• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ეკა ჩანჩიბაძის ვიზაჟისა და სტილის ხელოვნება

December 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ვიზაჟისა და სტილის ხსენებისას, თუკი ვინმე გვახსენდება ქართველ ქალებს, ალბათ, უპირველესად, ეკა ჩანჩიბაძე. ეკას განუმეორებელ სტილს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალიზმს, მის ყველა ნამუშევარში ამოიკითხავთ. როგორ და როდის დაინტერესდა ვიზაჟისა და სტილის ხელოვნებით, როგორ და სად დაეუფლა მას პროფესიულად, რით არის გატაცებული საქმის გარდა და როგორია მისი ახალი წლის დღესასწაულებთან შეხვედრის ღიმილიანი გამოცდილება − ამას ყველასათვის ცნობილ ვიზაჟისტსა და სტილისტთან OK!-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

 

ეკა, თქვენს საქმიანობაზე ვისაუბროთ. პროფესიითაც ვიზაჟისტი ხართ?

დავამთავრე სამხატვრო აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტი, ტყავის განხრით. შემდეგ ვსწავლობდი მოსკოვში, ვიზაჟისა და სტილისტიკის კურსებზე. მაკა ასათიანთან ვმუშაობდი და მაკამ დამაფინანსა, რომ მოსკოვში მესწავლა. შემდეგ ვისწავლე სასულიერო სემინარიასთან არსებულ ინსტიტუტში, ხელოვნებათმცოდნეობისა და ხატწერის განხრით.

პირველად როდის დაინტერესდით ვიზაჟის ხელოვნებით და სტილით?

უცნაურად მოხდა ყველაფერი. მაშინ, როცა მე ვსწავლობდი, არ იყო აქტუალური მაკიაჟის გაკეთება და ზოგადად, ეს პროფესიაც არ გახლდათ  პოპულარული. თბილისში სულ 2-3 ვიზაჟისტი იყო. ქართველი გოგონები დიდად არც მოიხმარდნენ მაკიაჟს, მინიმალისტურ მაკიაჟს იკეთებდნენ. ოდნავ მოგვიანებით, როცა უკვე კერძო შეკვეთებზე სიარული დავიწყე, გამუდმებით მთხოვდნენ, რომ მკვეთრი მაკიაჟი არ გამეკეთებინა მათთვის. ხშირად უკვე გაკეთებულ მაკიაჟსაც ოდნავ მაშორებინებდნენ.

ყველაფერი ისე დაიწყო, რომ მაკასთან ერთად ვიყავი წასული ჩვენებაზე მოსკოვში, სადაც სხვა ძალიან ცნობილი მოდელებიც იყვნენ. მათ შორის, ვივიენ ვესტვუდი. იქ, სრულიად დაუგეგმავად, თეონა კონტრიძემ გაგვაცნო ვიზაჟის სკოლის ხელმძღვანელი და ამ კაცმა დაგვპატიჟა სკოლის დასათვალიერებლად. მახსოვს, კრემლის უკან ძალიან ლამაზი შენობა ჰქონდა დაკავებული. თავიდან ვერც გავიაზრეთ კარგად, ეს რა იყო და რას ემსახურებოდა. მაკამ შემომთავაზა, რომ თუ დაინტერესებული ვიყავი, დამაფინანსებდა და დავრჩენილიყავი სასწავლებლად. ასეთ წინადადებაზე როგორ ვიტყოდი უარს? დიდი სიამოვნებით მივიღე, დავთანხმდი. უკან, თბილისში ჩამოვედი, საბუთები მოვაწესრიგე, მოსკოვში დავბრუნდი და 6 თვე ვისწავლე ვიზაჟისა და სტილის სკოლაში. ასეთი იყო ეს ისტორია.

მოგვიყევით, როგორ გააგრძელეთ საქმიანობა?

მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ, ჩემს ძირითად საქმიანობად ვიზაჟისტობა ავირჩიე. თუმცა ძალიან მიყვარს ქარგვაც, ხატვაც, აქსესუარების გაკეთება. უსაქმოდ ყოფნა, სოციალურ ქსელებზე დროის დაკარგვა არ მიყვარს. მუდმივად ახალი, საინტერესო საქმის ძიებაში ვარ, მალე მბეზრდება ერთი და გადავდივარ მეორეზე. ვიზაჟისტობას რაც შეეხება, მაქვს კერძო დაკვეთები, პატარძლები მყავს, თუმცა პანდემიის პერიოდში იკლო მოთხოვნამ, რაც, ალბათ, არავის გაუკვირდება. ვცდილობ, საინტერესო პროექტებიც განვახორციელო. მიყვარს მხატვრობიდან რაიმე თემის გადმოტანა და აქსესუარების შექმნა. ძალიან მსიამოვნებს, როცა შემდეგ ფოტოზე ვხედავ შედეგს. გარდა ამისა, მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ ჩვენი დიზაინით ტანსაცმლის შექმნა, დავუბრუნდი ამ მიმართულებასაც. დავაარსეთ ბრენდი „სფერო“, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა და ცოტა არ იყოს, შევფერხდით. საინტერესო საქმეა, ამ ეტაპზე მინიმალურ შეკვეთებზე ვმუშაობთ, სამოსს ვქმნით კერძო დაკვეთების მიხედვით. იდეაში გვაქვს, რომ სადღესასწაულო სამოსის ხაზიც გავაკეთოთ. იმედია, როცა მორჩება პანდემია და ეს კრიზისი, უფრო აქტიურად ავმუშავდებით.

 

ახალ, საინტერესო პროექტზე მინდა გკითხოთ, რომლის გაკეთებაც გაქვთ ჩაფიქრებული.

უზომოდ მიყვარს მუზეუმებში სიარული. ახლა, ამ პირობებში საზღვარგარეთ წასვლას იშვიათად ვახერხებ, მაგრამ ჩვენი მუზეუმების მონახულებაც ძალიან მსიამოვნებს. სხვათა შორის, ბევრი ქართველი არ არის ნამყოფი ჩვენს მუზეუმებში და გული მწყდება, რადგან მართლა უნიკალური, ულამაზესი ექსპონატები გვაქვს. გამიჩნდა იდეა, რომ ძველი ქართული სამკაულების ასლები მოვარგო ცნობილ ქალბატონებს − ყველა ასაკის ქალს, მათ, ვინც საქართველოს რაღაც გაუკეთეს, შესძინეს, ასახელეს, ლამაზები და წარმატებულები არიან. მინდა, სტილი შევურჩიო ამ სამკაულებს და გავაკეთოთ ფოტოსესია. მე თავადაც ავაწყობ შესაბამის აქსესუარებს და გამოვიყენებ ფოტოსესიაში. ფოტოები უფრო პორტრეტული იქნება, აქცენტით ქალებსა და სამკაულებზე. საოცარი უძველესი სამკაულები გვაქვს, აღმაფრთოვანებს მათი სილამაზე. ისეთი ნაკეთობები გვაქვს უძველესი ხანიდან მოყოლებული, რომელსაც გვერდით ვერავინ ჩაუვლის გულგრილად.

ზოგადად, მუდამ დადარაჯებული ვარ ქვეყნების მუზეუმების მსგავს კოლექციებზე, რათა სიახლეები არ გამომეპაროს. მაგალითად, აღმოჩენილია ტროას სამკაულები, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ახალი პროექტის ფარგლებში, ვფიქრობ ვითანამშრომლო იმ ბრენდებთან, რომლებიც უძველესი ქართული სამკაულების ასლებს აკეთებენ. ზოგი თავისი ინტერპრეტაციით ავსებს, მაგალითად, ბრენდი „კებზარი“, რომლის ოქრომჭედლები სვანურ, აფხაზურ და სხვა კოლექციებს ქმნიან. ვფიქრობ, მათთან კოლაბორაცია ძალიან საინტერესო იქნება.

თავად აპირებთ გადაღებას?

ალბათ მეყოლება ფოტოგრაფი. უკვე მაქვს ფოტოგამოფენები გაკეთებული, მაგრამ მგონია, რომ ამჯერად სჯობს, სხვამ გადაიღოს, მარტო ვერ ვბედავ. მაკიაჟსა და ვარცხნილობას კი თავად გავუკეთებ პროექტში მონაწილე ყველა ქალბატონს. ჩემი მეგობარიც მომეხმარება და ისე გამოვა, რომ გუნდი ვიმუშავებთ ამ პროექტზე.

პროექტის ფარგლებში გამოფენას გააკეთებთ?

აუცილებლად. ძალიან მინდა, გამოფენაც გავაკეთო და მედიაშიც დაიბეჭდოს ეს პროექტი.

 

ეკა, როგორია თქვენი ცხოვრება საქმის მიღმა? როგორია თქვენი არასაქმიანი ცხოვრების რეჟიმი?

ძალიან მიყვარს ხატვა, ქარგვა, ვაკეთებ თოჯინებს, ბროშებს, ყელსაბამებს. ახლა უკვე საახალწლო აქსესუარებს და ნაძვის ხის სათამაშოებს ვაწყობ. მუდამ ვცდილობ, ახალი, საინტერესო საქმე გამოვიძებნო. ძალიან მსიამოვნებს და მიყვარს მოგზაურობაც, მაგრამ ახლა ცოტა შეფერხებული ვარ, საქართველოს მასშტაბით უფრო ვახერხებ გასვლებს. ჩემი გართობა და განტვირთვაც ხელოვნებას უკავშირდება.

ახალი წელი გვიახლოვდება. როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს და ახლა როგორ გაქვთ დაგეგმილი დღესასწაულის შეხვედრა?

ძირითადად, ყოველთვის ვმუშაობდი ახალ წელს… შარშან შევხვდი მხოლოდ შინ. მანამდე, ხან ტაქსიში, ხან სამსახურში, ხანაც ვიღაცის სახლში, ხან ჩემს მანქანაში ვხვდებოდი ხოლმე. მუდამ ვმუშაობდი და სადღაც ვიყავი. ერთხელ ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი, კერძო დაკვეთაზე. გათოვდა და შესაბამისად, წინასწარ დათქმული დროის პერიოდს გადავაჭარბე ვიზიტი, შევფერხდი. ასე შევხვდი ახალ წელს მათ ოჯახში. გახსნეს შამპანურები და ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში აღვნიშნე დღესასწაული. ერთხელ ქუჩაშიც შევხვდი ახალ წელს − მაკა ასათიანს ჰქონდა ჩვენება. წელს, ალბათ, მექნება ბედნიერება, რომ შინ შევხვდე 2022 წელს. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და იმედი მაქვს, რომ წელს ოჯახის წევრებთან ერთად ვიქნები ამ დროს. ყოველთვის მე ვიყავი ხოლმე ოჯახის მეკვლე, რადგან პირველი მუდამ მე შემოვდიოდი ახალ წელს შინ.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე
Health & Beauty

#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე

October 31, 2025
#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია
Health & Beauty

#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია

October 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჩვენს საჭიროებებზე მორგებული საკვები დანამატები

#OK! ჩვენს საჭიროებებზე მორგებული საკვები დანამატები

February 4, 2022
#OK! პირველი კლინიკა – ჩვენთვის თქვენი ჯანმრთელობა პირველია

#OK! პირველი კლინიკა – ჩვენთვის თქვენი ჯანმრთელობა პირველია

April 11, 2025
#OK! ანჯელინა ჯოლი ერთდროულად The Weeknd-ს და ყოფილ მეუღლეს ჯონი ლი მილერს ხვდება? რას იუწყებიან უცხოური გამოცემები

#OK! ანჯელინა ჯოლი ერთდროულად The Weeknd-ს და ყოფილ მეუღლეს ჯონი ლი მილერს ხვდება? რას იუწყებიან უცხოური გამოცემები

October 14, 2021
#OK! მადონას 25 წლის ქალიშვილი ლურდეს ლეონი Calvin Klein-ის ახალ კამპანიაში

#OK! მადონას 25 წლის ქალიშვილი ლურდეს ლეონი Calvin Klein-ის ახალ კამპანიაში

April 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

November 11, 2025
#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

November 11, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები