• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! Doctors – ზაალ კოკაია

October 7, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

#OK! Doctors-ის სტუმარია ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული  ქართველი მეცნიერ-ბიოლოგი, შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის და მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „მედ დიაგნოსტიკის“ დამფუძნებელი ზაალ კოკაიაა.

 

როდის და რატომ დაინტერესდით ღეროვანი უჯრედებისა და აღდგენითი ნევროლოგიის საკითხებით?

ეს, გარკვეულწილად, ევოლუციურად ხდებოდა. თავიდან, 30 წლის წინ, როცა შვედეთში ჩავედი, ვსწავლობდი ნერვული სისტემის ერთ-ერთ პათოლოგიას − ეპილეფსიას და ამ თემას სიღრმისეულად ვიკვლევდით. შემდეგ ნელ-ნელა გადავერთე ღეროვანი უჯრედების საკითხებისკენ, დავინტერესდი ამ თემით, დავიწყე კვლევები და ასე აღმოვჩნდი ამ სფეროში. 2003 წელს დავაარსეთ ღეროვანი უჯრედების ცენტრი შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში, და ამჟამად მე უკვე ვარ ერთადერთი ადამიანი დამფუძნებლებიდან, რომელიც დღემდე აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას ამ ცენტრში.

 

 

როგორია მრავალპროფილური სამედიცინო-კლევითი ცენტრის „მედ დიაგნოსტიკის“ შექმნის ისტორია? და რას სთავაზობთ საზოგადოებას?

2019 წლის ნოემბერში მე და ნათია ცაბუტაშვილმა დავაარსეთ დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც, გადავწყვიტეთ, რომ არ იქნებოდა კლასიკური ფორმატის. ჩვენი იდეა იყო, შეგვექმნა ისეთი ინოვაციური მიდგომების ცენტრი, სადაც კვლევითი, სამედიცინო და აკადემიური მიმართულებები იქნებოდა გაერთიანებული. გავაკეთეთ „მედ დიაგნოსტიკა“, რომელიც აღჭურვილია მოლეკულური, გენეტიკური და უჯრედული კვლევებისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიებით, სამედიცინო დიაგნოსტიკისა და კვლევების ჩასატარებლად. იდეა იყო, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემდა ექიმებს, ჩაეტარებინათ ისეთი კვლევები, როგორიც სხვაგან არსადაა შესაძლებელი და მხოლოდ ჩვენთან თანამშრომლობით შეძლებდნენ ამის განხორციელებას. ჩვენს მკვლევარ პარტნიორებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ნიმუშების დამუშავებას და მონაცემების მიღებას, არამედ ექსპერიმენტების დაგეგმვას და მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციას, რაც უფრო თანამედროვეს ხდის კვლევებს.

მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მუდმივად გამოზრდილიყო ახალგაზრდა თაობა თანამედროვე მიდგომების მიხედვით. ჩვენი პლატფორმა სხვადასხვა სამედიცინო და ბიოლოგიურ უმაღლეს სასწავლებლებს საშუალებას მისცემდა, ჩვენს ბაზაზე სტუდენტებს სამაგისტრო ნაშრომები შეესრულებინათ და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოემუშავებინათ, კვლევის პროცესში ესწავლათ ამ ტიპის ხელსაწყოებისა და მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც დღევანდელი საერთაშორისო სტანდარტებით აუცილებელი პირობაა მსგავსი კვლევების საწარმოებლად და დარგის განსავითარებლად.

ასევე, გვქონდა ბიზნესმოდელი, რომელიც პაციენტებისთვის უზრუნველყოფდა ყოველმხრივი − მოლეკულური, გენეტიკური და უჯრედული ანალიზების დონეზე სადიაგნოსტიკო მომსახურების მიწოდებას.

ჩვენ გვქონდა ასეთი იდეაც, რომ შეგვექმნა ბიო-ბანკი, სადაც პაციენტების ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, შევინახავდით მათგან აღებულ ნიმუშებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ შევთავაზებდით სხვა მკვლევრებს, გამოეყენებინათ ეს მასალა თავიანთი კვლევებისთვის − რა თქმა უნდა, ეთიკური ნებართვის საფუძველზე. ასე შევძლებდით საერთაშორისო ასპარეზზე გავსულიყავით და საერთაშორისო კვლევებშიც ვყოფილიყავით ჩართული.

როცა ერთსა და იმავე ცენტრში არის სამივე კომპონენტი − დიაგნოსტიკა, კვლევა და განათლება, ეს ჯერჯერობით უნიკალური და ერთადერთი შემთხვევაა საქართველოში, თუმცა დასავლეთ სამყაროში ეს გახლავთ თანამედროვე მიდგომა − როცა გაერთიანებულია სამივე მიმართულება.

 

 

გაგვაცანით თქვენი ოჯახი

სიამოვნებით. ჩემი უფროსი ვაჟი − გიორგი, 33 წლისაა და წლისაც არ იყო, როდესაც შვედეთში გადავსახლდით. უმცროსი − ლუკა, შვედეთში დაიბადა და გაიზარდა. ორივემ იქ დაამთავრა ლუნდის უნივერსიტეტი. გიორგი ასტროფიზიკოსია, სადოქტორო დისერტაცია რამდენიმე წლის წინ დაიცვა და ახლა ერთ-ერთ დიდ ფირმა „იკეაში“, ანალიტიკურ განყოფილებაში მუშაობს, მონაცემების ანალიზის სპეციალისტია. გიორგის ჰყავს მეუღლე, ისიც ასტროფიზიკის დოქტორია და კიდევ, შვილიშვილი მყავს − ჯეისონ კოკაია.

ლუკა სტოკჰოლმში მუშაობს, კომპანიაში, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს კომპიუტერული პროგრამირებით უზრუნველყოფს. შვედეთის ბევრ ჰოსპიტალში პაციენტების მონაცემების ანალიტიკას აკეთებენ. ჩემი მეუღლე, თამუნა ჩიქოვანი ფილოლოგია. შვედეთში ყოფნისას კარგად შეისწავლა შვედური ენა და ქართულად თარგმნა ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები. საქართველოში, რასაკვირველია, დღესაც გამოდის ეს წიგნები და დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამუნა ახლაც აგრძელებს თარჯიმნად მუშაობას. გარდა ამისა, ჩემი ძმის − მერაბის მეუღლესთან ერთად საიუველირო მაღაზია გახსნა და ამგვარად, იუველირიც გახდა ბოლო რამდენიმე წელია.

 

ზაალ, რა გიტაცებთ? თავისუფალ დროს რის გაკეთება განიჭებთ სიამოვნებას?

კულინარია მიყვარს ძალიან. ძირითადად ქართულ კერძებს ვამზადებ და ვცდილობ, ჩემი გარკვეული შტრიხებიც შევიტანო ხოლმე.

 

შესანიშნავი ჰობი გქონიათ. ყველაზე კარგად რომელი კერძი გამოგდით?

ბევრი რამ გამომდის კარგად − ფხალეული, ხაჭაპური… პანდემიის პერიოდში დავიწყე საკუთარი საფუვრის გამოყვანა, მჟავე საფუარს ვაკეთებ და სხვადასხვა ტიპის პურს ვაცხობ. ჩემი გართობა ესაა. თითქმის ორი წელია, რაც შინ პური არ გვიყიდია.

 

საკმაოდ დიდი ოჯახი გაქვთ. როდის იკრიბებით ხოლმე ერთად მთელი ოჯახი?

ტრადიციულად, ახალ წელს და უფრო მეტად კი საშობაოდ ვიკრიბებით ხოლმე და ვაკეთებთ ხინკალს. ეს არის ჩვენი რიტუალი. ზოგი ცომს ზელს, ზოგი ახვევს, ყველანი ჩართულები ვართ მზადების პროცესში და ვმხიარულობთ. ახალ წელს რიგრიგობით, ხან ჩემი ძმის ოჯახში ვხვდებით, ხანაც ჩემთან.

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Puffy – რბილი ავეჯი თქვენი კომფორტისთვის

#OK! Puffy – რბილი ავეჯი თქვენი კომფორტისთვის

May 10, 2023
#OK! Doja Cat-ის უახლესი ფოტოსესია Vogue Singapore-ისთვის – რეპერი გამოცემის აპრილის ნომრის გარეკანზე

#OK! Doja Cat-ის უახლესი ფოტოსესია Vogue Singapore-ისთვის – რეპერი გამოცემის აპრილის ნომრის გარეკანზე

April 1, 2022
#OK! ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს

#OK! ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს

March 27, 2021
#OK! ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია და კონფლიქტური ურთიერთობის ქრონოლოგია

#OK! ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია და კონფლიქტური ურთიერთობის ქრონოლოგია

October 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

July 5, 2025
#OK!  დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

#OK! დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

July 5, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები