• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფარიკაობა ჩემი პირველი სიყვარულია!

August 2, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ისე როგორც სპორტის სხვა სახეობები, ფარიკაობაც თავდაუზოგავ შრომასა და სიყვარულს მოითხოვს. ჩვენი რესპონდენტი აღნიშნულმა  სპორტის სახეობამ 10 წლიდან გაიტაცა. როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისი პირველი სიყვარული იყო. 10 წლის არინა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ წინ ბევრი წარმატება, დაბრკოლება და კარიერული პაუზა ელოდა. ხანგრძლივი დროის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა ფარიკაობას და დღეს უკვე საქართველოს სახელით მონაწილეობს საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული OK! წარმოგიდგენთ დაშნით მოფარიკავეს, არინა კორნეევას.

 

არინა, უპირველესად, გაეცანით ჩვენს მკითხველს და გვესაუბრეთ, როგორი იყო თქვენი კარიერული გზა?

მე ვარ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოფარიკავე, რუსეთის სპორტის ოსტატი დაშნით ფარიკაობაში, რუსეთის თასებისა და ჩემპიონატების განმეორებითი გამარჯვებული და პრიზიორი მსოფლიო თასის ეტაპების ახალგაზრდულ დონეზე (2011/2012 წელს ევროპის რეიტინგში შეფასდა #1 „კადეტი“), ასევე, ჩემს მიღწევებს შორისაა 2013 წლის კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი გუნდურ შეჯიბრში.

2011-დან 2016 წლამდე ვიყავი რუსეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ამ პერიოდში, ვმონაწილეობდი კადეტთა ევროპის ორ ჩემპიონატზე (2012 – მე-7 ადგილი, 2013 – მე-5 ადგილი) და ორ კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე (2012 წ.), 2013).

მწვრთნელებთან კონფლიქტის გამო, ეროვნული ნაკრები დავტოვე. ეს არ ყოფილა ჩემი არჩევანი, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის. 5-წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს გამიმართლა, რომ მოწვევა საქართველოს ნაკრებისგან მივიღე, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმედგინა. იმავე წელს საფრანგეთში გადავედი საცხოვრებლად, ჩემი უნარების გასაუმჯობესებლად და 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად. ასევე მიმიწვიეს Beauvais-ის ფარიკაობის კლუბში და, როგორც მთავარი გუნდის წევრი, გასულ წელს საფრანგეთის გუნდებში ვიცე-ჩემპიონი გავხდი.

როდის და რატომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

პროფესიულ სპორტში 3 წლიდან ვარ, 3-დან 9 წლამდე მხატვრული ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. მოგვიანებით, 10 წლის ასაკში ვნახე მადონას მუსიკალური ვიდეო MTV-ზე („Die Another day“) და ერთი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამერწმუნებინა ჩემი მშობლები, სპორტის ამ სახეობაში მეცადა ბედი. გადასვლა გულწრფელად მსურდა და ასეც მოვიქეცი. საკმაოდ სწრაფად შემეტყო პროგრესი, რაც დამეხმარა იმაში, რომ  ფარიკაობაში დიდხანს დავრჩენილიყავი.

რამდენიმე თვის შემდეგ ტელევიზორში ვუყურებდი ეპეის მსოფლიო თასის ტურნირს, რომელშიც ლაურა ფლესელ-კოლოვიჩი მონაწილეობდა. მაშინ ის პირველად ვნახე და მახსოვს, როგორი შთაგონებული ვიყავი მისი ცნობილი „ფეხის შეხებით“. მიუხედავად იმისა, რომ ლაურამ დაასრულა თავისი კარიერა, ის ჩემთვის დღემდე სპორტული კერპია. დღეს მე ვარ იმ ფარიკაობის კლუბის წევრი, სადაც ლაურა ვარჯიშობდა (Levallois Sporting Club Escrime), ახლა მე შემიძლია მას პირდაპირ ვკითხო რჩევა. ჩემი „ფეხის შეხება“ კი მსოფლიოში საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. მე ჯერაც შოკში ვარ იმით, თუ რამდენად შორს შეუძლია მიგვიყვანოს ჩვენმა ოცნებებმა.

 

 

ბუნებრივია, შრომა ყველა სპორტის სახეობას სჭირდება, მაგრამ არის რაიმე განსაკუთრებული, რასაც ფარიკაობა აუცილებლად მოითხოვს?

ვფიქრობ, რომ ფარიკაობა, უპირველესად, მოითხოვს უდიდეს თავდადებას, ერთგულებასა და ნამდვილ სიყვარულს. მიუხედავად იმისა, რომ ფარიკაობა ელიტურ სპორტს ჰგავს, ის გაცილებით ნაკლებად ფინანსდება, ვიდრე ცხენოსნობა, ჩოგბურთი, ფეხბურთი. სწორედ ამიტომ საჭიროა ჭეშმარიტად გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, რათა განაგრძოთ თქვენი დროის, ძალისხმევისა და ფულის ინვესტირება მათი დაბრუნების მცირე შანსით.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ფარიკაობა ჩემი პირველი სიყვარულია და პირველი სიყვარული არასოდეს კვდება.

რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს სახელით ასპარეზობა?

როგორც უკვე აღვნიშნე, კარიერაში პაუზა ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, ამის გადატანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ფარიკაობის საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა იცოდა ეს ამბავი, ერთ-ერთი მათგანი იყო ცნობილი მწვრთნელი საფრანგეთიდან. თან ამ დროს საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია გუნდისთვის ახალ წევრებს ეძებდა. ჩვენ დავუკავშირდით პრეზიდენტ მერაბ ბაზაძეს, რომელმაც მოგვიანებით მაღალი დონის ფარიკაობაში ჩემს დაბრუნებას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორ მოგწონთ ჩვენი ქვეყანა? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები…

სიმართლე გითხრათ, ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში მაშინ მოხდა, როდესაც დოკუმენტებს ხელი მოვაწერე. ვფიქრობ, ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული. არ გავიმეორებ კლიშეებს საქართველოს ულამაზესი ბუნების, გემრიელი სამზარეულოსა და ღრმა ისტორიის შესახებ. რამაც ნამდვილად დამიპყრო, ეს არის ქართველი ხალხი. არასოდეს შემხვედრია ასეთი დიდი რაოდენობით ნიჭიერი, ელეგანტური და გულღია ადამიანები.

ასევე გამაოცა ხალხის სიამაყის შეგრძნებამ თავისი ქვეყნისა და კულტურის მიმართ, თუ როგორ პატივს სცემენ მას და ასევე, როგორ უყურებენ მომავალს და იბრძვიან უკეთესი ცვლილებებისთვის.

მადლიერი ვარ, რომ საქართველომ მომცა მეორე შანსი, ავისრულო ჩემი ოცნებები, როგორც სპორტსმენმა და ნამდვილად ვამაყობ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამ ქვეყანას წარმოვადგენ. მე ვგრძნობ სიახლოვეს ქართულ კულტურასთან და შევუერთდი ქართულ საზოგადოებას აქ, პარიზში, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ენა, ეროვნული ცეკვები და ისტორია. ასე მინდა გამოვხატო პატივისცემა ამ ქვეყნისა და ხალხის მიმართ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნეში ვმონაწილეობ. ისეთი დიდი შესვენების შემდეგ, როგორიც მე მქონდა, ოლიმპიური ტურნე საკმაოდ რთული მისიაა ჩემთვის. თითქოს შავი ცხენივით ვარ, თუმცა მე მზად ვარ ვიბრძოლო და აღნიშნული ლიცენზია მოვიპოვო.

მომდევნო ოლიმპიურ ტურნეზე (ლოს-ანჯელესი 2028) ვგეგმავ მოვხვდე ფავორიტთა სიაში და საბოლოოდ მივაღწიო ჩემს ოცნებას – ოლიმპიურ ოქროს.

 

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: სოფიო მალანია

ჩაცმულობა: Lasha Devdariani

აქსესუარები: Nino Sepo

ვიზაჟი: სოფიო საენკო

თმა: ირმა იასაღაშვილი

ლოკაცია: IQ Studio

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ანია ტეილორ-ჯოი Emmy Awards-ის After Party-ზე

#OK! ანია ტეილორ-ჯოი Emmy Awards-ის After Party-ზე

September 20, 2021
#OK! კაილი ჯენერი დიზაინერ Masha Popova-ს შარვლით! მოდელი საკუთარი ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

#OK! კაილი ჯენერი დიზაინერ Masha Popova-ს შარვლით! მოდელი საკუთარი ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

July 12, 2021
#OK! როგორ დაზოგავ დროსა და ენერგიას აეროგრილის გამოყენებით

#OK! როგორ დაზოგავ დროსა და ენერგიას აეროგრილის გამოყენებით

December 19, 2025
#OK! ირინა შეიკი Vivienne Westwood-ის ორეულით! მოდელის განსხვავებული და მოდური იმიჯი!

#OK! ირინა შეიკი Vivienne Westwood-ის ორეულით! მოდელის განსხვავებული და მოდური იმიჯი!

April 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

February 27, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები