• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Concept Clinic By Dr.Tamar BASILADZE – ინდივიდუალური მიდგომის ახალი სტანდარტი სილამაზის სფეროში

October 22, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თამარ ბასილაძისთვის პროფესიული არჩევანი მხოლოდ ოჯახური ტრადიციის გაგრძელება არ ყოფილა, ეს იყო შინაგანი მოწოდება, რომელსაც ის უკვე წლებია ერთგულად მიჰყვება. მედიცინის აკადემიური დოქტორი, დერმატოლოგი და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, რომელიც პაციენტთან ნდობისა და გულწრფელი ურთიერთობის დამყარებას წარმატების მთავარ ფორმულად მიიჩნევს, დღეს უკვე საკუთარ კლინიკას წარმოგვიდგენს. Concept Clinic არის სივრცე, სადაც skin longevity-ის ფილოსოფია, თანამედროვე მედიცინა და ესთეტიკა ერთიანდება პაციენტის ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

 

ქალბატონო თამარ, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ჩემი პროფესიული არჩევანი ჩემმა ოჯახმა განაპირობა, რადგან ოჯახის ყველა წევრი ექიმია. შესაბამისად, მეც დიდხანს არ მიფიქრია და გადაწყვეტილება უყოყმანოდ მივიღე, რაც არასოდეს მინანია!.. პროფესიული არჩევანით ბედნიერი ვარ, რადგან ერთი წუთიც ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მედიცინის გარეშე.

 

 

როგორია პაციენტებთან მიდგომის თქვენეული პრინციპები?

ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა მაქვს. მაქსიმალურად ორიენტირებული ვარ საუკეთესო შედეგზე. ჩემს პროფესიაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტის ნდობის მოპოვებაა, რასაც, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვართმევ თავს.

ვფიქრობ, ნდობას ვაღწევ პაციენტებთან ჩემი მიდგომით: მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებით, ყველა დეტალის გავლით, იქნება ეს დერმატოლოგიური დაავადების გამოსავალი თუ ესთეტიკური პროცედურის შედეგი, თავისი თანმდევი გვერდითი მოვლენებით. პაციენტი აფასებს ექიმის გულისხმიერებას და ყურადღებას, რაც საუკეთესო შედეგის წინაპირობაა.

 

რა იყო მთავარი მოტივაცია, რის გამოც გადაწყვიტეთ საკუთარი კლინიკის გახსნა.

ჩემთვის, საკუთარი კლინიკის შექმნა იყო პასუხი პროფესიულ საჭიროებაზე, ეს არის სრული პროფესიული რეალიზაცია. მსურდა პაციენტებისთვის შემეთავაზებინა ისეთი სამედიცინო გამოცდილება, რომელიც მაღალ პროფესიონალიზმსა და ინდივიდუალურ მიდგომაზე იქნებოდა დაფუძნებული.

ეს არის სივრცე, სადაც პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და ადამიანების დახმარების სურვილი ერთიანდება. ყოველი დეტალი, დიზაინიდან დაწყებული და მომსახურების სტანდარტებით დამთავრებული, ასახავს ჩემს ფასეულობებს და იმ გზას, რომელსაც წლების განმავლობაში მივყვებოდი.

 

გვესაუბრეთ ახალი კლინიკის კონცეფციაზე

Concept clinic-ის მთავარი კონცეფცია ეყრდნობა skin longevity-ის იდეას. კლინიკა ფოკუსირებული იქნება კანის  მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგზე, დაბერების პროცესის შენელებაზე, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და აღდგენაზე, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ, ხანგრძლივ და ჯანმრთელ გარეგნობას და არა მოკლევადიან ესთეტიკურ ეფექტს.

კლინიკა აერთიანებს დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის უახლეს მიღწევებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდებსა და ინდივიდუალურ მიდგომას, რათა თითოეულ პაციენტს შეუნარჩუნოს და გაუუმჯობესოს კანის ჯანმრთელობა, ბუნებრივი ესთეტიკა და თვითრწმენა.

 

რომელ სერვისებზე გექნებათ განსაკუთრებული აქცენტი?

სამედიცინო დერმატოლოგია – კანის და მისი დანამატების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ეგზემა, ფსორიაზი, აკნე, ალერგიული რეაქციები, ალოპეცია, ონიქოდისტროფიები და სხვა),

კანის ინფექციური ტიპის დაზიანებები (იმპეტიგო, ერითემა, ფოლიკულიტი, კარბუნკული და ა.შ.),

ვირუსული ტიპის დაავადებები (ნებისმიერი სახის ლიქენი, პაპილომა, ჰერპესი),

კანის ანალიზი და პრევენცია – კანის მდგომარეობის დეტალური დიაგნოსტიკა, ინდივიდუალური პროგრამები კანის მოვლისთვის და დაბერების პრევენციისთვის, ცხოვრების წესის და კვების რჩევები კანის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, სრული ინექციური ესთეტიკური პროცედურები, რომელიც მიმართულია კანის, სახის კონტურის, მოცულობისა და ზოგადი ესთეტიკური ჰარმონიის გაუმჯობესებისკენ.

 

როგორია თქვენი ბალანსის საიდუმლო – როგორ ახერხებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ჰარმონიის შენარჩუნებას?

არ არის მარტივი, რადგან ბალანსის დაცვა ერთგვარი გამოწვევაა. ექიმის პროფესია მოითხოვს დიდ ენერგიას, პასუხისმგებლობას, ფოკუსს და დროს, ხოლო სამი შვილის აღზრდა, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს, მოთმინებასა და ორგანიზებულობას. ბალანსის საიდუმლო არის დროის და პრიორიტეტების სწორად განაწილებაში, და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების მხარდაჭერის გარეშე, ეს ყველაფერი, რთული იქნებოდა.

 

 

 

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც ახალა იწყებენ კარიერას?

ახალგაზრდა ექიმისთვის კარიერის დასაწყისი ერთდროულად გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც. ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა, ახალი ცოდნის მიღება, რადგან მედიცინა მუდმივად ვითარდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პროფესიული ეთიკის დაცვა და კონფიდენციალურობის პატივისცემა. ადამიანური დამოკიდებულება განსაზღვრავს ექიმის რეპუტაციას. ამასთან, აუცილებელია საკუთარი ჯანმრთელობისა და ემოციური ბალანსის შენარჩუნება, რადგან გადაღლილი ექიმი ვეღარ დაეხმარება სხვას. ემპათია ფასდაუდებელია, თუმცა საჭიროა პროფესიული საზღვრების დაცვაც, რომ ენერგია არ დაიცალოს. და ბოლოს, შეცდომები ეს არის სწავლების ნაწილი; მთავარია, რომ მათგან გაკვეთილი გამოიტანოთ და პროფესიულად გაიზარდოთ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ,,ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და აკნესგან გამათავისუფლა” – როზი ჰანტინგტონ უიტლი

#OK! ,,ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და აკნესგან გამათავისუფლა” – როზი ჰანტინგტონ უიტლი

July 29, 2025
#OK! ნიკოლა სარკოზიმ თავისი 20-დღიანი პატიმრობის შესახებ წიგნი დაწერა

#OK! ნიკოლა სარკოზიმ თავისი 20-დღიანი პატიმრობის შესახებ წიგნი დაწერა

November 24, 2025
#OK! ირინა შეიკი ბრედლი კუპერის ობიექტივში Burberry-ის ახალი კოლექციისთვის

#OK! ირინა შეიკი ბრედლი კუპერის ობიექტივში Burberry-ის ახალი კოლექციისთვის

April 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

September 21, 2026
#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

September 23, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! ეკრანს მიღმა: ლეგენდარული კინოკოსტიუმების ახალი ისტორია თბილისში

#OK! ეკრანს მიღმა: ლეგენდარული კინოკოსტიუმების ახალი ისტორია თბილისში

September 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები