• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK!BusinessCelebrity – როგორ გადააქცია ლედი გაგამ მისი წარუმატებლობა $100-მილიონიან ბრენდად

July 21, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ლედი გაგას სილამაზის ბრენდის ისტორია იმით გამოირჩევა, რომ ის წარმატებით კი არა, წარუმატებლობით დაიწყო. Haus Labs, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სელებრითის კოსმეტიკურ ბრენდად მიიჩნევა, 2019 წელს Amazon-ზე ექსკლუზიურად გაეშვა, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა. სამი წლის შემდეგ ბრენდი სრულად შეიცვალა, ყველა პროდუქტი თავიდან შეიქმნა და Sephora-ში ხელახალი გაშვების შემდეგ გაყიდვები 400%-ით გაიზარდა.

დღეს Haus Labs-ის წლიური შემოსავალი, ინდუსტრიის შეფასებით, 75-100 მილიონ დოლარს აღწევს, ბრენდი კი Sephora-ს ყველა მაღაზიაში იყიდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპის 12 ქვეყანაში და აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო გაფართოებას.

 

Haus Labs Review: How Lady Gaga's New Beauty Products Hold Up

 

ლედი გაგასთვის მაკიაჟი მხოლოდ სილამაზეს არასოდეს ნიშნავდა. მომღერალს არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო და საკუთარ გარეგნობაში თავდაჯერებულობას ვერ გრძნობდა. მისი თქმით, მაკიაჟმა ასწავლა, რომ ადამიანს შეუძლია თავად შექმნას საკუთარი იდენტობა და გამოხატოს საკუთარი თავი.

სწორედ ამ იდეაზე ააგო Haus Labs-იც – ბრენდი, რომელიც ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმის ნაცვლად თვითგამოხატვას, კრეატიულობასა და ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. საინტერესოა, რომ მისი მომხმარებლების დაახლოებით 25% მამაკაცია, რაც სელებრითების კოსმეტიკური ბრენდებისთვის საკმაოდ იშვიათი მაჩვენებელია.

2019 წელს Haus Laboratories გახდა პირველი პრემიუმ კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც მხოლოდ Amazon-ზე გაიყიდა. საწყის ეტაპზე ყველაფერი წარმატებით დაიწყო – Prime Day-ის პერიოდში ბრენდი მაკიაჟის კატეგორიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

თუმცა, მალევე გამოიკვეთა მთავარი პრობლემა. Amazon მომხმარებლებისთვის ახალი ბრენდების აღმოჩენის სივრცე ნაკლებად არის. ადამიანები იქ, ძირითადად, უკვე ნაცნობ პროდუქტებს ყიდულობენ, ხოლო პრემიუმ ბრენდებისთვის მნიშვნელოვანი ემოციური გამოცდილება, პროდუქტის ტესტირება და ბრენდის ისტორიის გაცნობა პლატფორმაზე პრაქტიკულად შეუძლებელია.

შედეგად, 2021 წელს Haus Labs-ის წლიურმა შემოსავალმა დაახლოებით 20 მილიონი დოლარი შეადგინა – რიცხვი, რომელიც ლედი გაგას მასშტაბის ვარსკვლავისთვის გაცილებით დაბალ შედეგს წარმოადგენდა.

 

Haus Labs introduces online ingredient database to boost consumer confidence - TheIndustry.beauty

Lady Gaga's Haus Labs Concealer Is the Perfect Complement to Her TikTok-Approved Foundation | Vogue

 

2022 წელს ლედი გაგამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ჯონსმა რადიკალური ნაბიჯი გადადგეს – არსებული პროდუქციის სრული ხაზის გაუქმება გადაწყვიტეს.

ყველა ფორმულა თავიდან შეიქმნა. პროდუქტებიდან ამოიღეს დაახლოებით 2 700 ინგრედიენტი, რომლებიც კანისთვის უფრო უსაფრთხო კომპონენტებით, მათ შორის ჰიალურონის მჟავითა და ვეგანური კოლაგენით, ჩაანაცვლეს. ამასთან, კომპანიამ შეიმუშავა საკუთარი დაპატენტების პროცესში მყოფი ინგრედიენტი Fermented Arnica, რომელიც, ბრენდის მტკიცებით, სიწითლისა და გაღიზიანების შემცირებაში ჩვეულებრივ არნიკაზე 860%-ით ეფექტიანია.

განახლებული Haus Labs უკვე Sephora-ში გამოჩნდა და სწორედ ეს აღმოჩნდა ბრენდის გარდამტეხი მომენტი.

2022 წლის ივნისში Sephora-ში ხელახალი გაშვების შემდეგ Haus Labs-მა ერთ წელიწადში 400%-იანი ზრდა აჩვენა. ბრენდი თავდაპირველად Sephora-ს 25 მაღაზიაში შევიდა, რამდენიმე თვეში კი 500-ზე მეტ ლოკაციაში გაფართოვდა. მოგვიანებით გაყიდვები დიდ ბრიტანეთში, ევროპის 12 ქვეყანაში, Sephora at Kohl’s-ის ქსელში, ხოლო შემდეგ აზიისა და ოკეანეთის ბაზრებზეც დაიწყო.

 

Exclusive: Lady Gaga's Haus Laboratories & Face Lace Debut Winged Liner Stickers | Allure

 

Haus Labs-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პროდუქტების ეფექტიანობას თავად ლედი გაგა ამტკიცებს. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მომღერლის მრავალსაათიანი კონცერტები საუკეთესო ტესტია ნებისმიერი კოსმეტიკისთვის – ძლიერი განათება, სიცხე, მოძრაობა და ხანგრძლივი გამოსვლები მაკიაჟის ხარისხს რეალურ პირობებში ამოწმებს. სწორედ ამიტომ, გაგა ბრენდის მხოლოდ სახე არ არის. ის პროდუქციის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს და თითოეული ფორმულის განვითარებაზე საკუთარ ვიზაჟისტთან, სარა ტანოსთან ერთად მუშაობს.

Sephora-ში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში Haus Labs-მა TikTok-ზე კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გმირი Triclone Skin Tech Foundation გახდა. კამპანიამ 9,4 მილიარდი ნახვა დააგროვა, ხოლო პროდუქტი განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე კონტენტკრეატორებში გახდა პოპულარული. ამავე პერიოდში ბრენდმა 1 700-ზე მეტ ინფლუენსერთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც სოციალურ ქსელებში 6 400-ზე მეტი პოსტი გამოქვეყნდა.

Haus Labs-ის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს-ტრანსფორმაციად ითვლება სელებრითების ბრენდებს შორის. ლედი გაგამ პირველი ვერსიის დაცვას არ შეეცადა — პირიქით, აღიარა, რომ ის ვერ ამართლებდა მოლოდინს, და ბრენდი მთლიანად თავიდან შექმნა.

დღეს Haus Labs-ის წლიური შემოსავალი 75-100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო მისი ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი წარმატება სწორედ წარუმატებლობის შემდეგ იწყება.

 

Haus Labs by Lady Gaga Merging Science And Skincare | BeautyMatter

ასევე გაეცანი

#OK!BusinessCelebrity ვიქტორია ბექჰემი – როგორ აქცია Spice Girls-ის ვარსკვლავმა საკუთარი სახელი საერთაშორისო ბიზნესბრენდად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity ვიქტორია ბექჰემი – როგორ აქცია Spice Girls-ის ვარსკვლავმა საკუთარი სახელი საერთაშორისო ბიზნესბრენდად

November 10, 2026
#OK!BusinessCelebrity SJP by Sarah Jessica Parker – როგორ იქცა ქერი ბრედშოუს სახელი მილიონიან ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity SJP by Sarah Jessica Parker – როგორ იქცა ქერი ბრედშოუს სახელი მილიონიან ბიზნესად

November 3, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

October 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია  კესო მუმლაძის ამბავი

#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია კესო მუმლაძის ამბავი

March 13, 2025
#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმელი „საკურ ბრაზერს“-ისგან

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმელი „საკურ ბრაზერს“-ისგან

September 4, 2021
#OK! რედაქტორის არჩევანი

#OK! რედაქტორის არჩევანი

July 20, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

November 12, 2026
#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?

#OK! „ჩემი ცოლის დაქალები“ ბრუნდება – ახალი სეზონი, ნაცნობი პერსონაჟები და სიახლეები: რას გვიმზადებს სერიალის შემოქმედებითი გუნდი?

November 13, 2026
#OK! ახალი ერა სტრატეგიულ კომუნიკაციებში

#OK! ახალი ერა სტრატეგიულ კომუნიკაციებში

November 13, 2026
თბილისში დივალის მე-9 გრანდიოზული კარნავალი გაიმართა

თბილისში დივალის მე-9 გრანდიოზული კარნავალი გაიმართა

November 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები