• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დაგეგმეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე L&B Decor-თან ერთად

August 14, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნებისმიერი ჩვენგანი ქორწილის, დაბადების დღის თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაზე ფიქრს გაცილებით ადრე ვიწყებთ, რათა დაუვიწყარი იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე ახლობლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის. შესაბამისად, ამ მეტად მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ვაკისრებთ კომპანიას, რომელსაც ვენდობით და დარწმუნებული ვართ გარანტირებულ შედეგში. გაგაცნობთ L&B Decor-ს, რომელიც მომხმარებელს მათთვის მნიშვნელოვან თარიღებს ულამაზებს. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელ დიზაინერ-დეკორატორ მარიამ ბრეგაძესთან.

უპირველესად, გაგვეცანით.

ხელოვნებასთან ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი მაქვს. გამომდინარე იქიდან, რომჩემი მოჭიდავე და ჩემპიონი ბაბუს ძმა მოქანდაკე და მხატვარი იყო და ოჯახშიც ყველას აქვს მუსიკალური განათლება, თავადაც ვმღერი, ვუკრავ, ვხატავ, ვარ არაერთგზის რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი. შემოქმედი ადამიანების გარემოში გავიზარდე და ინტელექტუალური და სადღესასწაულო შეკრებები ხშირად იმართებოდა ჩვენს ოჯახში და ამ შეხვედრებს განსაკუთრებულ იერსახეს სძენდა ჩვენ მიერ მორთული სუფრა. ამ ყველაფერმა, გენეტიკურმა ფონმა დიდი გავლენა იქონია ჩემს ახლანდელ საქმიანობაზე.

რამდენი ხანია, რაც L&B Decor-ი დააფუძნეთ და საიდან გაჩნდა იდეა? რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?

L&B Decor-ი, როგორც კომპანია, 20 წელია არსებობს, წარმოადგენს ჩვენს ოჯახურ ბიზნესს და ქოლგისებური ბრენდინგის პრინციპით აერთიანებს ტექსტილის დიზაინის, ფარდის სალონის, საბავშვო პროდუქციის, საძილე ნიღბებისა და აქსესუარების ხაზს, „ბუბუსის“.

უამრავი ბიზნეს თუ საქველმოქმედო პროექტი გვაქვს განხორციელებული და კოვიდის პერიოდში დაგვაჯილდოეს „საზოგადოებრივი გმირების“ წოდებით, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი. მას შემდეგ, რაც აქტიურად ჩავერთე, მოვიგეთ „აწარმოე საქართველოს“ გრანტი 20 000 ლარის ოდენობით, დაგვიფინანსდა უახლესი ტექნოლოგია და მოითხოვეს, ჩვენი მომსახურება კიდევ უფრო მრავალპროფილური გაგვეხადა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ღონისძიებების ორგანიზება და დიზაინი.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საზოგადოებას ვთავაზობთ საქორწინო თუ კორპორაციულ დიზაინს, საიუბილეო ღონისძიებებს, ხელის თხოვნის ცერემონიებს, ნათლობის დახურულ და ღია სივრცეებში მოწყობას.

 

რა არის თქვენი ნიშა?

განსაკუთრებულად აქტუალური და მოთხოვნადია საქორწინო დიზაინი, შესაბამისად, მეც ვცდილობ ჩვენი ნიშა იყოს ჯადოსნური გარემოს შექმნა, რათა წყვილმაც და სტუმრებმაც თავი ზღაპრულ სამყაროში იგრძნონ.

ვცდილობთ ჩვენი თითოეული პროექტი მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ამ შედეგს მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერებითა და დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ. აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს და ყველა პლატფორმას.

წელიწად-ნახევარში, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით გავხდით ცნობილები, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ შეგვიყვარა და მისი ნდობა მოვიპოვეთ.

სად შევძლებთ თქვენი მომსახურებით სარგებლობას? შეზღუდულია თუ არა მიმართულებები?

ჩვენი მომსახურებებით სარგებლობას შეძლებთ ქუთაისში, თბილისში და წინასწარი ჯავშნების შემთხვევაში, მთელი საქართველოს მასშტაბითაც.

როგორ ხდება ღონისძიებების დაგეგმვა?

მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვას მინიმუმ ორი თვე ესაჭიროება. ამ დროის განმავლობაში ვადგენთ ღონისძიების კონცეფციას, სტრატეგიულ ფერებს, სამოქმედო გეგმას, ვსაზღვრავთ ბიუჯეტს, ვათვალიერებთ ობიექტს, ინფრასტრუქტურას, ვარჩევთ საჭირო მასალას და შემდეგ ვქმნით ესკიზს. განვიხილავთ დამკვეთთან ერთად შესაძლო ვარიანტებს და შემდეგ სამუშაო ჯგუფს გადაეცემა გეგმა, რომლითაც მთელი პროცესის განმავლობაში ხელმძღვანელობს.

 

გუნდზეც გვიამბეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, დიზაინის შექმნის პროცესში გყავდეს სწორად შერჩეული გუნდი. სხვანაირად წარმოუდგენელია ასეთი მასშტაბის ღონისძიებების წარმატებულად განხორციელება. ამ დრომდე 100-მდე პროექტი უკვე წარმატებულად დავხურეთ და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი მომხმარებელი არის ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი, რაც მაძლევს მოტივაციასა და სტიმულს, უფრო მეტი ვაკეთო და გავალამაზო რაც შეიძლება ბევრი წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღე.

ბოლოს სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.

როგორც ყველა კომპანია, ჩვენი მიზანიც არის გაზრდა და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის, ამიტომ ცოტა ინტრიგას დავტოვებ და სიახლეებს ჩვენი პერსონალური გვერდებიდან გავაჟღერებთ.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თბილისის წიგნის ბაზრობა

#OK! თბილისის წიგნის ბაზრობა

April 10, 2025
#OK! სამოქალაქოდან საგანმანათლებლო სექტორამდე

#OK! სამოქალაქოდან საგანმანათლებლო სექტორამდე

June 12, 2025
#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად კიდევ ერთხელ დაფიქსირდნენ

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად კიდევ ერთხელ დაფიქსირდნენ

April 30, 2021
#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი: ვარსკვლავის მონოქრომული იმიჯი!

#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი: ვარსკვლავის მონოქრომული იმიჯი!

July 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები