• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Dives Med – ყველაფერი თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

January 12, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Health and Beauty Book ევროპული ბრენდის Dives Med-ის შესახებ გიამბობთ, რომელსაც ქართული კომპანია Global Eastetics უწევს დისტრიბუციას და საზოგადოებას სთავაზობს. კომპანია 2022 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე და თავიდანვე დაისახა მიზნად მომხმარებლისთვის მხოლოდ  ევროპული პროდუქციის წარდგენა და შეთავაზება. რას მოიცავს კომპანიის საქმიანობა და რა სახის პროდუქციას სთავაზობს ბრენდი საზოგადოებას, დამფუძნებელი ნინო ცანავა გვიამბობს.

 

უპირველესად, გვიამბეთ ბრენდის საქმიანობის შესახებ.

Global Eastetics დავაარსეთ 2022 წლის აგვისტოში და ბრენდმა სექტემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება. ჩვენ გავხდით გერმანული კომპანიის Dives Med-ის ოფიციალური შემომტანი საქართველოში და უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ბაზარზე ამ პროდუქციის გაყიდვას ვაწარმოებთ. საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ მოკლე დროში დავიმსახურეთ როგორც ექიმი კოსმეტოლოგების, ასევე პაციენტების ნდობა. შესაბამისად, ვითვლებით ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ისეთ კომპანიებს შორის, რომლებიც უკვე 5 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობენ.

 

რა მომსახურებებს აერთიანებს Dives Med Georgia?

Dives Med Georgia-ს პორტფოლიო მოიცავს თითქმის ყველა პროდუქტს, რაც საჭიროა დერმატო-კოსმეტოლოგების კაბინეტისთვის, ესენია: ფილერები, ბიორევიტალიზაციები, ბუსტერები, ბიოპრეპარატები, მეზოკოქტეილი, პილინგი, სახლის პირობებში მოვლის პროდუქცია, ძაფები და აპარატურა.

 

ხარისხსა და შედეგებზე გვიამბეთ.

რაც შეეხება ხარისხსა და შედეგებს, როგორც აღვნიშნე, ეს არის ევროპული ბრენდი, გერმანული კომპანია. ჩვენ ვფლობთ ყველა ევროპულ სერტიფიკატს. გარდა კოსმეტოლოგებისა, თავად პაციენტებისთვისაც თვალსაჩინოა პროცედურის ჩატარების შემდგომი შედეგები.

 

როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ ევროპული ბრენდი და გვაქვს სრულიად უსაფრთხო პროდუქცია. ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი დაპატენტებული ჰიალურონის მჟავა, რომლის მეშვეობითაც ფილერებისა და ბიოპრეპარატების დამზადება ხდება.

 

 

აპარატურასა და პროდუქტებზეც მოგვიყევით.

თავიდან დავიწყეთ ფილერების, ბიოპრეპარატების, მეზოკოქტეილების, პილინგების შემოტანა და ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს. როგორც აღვნიშნეთ, არა მხოლოდ ექიმებისგან, არამედ პაციენტებისგან.

 

წელს დავიწყეთ ძაფების შემოტანაც. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, აქტიურად შევუდექით ძაფების გაყიდვას. დღესდღეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძაფების ხარისხი საქართველოში არსებულ ძაფებს შორის ნამდვილად საუკეთესოა.

 

რაც შეეხება აპარატურას, ამ ეტაპზე წარმოდგენილი გვაქვს ცენტრიფუგა და მიკრონიდლინგი, რომელიც გერმანიაშია დამზადებული და ყველა ევროპულ სერტიფიკატს ფლობს. ეს არის უმაღლესი ხარისხის აპარატი, რომლითაც თამამად შეიძლება ყველა დერმატო-კოსმეტოლოგმა ჩაატაროს პროცედურა პაციენტებზე.

 

როგორ შეაფასებდით 2023 წელს ბრენდისთვის.

მოხარულები ვართ, რომ ის მოლოდინი, რაც გვქონდა ამ წლისთვის, შევასრულეთ. შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლოსთვის გადავაჭარბეთ კიდევაც ამ მოლოდინებს.

 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კომპანია ვართ, გამოიჩინეს ნდობა ჩვენ მიმართ, დაგვიდგნენ გვერდში და დღეს უკვე აქტიურად და თამამად მუშაობენ ჩვენი პროდუქციით, რადგან შედეგი, ხარისხი და ფასი ამართლებს მათ მოლოდინებს.

 

ამ წელს, ასევე,  გვქონდა გასვლითი სემინარი საქართველოს ფარგლებში, მარტში და საკმაოდ წარმატებით. ამასთან ერთად, დავიწყეთ მინი-სემინარების, მასტერკლასების ჩატარება, სადაც ექიმები ეცნობოდნენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და თავადვე ხედავდნენ, თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ პროცედურა და პროცედურის დასრულებისთანავე ადევნებდნენ თვალს შედეგებს.

 

როგორია Dives Med Georgia-ს სამომავლო გეგმები და მიზნები?

მოხარულები ვართ, რომ 2023 წელს ძალიან წარმატებით ვამთავრებთ, ხოლო მომავალი წლისგან უფრო მეტ ლოიალურ ექიმებსა და მომხმარებლებს ველოდებით.

 

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, 2024 წელს დაგეგმილი გვაქვს საზღვარგარეთ სასწავლო კურსებზე ჩვენი დერმატო-კოსმეტოლოგების გაშვება ტრენინგებზე, რაც ჩვენი ერთ-ერთი მიზანია და მათთვის ხელის შეწყობა იმაში, რომ უცხოეთში გაეცნონ იმ სიახლეებს, რაც ესთეტიკურ მედიცინაში შემოდის. დაგეგმილი გვაქვს ორი მასტერკლასი, რომელსაც წარუძღვებიან ევროპიდან მოწვეული პლასტიკური ქირურგები. ერთ-ერთი ჩატარდება გაზაფხულზე, მეორე – შემოდგომაზე. ასევე, ჩვენი სურვილია გავფართოვდეთ და გარდა Dives Med-ისა, სხვა წარმატებული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები გავხდეთ საქართველოში. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ შემოვიტანთ ევროპულ ხარისხიან ბრენდს, რადგან ეს, უპირველესად, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი.

 

და კიდევ: წელს ვაპირებთ უფრო მეტად დავიტვირთოთ აპარატურით, რომელიც სჭირდებათ კოსმეტოლოგებს და, რაც მთავარია, უფრო მეტი ექიმი კოსმეტოლოგი დავამეგობროთ ჩვენს ბრენდთან.

ასევე გაეცანი

#OK! კანის საშემოდგომო სიღრმისეული მოვლა
Health & Beauty

#OK! კანის საშემოდგომო სიღრმისეული მოვლა

September 11, 2025
#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი
Health & Beauty

#OK! პროფესიონალის გზა პაციენტების გულისკენ – ინგა ელიაშვილი

September 12, 2025
#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი
Health & Beauty

#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი

September 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

September 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მაიკლ ჯორდანის ნაცვამი ფეხსაცმელები 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

#OK! მაიკლ ჯორდანის ნაცვამი ფეხსაცმელები 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

April 12, 2023
#OK! LolaVie – ჯენიფერ ენისტონი საკუთარი ბრენდით სილამაზის ინდუსტრიას უერთდება

#OK! LolaVie – ჯენიფერ ენისტონი საკუთარი ბრენდით სილამაზის ინდუსტრიას უერთდება

February 1, 2024
#OK! კენდალ ჯენერი ყოფილი შეყვარებულის გუნდის თამაშს ახალ შეყვარებულთან ერთად დაესწრო

#OK! კენდალ ჯენერი ყოფილი შეყვარებულის გუნდის თამაშს ახალ შეყვარებულთან ერთად დაესწრო

May 15, 2023
#OK! კენდალ ჯენერის ჩაცმულობა Coachella-ს 2022 წლის ფესტივალისთვის

#OK! კენდალ ჯენერის ჩაცმულობა Coachella-ს 2022 წლის ფესტივალისთვის

April 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები