• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! „ჩერის“ ტკბილეულის გემო ბავშვობაში დაგაბრუნებთ!

June 11, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საკონდიტრო „ჩერი“ ქუთაისში 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ მომხმარებლებს საინტერესო გემოსა და ვიზუალის მქონე ტკბილეულს სთავაზობს. როგორ გაჩნდა დაარსების იდეა, იყო თუ არა სირთულეები და რა სამომავლო გეგმები აქვთ, ამის შესახებ დამფუძნებელი მაკა დარახველიძე გვიამბობს.

როგორ შეიქმნა საკონდიტრო „ჩერი“?

ჩვენი საკონდიტრო დაარსდა 2007 წელს, ქუთაისის ერთ-ერთ ლამაზ, ისტორიულ უბანში. თავდაპირველად ეს ოჯახური ბიზნესი იყო, საქმე ჩვენმა წინაპრებმა შეგვასწავლეს და ტკბილეულს სახლში ვამზადებდით. შემდეგ მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ერთ დღესაც მივხვდით, გაცილებით დიდი რესურსი გვქონდა. ოჯახის წევრებმა მოვილაპარაკეთ, მეგობრებიც ჩავრთეთ და საკონდიტრო გავხსენით. იმ დროს რაც მოგვეპოვებოდა, მინიმალური ხარჯები იყო, თუმცა მაინც გავბედეთ. მაშინ ბევრი რამით განებივრებული არ ვიყავით, ძალიან შავ-თეთრი პერიოდი იდგა. მოვუფიქრეთ სახელი და მუშაობას შევუდექით.

ყველა მომხმარებელს, ვინც გვსტუმრობდა, ექსკლუზიურად ვთავაზობდით სხვადასხვა საინტერესო მოდელებს, ვუხატავდით, ფერებს ვთავაზობდით და ძალიან კმაყოფილები იყვნენ.

 

რაში მდგომარეობს თქვენი განსაკუთრებულობა?

პირველ რიგში, განუმეორებელი გემო, ვიზუალი, დახვეწილობა და უმაღლესი ხარისხი. ტკბილეული დამზადებულია მაღალხარისხიანი ნატურალური პროდუქტებით, როგორიცაა ქართული თაფლი, ქართული ნიგოზი, დეკორაციებისთვის კი იტალიურ ხარისხიან საძერწ მასალებს ვიყენებთ.

თავის დამკვიდრება მარტივი იყო?

რთულიც არ ყოფილა. ქალაქის მცხოვრებლებს უცხო მოდელის ლამაზ ტორტებს ვთავაზობდით. მაშინ ეს სიახლეს წარმოადგენდა. დღემდე ასეა – საბავშვო და საქორწილო ტორტები გამორჩეულია. არ ვიყენებთ შაბლონებს, ყველაფერი ჩვენი ხელით მზადდება.

როგორია ქუთაისელი მომხმარებელი?

გემოვნებიანი, ერთგული და ამასთანავე ძალიან მომთხოვნი. ხარისხიდან გამომდინარე, მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. ქუთაისი ჩემთვის არის ოჯახი, სიყვარულის და ღიმილის ქალაქი. ყველა მიღწევა, წარმატება ამ ქალაქს უკავშირდება.

 

როდის მიხვდით, რომ გამოგივიდათ?

პირველივე დღეებიდანვე მივხვდით, რომ ეს საქმე კარგად გამოგვივიდოდა. მადლიერი მომხმარებლის ნაკადი არ წყდებოდა და ჩვენ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებდით საქმეს და გულიანად ვშრომობდით. ძალიან გვახარებს, ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი რომ გვყავს.

გუნდი, რომელიც ამ სილამაზეებს ქმნის.

იცით რა, კონდიტერია ძალიან რთულია. იგულისხმება ბევრი უძილო ღამე, გონებრივი დატვირთვა… საკმაოდ შრომატევადია, როცა საქმე სხვადასხვა კონსტრუქციისა და დიზაინის ტორტებს ეხება. წარმოიდგინეთ, ხშირად ფიზიკის, ხაზვის და გეომეტრიის ცოდნაც კი არის საჭირო. ასევე აუცილებელია ხელმარჯვეობაც იმიტომ, რომ ძალისხმევას მოითხოვს.

საკონდიტროს ჩვენთან დასაქმებული ერთგული და შრომისმოყვარე თანამშრომლები განამტკიცებენ. თითოეული მათგანი ისე უდგება საქმეს, როგორც საკუთარს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

ტორტის ყველა დეტალი სიყვარულით, მოწიწებითა და პატივისცემით მზადდება. ჩვენი მომხმარებლებისთვის პროდუქციის ხარისხი უმთავრესია.

წინაპრების მიერ დატოვებული რეცეპტები თანამედროვე გავხადეთ, მათ სიცოცხლე დავუბრუნეთ. ჩვენი ტკბილეულის გემოები ბავშვობაში დაგაბრუნებთ.

სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, ახლო მომავალში გაფართოებას ვგეგმავთ. ასევე ახალი ტკბილეულის სახეობის დამატებას და ბრენდის გაძლიერებას. ამასთან, აუცილებლად უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. საბოლოოდ ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის გაძლიერებას ემსახურება.

 

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში
Gastro

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026
#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში
Gastro

#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

February 13, 2026
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯაოკენი – ინოვაციური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი თქვენი სახლისთვის

#OK! ჯაოკენი – ინოვაციური პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი თქვენი სახლისთვის

May 14, 2024
#OK! ვიდრე სათქმელი არ დამელევა – ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან

#OK! ვიდრე სათქმელი არ დამელევა – ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან

November 11, 2024
#OK! “გასაოცარი მსგავსება” – მსახიობები დუბლიორებთან ერთად

#OK! “გასაოცარი მსგავსება” – მსახიობები დუბლიორებთან ერთად

November 10, 2022
#OK! მეხუთე განქორწინება: 54 წლის პამელა ანდერსონი მეუღლეს შორდება

#OK! მეხუთე განქორწინება: 54 წლის პამელა ანდერსონი მეუღლეს შორდება

January 25, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

#OK! ესთეტიკა ადამიანებზე ზრუნვის ფორმაა, მადლიერი პაციენტი კი ყველაზე დიდი წარმატება – მარიანა კუჭუხიძის ხედვა

March 9, 2026
#OK! გამარჯვების დროშები

#OK! გამარჯვების დროშები

March 7, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026
#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები