• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! თანამედროვე მედიცინიდან ჰირუდოთერაპიამდე – ეკა ლაშხი

October 21, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ბოლო წლებში, როცა მედიცინა სულ უფრო მეტად ეყრდნობა ტექნოლოგიურ მიღწევებს, ბუნებრივი მეთოდები მაინც ინარჩუნებს პოპულარობას. ერთ-ერთია ჰირუდოთერაპია, ანუ წურბელებით მკურნალობა. როგორ მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებას ამ მეთოდით, რა შედეგები აქვთ პაციენტებს და რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა – ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალ OK!-ს 23 წლიანი გამოცდილების მქონე ექიმი რადიოლოგი, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი და ჰირუდოთერაპევტი ესაუბრა.

როდის გაგიჩნდათ ჰირუდოთერაპიის ცენტრის შექმნის იდეა, რა იყო მთავარი მოტივაცია?

იდეა გაჩნდა მაშინ, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე ჰირუდოთერაპიით მკურნალობის შედეგი. ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ეს იყო საუკეთესო საშუალება, რომელიც თანამედროვე მედიცინით მკურნალობის ეფექტს მნიშვნელოვნად აძლიერებდა. გამიჩნდა სურვილი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონოდა ინფორმაცია მკურნალობის ამ საშუალების შესახებ, რადგან ეს შეიძლებოდა მათი გამოჯანმრთელების გზაზე ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ყოფილიყო. მინდოდა, სხვა ადამიანებსაც ეგრძნოთ ის საოცარი შედეგი, რაც მე მივიღე.

წურბელებით მკურნალობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მას მიმართავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველა დროის მკურნალები. ჩვენი ბებია-ბაბუების თაობაში თითქმის ყველას აქვს ინფორმაცია ჰირუდოთერაპიის შესახებ, თუმცა ისინი მკურნალობის ამ მეთოდს ძირითადად ოჯახურ პირობებში მიმართავდნენ.

იმისთვის, რომ ჰირუდოთერაპიის დროს მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, აუცილებელია სწორად ვიცოდეთ ის ბიოლოგიურად აქტიური წერტილები და მერიდიანები, რომლებზეც სამკურნალო წურბელის დასმა უნდა მოხდეს. ეს თემა სკრუპულოზურ შესწავლას, ადამიანის ფიზიოლოგიისა და ანატომიის კარგ ცოდნას ითხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე მკურნალობის ამ მეთოდისთვის მიმეცა უფრო აკადემიური სახე და პროცესი კლინიკურ გარემოში გადმომეტანა. შესაბამისი მოთხოვნებით მივმართე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მივიღე თანხმობა და გავხსენი ცენტრი.

პარალელურ რეჟიმში გავდიოდი სწავლებას ჰირუდოთერაპიის მიმართულებით და შესაბამისი სერტიფიკატი მივიღე. ამჟამად ვარ სერტიფიცირებული ჰირუდოთერაპევტი. ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობი ახალ ინფორმაციას, რათა კიდევ უფრო ეფექტური იყოს მკურნალობა.

 

 

რა რეალობაა ჩვენს ქვეყანაში, რამდენად იცნობენ და მოსწონთ თუ არა თქვენს ექიმ-კოლეგებს ჰირუდოთერაპია?

მკურნალობის ამ მეთოდს იცნობენ მთელ მსოფლიოში. ტარდება არაერთი კვლევა და იწერება არაერთი ნაშრომი ჰირუდოთერაპიის მოქმედების მექანიზმის და მისი შედეგების შესახებ. სამწუხაროდ,  საქართველოში ასეთ დონეზე არ ხდება კვლევები. ამდენად, სულ უფრო იზრდება სამედიცინო სფეროში მოღვაწე იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჰირუდოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

რაც შეეხება, საქართველოს, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი პირველი პაციენტები სწორედ ჩემი კოლეგები იყვნენ. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც გავხსენით „ჰირუდოთერაპიის ცენტრი-თბილისი“ არაერთი შემოთავაზება მივიღე სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებიდან, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი, ჩვენი მკურნალობის მეთოდი შეეთავაზებინათ თავიანთი პაციენტებისთვის. ბუნებრივია, ჩვენ, ექიმებმა, ვიცით, რომ ჰირუდოთერაპია სრულად ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ მედიცინას, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რომელიც აძლიერებს მკურნალობის ეფექტს და მნიშვნელოვან შედეგებს დებს ისეთ შემთხვევებშიც, სადაც ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

 

კონკრეტულად რა მიმართულებით არის ეფექტური ჰირუდოთერაპია?

წურბელებით მკურნალობა ყველა მიმართულებით ეფექტურია. მისი ეფექტურობა განპირობებულია ბიოქიმიური, ჰემოდინამიკური, იმუნომოდულატორული და რეფლექსოგენური მოქმედებით. მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტურობას განაპირობებს ის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცოცხალი ორგანიზმების სრულყოფილ ფუნქციონირებას და რომლებიც წურბელის სეკრეტიდან შედის ადამიანის ორგანიზმში. წურბელის სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეტი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, წურბელა სისხლში ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს უშვებს და მის რეოლოგიურ თვისებებს (შემადგენლობას) ცვლის. შესაბამისად, იშემიისა და ჰიპოქსიის განვითარების რისკი მინიმუმამდე დაყავს, რაც, თავის მხრივ, ბევრი დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზია. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ სისხლის შედედების პრობლემები, რაც თრომბების რისკს ზრდის. ჰირუდოთერაპიის დროს კი თრომბების წარმოქმნის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

წურბელებით მკურნალობა ეფექტურია შემდეგი სამედიცინო მიმართულებით: ნევროპათოლოგია, დერმატოლოგია, ოტოლარინგოლოგია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, სტომატოლოგია, ანგიოლოგია, კოსმეტოლოგია, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია და ა.შ. სხვათა შორის, ჰირუდოთერაპიას კოსმეტოლოგიური მიმართულებით იყენებენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავებიც.

 

რამდენად უსაფრთხოა პროცედურა?

რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. ჩვენს კლინიკაში წურბელებს ერთჯერადად ვიყენებთ, რის შემდეგაც ხდება მისი უტილიზაცია, რაც უსაფრთხო მკურნალობის ერთ-ერთი გარანტიაა. ჩვენთან დაცულია სამედიცინო სტანდარტებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები. ზოგადად, როცა პაციენტები მკურნალობის ამ მეთოდს მიმართავენ, მნიშვნელოვანია მომსახურება მიიღონ ისეთ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ.

 

 

როგორ ხდება პაციენტისთვის მკურნალობის კურსის განსაზღვრა და არსებობს თუ არა ისეთი შემთხვევები, როცა ჰირუდოთერაპია არ არის რეკომენდებული?

თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება კურსის შერჩევა. ვეცნობი პაციენტის ანამნეზს, იქნება ეს სისხლის ანალიზი თუ სხვა ტიპის კვლევა. მეოთხე წელია ჩვენი ცენტრი ფუნქციონირებს და, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა, როგორც ექიმმა, არ გავეცი ჰირუდოთერაპიით მკურნალობის რეკომენდაცია.

 

რა შედეგები მიგიღიათ პრაქტიკაში, რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?

ბევრი დასამახსოვრებელი შემთხვევა მქონდა, თუმცა განსაკუთრებულად მახსოვს ქალბატონი, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა დაორსულებას, ჩვენთან მკურნალობის შემდეგ კი ნანატრი შედეგი დადგა. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს პაციენტებთან, რომლებსაც აწუხებთ ტინიტუსი (ხმაური ყურში), დიაბეტური ანგიოპათია და ნეიროპათია.

 

 

ახსენეთ, რომ ინტერესი მზარდია და პაციენტების რაოდენობა სულ უფრო იმატებს, გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?

კმაყოფილი და მადლიერი პაციენტების მთელი რიგი არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ჩვენც ორიენტირებულები ვართ სერვისის განვითარებასა და გაფართოებაზე. მზარდი ინტერესია ჰირუდოთერაპიით მკურნალობის შესწავლის მიმართულებით და ვგეგმავთ, ამ მოთხოვნას შესაბამისად ვუპასუხოთ. უახლოეს მომავალში დაინტერესებულ პირებს შევთავაზებთ სასწავლო კურსს. ამასთან, ვფიქრობთ ფილიალების გახსნაზე რეგიონებში. მახარებს ის ფაქტიც, რომ სულ უფრო იზრდება საქმიანი შემოთავაზებები ჩემი კოლეგა ექიმებისგან, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჰირუდოთერაპია სულ უფრო მეტად აღიარებული და დაფასებული ხდება სამედიცინო საზოგადოებაში. ვგეგმავთ, რომ კლინიკაში მოსულ პაციენტებს ახალი სერვისებიც შევთავაზოთ. რამდენიმე თვის წინ დავამატეთ ფიზიოთერაპიის მიმართულება, რომელიც ასევე ძალიან კარგ შედეგებს იძლევა და მისი ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება, როცა ფიზიოთერაპია და ჰირუდოთერაპია კომპლექსურად არის გაწერილი პაციენტის მკურნალობისთვის.

 

ტექსტი: მარიამ ჩოქური

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თქვენს ღიმილზე პროფესიონალები ზრუნავენ „ჰეფი დენტი“

#OK! თქვენს ღიმილზე პროფესიონალები ზრუნავენ „ჰეფი დენტი“

February 8, 2023
#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც კუროს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული!

#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც კუროს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული!

April 22, 2023
#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია

#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია

June 8, 2023
#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026

კვირის ჰიტები

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები