• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! doctors – ეთუკა მარგალიტაძე

October 7, 2024
საკითხავი დრო: 1 min read
ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცოდა, რას გააკეთებდა მომავალში და რა იქნებოდა მისი პროფესია. ექიმობის გარდა სხვა არაფერზე უოცნებია, რადგან სხვაზე ზრუნვა აბედნიერებს. რუბრიკა OK!doctors-ის სტუმარია ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოგინეკოლოგი – ეთუკა მარგალიტაძე.

ეთუკა, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ეს პროფესია ბავშვობიდანვე მიზიდავდა, მიყვარდა სხვების დახმარება. ჩემი შთაგონების წყარო კი ჩემი დედიკო იყო, ისიც ექიმი-გინეკოლოგია. დედას თავისი პროფესია ძალიან უყვარს, ყოველთვის დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით ეკიდებოდა თავის პაციენტებს. მისი შემხედვარე მეც ძალიან მინდოდა მასავით ექიმი გამოვსულიყავი და ადამიანების ჯანმრთელობაზე მეზრუნა. შემდეგ ჩავაბარე თსსუ-ში, სადაც მქონდა საშუალება, მედიცინის სხვადასხვა დარგი შემესწავლა. მედიცინის დარგებიდან ყველაზე გამორჩეული და კეთილშობილური დარგი გინეკოლოგიაა, რადგან გაძლევს საშუალებას, იზრუნო ქალბატონებზე მთელი მათი ცხოვრების მანძილზე, მუცლადყოფნის პერიოდიდან ხანდაზმულ ასაკამდე და მონაწილეობ ახალი სიცოცხლის დაბადებაში. საოცარი შეგრძნება და უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც რამდენიმე თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნავ.

ასევე, დიდი ბედნიერებაა, დააკვირდე და მართო ორსულობა, გაიზიარო წყვილის სიხარული – ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებით და შემდეგ ზრუნავდე დედა-შვილის ჯანმრთელობაზე.

გარდა ამისა, ოპერაციული ჩარევის აუცილებლობის დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა პაციენტი განდობს თავის სიცოცხლეს. ამ დროს პაციენტისა და მისი ახლობლებისთვის შენ ხარ იმედი. წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება და პროფესიული სიამაყეა, როცა გამოჯანმრთელებულ და მადლიერ პაციენტს ბედნიერს უშვებ სახლში.

 

როდის არის საჭირო ვიზიტი გინეკოლოგთან?

ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობაა პრევენცია, რისთვისაც პროფილაქტიკური გამოკვლევები ქალის ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. ეს არის ერთადერთი საშუალება ძალიან ბევრი ვერაგი დაავადების პრევენციისთვის. მნიშვნელოვანია წელიწადში 2-ჯერ ვიზიტი გინეკოლოგთან და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შემოწმება. კონკრეტული ჩივილის შემთხვევაში, ეს იქნება ჭარბი მენსტრუალური ციკლი, ან გახანგრძლივებული თუ არარეგულარული ციკლი, ტკივილი მცირე მენჯში, არის პირდაპირი ჩვენება გინეკოლოგთან ვიზიტისთვის.

ასევე, ქალბატონები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და ვერ ორსულდებიან, ესეც არის ერთ-ერთი საგანგაშო მდგომარეობა და გინეკოლოგთან ვიზიტის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გოგონების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის რეპროდუქტიული ჯანმრთელობა და ჩატარდეს საგანმანათლებლო სამუშაოები, რაც მცირე ასაკიდან ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმას, რომ მათ მოზრდილობისას ყურადღება მიაქციონ თავიანთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ასევე, განსაკუთრებით საყურადღებოა ქალბატონებში პერიმენოპაუზა-მენოპაუზის ასაკი. ამ პერიოდში დროული ან/და პროფილაქტიკური ვიზიტი ექიმთან ხელს შეუწყობს მათ გადასვლას ყველანაირი დისკომფორტის გარეშე მენოპაუზის ფაზაში. ქალბატონებს ვურჩევ, მეტად იზრუნონ საკუთარ ჯანრთელობაზე.

რა გინეკოლოგიური პრობლემები გვხვდება?

ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება განვითარდეს მდედრობით სქესში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა პათოლოგიით. ხშირ შემთხვევაში, გინეკოლოგიური დაავადება გამოვლინდება სხვადასხვა სიმპტომით და ჩივილით. მთავარია მოხდეს დროული ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობა. საყურადღებოა ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიც არის ავთვისებიანი სიმსივნე, რადგან ის შეიძლება უსიმპტომოდ ვითარდებოდეს და მისი კლინიკური გამოვლინების დროს დაავადების სტადია არასახარბიელო იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ქალბატონებში საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანის, საკვერცხისა და სარძევე ჯირკვლის მუდმივი გამოკვლევა, რაც რეპროდუქციული და მენოპაუზის პერიოდში ჯანმრთელი ცხოვრების გარანტია.

 

 

როგორ ფიქრობთ, რა არის ის აუცილებელი თვისება, რაც ექიმს სჭირდება?

ვფიქრობ, საკუთარი პროფესიისა და ადამიანების სიყვარული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რაც ექიმს უნდა ჰქონდეს. ეს პროფესია ბევრ შრომასა და თავდადებასთან არის დაკავშირებული. პაციენტის ჯანმრთელებაზე ზრუნვაში ბევრი ღამე მაქვს გათენებული, თუმცა, როცა ადამიანს გამოაჯანმრთელებ, დაავადებაზე გაიმარჯვებ, ყოველგვარი დაღლილობა სადღაც ქრება და ბედნიერების და სიამაყის საოცარი შეგრძნება მეუფლება. ყოველი ოპერაციის წინ ხდება მაქსიმალური მობილიზება, გიპყრობს დაავადებაზე გამარჯვების და პაციენტის გამოჯანმრთელების დაუოკებელი სურვილი. ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს გამოჯანმრთელებული პაციენტის თვალებში ბედნიერებისა და სიხარულის ცეცხლის დანახვა.

ეთუკა, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ჩემი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, სამწუხაროდ, არ მაქვს ბევრი თავისუფალი დრო. მაგრამ სტრესისა და დაღლილობის მოხსნა აუცილებელია. ყველაზე დიდი პოზიტივი მოაქვს მოგზაურობას, სხვა კულტურის გაცნობას, სხვა ქვეყნის დელიკატესების დაგემოვნებასა და ბევრი დადებითი ემოციის დაგროვებას. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დაგეგმილი საღამოები სასიამოვნო მუსიკის ფონზე საოცარი დადებითი ემოციებითა და ახალი ენერგიით მავსებს.

ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდად გრძნობთ თავს…

სახლში, სადაც ყველაზე დიდი კომფორტი, სიმშვიდე და სიწყნარეა. სახლი ის ადგილია, რომელიც ჩემი სულიერი სიმშვიდის გარანტია, სადაც შეგიძლია საკუთარ თავს დაუთმო დრო და ძალიან ბევრი საკითხი შეაფასო და გადაასხვაფერო.

 

რომ არა გინეკოლოგი, ვიქნებოდი…

ეს კითხვა ყველაზე მეტად მომეწონა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი მიფიქრია, რომ არა ექიმი-ქირურგი, სად ვიგრძნობდი თავს ასე კომფორტულად და ბედნიერად. ძალიან რთული ოპერაციის შემდეგ მაქვს ხოლმე ეს კითხვა საკუთარ თავთან, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა – მე იქ ვარ და იმას ვაკეთებ, რაც ჩემი მოწოდებაა. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა პროფესიაში და ვერ ვიქნები ისეთი ბედნიერი, როგორიც ექიმის საქმიანობის შესრულების დროს ვარ. მადლობა ღმერთს, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს.

სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმები დაკავშირებულია თვითგანვითარებასთან, მედიცინაში არსებული უახლესი ინოვაციური მეთოდის გაცნობასთან. მედიცინა მუდმივად ვითარდება და მუდმივად გიწევს შრომა, რომ დაეწიო და მივყვე მისი განვითარების ეტაპებს. მინდა ჩვენს ქვეყანაში შემცირდეს გინეკოლოგიური სიმსივნეების სტატისტიკა, რადგან არის ამის შესაძლებლობა. მნიშნელოვანია მსოფლიოში არსებული უახლესი სამედიცინო მკურნალობის მეთოდების საქართველოში დანერგვა, რომლის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობ და ვცდილობ მკურნალობაში უახლესი საერთაშორისო სტანდარტები გამოვიყენო. ჩემთვის, როგორც ქირურგისთვის, ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე საოცარი ბედნიერების მომნიჭებელი შეგრძნებაა და იმის მოტივაცია, რომ უფრო მეტი ადამიანის დახმარებას და გამოჯანმრთელებას შევძლებ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 24, 2025
#OK! inspiration home store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! inspiration home store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 24, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან მარკლი და პრინცი ჰარი £170,000-იანი რეინჯ როვერით ლოს ანჯელესის ქუჩებში სეირნობენ

#OK! მეგან მარკლი და პრინცი ჰარი £170,000-იანი რეინჯ როვერით ლოს ანჯელესის ქუჩებში სეირნობენ

March 21, 2021
#OK! “მე სხეული დავტოვე და გარდაცვლილებს ვესაუბრებოდი,” – შერონ სტოუნი

#OK! “მე სხეული დავტოვე და გარდაცვლილებს ვესაუბრებოდი,” – შერონ სტოუნი

May 7, 2021
#OK! მზრუნველი დაიკო: ბელა ჰადიდმა ჯიჯისა და ზეინ მალიკს რომანტიკული მომენტი გაუფუჭა

#OK! მზრუნველი დაიკო: ბელა ჰადიდმა ჯიჯისა და ზეინ მალიკს რომანტიკული მომენტი გაუფუჭა

April 28, 2021
#OK! ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა

#OK! ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა

October 5, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
#OK! inspiration home store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

#OK! inspiration home store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 24, 2025
#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 24, 2025
Auto Draft

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები