• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! დაგეგმე დაუვიწყარი მოგზაურობა Travelfy-ისთან ერთად

August 3, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

Travelfy − ეს არის კომპანია, რომელიც პანდემიის პერიოდში დაფუძნდა, თუმცა არ შეუშინდა არანაირ გამოწვევას და დღეს უკვე საპატიო ადგილს იკავებს ბაზარზე. კომპანიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა გაიარა დღევანდელ დღემდე და მომხმარებლებს ძალიან საინტერესო შეთავაზებებითა და ტურებით ანებივრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჟურნალი OK! კომპანიის დამფუძნებელ გიორგი მელიქიშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს Travelfy-ის საქმიანობის შესახებ.

გვიამბეთ კომპანიის საქმიანობის შესახებ.

Travelfy არის ტურისტული კომპანია, რომელიც 2 მარტს, პანდემიის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დავაფუძნე. მიუხედავად ამისა, არცერთი წუთით არ შეგვიწყვიტავს მუშაობა და ბოლომდე შემართებით ვახორციელებდით ყველანაირ საქმიანობას. საწყის ეტაპზე, შიდა ტურებით დავიწყეთ, რადგან დაკეტილი იყო საზღვრები და ადამიანებს ქვეყნის შიგნით მოგზაურობას ვთავაზობდით.

 

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ყველა მიმართულებით გვყავს საუკეთესო პარტნიორები, ამიტომ მომხმარებლებს ვთავაზობთ ძალიან საინტერესო და ექსკლუზიურ პროდუქტებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც მოიცავს ავიაბილეთებს, სასტუმროებს, ექსკურსიებს, მომხმარებლის მოთხოვნით შედგენილ ინდივიდუალურ ტურებს და ყველა იმ სერვისს, რომელიც ტურიზმთან ასოცირდება.

რომელ მიმართულებებს მოიცავს კომპანია?

რაც შეეხება მიმართულებებს, პანდემიის შემდეგ რამდენიმე მიმართულება გვქონდა, მათ შორის იყო ეგვიპტე, თურქეთი, ტანზანია, მალდივები, დუბაი და ის ქვეყნები, რომლებიც ვაქცინაციის ნებართვის გარეშე გვრთავენ უფლებას, გადავკვეთოთ მათი საზღვარი.

 

როგორი იყო განვითარების პროცესი?

განვითარების პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი კომპანია პანდემიამდე 2 კვირით ადრე გაიხსნა და მზად ვიყავით როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. ორი ვარიანტი გვქონდა − ან გაგვეჩერებინა მუშაობა, ან პირიქით. როდესაც უმეტესმა კომპანიებმა შეწყვიტეს მუშაობა, ჩვენ შემართებით გავაგრძელეთ საქმიანობა.

დავხარჯეთ უზარმაზარი რესურსი, რამაც გამოიღო ძალიან დიდი შედეგი და ყველა, ვისაც შიდა ტურის გაკეთება სურდა, პირდაპირ ჩვენთან მოდიოდა. ფაქტობრივად, სხვა ალტერნატივა არც კი არსებობდა იმ ეტაპზე. გარდა ჯავშნის გაკეთებისა, მნიშვნელოვანი იყო მომსახურების ხარისხი. ჩვენმა მიდგომებმა კი გამოიღო შედეგი და ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გაუჩინა კომპანიას, რამაც გაზარდა Travelfy-ის ცნობადობა. საბოლოოდ, მივიღეთ ის შედეგი, რომ დღესდღეობით ბაზარზე ყველაზე მეტ ჯავშანს ვიღებთ საქართველოში.

პირველი ლოკდაუნის დასრულებისთანავე, გავედით ოფისში და მეორე დღესვე დავიწყეთ ტურების სოციალურ ქსელში განთავსება. არ ვიცოდით, რა შედეგი მოჰყვებოდა, საერთოდ გაუჩნდებოდა თუ არა საზოგადოებას მსგავს აქტივობებში ჩართვის სურვილი, თუმცა პირველივე განცხადების განთავსების შემდეგ, უამრავი მოთხოვნა შემოვიდა, რადგან ხალხი მოწყურებული იყო შინიდან გასვლას.

 

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საზოგადოების მხრიდან ამხელა აქტივობა და დაინტერესება?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე თავიდანვე საუკეთესო შეთავაზებები და ფასები გვქონდა. შესაბამისად, ვიღებდით ყველაზე მეტ ჯავშანს, რამაც იმის საშუალება მოგვცა, რომ არა მხოლოდ მომხმარებლებზე ვყიდდით ტურებს, არამედ ტურისტულ კომპანიებზეც. დღესდღეობით, ჩვენ ვეწევით ტუროპერატორულ საქმიანობას, რადგან თავად ვქმნით და ვყიდით პროდუქტს როგორც მომხმარებლებზე, ასევე ტურისტულ სააგენტოზე.

გვესაუბრეთ გუნდზე.

კომპანიის გუნდი დავაკომპლექტეთ ორ ნაწილად – ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით და დამწყები თანამშრომლებით, რომლებიც ჩვენთან იწყებენ კარიერულ წინსვლას და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.

პანდემიამ საშუალება მოგვცა, დიდი დრო განვითარებისა და ცოდნის შეძენისთვის დაგვეთმო. შესაბამისად, მთელი ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო რამ ისწავლეს ჩვენი გუნდის წევრებმა და დღეს მზად ვართ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი სირთულის ჯავშნებს, მოთხოვნებსა და გამოწვევებს.

 

 

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახლო მომავალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ვგეგმავთ ფილიალების დამატებას, რადგან მოთხოვნა დღითი დღე იზრდება ჩვენს პროდუქტზე. გვიკავშირდებიან სხვადასხვა რეგიონიდან, რაც მათ ადგილზე მოსვლის აუცილებლობას აჩენს. შესაბამისად, დასაწყისისთვის ცენტრალურ ქალაქებში დავამატებთ ფილიალებს და გავზრდით არეალებს.

ასევე, კრუიზებმა განაახლეს პოპულარული მიმართულებით თავიანთი მარშრუტები და ეს ჩვენი ძალიან დიდი უპირატესობა იქნება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი იქნება ტურები თურქეთის, ემირატების, მალდივებისა და სეიშელის კუნძულების, და ტაილანდის მიმართულებით, რომელზეც ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს.

 

ასევე გაეცანი

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
#OK! 59 წლის დემი მურის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Andie Swim-ის ახალი კოლექციისთვის

#OK! 59 წლის დემი მურის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Andie Swim-ის ახალი კოლექციისთვის

September 22, 2022
#OK! თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის გარანტი „ლეონარდო ესთეტიკსი“

#OK! თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის გარანტი „ლეონარდო ესთეტიკსი“

May 12, 2021
#OK! ჩემპიონის მყუდრო ნავსაყუდელი – სანდრო ბაზაძე

#OK! ჩემპიონის მყუდრო ნავსაყუდელი – სანდრო ბაზაძე

September 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK! 10 ნივთი, რომელიც 2026 წლის დადგომამდე უნდა მოიცილოთ

#OK! 10 ნივთი, რომელიც 2026 წლის დადგომამდე უნდა მოიცილოთ

December 21, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები