• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! დუა ლიპა 28 წლის გახდა: გავიხსენოთ პოპვარსკვლავის გზა წარმატებამდე

August 22, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

გლობალური პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ჟამს რთულია იყო წარმატებული პოპვარსკვლავი, შეინარჩუნო ავთენტურობა და იყო ინდივიდუალური, ამის პარალელურად კი გამოუშვა ალბომი, რომელიც არ იქნება მომაბეზრებელი ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დუა ლიპამ ევროპასა და ამერიკაში დაგეგმილი ტურნეების უმრავლესობა გააუქმა, მან 2020 წლის ნოემბერში „მულტიგანზომილებიანი კონცერტების“ გამოცდილება მიიღო. Studio 2054-ს, რომელიც London’s Printworks-ში გადაიღეს, პირდაპირ ეთერში მსოფლიოს გარშემო 5 მილიონი ადამიანი უყურებდა, რაც პირდაპირი სტრიმინგის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

საერთაშორისო აღიარების მქონე პოპვარსკვლავი 1995 წლის 22 აგვისტოს ვესტმინსტერში დაიბადა. დუა მუსიკით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა, ის ხშირად იღებდა მონაწილეობას სკოლაში გამართულ სხვადასხვა კონცერტებში, მან 16 წლის ასაკში ASOS Marketplace-ის ონლაინ კატალოგისთვის მოდელად დაიწყო მუშაობა, მომავალი მომღერლის მიზანს გავლენიანი ხალხის გაცნობა წარმოადგენდა, რაც მას მუსიკალური კარიერის შექმნაში დაეხმარებოდა.

Dua Lipa Net Worth in 2021, Career and Earnings - OtakuKart

“15 წლის ასაკში ვწერდი ქავერებს და Youtube-ზე ვტვირთავდი, არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ვიდეოები ვირუსივით მოედებოდა ინტერნეტს, უბრალოდ ვიმედოვნებდი, რომ მათ პორტფოლიოსთვის გამოვიყენებდი.”

დუამ 2015 წელს სადებიუტო სინგლი New Love, 2017 წელს კი პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა. მიუხედავად წარმატებული კარიერული საქმიანობისა, დუამ საყოველთაო აღიარება New Rules-ის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა, რომელიც გახდა მისი პირველი N1 სინგლი დიდ ბრიტანეთში, მუსიკალური ვიდეო არც ახლა კარგავს აქტუალობას, ამჯერად მას Youtube-ზე 2 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. 2018 წელს BRIT Awards-ის ნომინაციების გამოცხადების შემდეგ, 22 წლის დუა გახდა პირველი ქალი შემსრულებელი, რომელმაც ერთ წელიწადში ყველაზე მეტი 5 ნომინაცია მოიპოვა. (მათ შორის იყო კატეგორია “საუკეთესო ბრიტანული ალბომი“).

Watch Dua Lipa take over NPR's 'Tiny Desk (Home)' - Dancing Astronaut : Dancing Astronaut

მიუხედავად იმისა, რომ დუა სოციალური მედიის, განსაკუთრებით კი Instagram-ის აქტიური მომხმარებელია და მილიონობით გამომწერი ჰყავს, წლების წინ ის მხოლოდ Twitter-ს იყენებდა. როგორც თავად შემსრულებელი აღნიშნავს, თავისი პირველი სოციალური ქსელი გულშემატკივრებთან დასაკავშირებლად შემქნა, რომელთაც შოუებისა და კონცერტების შემდეგ მასთან შეხვედრა სურდათ.

დუამ მეორე სტუდიური ალბომი Future Nostalgia 2020 წლის 27 მარტს გამოუშვა, რომელშიც 70-იანი წლების დისკოსა და 80, 90-იანი წლების პოპჟღერადობა სჭარბობდა, ეს იყო პროექტი, რომელსაც მსმენელი უფრო ბრწყინვალე, პოსტ-კორონავირუსული სამყაროსთვის დამახასიათებელ სამყაროში უნდა გადაეყვანა. შემსრულებელმა პირდაპირ ეთერში საუბრის დროს განაცხადა, რომ თავდაპირველად შეშინებული იყო და ფიქრობდა, რომ გლობალური პანდემიის დროს არსებული რთული ვითარების ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი იტანჯებოდა, მსგავსი შინაარსის ალბომის გამოშვება შეუფერებელი იქნებოდა.

Dua Lipa Future Nostalgia Background / lockscreen | Dua lipa concert, Dua, Lipa

სინამდვილეში ეს იყო “მოულოდნელი პანაცეა” – რეტრო შეფერილობის, dance-pop ჟღერადობისა და R&B-ის შესანიშნავი ნაზავი, რომელიც გახდა ბრიტანელ ქალ შემსრულებებს შორის ყველაზე ხშირად სტრიმვადი ალბომი (ერთი დღის მონაცემებით). მიუხედავად დიდი წარმატებისა, დუასთვის გასული 2020 წელი გამომწვევი აღმოჩნდა, პირველი ლოკდაუნის პერიოდში, როდესაც ლედი გაგამ და სემ სმიტმა ალბომების გამოშვების თარიღი გადადეს, დუამ რისკიანი გადაწყვეტილება მიიღო და ჰაკერული თავდასხმის შემდეგ იძულებული გახდა, ალბომი ვადაზე ადრე გამოეშვა.

Dua Lipa Is the Future of Pop: The Singer Breaks Down the Making of Future Nostalgia | PEOPLE.com

“როდესაც მუსიკას ვწერ, ძალიან გახსნილი და გულახდილი ვარ, ამ დროს თავს უფლებას ვაძლევ ვიყო ემოციური და ნაწილობრივ დაუცველიც კი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ ემიციებზე საუბარი, ეს ყველაფერი მსმენელთან მაკავშირებს, დაუცველად ყოფნა სისუსტე არაა, ამით უბრალოდ გამოხატავ, რომ ადამიანი ხარ.”

“ცხადია, გლობალურმა პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, გაუქმდა უამრავი კონცერტი და ღონისძიება, რომელიც დიდი ხნით ადრე დავგეგმეთ, ბევრ რამეში შეზღუდულები ვართ, მაგრამ ამაყი ვარ იმ გზით, რომელიც ჩემმა გუნდმა აირჩია და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გეგმა შემოგვთავაზა. აღნიშნული ალბომი ყოველგვარი ზეწოლისა და წუხილისგან თავის დასაღწევად შევქმენი, დიახ Future Nostalgia კლუბებში და ფესტივალებზე გასაჟღერებლად შეიქმნა, მესმის, რომ რთულია შეიანრჩუნო პოზიტიური განწყობა, როდესაც გარშემო ამდენი ადამიანი იტანჯება, თუმცა, იმედი მაქვს, მსმენელს ახალი ალბომი ოდნავ მაინც გამოუკეთებს ხასიათს და შეუმსუბუქებს არსებულ მდგომარეობას.”

“ღიმილი ტკივილის გავლით” ან “ბნელი პოპი”, 25 წლის შემსრულებელი საკუთარ შემოქმედებას სწორედ ასე აღწერს – “შინაგან დემონებს ვებრძოდი, მინდოდა დამეწერა ისეთი სიმღერები, რომლებიც იქნებოდა სევდიანი, მაგრამ პარალელურად ვიბრძოდი და ვიმეორებდი: “მე ვარ ბედნიერი და ვიმსახურებ ვიყო ბედნიერი.” უნდა შემეძლოს ამ ყველაფრის შესახებ უშიშრად დავწერო, მთავარია საკუთარი თავი არ დავკარგო და ჩემი ავთენტურობა რისკის ქვეშ არ დავაყენო.”

დუას მიზანს წარმოადგენს ალბომის პოპულარიზაცია, მაგრამ არამხოლოდ რამდენიმე წლით, არამედ დიდი ხნით, შემსრულებელი აღნიშნავს, რომ მისი სურვილია თავისმა შემოქმედებამ “დიდხანს იცოცხლოს”, წლებს გაუძლოს და დეკადების შემდეგაც აქტუალური იყოს.

“როდესაც ჩანაწერზე მუშაობა დავიწყე, ვიცოდი, რომ მინდოდა მასზე ჩემი ბავშვობის პერიოდის გავლენა ასახულიყო, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი როგორი მიმართულებით მინდოდა წასვლა. როდესაც თავდაპირველად ალბომის სახელწოდება მოვიფიქრე, მენეჯერს დავურეკე და ვუთხარი, რომ მომდევნო პროექტის სახელი Future Nostalgia უნდა ყოფილიყო, პირველი სიმღერა კი Levitating, რომელსაც ალბომის იდეის არსი ზუსტად უნდა აესახა.“

დუა ლიპა დღეს მუსიკალურ ინსუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული ქალი შემსრულებელია, მიუხედავად წარმატებული კარიერისა, დუა აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრება უმეტესწილად უცვლელია.

“ადამიანები, რომლებიც ჩემს გარშემო არიან დიდი ხანია მიცნობენ და კარგად იციან, რომ ჩემი სამსახური ჩემს სანაცნობო წრეს არასდროს განსაზღვრავდა. ჩემი ცხოვრება ისეთივე ნორმალურია, როგორიც აქამდე იყო.”

კარიერული საქმიანობის პარალელურად ინგლისელი შემსრულებლის პირადი ცხოვრება უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია. დუა 2013 წლიდან ინგლისელ შეფს Isaac Carew-ს ხვდებოდა, წყვილმა რამდენჯერმე განაახლა ურთიერთობა, თუმცა ერთმანეთს საბოოოდ 2019 წლის ივნისში დაშორდა.

ამჯერად მომღერალი ამერიკელ მოდელს ანვარ ჰადიდს ხვდება, წყვილმა 2020 წლის 14 ივნისს ურთიერთობის ერთი წლისთავი აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ დუამ და ანვარმა გასული წლის უმეტესი ნაწილი თვითიზოლაციაში ერთად გაატარეს, ისინი სოციალურ მედიაში რეგულარულად უზიარებდნენ გამომწერებს უახლეს ფოტო და ვიდეომასალებს.

“ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, გაგვაჩნია უამრავი ბედნიერი მოგონება და გამოცდილება, რასაც ხშირად საზოგადოებასაც ვუზიარებთ, თუმცა არსებობს კონკრეტული დეტალები, რომლებსაც საიდუმლოდ ვინახავთ. მხოლოდ იმდენს ვაჩვენებთ ადამანებს, რამდენიც გვსურს, რომ დაინახონ. მინდა მქონდეს პირადი ცხოვრება და ვიყო ბედნიერი, ისე, რომ ხალხი ამაში არ ერეოდეს და გამუდმებით სხვის აზრს არ ვითვალისწინებდე.”

მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, გასული წელი ინგლისელი პოპვარსკვლავისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მან Grammy-ის 6 ნომინაცია მიიპოვა, 2021 წელს კი მკითხველმა ბრიტანული Vogue-ის თებერვლის ნომრის გარეკანზე იხილა. შემსრულებელი კარიერულ საქმიანობას წარმატებით განაგრძობს და მსმენელს უამრავ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

Grammys 2021: Dua Lipa Wears Sleek Hair Like Cher — Photos | Allure

გაიგე მეტი: დუა ლიპა

ასევე გაეცანი

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა
OK! News

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

July 2, 2025
#OK! საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასა შემოვიდა
OK! News

#OK! საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასა შემოვიდა

July 2, 2025
#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს  იღებს
OK! Men

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

July 2, 2025
#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის  გადაღებები უკვე დაიწყო
OK! News

#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის გადაღებები უკვე დაიწყო

July 2, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვახო ჟორჟოლიანი – ყველა დროის საუკეთესო ბლუზმენი

#OK! ვახო ჟორჟოლიანი – ყველა დროის საუკეთესო ბლუზმენი

July 19, 2022
#OK! საინტერესო ფაქტები უილ სმიტის შესახებ!

#OK! საინტერესო ფაქტები უილ სმიტის შესახებ!

September 25, 2021
#OK! კართან მოდგა შემოდგომა…

#OK! კართან მოდგა შემოდგომა…

October 4, 2023
#OK! ნიკოლ შერზინგერი ფორთოხლისფერი ორეულით! მომღერალი მეგობარ მამაკაცთან ერთად!

#OK! ნიკოლ შერზინგერი ფორთოხლისფერი ორეულით! მომღერალი მეგობარ მამაკაცთან ერთად!

April 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

June 28, 2025
#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

July 2, 2025
#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს  იღებს

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

July 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები