კომპანიას, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, უკვე კარგად იცნობს ჟურნალი OK!-ის მკითხველი. ამჯერად კიდევ უფრო სასიამოვნო სიახლეებით დაგვიბრუნდა „ჩადრაგინები“. როგორც დამფუძნებელმა დებმა, სალომე და რუსკა ჩადუნელებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, კომპანიის 7 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებს სადღესასწაულო სივრცეს წარუდგენენ, სადაც ნებისმიერ სტუმარს შეეძლება როგორც სივრცით სარგებლობა, ისე „ჩადრაგინების“ ქეითერინგის მომსახურების მიღება. მაშ ასე, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებლებთან.
ჟურნალი OK!-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს კომპანია ,,ჩადრაგინებს“, ამჯერად რა სიახლეები გაქვთ?
(სალომე): ჩვენს კომპანიას მალე შეუსრულდება 7 წელი და ამ 7 წელს ჩვენი ობიექტის გახსნით აღვნიშნავთ. ეს იქნება სადღესასწაულო სივრცე, სადაც შეგეძლებათ როგორც სივრცით სარგებლობა, ისე „ჩადრაგინების“ ქეითერინგის მომსახურების მიღება.
(რუსკა): მოგეხსნებათ, ჩვენ გვაქვს ვენახიც, რომელსაც ჩვენი ძალებით ვუვლით და ჩვენი კომპანიის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ საკუთარ ღვინოს – ვარდისფერ „რქაწითელს“. ჩვენს ჩამოსხმულ ღვინოს კი ჩვენი დიდი ბაბუის სახელი დავარქვით – „ედიშერი“.
რამდენი ხანია, რაც „ჩადრაგინები“ ბაზარზე გამოჩნდა და საიდან დაიბადა იდეა?
(სალომე): ჩვენი სამეგობრო ხშირად იკრიბებოდა ჩვენს სახლში, ვაწყობდით კულინარიულ საღამოებს. ჩვენი პირველი დეგუსტატორიც ჩვენი მეგობრები არიან. ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას ჩვენს მეგობარს, თორნიკე ჯგერენაიას დაურეკა მეგობარმა და როცა ჰკითხა, თუ სად იყო, თორნიკემ უპასუხა, ჩადრაგინებში ვარო. ჩვენი გვარიდან გამომდინარე მოიფიქრა ეს სახელი და ისიც დასძინა, დაიმახსოვრეთ, „ჩადრაგინები“ მალე ბრენდი გახდებაო. შემდეგ უკვე, 2017 წელს მეგობარმა შეგვიქმნა ჩადრაგინების გვერდი – კულინარიული ბლოგი, სადაც ხშირად ვაქვეყნებდით ჩვენს განსხვავებულ რეცეპტებს, რაც საკმაოდ პოპულარული იყო სოციალურ ქსელში, ამ ყველაფერმა კი დაგვაფიქრა, შეგვექმნა რაიმე უფრო სერიოზული და კომერციული. სწორედ ასე შევქმენით 2019 წელს ქეითერინგის სერვისი.
რა სახის მომსახურებას სთავაზობთ საზოგადოებას?
(რუსკა): „ჩადრაგინები“ საზოგადოებას სთავაზობს ქეითირინგის სრულ მომსახურებას. გვაქვს მრავალფეროვანი მენიუ, რომელსაც მუდმივად ვანახლებთ. მომხმარებლის სურვილებზე მორგებული მენიუები, ეს იქნება ვეგეტარიანული თუ დიაბეტური მენიუ. ქეითერინგის ხაზთან ერთად, ჩვენი კომპანია ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, რომელზეც მიიღება ცალკეული შეკვეთები. „ჩადრაგინები“ მომხმარებელმა გაიცნო „ანა პავლოვას“ ტორტით, რომლის ხარისხს დღემდე არ ვღალატობთ, გემოებიც დაიხვეწა და მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს 15 სახეობის გემო.
რატომ უნდა ავირჩიოთ „ჩადრაგინები“? უპირატესობებზე გვიამბეთ.
(სალომე): ჩვენი სერვისი არის ნებისმიერ სეგმენტზე მორგებული. „ჩადრაგინების“ მომსახურება არის მრავალფეროვანი, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე მიმართულების კომპანიასთან ურთიერთობა. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მომსახურებას: ტორტით, სივრცით, ივენთის ორგანიზებით თუ ქეითერინგის მომსახურებით დამთავრებული. როდესაც მომხმარებელი განდობს მისთვის მნიშვნელოვან დღეს, შენ არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება, შეცდომას თუ უშვებ, ადეკვატური რეაგირებაც უნდა შეგეძლოს.
უშუალოდ პროცესზე გვიამბეთ.
(რუსკა): ჩვენი კომპანია შეკვეთის მიღებას ახდენს ონალინრეჟიმში „ჩადრაგინების“ ოფიციალური ფეისბუქგვერდის მეშვეობით, რომელიც არის ძალიან გამართული და ორგანიზებული. საკონდიტრო ნაწარმზე შეკვეთა მიიღება 2-3 დღით ადრე, ხოლო ფურშეტულ მომსახურებაზე 4-5 დღით ადრე. ჩვენი სოციალური ქსელის ადმინი ამომწურავად აწვდის მომხმარებელს ნებისმიერ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ინფორმაციას და შეკვეთის პირობებს. ჩვენთვის პასუხგაუცემელი კითხვა არ არსებობს, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ მათ სურვილებს.
(სალომე): ჩვენი მომხმარებელი ჩვენი პირველი მრჩეველია. რჩევის, შენიშვნის მიმართ გვაქვს ადეკვატური მიმღებლობა. მუდმივად ვეკონტაქტებით მათ და ვცდილობთ შევთავაზოთ სიახლეები.
ხარისხზე მოგვიყევით.
(რუსკა): მაქსიმალურად ვართ ხარისხზე ორიენტირებული. ჩვენი პროდუქცია მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პატარა კანაპე იქნება თუ ტორტი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ დეტალებს, რადგან სწორედ ამ პატარა დეტალებით ვუქმნით სხვა ადამიანს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს, რის გამოც ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას. არა მარტო მოხმარებელი, არამედ ჩვენც უნდა ვიყოთ კმაყოფილი ჩვენი შექმნილით.
დღევანდელი გადმოსახედიდან გამართლდა თქვენი მიზანი, რაც თავდაპირველად დაისახეთ?
(სალომე): თავიდან, როცა ამ ბიზნესს ვიწყებდით, ძალიან გვეშინოდა. ალბათ უფრო იმის, თუ როგორ მიგვიღებდა მომხმარებელი, ერთია, როცა თავად მოგწონს შენი გაკეთებული და მეორეა, როცა სხვას მოსწონს. თან ასეთ კონკურენტულ გარემოში მოაწონო მომხმარებელს თავი, საკმაოდ რთულია. გვიხარია, რომ საყვარელი საქმე ბიზნესად ვაქციეთ. გვინდა თქვენს მკითხველს ვუთხრათ, რომ შეუძლებელი არაფერია. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მომხმარებელს სწორად მიეღო და მოსწონებოდა „ჩადრაგინები“. როცა კომპანიის სახელს იგებ, პირველი უნდა გახსენდებოდეს ის განსხვავებული, რაც მას შეუქმნია და რითაც ის სხვებისგან გამოირჩევა.
სამომავლო გეგმები.
(რუსკა): ამჟამად მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი ჩვენი მომსახურება, მაგრამ წლის ბოლოსთვის, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, უკვე იქნება გახსნილი ჩვენი სადღესასწაულო სივრცე, სადაც მომხმარებელს დავახვედრებთ შინაურულ, სახლურ გარემოს.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი