• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ევროპაში სწავლა დაუვიწყარი გამოცდილებაა – ინტერვიუ ნუკი თორაძესთან

September 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წარმატებული, მიზანდასახული, ლაღი და კომუნიკაბელური, ასე შემიძლია დავახასიათო დღევანდელი ჩვენი გმირი − ნუკი თორაძე. ის განათლებას შვეიცარიაში ეუფლება, პარალელურად კი სასტუმროების ქსელ „ესკიზს“ მართავს. ასევე დააარსა ღვინის საკუთარი კომპანია, ეს ყველაფერი კი 21 წლის ასაკში. როგორც თვითონ აღნიშნავს, მთავარი სურვილია და შეუძლებელიც შესაძლებელი გახდება. სწორედ ამ რწმენით გაზარდეს მშობლებმა. უსაზღვრო შესაძლებლობების კი უფრო მეტად ევროპაში სწავლისას ირწმუნა. თუ რა მიზნები აქვს და რატომ აირჩია ევროპაში სწავლა, ამის შესახებ ჟურნალ OK!-ის თავად ესაუბრა.

რა არის თქვენი მთავარი მამოტივირებელი ძალა?

„ესკიზი“ საოჯახო ბიზნესია და უდავოდ ჩემი მშობლები არიან ამ ყველაფრის შემქმნელები, მე კი მათი საქმის გამგრძელებელი ვარ. ჩემი მთავარი მამოტივირებელი ძალა კი სწორედ ისინი არიან. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც შრომა მუდამ ფასდებოდა და ამან თავისი ნაყოფიც გამოიღო. ყოველთვის ვგრძნობ მათ გვერდით დგომას, რაც მაძლევს უდიდეს მოტივაციას, რათა კიდევ უფრო მეტად განვვითარდე.

მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობ საზღვარგარეთ და თბილისში მხოლოდ სამი თვე მიწევს ყოფნა, მაინც ვახერხებ დისტანციურად ჩავერთო „ესკიზის“ საქმეებში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლების დიდი დამსახურებაა ჩვენი ოჯახის ბიზნესის წარმატება.

ძალიან საინტერესო კონცეფცია აქვს „ესკიზს“. უფრო დეტალურად გვესაუბრეთ ამის შესახებ.

„ესკიზი“ − ეს არის საგვარეულო სახლი. ბრენდის კონცეფციაც შთაგონებულია პლეხანოვის ისტორიით და მისი არისტოკრატი მკვიდრებით. „ესკიზის“ ბრენდის ისტორიაც კოტე მარჯანიშვილის 51-ში მდებარე სახლით დაიწყო, სადაც დაახლოებით 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. სწორედ აქ, 1 სექტემბერს იგეგმება „ესკიზი თბილისის“ გახსნა.

როდესაც კონცეფციაზე ვმუშაობდით, არქივში ვიპოვეთ სწორედ ამ სახლის 1895 წლის ესკიზი და გადავწყვიტეთ ბრენდისთვისაც „ესკიზი“ დაგვერქმია. როდესაც ამ სახლში ცხოვრობდა ჩემი დიდი ბაბუა − საბა თორაძე, ხშირად მართავდა სალონურ შეხვედრებს და მისი სტუმრების სიაში ხშირად ხვდებოდნენ დები იშხნელები, ვასო გოძიაშვილი და იმ დროის საზოგადო მოღვაწეები. სწორედ ამ სალონური შეხვედრებითა და საზოგადოებრივი სახლის იდეით შეიქმნა „ესკიზი“. ამის პარალელურად კი დავაარსე ჩემი ღვინის კომპანიაც.

 

 

გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხება ევროპასთან − რამდენი წლის წინ წახვედით და რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპაში სწავლა გადაწყვიტეთ?

17 წლის ვიყავი, როდესაც სრულიად მარტო წავედი ლუგანოში, შვეიცარიაში, სასწავლებლად. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო შემერჩია ისეთი სასწავლებელი, რომელიც არა მხოლოდ სწავლების ხარისხით, არამედ სტუდენტური ცხოვრებითაც იქნებოდა გამორჩეული. ლუგანო ჩემთვის ასოცირდება სიმშვიდესთან, ბედნიერებასთან და, ალბათ, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებთან.

ევროპა ჩემთვის კულტურულად უმდიდრესი კონტინენტია, შეუდარებელი ისტორიითა და ხელოვნების უნიკალური მემკვიდრეობით. ევროპელებიც ამ კულტურის შთამომავლები არიან, განსაკუთრებით კი − იტალიელები. აქ ყველასგან განსხვავებული ცხოვრების სტილია. ერთ-ერთი მიზეზი კი, რატომაც ავირჩიე ევროპა, არის მისი გეოლოკაცია. მიყვარს მოგზაურობა, ევროპაში მოგზაურობა კი უმარტივესია და ძალიან დიდ ბედნიერებას მგვრის.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ევროპაში სწავლის გაგრძელება სურთ?

ევროპაში სწავლა დაუვიწყარი გამოცდილებაა. ეს არის ახალი შესაძლებლობები, ახალი ცხოვრების სტილი, ახალი პერსპექტივა. ახალგაზრდებს კი ვურჩევდი ისწავლონ, იშრომონ, მზად იყვნენ ახალი გამოწვევებისთვის, ბევრი იმოგზაურონ და რაც მთავარია, იყვნენ კომუნიკაბელურები, რადგან networking-ი უმნიშვნელოვანესია.

თქვენი აზრით, რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი?

მე მჯერა იმის, რომ საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპის ოჯახის წევრი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ბევრად ევროპული ქვეყანაა, ვიდრე ევროკავშირში მყოფი ზოგიერთი ქვეყანა. ის, თუ რამხელა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს საქართველოს, უკვე ბევრზე მეტყველებს. სწორედ ქართული კულტურის ისტორია გვიჩვენებს, რომ დასავლური ფასეულობები არასდროს იყო უცხო ქართველებისთვის, მაგრამ დღესაც, როგორც წარსულში, საქართველო გადის საკმაოდ ხანგრძლივ და წინააღმდეგობებით სავსე გზას. მე მჯერა, რომ საქართველოსა და ევროპას საერთო ფასეულობები, მიზანი აქვთ და რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

 

 

რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

ვფიქრობ, სწავლა და განვითარება დაუსრულებელი პროცესია და მჯერა, რომ სანამ ცნობისმოყვარე და მიზანდასახული ვარ, ბევრს მივაღწევ. დღევანდელობამ ჩვენს თაობას პრობლემებთან შეგუებაც ასწავლა და  ბევრი სირთულის გადალახვაც, უმიზნოდ ცხოვრებასაც მიაჩვია და შეუძლებელი მიზნების მიღწევაც შეაძლებინა. მინდა ჩემი საქმიანობა არა მხოლოდ პირადად მე გამომადგეს, არამედ მისი შედეგი სხვებსაც გავუზიარო, რათა აქედან სამუდამოდ წასვლა არავის მოუნდეს და ევროპაში მიღებული განათლების შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდეს. მინდა ჩემი გამოცდილება თუ განათლება კვლავ საკუთარ ქვეყანას მოვახმარო.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Gallery M. – შინაგანი სამყაროს ანარეკლი თქვენს საქორწილო კაბაში

#OK! Gallery M. – შინაგანი სამყაროს ანარეკლი თქვენს საქორწილო კაბაში

January 11, 2025
#OK! მათთვის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს

#OK! მათთვის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს

June 12, 2021
#OK! 61 წლის ტილდა სვინტონი BFI ლონდონის კინოფესტივალზე The Eternal Daughter-ის პრემიერას დაესწრო

#OK! 61 წლის ტილდა სვინტონი BFI ლონდონის კინოფესტივალზე The Eternal Daughter-ის პრემიერას დაესწრო

October 7, 2022
#OK! ემილი რატაკოვსკის ქუჩის სტილი: მოდელი ოთხფეხა მეგობართან ერთად!

#OK! ემილი რატაკოვსკის ქუჩის სტილი: მოდელი ოთხფეხა მეგობართან ერთად!

April 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

February 25, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები