• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! სადღესასწაულო კომპანია Event Room-ი – ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა

July 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

დღესასწაულები არა მხოლოდ ტრადიციების, არამედ ადამიანებს შორის კავშირის, სიხარულის და ახალი დასაწყისის სიმბოლოა. სწორედ ამ მაგიური ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნავს Event Room-ი – კომპანია, რომელიც მეექვსე წელია დღესასწაულებს სხვა თვალით გვაყურებინებს – სივრცედ, სადაც სიხარული ფორმას იღებს, ემოციები კი ხელშესახები ხდება. მათი მისია ერთია – თქვენს სურვილებს ფერები შესძინოს და საოცარი მოგონებები დაგიტოვოთ.

„ივენთ რუმი“ ეს არ არის უბრალოდ ღონისძიებების ორგანიზება. ეს არის ხელოვნება, რომელსაც კომპანია მთელი გულისხმიერებით ემსახურება. „ივენთ რუმი“ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად უდგება და იძლევა სრულ ციკლურ მომსახურებას – კონცეფციის დაგეგმვიდან ტექნიკურ მხარდაჭერამდე. მათი მთავარი მიზანია, არა მხოლოდ დააკმაყოფილოს, არამედ გადააჭარბოს მომხმარებლის მოლოდინს.დაინტერესებული ხართ ეფექტური, დახვეწილი და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებით? „ივენთ რუმი“ ზუსტად ის პარტნიორია, რომელიც თქვენს იდეას რეალობად აქცევს. კომპანიის სიახლეების გასაცნობად ჟურნალ „OK! ქუთაისს“ Event Room-ის დამფუძნებელი, სალომე ბასილაძე ესაუბრა.

 

სალომე, როგორც ვიცით, „ივენთ რუმი“ გაფართოვდა. რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს ამ ეტაპზე?

დღეს, როცა ადამიანები სულ უფრო მეტად ეძებენ სითბოს, სიახლესა და შთაგონებას, „ივენთ რუმი“ რჩება იმ ადგილად, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა და ეს უკვე ექვსი წელია წარმატებით გრძელდება. თითოეული დეტალი, თითოეული ჟესტი ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში სიყვარულითაა შერჩეული, რათა ყოველი მომენტი დაუვიწყარი გახდეს. კომპანია საკმაოდ გავაფართოეთ. ნებისმიერი ივენთის სრული ორგანიზება შეგვიძლია, იქნება ეს დიზაინი, ტექნიკური მხარე თუ მუსიკალური გაფორმება.

მომხმარებელს ვთავაზობთ ნებისმიერი სახის ღონისძიების ორგანიზებას, იქნება ეს ქორწილი, კორპორაციული საღამო, დაბადების დღე თუ სხვა რომელიმე შინაარსის მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც დავგეგმავთ დიზაინიდან დაწყებული, ფოტო და ვიდეოგადაღების თუ ფურშეტის ჩათვლით. მთავარია, მომხმარებელმა მოგვმართოს, რა სურს და დანარჩენზე სრულად იზრუნებს „ივენთ რუმის“ გუნდი.

გამორჩეული ღონისძიებები

უკვე ექვსი წელია, „ივენთ რუმი“ ქმნის სტანდარტს ღონისძიებების ორგანიზების სფეროში ხარისხით, პროფესიონალიზმითა და დეტალებზე ზრუნვით. ეს არის სივრცე და მომსახურება, რომელსაც ენდობიან როგორც კერძო კლიენტები, ისე მსხვილი კომპანიები მაშინ, როცა სურთ, ღონისძიება იყოს არა უბრალოდ ფორმალური შეხვედრა, არამედ დასამახსოვრებელი გამოცდილება. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია წელს ჟურნალ „OK! ქუთაისის“ ივენთის მოწყობა…

 

ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის როლი. გვიამბეთ ვინ ქმნის Event Room-ს?

„ივენთ რუმის“ მთავარი ძალა მის გუნდშია. გამოცდილ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებში, რომლებსაც ზუსტად ესმით, რას ნიშნავს მაღალი სტანდარტი ღონისძიებების ინდუსტრიაში. ისინი ქმნიან გამოცდილებას, რომელიც თითოეული დამკვეთის მოთხოვნას ზუსტად პასუხობს.

ჩემი ბიზნესის განვითარებაში ჩემი დიდი ოჯახის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თითოეულ სილამაზეს ერთობლივად ვქმნით მე, ჩემი მეუღლე და შვილები. არაჩვეულებრივი გუნდი მყავს და მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხითაც გავფართოვდით. კომპანიის გუნდი აერთიანებს სხვადასხვა პროფილის პროფესიონალებს: ღონისძიების მენეჯერებს, დიზაინერებს, ტექნიკურ პერსონალსა და ლოჯისტიკის სპეციალისტებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ყოველი პროექტის წარმატებისთვის. კოორდინირებული შიდა პროცესები და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი საშუალებას აძლევს „ივენთ რუმს“, შემოგთავაზოთ არა მხოლოდ ლამაზი, არამედ დროულად და ეფექტურად ორგანიზებული ღონისძიება.

ნებისმიერი მასშტაბის პროექტისთვის – იქნება ეს კორპორაციული წვეულება, პროდუქტების პრეზენტაცია თუ სადღესასწაულო მიღება -„ივენთ რუმის“ გუნდი იქაა, სადაც საჭიროა პროფესიონალიზმი, სტილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

 

 

„ივენთ რუმის“ მთავარი რეკომენდაცია ალბათ კმაყოფილი მომხმარებლები არიან…

„ივენთ რუმის“ წარმატების მთავარი საზომი კმაყოფილი მომხმარებლები არიან. ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ჩვენთან ერთხელ დაკავშირების შემდეგ მუდმივ პარტნიორებად იქცნენ. ექვსწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანია წარმატებით მოემსახურა ათეულობით კერძო და კორპორაციულ კლიენტს, რომელთაც სჭირდებოდათ რაღაც მეტი, ვიდრე, უბრალოდ, ტექნიკურად გამართული ღონისძიება – მათ სჭირდებოდათ შთაბეჭდილება, ემოცია და დაუვიწყარი მომენტები.

ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ივენთის დასრულებისას ჩემთან მოდიან და მადლობას მიხდიან. ასევე, სხვადასხვა სოციალურ ქსელში პოსტები მხვდება და ბევრი დამკვეთი რეკომენდაციით მოდის. ფრაზები, როგორებიცაა „ზუსტად ის მივიღეთ, რაც დავგეგმეთ – და კიდევ უფრო მეტი“, ან „იმხელა ყურადღება დაეთმო დეტალებს, რომ, უბრალოდ, შეუძლებელია, არ დაბრუნდე“ – ხშირია მომხმარებლების მხრიდან. მუდმივი კავშირი, რეკომენდაციები და გამეორებული შეკვეთები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: „ივენთ რუმი“ სანდო პარტნიორია, რომელიც თავის საქმეს გულით და მაღალი სტანდარტით აკეთებს.

კლიენტების ნდობა და უკუკავშირი არა მხოლოდ მოტივაციაა გუნდისთვის, არამედ პასუხისმგებლობა, რომელიც ყოველ ახალ პროექტში ნოვატორული მიდგომით და მაღალი ხარისხით აისახება.

სამომავლო გეგმები.

„ივენთ რუმი“ დაარსებიდან დღემდე იმდენად განვითარდა, მჯერა, კიდევ უფრო დიდ და მრავალფეროვან გეგმებს განვახორციელებთ. დღეს შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა და ვფიქრობთ, საქართველოს გავცდეთ და ქვეყნის გარეთაც დავიწყოთ ღონისძიებების ორგანიზება. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე მცირე მასშტაბებით ვიმუშავებთ. სამომავლოდ კი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ!

 

 

ტექსტი:  მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი
Health & Beauty

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი

July 13, 2025
#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი
Health & Beauty

#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

July 18, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
Gastro

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 13, 2025
#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქენდის სვეინფული Madame Figaro-ს 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

#OK! ქენდის სვეინფული Madame Figaro-ს 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

April 7, 2021
#OK! კიმ კადაშიანი KKW Beauty-სთვის! ვარსკვლავი საკუთარი ბრენდის სუნამოს არეკლამებს!

#OK! კიმ კადაშიანი KKW Beauty-სთვის! ვარსკვლავი საკუთარი ბრენდის სუნამოს არეკლამებს!

March 2, 2021
#OK! 39 წლის ენ ჰეტევეი Vogue Hong Kong-ის გარეკანზე

#OK! 39 წლის ენ ჰეტევეი Vogue Hong Kong-ის გარეკანზე

October 31, 2022
#OK! უნიკალური პროდუქტები თავის მოვლისა და სილამაზისთვის

#OK! უნიკალური პროდუქტები თავის მოვლისა და სილამაზისთვის

February 6, 2024

კვირის ჰიტები

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

November 20, 2025
#OK! როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები ბოლო 100 წლის განმავლობაში?

#OK! როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები ბოლო 100 წლის განმავლობაში?

November 20, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 21, 2025
#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

November 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები