• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ჩადრაგინები აქციე შენი მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

July 15, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

კარგად ორგანიზებული ფურშეტი ნებისმიერ ღონისძიებას სასურველად აქცევს. „ჩადრაგინები“ სალომე და რუსკა ჩადუნელების ქეითერინგ კომპანიაა. როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები და რა როლი მიუძღვის მომხმარებელს მის განვითარებაში? – ამის შესახებ OK! დებ ჩადუნელებს გაესაუბრა.

 

გვიამბეთ, როგორ შეიქმნა „ჩადრაგინები“?

პანდემიამდე ჩვენი სამეგობრო ხშირად იკრიბებოდა ჩვენთან, ვაწყობდით კულინარიულ საღამოებს. მე და სალომეს გადანაწილებული გვქონდა თემები, მე საკონდიტრო მიმართულებით ვიხრებოდი ხოლმე. ჩვენი პირველი დეგუსტატორი ჩვენი მეგობრები არიან. ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას ჩემს მეგობარ თორნიკე ჯგერნაიას დაურეკა მეგობარმა და ჰკითხა სად ხარო, თორნიკემ უპასუხა ჩადრაგინებში ვარო, − ჩვენი გვარიდან გამომდინარე მოიფიქრა ეს სახელი და დასძინა, დაიმახსოვრეთ, ჩადრაგინები მალე ბრენდი გახდებაო.

 

(სალომე):  უკვე შემდეგ, 2017 წელს მეგობარმა შეგვიქმნა „ჩადრაგინების“ გვერდი − კულინარიული ბლოგი. იქ ხშირად ვაქვეყნებდით ჩვენს განსხვავებულ რეცეპტებს, რაც საკმაოდ პოპულარული იყო სოციალურ ქსელში. ამ ყველაფერმა კი დაგვაფიქრა შეგვექმნა რაიმე უფრო სერიოზული − კომერციული. სწორედ ასე შევქმენით ალაფურშეტის სერვისი. პირველად დავიწყეთ პასქებით, შემდეგ უკვე ერთ-ერთი ცნობილი წყვილისგან მივიღეთ ქორწილის შეკვეთა, რომელთაც სურდათ განსხვავებული ტკბილეული და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ბეზეს ტორტი „პავლოვა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. შედეგად, ეს ტორტი უკვე სხვა მომხმარებლებსაც შევთავაზეთ. ასე იქცა „პავლოვას“ ტორტი ჩვენს სავიზიტო ბარათად.

 

რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?

(რუსკა):  ბავშვობიდან ვოცნებობდი მქონოდა ისეთი ადგილი, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები მოვიდოდნენ და დააგემოვნებდნენ ჩემ მიერ დამზადებულ კერძებს. ხშირად ვუყურებდი მამოტივირებელ ფილმებსაც. თავიდან, როცა ამ ბიზნესს ვიწყებდით, მეშინოდა − ალბათ უფრო იმის, თუ როგორ მიგვიღებდა მომხმარებელი. ერთია, როცა თავად მოგწონს შენი გაკეთებული და მეორეა, როცა სხვას მოსწონს… თან ასეთ კონკურენტულ გარემოში მოაწონო მომხმარებელს თავი, საკმაოდ რთულია. მიხარია, რომ საყვარელი საქმე ბიზნესად ვაქციეთ. მინდა თქვენს მკითხველს ვუთხრა, რომ შეუძლებელი არაფერია.

 

(სალომე):  სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მომხმარებელს სწორად მიეღო და მოსწონებოდა „ჩადრაგინები“. როცა კომპანიის სახელს იგებ, უპირველესად უნდა გახსენდებოდეს ის განსხვავებული, რაც მას შეუქმნია და რითაც გამოირჩევა სხვებისგან.

 

 

რას მოიცავს „ჩადრაგინების“ სრული სერვისი?

(სალომე):  უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სერვისი ნებისმიერ სეგმენტზეა მორგებული. მაქსიმალურად ვართ ხარისხზე ორიენტირებული. ჩვენი პროდუქცია მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან − არ აქვს მნიშვნელობა, ეს პატარა კანაპე იქნება თუ ტორტი. სრული ქეითერინგ-მომსახურება გვაქვს. მუდმივად ვცდილობთ მენიუს გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას.

 

(რუსკა):  ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დეტალებს, რადგან სწორედ ამ პატარა დეტალებით ვუქმნით ადამიანს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს, რის გამო ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას. არა მარტო მომხმარებელი, არამედ ჩვენც უნდა ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი შექმნილით.

 

როგორია თქვენი მომხმარებელი?

(სალომე):  ჩვენი მომხმარებელი საუკეთესოა. ჩვენი პირველი მრჩეველია. რჩევის, შენიშვნის მიმართ გვაქვს მიმღებლობა. მუდმივად ვეკონტაქტებით ჩვენს მომხმარებელს და ვცდილობთ შევთავაზოთ სიახლეები. სწორედ მომხმარებლის ერთ-ერთი რჩევა გავითვალისწინეთ და შევქმენით კომბინაცია-ტორტი. როდესაც ერთდროულად სხვადასხვა გემოს დაგემოვნება სურს მომხმარებელს, შეუძლია შეუკვეთოს როგორც ორი, ისე ოთხი სახის ტორტის კომბინაცია.

 

სამომავლო გეგმები…

(სალომე):  „ჩადრაგინები“ არის ქეითერინგ-კომპანია, სადაც ნებისმიერი პროდუქტი მზადდება მხოლოდ წინასწარი შეკვეთით, ხოლო შეკვეთის მიღება ხდება ონლაინრეჟიმში, რომელიც საკმაოდ გამართულად მუშაობს, მაგრამ წლის ბოლოსთვის გვინდა უკვე გვქონდეს გახსნილი ჩვენი ობიექტი, სადაც მომხმარებელს დახვდება შინაურული, უშუალო გარემო.

 

(რუსკა):  ექსკლუზიურად თქვენთან ვიტყვით, რომ „ჩადრაგინები“ გეგმავს ღვინის წარმოებასაც, რომელზეც, უშუალოდ, ჩვენი ძმა − გიორგი მუშაობს. ჩვენთვის ოჯახის გვერდით დგომა არის უმთავრესი მოტივატორი. ჩვენი შესანიშნავი მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ გეგმებისა და მიზნების განხორციელებაში მოგვეხმარონ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.facebook.com/chadraginebi

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვინი ჰარლოუ Allure Essentials-ის სამოსით! მოდელი ფლორიდაში ისვენებს!

#OK! ვინი ჰარლოუ Allure Essentials-ის სამოსით! მოდელი ფლორიდაში ისვენებს!

April 2, 2021
#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

July 5, 2022
#OK! ქართველმა გოგონებმა კოპენჰაგენი დაიპყრეს

#OK! ქართველმა გოგონებმა კოპენჰაგენი დაიპყრეს

September 7, 2022
#OK! ჭირი იქა, ლხინი აქა…

#OK! ჭირი იქა, ლხინი აქა…

March 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

#OK! ისტორია ლედი დის ლეგენდარულ ,,შურისძიების კაბა”-ზე

March 10, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

March 7, 2026
#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები