• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! დედაქალაქის ახალი სავიზიტო ბარათი Axis Towers-ისგან

July 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ველნესი − უნიკალური სივრცე მულტიფუნქციური სერვისებით. ახალი რეკრეაციული სივრცე, ინოვაციური, გამწვანებული საფეხმავლო ქუჩა და კაფე-რესტორნები „პასაჟში“− ნამდვილად საჭირო და საინტერესო სიახლეა თბილისელებისთვის. წაიკითხეთ OK!-ის რეპორტაჟი დედაქალაქის ახალ სავიზიტო ბარათად ქცეული ლოკაციიდან.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Axis Towers-ი უკვე გახდა დედაქალაქის ახალი სავიზიტო ბარათი. ცათამბჯენი, ინჟინრული და არქიტექტურული თვალსაზრისით, უნიკალური პროექტია. მის გამორჩეულობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ იგი ერთდროულად მოიცავს დეველოპმენტის 5 მიმართულებას: საცხოვრებელ, სასტუმრო, საოფისე, კომერციულ და გასართობ ფუნქციებს.

წარმოიდგინეთ, როგორ ისვენებთ მყუდრო რეკრეაციულ სივრცეში, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ტკბებით სიმწვანით და ამავდროულად, სხვადასხვა ტიპის კერძსა თუ სასმელს აგემოვნებთ… ეს იდეა რეალობად Axis Towers-მა აქცია − შექმნა საზოგადოებრივი მიზიდულობის ახალი ცენტრი და დედაქალაქის ტურისტული მარშრუტი გაამრავალფეროვნა.

Axis Towers-ის პროექტის საწყის ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირისა და აბულაძის ქუჩის დამაკავშირებელი ტერიტორიის კომერციული ფართებით ათვისება იყო ჩაფიქრებული, თუმცა დეველოპერული კომპანიის კონცეფცია არა მხოლოდ ბრენდის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, არამედ ადამიანებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას მოიცავს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ეს სივრცე ადგილობრივებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის ახალი თავშეყრის ადგილი გამხდარიყო. შედეგად, შეიქმნა 80 მეტრი სიგრძისა და 20 მეტრი სიგანის საფეხმავლო ქუჩა, სადაც 7 სხვადასხვა ტიპის პრემიუმკლასის რესტორანი ორ სართულზე, „პასაჟურ“ სტილშია განლაგებული.

პირველი სართულის ყველა რესტორანს საკუთარი შიდა სივრცე და ასევე, ტერასა აქვს, რომელიც „პასაჟშია“ მოქცეული. გარდა ამისა, ტერასა აქვს მეორე სართულის რესტორნებსაც, რომელთაგან ერთი აბულაძის ქუჩის მხარეს, მეორე კი ჭავჭავაძის მხარეს გადის. ამ ტერასების წყალობით, პირველ სართულზე გარკვეული ტიპის ხიდები შეიქმნა, რომელთა ქვეშ ორი დამოუკიდებელი ბარი განთავსდა. ერთი მათგანი კოქტეილისაა, ხოლო მეორე − ღვინის.

საფეხმავლო ქუჩის ბოლოს, აბულაძის მხარეს, Axis Towers-ის რესტორანი „ფალესტრა“ მთლიანი ქუჩის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს. ის ამ ქუჩის ერთგვარი ლოკომოტივი იქნება. რესტორანს აქვს ძალიან ლამაზი გამწვანებული ეზო, მოძრავი გადახურვით, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველ გარემოს ქმნის. „ფალესტრა“ 3 დარბაზად არის დაყოფილი. პირველი ე.წ. სასადილო სივრცეა, რომელიც ამერიკულ სტილზეა გათვლილი − ბურგერებისა და მსგავსი საკვების კომფორტულად დასაგემოვნებლად.

მეორე დარბაზი − შუა ზონა, დიდ საერთო მაგიდას ეთმობა, სადაც სტუმარს შესაძლებლობა აქვს დატკბეს კულინარიული შოუთი და თვალი ადევნოს, თუ როგორ ამზადებს კერძს მრავალი ჯილდოს მფლობელი, Four Seasons-ის ყოფილი და ამჯერად უკვე „ფალესტრას“ შეფი.

მესამე ზონა აზიურ სტილს მოიცავს. სუში-ბარს ლაუნჯისკენ აქვს გასასვლელი, სადაც ჰამაკები და კომფორტულად მოსაკალათებლად საჭირო ყველა ინვენტარი დაგხვდებათ.

საფეხმავლო ქუჩის მეორე სართული მთლიანად ქართულ მიმართულებას დაეთმობა. ამ სივრცეში, ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს სინთეზით, ქართული ავთენტური სამზარეულოს „სამჭედლო“ შეიქმნება. ამ იდეის განხორციელება პროექტის შემდეგ ეტაპზეა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ახალ საფეხმავლო ქუჩაზე სტუმრობას შეძლებენ როგორც Axis Towers‑ის მომხმარებლები, ისე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დასვენება, გართობა, ან უბრალოდ, ყავის მყუდრო გარემოში დაგემოვნება მოუნდება.

ალბათ, ბევრისთვის სასიხარულო ამბავია, რომ აქ ველნესი გაკეთდა, რომელიც თავისი მასშტაბითა და შინაარსით ნამდვილად გამორჩეულია და მისი ანალოგი ქალაქში არ არსებობს.

Axis Towers-ის ველნესი სასტუმრო Pullman‑ისა და Axis Towers-ის სტუმრებს გართობის, დასვენებისა და სპორტული აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ის აერთიანებს 25 მეტრი სიგრძის საცურაო აუზს მოძრავი გადახურვით; ღია ტერასას, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე გადის; კაფე-ბარს; პროფესიულად აღჭურვილ ფიტნესსივრცეს და სპას.

საცურაო აუზი

Axis Towers-ის VI სართულზე განთავსებულია 25 მეტრი სიგრძის საცურაო აუზი, მოძრავი გადახურვით. აუზს ღია ტერასა აქვს, ხედით ჭავჭავაძის გამზირზე, რომელსაც მზე მთელი დღის განმავლობაში ანათებს. ტერასა კომფორტული ავეჯით არის გაწყობილი და ზეთისხილის ხეებითაა გაფორმებული. ზამთარში კი, გადახურული ჭერის წყალობით, დამსვენებელს საშუალება ეძლევა სიმყუდროვე შეიგრძნოს და ხედებით დატკბეს. აუზის გვერდით 2 დიდი ჯაკუზია განთავსებული, რომელთაგან თითოეული 10 ადამიანზეა გათვლილი.

Axis Towers-ის ველნესი უნიკალურია თავისი მასშტაბით, რადგან ქალაქის ცენტრში არ არსებობს მსგავსი პრემიუმტიპის კომპლექსი. გამორჩეულია ტერასაც, რადგან ასეთი ზომის ტერასას, რომელიც ცენტრალურ გამზირზე გადის და ამავე დროს, ასეთი მყუდროა, ქალაქში ასევე ვერ შეხვდებით.

დღის განმავლობაში, ველნესის სტუმრებს კაფე-ბარი მოემსახურება, რომელიც განსხვავებულ მენიუს შესთავაზებს ჯანსაღი კერძებითა და განსაკუთრებული, სპეციალურად ველნესისთვის შექმნილი კოქტეილებით.

ფიტნეს და სავარჯიშო სივრცე

უნიკალურია ველნესში არსებული სპორტული მიმართულებაც, რადგან სხვა მსგავსი ადგილებისგან განსხვავებით, Axis Towers-ში სრულყოფილად აღჭურვილი ფიტნესდარბაზი მოეწყო, რომლის მასშტაბიც ასევე თვალშისაცემია. 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ სპორტულ სივრცეში ხელმისაწვდომია „ტექნოჯიმის“ ფირმის, უახლესი მოდელის ტრენაჟორებით აღჭურვილი ზონა, კარდიოზონა, კრივი, პილატესი და იოგა. იოგასა და პილატესის სივრცეებს ცალკე დიდი ტერასა ეთმობა.

ვინაიდან Axis Towers-ის კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სიახლეების დანერგვაა, სპორტული მიმართულებაც არ არის გამონაკლისი. Axis Towers-ის ფიტნესნაწილში ინოვაციური „როვერების“ ჯგუფური ვარჯიშების სივრცეა გამოყოფილი. წყლის ნავებით შეჯიბრის ჯგუფური ვარჯიშისას უზარმაზარ ეკრანზე სასურველი ხედის არჩევაა შესაძლებელი. კიდევ ერთი „სიურპრიზი“ მუსიკალური გაფორმებაა. ფიტნესისა და სპორტის მოყვარულთა მოტივაციასა და განწყობაზე დიჯეი იზრუნებს და მოვარჯიშეებს მუსიკით გაამხნევებს.

სპეციალურად გადამზადებული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი ჩაგიტარებთ შიდა ტურს, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას ყველა სახის სერვისზე და რაც მთავარია, თქვენზე მორგებულ მომსახურებას შეგირჩევთ.

Axis Towers-ის ველნესს წლის ბოლომდე საერთაშორისო ბრენდის სპა შეემატება.

ასევე გაეცანი

#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მილი ბობი ბრაუნის და ჯეიკ ბონგიოვის წყვილის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

#OK! მილი ბობი ბრაუნის და ჯეიკ ბონგიოვის წყვილის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

March 16, 2022
#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი: წყვილი მეგობრის დაბადების დღის დატოვებისას შენიშნეს!

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი: წყვილი მეგობრის დაბადების დღის დატოვებისას შენიშნეს!

September 10, 2021
#OK! 2022 წლის TOP 22 ქართული ვარსკვლავური წყვილი

#OK! 2022 წლის TOP 22 ქართული ვარსკვლავური წყვილი

December 24, 2022
#OK! ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდვინი ქორწინების 3 წლისთავს აღნიშნავენ

#OK! ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდვინი ქორწინების 3 წლისთავს აღნიშნავენ

October 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები