• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! ეროვნული მუზეუმის ციფრული პერსპექტივა

December 10, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ყველაზე დიდ სამუზეუმო ინსტიტუციას საქართველოში. ის ქვეყნის ხანგრძლივი სამუზეუმო ტრადიციების გამგრძელებელია. მის შემადგენლობაში შედის მუზეუმები, ეროვნული გალერეა, სახლ-მუზეუმები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და მუზეუმ-ნაკრძალები.

ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარება UNESCO-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. გამოფენებით, კოლექციებითა და მრავალფეროვანი პროგრამებით, მუზეუმის ქსელი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს და სამეცნიერო პლატფორმას ქმნის. ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, რომელიც მთლიანად დამთვალიერებელზეა ორიენტირებული. სწორედ ამ და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე OK! საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

 

 

ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიებთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ გესახებათ ეროვნული მუზეუმის ციფრული პერსპექტივა?

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დღეისათვის ყველა პოპულარული სოციალური მედიის არხზე თავისი ოფიციალური გვერდი აქვს. მსოფლიო პანდემიის დროს ჩვენი მუზეუმის ონლაინპლატფორმები კიდევ უფრო გააქტიურდა. ჩვენმა გუნდმა ეს გამოწვევა როგორც ახალი შესაძლებლობა, მიიღო და ჩვენს ონლაინმეგობრებს ვირტუალურად გაუზიარა მუზეუმის მრავალფეროვანი მასალა. შევეცადეთ, შინ ყოფნა საზოგადოებისთვის უფრო სახალისო და შემეცნებითი გამხდარიყო. მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეროვნული მუზეუმის ტრადიციული ფესტივალიც კი ონლაინ გაიმართა. საზოგადოებას ორი ახალი − ბოლნისის და ვანის მუზეუმები გავაცანით; შევთავაზეთ ახალი გამოფენები, ინტერაქტიული ლექციები, გამოფენების 3D-ტურები, პროგრამები ბავშვებისთვის ბიომრავალფეროვნების თემაზე და ა.შ. პანდემიის დროს დაიბადა იდეა, რომ მუზეუმის კურატორებს ჩვენი ონლაინ მეგობრებისთვის ვირტუალურად გაეცნოთ საინტერესო ფაქტები მუზეუმის კოლექციებზე, კონკრეტულ ავტორებსა და ეპოქებზე. მუზეუმის რესტავრატორებმა საზოგადოებას გაუზიარეს არაერთი მეთოდი, თუ როგორ შეიძლება გავწმინდოთ სახლის პირობებში ფოტოსურათები და როგორ მოვუაროთ, როგორ დავამზადოთ ფოტოებისთვის პასპარტუ, როგორ განვსაზღვროთ ქაღალდის ბოჭკოების მიმართულება და ა.შ. ასევე, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან ერთად დავიწყეთ ონლაინპროექტი − მუზეუმის კურატორები საუბრობენ ჩვენთან დაცულ კონკრეტულ ექსპონატზე, ტრადიციული რეწვის ოსტატები კი გვასწავლიან, თუ როგორ შეიძლება მსგავსი ტექნიკით თანამედროვე პირობებში ამა თუ იმ ნივთის დამზადება.

 

რა არის მუზეუმის მთავარი პრიორიტეტი?

მუზეუმის მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან კონტაქტის დამყარება და მათთან ინტერაქციაა. ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტმა არაერთი პროგრამა თუ პროექტი მოარგო ონლაინსივრცეს − ონლაინ სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად, მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს შევთავაზეთ გაკვეთილების სერია არქეოლოგიაზე, ხელოვნებაზე, ბუნებასა და ისტორიაზე. გარდა ამისა, მათ გავუზიარეთ სახალისო გასაფერადებლები, ფაზლები, ვიქტორინები, რომლებიც პრაქტიკულ აქტივობასთან ერთად, მომხმარებელს ინფორმაციას აცნობს თითოეული ექსპონატის შესახებ. 1 ივნისს ბავშვებს შევთავაზეთ შემეცნებით-გასართობი აქტოვობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი”, რომელიც ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების შთაგონებით თიბისისთან და სტუდია „ილუსტრატორთან” ერთად შეიქმნა. ასევე საინტერესო პროექტი გახლავთ „ციფრული რესტავრაცია“ − მსურველებს შევთავაზეთ თამაში, რომელიც ციფრულ ფორმატში ინტერაქციის გზით უძველესი თიხის ჭურჭლის აღდგენის საშუალებას იძლევა. ჩვენი ონლაინ აქტივობებიდან ასევე გამოვყოფდი პროექტს, რომელიც XIX საუკუნის „ერივანსკის მოედნის“ (დღევანდელი თავისუფლების მოედნის) ციფრულ რეკონსტრუქციას 360-გრადუსიანი ხედებით გთავაზობთ. ვირტუალურ მოედანთან ერთად, შესაძლებელია მოედნის ისტორიისა და მოედანზე დღემდე არსებული თუ უკვე დაკარგული მნიშვნელოვანი ნაგებობების ისტორიულ-არქიტექტურული ნარატივების ხილვაც. ასევე საინტერესოა ინტერაქტიული ჰერბარიუმი, რომელიც გაგაცნობთ კავკასიის ტერიტორიაზე არსებულ მცენარეთა მრავალფეროვნებას. პროექტის საშუალებით ნახავთ, რომელი მცენარე სად იზრდება, რომელ ოჯახს მიეკუთვნება და რა თვისებებით არის გამორჩეული. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პანდემიის პერიოდში, ჩვენს ვებგვერდზე ახალი სექცია გამოჩნდა − „ინტერაქტიული მუზეუმი“.

 

რა იცვლება და რას უწყობს ხელს არსებული კოლექციების გაციფრულება?

ეროვნული მუზეუმის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მუზეუმის ხელმისაწვდომობაა. მუზეუმის ვებგვერდი და ჩვენი ონლაინარხები ინფორმაციის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც საზოგადოებას სიახლეებთან ერთად აცნობს მუზეუმების კოლექციებს, ისტორიას, ქვეყნის ფასეულობებსა და ინფორმაციას სამეცნიერო კვლევებისა თუ პროექტების შესახებ. მოცემულ სიტუაციაში აუდიტორიასთან ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა სწორედ რომ ონლაინარხებია. იმისათვის, რათა აუდიტორიის ყველა სეგმენტი მოვიცვათ და დავაინტერესოთ, არაერთი რუბრიკა, პროექტი და პროგრამა შევქმენით. ყველა ეს მასალა Facebook-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე ყოველდღიურად თავსდება და თითოეული პლატფორმა კონკრეტული აუდიტორიისკენაა მიმართული. დღეს ამ არხების გაძლიერება და ფუნქციურად დატვირთვა კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა. ვიტყოდი, რომ კოლექციების დათვალიერება, ინფორმაციის მიღება და ინტერაქტიულ პროგრამებში ჩართვა, ვებგვერდის გარდა, მუზეუმის თითქმის ყველა ონლაინპლატფორმაზეა შესაძლებელი სხვადასხვა ფორმატით − ფოტო, ვიდეო, ბლოგი, ე.წ. პოდკასტი და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, მუზეუმის ვებგვერდი ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმაა.

 

რამდენად დიდია კოლექციების ვებგვერდზე დამთვალიერებელთა რაოდენობა?

ვებგვერდს წელიწადში საშუალოდ 170.000-მდე მომხმარებელი ჰყავს 160-მდე ქვეყნიდან. მუზეუმის Facebook-ს კი 116 000-ზე მეტი მომხმარებელი. თითოეული მათგანის აქტივობა და ინტერაქცია ახალი იდეის გაჩენისკენ გვიბიძგებს. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მათი ინტერესი და ხშირად, აქედან გამომდინარე, მათ საინტერესო თემატური მასალა გავუზიაროთ.

პირადად თქვენ როგორ შეაფასებდით ეროვნულ მუზეუმში არსებული ისტორიული კოლექციების ტექნოლოგიებთან დაკავშირებას?

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 15 წლისაა. ამ წლების განმავლობაში ჩვენი მუზეუმი ყოველთვის იყო ახალი მიდგომების ინიციატორი. ჩვენი ინსტიტუცია თავისი შინაარსით ფართო მასშტაბის დაწესებულებაა. აქ არის როგორც მუზეუმები, ისე კვლევითი ცენტრები. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი. სწორედ რომ ეს კომბინაცია არის ჩვენი ინსტიტუციის ერთ-ერთი ძლიერი მხარე. ამ წლების გამავლობაში 7 ახალი მუზეუმის შექმნა/რეაბილიტაცია მოხდა და თითოეული მათგანი კიდევ უფრო დაუახლოვდა ვიზიტორს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ხედვისა და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების დახმარებით. თითოეული მუზეუმი დამთვალიერებელზეა მორგებული. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ჩვენება, არამედ უშუალო კონტაქტის დამყარება ვიზიტორთან. მუზეუმის ახალი მიდგომა სწორედ რომ ესაა – ერთი მხრივ შევინარჩუნოთ წარსული და მეორე მხრივ ვიყოთ ძალიან თანამედროვე. ჩვენი მუზეუმისთვის ყველაზე პრინციპულია ვესაუბრებოდეთ მნახველს, განსაკუთებით კი ახალგაზრდებს.

 

ეროვნული მუზეუმი ონლაინ სივრცეში:

 museum.ge

 facebook.com/gnmusem

 instagram.com/georgiannationalmuseum

 youtube.com/NationalMuseumGe

ასევე გაეცანი

#OK! გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად – ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!
Techno

#OK! გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად – ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!

April 17, 2025
#OK! საქართველოში CHEVROLET-ს პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა
OK! News

#OK! საქართველოში CHEVROLET-ს პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა

September 27, 2024
#OK! E-Motors Georgia-მ Jetour-ის სრულიად ახალი T2-ის მოდელი წარადგინა
Techno

#OK! E-Motors Georgia-მ Jetour-ის სრულიად ახალი T2-ის მოდელი წარადგინა

August 12, 2024
#OK! სიტროენი 105 წლისაა
Techno

#OK! სიტროენი 105 წლისაა

July 25, 2024

ახლა კითხულობენ

#OK! ნინო ხარატიშვილის წიგნის “მერვე სიცოცხლის” მიხედვით სერიალს გადაიღებენ

#OK! ნინო ხარატიშვილის წიგნის “მერვე სიცოცხლის” მიხედვით სერიალს გადაიღებენ

July 12, 2023
#OK! არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი

#OK! არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი

July 9, 2021
#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

January 24, 2023
#OK! სანდრა ბულოკის მეგობარი მამაკაცი ბრაიან რანდალი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სანდრა ბულოკის მეგობარი მამაკაცი ბრაიან რანდალი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

August 21, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები