• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! მოდის ინდუსტრიის რეაქცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

April 12, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიჭრა და მშვიდობიან მოსახლეობას ომი გამოუცხადა, „მოდის ინდუსტრიამ რელევანტურობა დაკარგა“. როდესაც ევროპელი საზოგადოება მაღალი მოდის ბრენდების უახლეს კოლექციებს ნახულობდა, უკრაინის მოსახლეობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, რომელმაც საკუთარი ჩვენება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაუთმო და რუსეთის აგრესიაზე ღიად ისაუბრა, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია.

ბალენსიაგას“ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექციის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს ადგილებზე უკრაინის დროშის ფერებში გაწყობილი მაისურები და თავად დემნა გვასალიას მიერ დაწერილი ემოციური წერილი დახვდათ.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში წარსულის ტრავმა გააღვიძა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც ზუსტად იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაში და რამაც მე სამუდამო ლტოლვილად მაქცია… ეს ტკივილი ჩემში სამუდამოდ დარჩება. ეს არის შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ შენ არავინ აინტერესებ. დროთა განმავლობაში მე გავაანალიზე, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ცხოვრება, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობაა“.

demna gvasalia balenciaga paris-fashion-week aw22 ukraine-solidarity

 

„სწორედ ამიტომ, ამ შოუზე მუშაობა წარმოუდგენლად რთული იყო ჩემთვის. რადგან ასეთ დროს, მოდა კარგავ აქტუალობას და არსებობის უფლებას. მოდის კვირეულები ამ მომენტში აბსურდს ჰგავს. რაღაც მომენტში ვიფიქრე, გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ, მაგრამ შემდეგ გავაანალიზე, რომ შოუს გაუქმება ნიშნავს დათმობას, დანებებას, იმ ბოროტების წინაშე, რომელმაც უკვე მომაყენა ჭრილობა და რომელსაც 30 წელია ვატარებ. გადავწყვიტე, რომ აღარ ვაპირებ დანებებას“.

„ამ შოუს ახსნა არ სჭირდება, ეს არის უშიშროების, წინააღმდეგობის, სიყვარულისა და მშვიდობისთვის თავდადების გამოხატულება“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკრაინაში მიმდინარე შემზარავი მოვლენები ორმაგად უფრო ემოციური იყო დემნა გვასალიასთვის, ადამიანისთვის, რომელმაც 10 წლის ასაკში აფხაზეთი დატოვა და 1993 წლიდან სამუდამო ლტოლვილი გახდა.

Balenciaga director Demna Gvasalia pays tribute to Ukrainian refugees with Paris show - The Mail

„პირადად, მე ძალიან ბევრი რამ შევწირე ომს. გასულმა კვირებმა დამიბრუნა ყველა მოგონება, რომლებიც მე და დედაჩემმა პატარა ყუთში მოვაქციეთ და არასდროს ვუბრუნდებოდით. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი მაინც ვერასდროს გადავლახეთ“.

„ყველაფერი იგივეა. იმავე აგრესორი, შესაძლოა იგივე თვითმფრინავებიც კი, რომლებმაც ეს ჩვენ ადრე გაგვიკეთეს, ახლა ანალოგიურს უკრაინას უკეთებენ. ვინ იცის? როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებდი, ვფიქრობდი: „რას ვაკეთებთ ჩვენ აქ? ხომ არ გავაუქმო ჩვენება?“, მაგრამ არა, გადავწყვიტე, რომ ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია და ასეც მოვიქეცი“.

FRAME | A show of solidarity with Ukraine, Balenciaga's latest set harnessed the power of physical space

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დემნა გვასალიამ საკუთარი შემოქმედების საშუალებით რუსულ ოკუპაციაზე საჯაროდ ისაუბრა. საერთაშორისოდ აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა 2019 წელს Vetements-ის ჩვენება საქართველოს ისტორიას მიუძღვნა.

აღსანიშნავია, ასევე ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის ჯორჯო არმანის ქმედება, როდესაც უკრაინაში არსებული მდგომარეობის და დაზარალებული მოსახლეობის საპატივსაცემოდ ახალი კოლექციის ჩვენება არმანიმ სრულ სიჩუმეში ჩაატარა.

„ბატონმა ჯორჯო არმანიმ გადაწყვიტა არ გამოიყენოს მუსიკა Giorgio Armani-ის 2022-23 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებისას, როგორც უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის პატივისცემის ნიშნად“ – განცხადება ჯორჯო არმანის ოფიციალური Instagram გვერდიდან.

რუსეთის აგრესიულ ქმედებებს გამოეხმაურნენ ასევე პალესტინური წარმოშობის ამერიკელი მოდელები ჯიჯი და ბელა ჰადიდები, რომლებიც მიკა არგანარაზის ინიციატივას შეუერთდნენ და გადაწყვიტეს ამ სეზონზე მოდის კვირეულებიდან გამომუშავებული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაერიცხათ.

„მოდის კვირეულების წინასწარ განსაზღვრული განრიგი ნიშნავს იმას, რომ მეც და ჩემს კოლეგებსაც ხშირად გვიწევს ახალი კოლექციების წარდგენა ისეთი ტრაგიკული მომენტების დროსაც კი, როგორებიც პარალელურად მსოფლიოში ხდება. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ განრიგს, მაგრამ გვსურს „რაღაცისთვის მაინც ვიაროთ“. ჩემი მეგობრისა და კოლეგის, მიკა არგანარაზის მსგავსად, მე ამ სეზონზე მოდის ჩვენებებიდან გამომუშავებულ თანხას უკრაინელთა დასახმარებლად გადავრიცხავ, რასთან ერთადაც გავაგრძელებ ასევე პალესტინელების მხარდაჭერას. ომი უსამართლობაა, დღის ბოლოს ომის ფასს ყოველთვის უდანაშაულო ადამიანები და არა ლიდერები იხდიან… ხელები შორს უკრაინისგან, ხელები შორს პალესტინისგან. მშვიდობა. მშვიდობა. მშვიდობა“. – ჯიჯი ჰადიდი

Bella Hadid Says She's Donating 2022 Fashion Week Earnings to Ukraine | PEOPLE.com

„საშინელებაა, როდესაც ვუყურებ ჩემს უკრაინელ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც ამჟამად შორს არიან ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც სასტიკი ოკუპაციის მსხვერპლნი არიან. ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, საშინელი გამოცდილებაა. მე ყველა იმ ადამიანის გვერდით ვარ, რომელზეც ამ ომმა მოახდინა ზეგავლენა და მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მინდა მიკა არგანარაზის და ჩემი დის, ჯიჯის მსგავსად, ამ სეზონზე მოდის კვირეულებიდან გამომუშავებული თანხა უკრაინელების დასახმარებლად გადავრიცხო. მხარს ვუჭერ უკრაინას, ისევე როგორც პალესტინას. როგორც ჩემმა დამ აღნიშნა, ომის საფასურს არა ლიდერები, არამედ ყოველთვის უდანაშაულო ადამიანები იხდიან“. – ბელა ჰადიდი.

გაიგე მეტი: BalenciagaGiorgio Armaniბალენსიაგაბელა ჰადიდიდემნა გვასალიაკიმ კარდაშიანისელმა ჰაიეკიჯიჯი ჰადიდი

ასევე გაეცანი

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი
Hollywood News

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს
OK! News

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა
OK! News

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ყველაზე მოდური ორეული: ქეით მიდლტონი საქველმოქმედო ფონდს ესტუმრა

#OK! ყველაზე მოდური ორეული: ქეით მიდლტონი საქველმოქმედო ფონდს ესტუმრა

May 25, 2021
#OK! კლინიკა ჰელსი თქვენი ჯანმრთელობისთვის

#OK! კლინიკა ჰელსი თქვენი ჯანმრთელობისთვის

July 15, 2021
#OK! ჯანსაღი გარემო თქვენი პატარებისათვის – ეკო საბავშვო ბაღი

#OK! ჯანსაღი გარემო თქვენი პატარებისათვის – ეკო საბავშვო ბაღი

May 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები