დახვეწილი, ელეგანტური და თანამედროვე არქიტექტურით გამორჩეული „DV დეველოპმენტის“ ძირითადი მიმართულება სამოქალაქო მშენებლობაა. კომპანიის პრიორიტეტს მობინადრეებისთვის მყუდრო, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა წარმოადგენს. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარისხითა და ინფრასტრუქტურით ექცევა. განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, უპირატესობებისა და პერსპექტივების შესახებ ჟურნალ OK!-ს „DV დეველოპმენტის“-ის დირექტორი, თეკლა დვალიშვილი ესაუბრა.
- განხორციელებული პროექტები
– „ჭავჭავაძე Residence“ „DV დეველოპმენტის“ პირველი პრემიუმ კლასის პროექტია და სწორედ ამით არის განსაკუთრებული. მშენებლობისთვის ადგილი ქუთაისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე ყველა საჭირო ინსფრასტრუქტურულ ობიექტთან სიახლოვეს შეირჩა. კომპანიის მიზანია პრემუმ ხარისხის დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, პროექტი „ჭავჭავაძე Residence“ გამორჩეულია პრემიუმ ხარისხითა და თანამედროვე არქიტექტურით. ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა შემინული აივნები, ფასადის ვერტიკალური გამწვანება და დეკორატიული დარაბები. მობინადრეების კომფორტისთვის კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეთმო 2200 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი ეზოსთვის, სადაც განთავსებულია საბავშვო გასართობი სივრცე, სარეკრეაციო და მოსასვენებელი ზონები. 2021 წელს, როდესაც მშენებლობა დავიწყეთ, ადგილობრივ ბაზარზე იშვიათი იყო პროექტი ინდივიდუალური ეზოთი. გვეამაყება ფაქტი, რომ „ჭავჭავაძე Residence“ არის პირველი პროექტი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე კეთილმოწყობილი ეზოს იდეა დანერგა და გვემაყება ის ფაქტი, რომ დღემდე ყველაზე დიდ ეზოს და საბავშვო სივრცეს ვთავაზობთ ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს. ახლა, როცა პროექტის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, ვფიქრობ, კომპანიამ შეასრულა დასახული მიზნები – ქუთაისს ახალი, თანამედროვე, უსაფრთხო და მობინადრეთათვის მაქსიმალურად კომფორტული შენობა შევმატეთ.
- „DV დეველოპმენტის“ გამორჩეულობა
– ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, მეტად სასიამოვნოა, როდესაც ხარისხთან მიმართებით კომპლიმენტებს ვიღებთ არამხოლოდ დაინტერესებული პირებისგან, არამედ უშუალოდ ინჟინერ-მშენებლებისგანაც. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ადგილმდებარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძის გამზირი ერთ-ერთი ცენტრალური და დატვირთული გამზირია ქუთაისში – პროექტი „ჭავჭავაძე Residence“-ის მშენებლობისას გამოყენებულია ხმისა და თბოსაიზოლაციო მასალები, სამკამერიანი ალუმინის კარ-ფანჯარა, იზობლოკი, რაც მაქსიმალურად გვაძლევს სიმყუდროვის გარანტიას. ყველა ბინას აქვს აივანი და ყველა ოთახი არის პირველადი განათებით. სწორედ ამიტომ, „ჭავჭავაძე Residence“-ის მობინადრეებს დახვდებათ ნათელი და მყუდრო სახლი. აივნებიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები ქუთაისის ცენტრალურ უბნებზე, მათ შორის ბაგრატის ტაძრის ხედი და ხედი ვანის მთებზე. გამოვარჩევდი ასევე გადახდის პირობებს. ბინის შეძენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ვცდილობთ, დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ლოიალური გადახდის პირობები. გვაქვს შიდა უპროცენტო განვადება, რომელიც მოქმედებს 36 თვე. ამ ტიპის შეთავაზება დასრულებული ბინების შემთხვევაში ძალიან იშვიათია უძრავი ქონების ბაზარზე. ასევე, იპოთეკური სესხების მიმართულებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ბანკთან.
- მიმდინარე პროექტები
– „ჭავჭავაძე Residence“ შეგვიძლია ჩავთვალოთ უკვე დასრულებულ პროექტად, რადგან სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამჟამად მიმდინარეობს ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. პროექტი ბარდება 2024 წლის ივლისში. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დასრულებულ ბინებს, რომლებიც მზადაა კოსმეტიკური რემონტისთვის. ბინებს ვაბარებთ თეთრი კარკასი + კონდიციით, რაც გულისხმობს, რომ ბინაში გხვდებათ შეყვანილი კომუნიკაციები, „შპს ალუტექ ჯორჯიას“ წარმოების სამკამერიანი ალუმინის კარ-ფანჯარა, მოჭიმული იატაკი და გალესილი კედლები. ლესვისთვის, დასავლეთის ნესტიანი კლიმატიდან გამომდინარე, არჩევანი შევაჩერეთ ნესტგამძლე თაბაშირ-ბათქაშზე, გიპერზე, რომელიც თბოიზოლაციასაც უზრუნველყოფს. ასევე, დაგხვდებათ გარემონტებული აივანი, მოპირკეთებული ყინვაგამძლე კერამოგრანიტის ფილებით და შემინული მოაჯირებით. კომუნიკაციები – დენი, წყალი, გაზი, წერტილები გადანაწილებულია უშუალოდ ოთახებში. დაგხვდებათ ცეცხლმედეგი რკინის კარი სრული კომპლექტაციით და კვამლის დეტექტორები. სადარბაზო აღჭურვილია ხანძრის უსაფრთხოების სისტემებით. მობინადრეების სიმყუდროვისთვის, საკომუნიკაციო კვანძებისთვის გავითვალისწინეთ ტექნიკური სივრცეები სადარბაზოში. ასევე დამონტაჟებულია ევროპული წარმოების დიდი ლიფტი UPS სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას, ხოლო ელექტრობის შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურ გაჩერებას. უსაფრთხოების მიზნით ეზო და სადარბაზო გათვლილია მხოლოდ მობინადრეებისთვის, შესაბამისად, პროექტი აღჭურვილია დაშვების ბარიერებით, როგორიცაა დორფონი და შლაგბაუმი. მთელ პერიმეტრზე განთავსებულია უსაფრთხოების კამერები მობინადრეების მაქსიმალური დაცვისთვის. კომპანია უზრუნველყოფს ოპერირების სერვისს, რაც გულისხმობს ეზოსა და სადარბაზოს სისტემატურ მოვლა-დასუფთავებას, ვიტრაჟების წმენდას და მებაღის მომსახურებას. „ჭავჭავაძე Residence“-ის განსაკუთრებულობას განაპირობებს ასევე სახურავზე განთავსებული გამწვანებული ტერასა, რომელიც დამეთანხმებით, პანორამული ხედების ფონზე რელაქსაციის იდეალური საშუალება გახდება ჩვენი მობინადრეებისთვის.
- კომპანიის უპირატესობები
– „DV დეველოპმენტი“ ქმნის გარემოს, სადაც მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა პირობაა თავმოყრილი. გამოვყოფდი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარამეტრს, მშენებლობის ვადებს. ჩვენმა კომპანიამ დათქმულ ვადებში უზრუნველყო მშენებლობა. მობინადრეებს გასაღებები უკვე გადაეცათ, ბევრმა უკვე დაასრულა რემონტი. ყველა ბინა უფლებრივად უნაკლოა, თავისუფალია იპოთეკისგან და გაფორმება დაუყოვნებლივ ხდება საჯარო რეესტრში. დაინტერესებულ პირებს არ ვთავაზობთ მოლოდინსა და ილუზიებს, არამედ ზუსტად იმ ვადებში და იმ კონდიციით ვაწვდით პროდუქტს, რასაც დავპირდით. სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მშენებლობა ვერ სრულდება, ან ჯერ ნებართვაც არ არის გაცემული და გაყიდვები უკვე დაანონსებულია. მსგავსი მიდგომები ჩვენთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომაც „ჭავჭავაძე რეზიდენსის“ გაყიდვები დავიწყეთ 2022 წელს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონოლითის 4 სართული სრულად აშენდა.
- ხარისხი
– კომპანია სანდო პარტნიორებთან ერთად ზრუნავს რეგიონში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო სტანდარტების დანერგვაზე. ხარისხი მთავარია, ამიტომ ყველა სამშენებლო დეტალი გათვლილი და შესრულებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებასა და მდგრადობას. გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობა, ხმისა და თბოიზოლაცია. ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც წლებია ბაზარზე ოპერირებენ და უმაღლესი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ. ისეთები, როგორიცაა „ჰაიდელბერგ ჯორჯია“, „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“, „ბედეგი“, „ალუტექ ჯორჯია“, „გალერია დემასი“, „ელ +“, „TEG ლიფტი“, „Neo glass“ და სხვა. სარემონტო სამუშაოებისთვის მოვიწვიეთ შპს „ალტკოს“ პროფესიონალთა გუნდი. ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.
- სამომავლო გეგმები
– კომპანიას დიდი გეგმები და ჯანსაღი ამბიციები აქვს. ვაპირებთ, გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი თანამედროვე არქიტექტურული შენობებით და გარკვეული წვლილი შევიტანოთ ქუთაისის ურბანულ განვითარებაში. შესაბამისად, მომდევნო პროექტი დაგეგმილია ისევ ქუთაისში, ძველ უბანში, რიონის სანაპიროზე, ქუთაისის ცენტრიდან სულ რაღაც 800 მეტრში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავება „ქალაქ ქუთაისის ქალაქგეგმარებითი განაშენიანების კონცეფცია“ პროექტის შესაბამისად. ეს იქნება 1,5 ჰექტარზე გაშენებული მასშტაბური პროექტი, რომელიც თანამედროვე ელემენტებით ჰარმონიულად მიესადაგება ქუთაისის დახვეწილ არქიტექტურას. საუბარია ახალი კვარტალის ჩამოყალიბებაზე. ქუთაისში შეიქმნება უბანი, სადაც მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრების სტილის მოყვარულთათვის, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, სარეკრეაციო ზონები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები და კომერციული ობიექტები.
„DV დეველოპმენტის“ პროექტები ასახავენ ჩვენს მთავარ მიზანს, მაცხოვრებლებს შევუქმნათ მყუდრო და უსაფრთხო გარემო და მაქსიმალური კომფორტი ერთ სივცეში.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ნინი გორდაძე