭვი, რა არის მისთვის რეალურად მნიშვნელოვანი და რა ემოცია უნდა მიიღოს, როდესაც სივრცეში შევა. პრემიუმ სეგმენტში ყიდვა არის არა უბრალოდ გარიგება, არამედ თავდაჯერებულობის, სტატუსისა და ხარისხის განცდა.
ქალის ხედვა ამატებს სიზუსტეს, სიღრმეს და უნარს, შეიქმნას პროდუქტი, რომელიც ყიდის არა მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, არამედ მომავალის შეგრძნებას.
პირადად მე მოტივაციას მაძლევს მასშტაბი და პასუხისმგებლობა. როდესაც ობიექტს ყიდი ფუნდამენტის ეტაპზე, რეალურად ყიდი რწმენას – პროექტის, ბრენდის და გუნდის მიმართ.
გრძელვადიანი გარიგებები მოითხოვს მოთმინებას, სტრატეგიულ აზროვნებას და შინაგან სიმტკიცეს. თუმცა სწორედ ასეთ პროცესებში იბადება რეპუტაცია, რომელიც ნებისმიერ ციფრზე ძვირადღირებულია.
იყავით ბაზარზე ერთი ნაბიჯით წინ. შეისწავლეთ ციფრები, ეკონომიკა, რისკები და კლიენტის ფსიქოლოგია. ადამიანები ყიდულობენ ემოციას, მაგრამ ენდობიან ფაქტებს. ნუ ეცდებით იყოთ უფრო ხმამაღალი ან უფრო მკაცრი – იყავით ზუსტი, თავდაჯერებული და სტრატეგიული. ამ სფეროში პატივისცემა უნდა მოიპოვება, და არ ითხოვო.












